სათამაშოების კარუსელი! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სათამაშოების კარუსელი! image

სათამაშოების კარუსელი!

11 თვის წინ
სიახლეები

 პატარა ბენეფციარებისთვის ჩერნოვეცკის ფონდის სათამაშოების შეგროვების საქველმოქმედო აქცია გრძელდება: "დაეხმარე უცნობ მეგობარს". ამჯერად ამ აქციაში მონაწილეობა მიიღეს კერძო საბავშვო ბაღ „Mother.ge“-ს აღსაზრდელებმა.

https://www.facebook.com/profile.php?id=100004197218335&locale=ka_GE

 ბავშვებმა სახლიდან მოიტანეს თოჯინები, მანქანები, კუბიკები და მათი საყვარელი ფუმფულა მეგობრებიც კი, რათა გადაეცათ თანატოლებისთვის შეჭირვებული ოჯახებიდან. მათ სიყვარულით ჩაალაგეს სათამაშოები სპეციალურ „სიხარულის ყუთებში“, რომელიც ფონდის თანამშრომლებმა საბავშვო ბაღის ეზოში დადგეს. ამ კეთილი საქმისთვის, მათ გადაეცათ მადლობის სიგელი "ნორჩი ქველმოქმედი".

 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ყველაზე უკეთ იციან, როგორ აკავებს ეს პატარა საჩუქრები ბავშვების ცრემლებს და ხანდახან, აჩერებს კიდევაც მათ. საქართველოში ხომ, არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს გულდაწყვეტილი და არ უნდა ტიროდეს იმის გამო, რომ სათამაშოები არ აქვს!

 საჩუქრები საბავშვო ბაღ "Mother.ge"-სგან ჩერნოვეცკის ფონდმა გადასცა ბავშვებს კახეთში მცხოვრები შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახებიდან. წნორსა და სოფელ ჯიმითში, პატარები მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს ჩამოსვლას. ბავშვებმა მიიღეს დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები, რადგან სათამაშოები არასდროს ჰქონიათ - თამაშობდნენ საკუთარი ხელით გაკეთებული სათამაშოებით.

 ბავშვები მოუთმენლად ხსნიდნენ საჩუქრებს, სურდათ რაც შეიძლება მალე ენახათ, რა საყვარელი სათამაშო შეხვდათ. სწორედ ეს არის ნამდვილი ბედნიერება და საუკეთესო ჯილდო მათთვის, ვინც მათ ასეთი სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა.

 ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას უხდის საბავშვო ბაღ „Mother.ge“-ს კოლექტივს და პირადად მის დამფუძნებლებს: თამარ ჯულაკიძესა და მიხეილ მღვდელაძეს საქველმოქმედო დახმარებასა და აქტიური თანამშრომლობისთვის! თქვენ ამ პატარებს ბედნიერი ბავშვობა აჩუქეთ! რომელიც სათამაშოების გარეშე მართლაც წარმოუდგენელია!

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული) 












თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ადგილობრივ გამგეობაში ფაშისტებმა დაიდეს ბინა! საშინელი სიღატაკე სუფევს ერთ-ერთ სამაგალითო მრავალშვილიან ოჯახში, როგორიც კი ოდესმე გვინახავს საქართველოში! ძვირფასებო, ასეთ საშინელებას როგორ უძლებთ?! ჩვენ, ფონდში, ძალიან გვიყვარხართ და პატივს გცემთ ყველა! ისინი კი, ვინც თვალებს ხუჭავს სხვის გასაჭირზე, არაადამიანები არიან!
ეთერი (დედა, 30 წლის): „ჩემი უსაყვარლესი შვილი, ჩემი ილია, ავად არის! მუდამ ვშიმშილობთ და ამიტომაც თითქოს დაკარგული აქვს ცხოვრების ინტერესი! გული ძალიან მტკივა! მძიმე ფსიქიკური...
შეგროვებულია
2,661.82 ₾
დაეხმარა
228
მინდა დავეხმარო