“ბებია შოთიკოს სიცოცხლისთვის იბრძვის”. - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

“ბებია შოთიკოს სიცოცხლისთვის იბრძვის”. image

“ბებია შოთიკოს სიცოცხლისთვის იბრძვის”.

წლის წინ
სიახლეები

https://www.youtube.com/watch?v=q494_pZdVMo

მეგობრებო, თქვენ ალბათ გახსოვთ ეს ისტორია, რომელიც ორიოდე თვის წინ გიამბეთ. 21 წლის შოთიკო ვართუმაშვილი  2 წელია რაც საწოლს არის მიჯაჭვული უგონო მდგომარეობაში. შოთიკოს 80 წლის ბებია უვლის.

შოთიკოს დასახმარებლად ჩვენ საქველმოქმედო აქცია გამოვაცხადეთ, რომელმაც ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბებიას და შვილიშვილს 400-დე ადამიანმა გაუწოდა დახმარების ხელი  და 6 000 ლარზე მეტი შემოწირულობა გაიღო მათთვის.

გუშინ ჩვენ მოვინახულეთ შოთიკო და თქვენს მიერ შემოწირული თანხით ნაყიდი პროდუქცია მივუტანეთ სახლში: ჰიგიენური საშუალებები, ასპირატორი, მედიკამენტები.

ეს არის დახმარების პირველი ეტაპი, რომელმაც 1700 ლარი შეადგინა და უახლოეს მომავალში გაგრძელდება შემოწირული თანხის ამოწურვამდე.

თამარ ვართუმაშვილი უდიდეს მადლობას მოახსენებს ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მისი შვილის გასაჭირი და დახმარების ხელი გაუწოდა მას. ქალბატონ თამარის თქმით, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა გამოაცხადა საქველმოქმედო აქცია, მათთან სახლში იმყოფებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი და ფულადი დახმარების აღდგენას უახლოეს პერიოდში დაპირდა!

მეგობრებო, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა! უღრმესი მადლობა თანადგომისთვის და იმ სიკეთისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: