ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქველმოქმედება მათი ცხოვრების არსია!

ფონდის სიახლეები
6 თვის წინ

ამასწინათ ჩერნოვეცკის ფონდს ქეთი და ნათია  გერსამიები ესტუმრნენ.  დებმა მოიტანეს  ტანსაცმლით დატვირთული 2 დიდი ჩანთა: თბილი ქურთუკი, ნაქსოვი წინდები,  შარვლები, ქუდები, სვიტრი, ჟაკეტი... ამ საჩუქარმა ჩვენი ბენეფიციარები ძლიერ გაახარა და ბედნიერი წუთები აჩუქა მათ!
სტუმრებმა დაათვალიერეს ჩვენი ფონდის დღის ცენტრი, შეხვდნენ ფონდის ხელმძღვანელობას და ბენეფიციარებს. ჩვენ ნათიას და ქეთის რამდენიმე შეკითხვა დავუსვით: 
-როგორც მოგწონთ აქაურობა? 
       ქეთი: აღფრთოვანებული ვართ. არც კი წარმოგვედგინა, რომ საქართველოში ასეთი რამ არის შესაძლებელი. პირველ რიგში ვგულისხმობთ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ბენეფიციარებთან.
-დიდი ხანია, რაც ქველმოქმედებით ხართ დაკავებულნი?
      ნათია: ახალგაზრდობიდან მივსდევთ ქველმოქმედებას. ეს ჩვენი სულიერი მოთხოვნაა. არ შეგვიძლია გულგრილად ვუყუროთ ადამიანის გასაჭირს, ვცდილობთ დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად. 
     ქეთი: მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ქველმოქმედების სურვილი და შესაძლებლობა. 
     - ვინ მიგაჩნიათ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე კეთილ ადამიანად, ვისგან იღებთ მაგალითს? 
     ქეთი: მამისგან. მამაზე კეთილი ადამიანი მე ჯერ არ შემხვედრია. 90-იან წლებში ყველას უჭირდა და არც ჩვენი ოჯახი იყო გამონაკლისი, მაგრამ მიუხედავად ამისა  მამა ჩვენზე უფრო გაჭირვებულებს პურს ურიგებდა და პროდუქტებით ეხმარებოდა. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მან ჩვენი აზროვნების ფორმირებაზე. 
       ნათია: ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე გულთბილად იხსენებს მას, არ     ავიწყდებათ მისი ამაგი...
-რას ნიშნავს თქვენთვის იყო მორწმუნე ადამიანი?
      ქეთი: პირველ რიგში, ეს არის მოყვასის სიყვარული და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
      - როგორ გაიგეთ ჩვენი ფონდის შესახებ?
       ნათია: ადრე ტანსაცმელს პირადად გადავცემდით  ადამიანებს, რადგან ფონდების, უნდა ვაღიარო, არ გვჯეროდა. ერთხელ დაქალმა მოგვიყვა თქვენი ფონდის შესახებ, რის შემდეგ მოვიძიეთ  საიტი, „ფეისბუქის“ გვედი, გავეცანით თქვენს საქმიანობას, ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ აქ მოსვლა. 
- რას უსურვებთ ჩვენს მკითხველებს?
      ქეთი: ჯანმრთელობას, სიკეთეს, ბედნიერებას...
      ნათია:  ქველმოქმედების უნარი ადამიანში თავიდანვე არის ჩასახული, ამიტომ არ მოგერიდოთ, აკეთეთ სიკეთე, აჩუქეთ სიხარული ადამიანებს. დააპურეთ და მოეფერეთ მას, ვისაც უჭირს.   
-აპირებთ თ არა ჩვენთან კიდევ სტუმრობას?
ნათია:  რა თქმა უნდა.  როგორც იქნა ვიპოვეთ სანდო ფონდი და სწორედ რომ თქვენთან გვსურს თანამშრომლობა. 
მეგობრებო, ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ქეთი და ნათია გერსამიებს მშვენიერი საახალწლო საჩუქრისთვის, რომელიც მათ ჩვენს ბენეფიციარებს გადასცეს. თუ თქვენ გაქვთ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი, ფონდის კარი თქვენთვის მუდამ ღიაა! 
შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი ) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/?utm_source=facebook&utm_medium=post&utm_campaign=infopost 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით! 

რეკომენდებული პროექტები: