როდესაც ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, გახარებულები არიან, ჩვენც გვიხარია! გემრიელობებით პირჩატკბარუნებულ ბავშვებზე უფრო მეტადაც კი! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, გახარებულები არიან, ჩვენც გვიხარია! გემრიელობებით პირჩატკბარუნებულ ბავშვებზე უფრო მეტადაც კი! image

როდესაც ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, გახარებულები არიან, ჩვენც გვიხარია! გემრიელობებით პირჩატკბარუნებულ ბავშვებზე უფრო მეტადაც კი!

7 თვის წინ
სიახლეები

როდესაც ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, გახარებულები არიან, ჩვენც გვიხარია! გემრიელობებით პირჩატკბარუნებულ ბავშვებზე უფრო მეტადაც კი!

 არის დღეები, როდესაც გული ბედნიერებით გვევსება და McDonald's-ის დამსახურებით, ერთ-ერთი ასეთი გახდა ქველმოქმედების დღე - 5 სექტემბერი. უკვე კარგ ტრადიციად იქცა ჯადოსნური მომენტების შექმნა იმ ბავშვებისთვის, ვისი ოჯახებიც ყოველდღიურად ებრძვიან გაჭირვებას. შესანიშნავ ღონისძიებაზე დაპატიჟებული იყო 30 ბავშვი მშობლებთან ერთად.

"აბა, თქვენი სათამაშოებიც მაჩვენეთ... მე თაგუნია ჯერი ამომივიდა Happy Meal-ში"

 წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ხართ და დაგპატიჟეს ისეთ ადგილას, სადაც ოცნებები ხდება, სადაც გემრიელი საჭმელი და უამრავი გასართობია. ეს რამდენიმე საათი, ნამდვილად დაუვიწყარი გახდა იმ ბავშვებისთვის, ვისაც ალბათ, ძალიან ცოტა ბედნიერი დღე ჰქონდა ცხოვრებაში. ვხედავდით, რომ აღფრთოვანებული ათვალიერებდნენ მენიუს, თავიანთი საყვარელი ბურგერებისა და სათამაშოების შეფუთვას ხსნიდნენ, შემდეგ კი, ტკბებოდნენ ყოველი ლუკმით, თითქოს, ეს რაღაც განსაკუთრებული იყო.

„ბურგერო, ბურგერო, უნდა შეგჭამო!“

 მაგრამ, მხოლოდ გემრიელობების გამო არ იყო განსაკუთრებული ეს დღე. McDonald's-ში ხომ, არის სათამაშო მოედანიც, სადაც ბავშვებს შეუძლიათ სრულად გამოავლინონ საკუთარი აქტიურობა და ფანტაზია. ისინი თამაშობდნენ, იცინოდნენ და დაუვიწყარი მოგონებები დარჩებათ, რომელიც აუცილებლად დაეხმარება რთული დღეების გადატანაში რომელიც, სამწუხაროდ ელით ცხოვრების რთულ გზაზე.

„ახლა კი, ვითამაშოთ!“

 მაგრამ, ამ ღონისძიებამ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც სიხარულით აუვსო გული. ისინი ყოველდღიურად ხედავენ, მათი შვილები წარმოუდგენელ სირთულეებს როგორ ებრძვიან. ამ დღემ კი დაანახა, სიხარულისგან როგორ უბრწყინავთ სახე და გულიანი ღიმილი როგორ ამშვენებს მათ.

„აქ, ბუშტებიც კი იღიმიან!“

 ჩვენ კი, ფონდის თანამშრომლებსა და მაკდონალდსის წარმომადგენლებს, ძალიან გვიხაროდა, რომ რამდენიმე საათი მაინც გავულამაზეთ ამ ბავშვებისთვის, რომლებიც მართლაც იმსახურებენ ბედნიერებას და ამის უფლება ნამდვილად აქვთ!

„თქვენი ღიმილი ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა!“

გვჯერა, რომ სიკეთისა და ბედნიერების ჩუქება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, არა მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის, არამედ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება! დაე, ამ პოსტმა შეგვახსენოს, რომ სიკეთე და მზრუნველობა უფრო ნათელსა და თბილს ხდის ჩვენს სამყაროს. მოდით, გავუზიაროთ ერთმანეთს სიხარული და სიკეთე. საბოლოოდ ხომ, ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენი ბედნიერი დღე გვქონდა ცხოვრებაში, არამედ ის, თუ რამხელა სიხარულს ვჩუქნით სხვებს.

მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ იმ ბავშვებს, ვისაც ცხოვრებაში არ გაუმართლა, თუ მათთვის დღესასწაულის მოწყობა გსურთ, ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)




თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თუ არ დავეხმარებით, კიბომ შეიძლება პატარა ნატალია მოკლას! თურქმა ექიმებმა მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა ახლახან დაიწყეს! ყველას ერთად შეგვიძლია, ამქვეყნად ყველაზე საშინელი და ვერაგი დაავადების დამარცხებაში დავეხმაროთ! უფალო, გევედრებით, შეისმინე ჩვენი ლოცვა და შენი ანგელოზი გადაარჩინე!
ნამდვილი პატარა ქართველი, ნატალია, ყველა პროცედურას განსაკუთრებული სიმტკიცით უძლებს! უკვე უყვარს თურქეთის ონკოლოგიური კლინიკის ყველა ექიმს და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ...
შეგროვებულია
1,515.43 ₾
დაეხმარა
107
მინდა დავეხმარო