ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიკეთის ურიკა გუდვილში

ფონდის სიახლეები
9 თვის წინ
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა შესანიშნავი შანსია, რომ ადამიანმა საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ დიდ საქმეში, რომელსაც გაჭირვებაში ჩავარდნილი თანამოქალაქის  დახმარება ჰქვია! 
თებერვლის მიწურულს, ჩვენმა ფონდმა ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ ერთად უჩვეულო აქცია მოაწყო, რომლის მიზანს წარმოადგენდა ჩვენი მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელებისთვის და უფასო სასადილოს ბენეფიციართათვის საკვები პროდუქტების შეგროვება. 
ერთ-ერთ სალაროსთან განთავსდა სპეციალური ურიკა, რომელშიც „გუდვილის“ მომხმარებლები  საკუთარი სურვილით აწყობდნენ ნაყიდ პროდუქტებს. 
მეგობრებო, შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა! ასობით მოქალაქემ სიამოვნებით მიიღო აქციაში მონაწილეობა, რითაც გამოხატა თავისი მზაობა გვერდში დაუდგეს იმას, ვისაც ახლა დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება! 
ორი დღის განმავლობაში შეგროვდა 50 კილო მაკარონი, ორცხობილას ათობით შეკვრა, აგრეთვე მცენარეული ზეთი, მშრალი სუპები, კონსერვები, ტკბილეულის სხვდასხვა სახეობა...  ჩვენი კონტეინერი, რომელსაც  „სიკეთის ურიკა“  დავარქვით, მართლაც რომ ჯადოსნური გახდა! მან დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ბენეფიციარებს, რომლებისთვის ასეთ თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მადლობას ვუხდით აქციის უკლებლივ ყველა მინაწილეს და ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ადმინისტრაციას! 
მეგობრებო,  ჩვენ დიდი მადლიერი ვართ თქვენი იმ დახმარებისთვის, რომელიც ჩვენს ბენეფიციარებს გაუწიეთ. დიახ, სწორედ გაერთიანებული ძალებით არის შესაძლებელი შევუმსუბუქოთ ადამიანებს მძიმე ყოფა, დავაპუროთ და მივცეთ მათ მომავლის იმედი!     
ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა სიკეთისკენ.