ცხოვრება ძალიან სათუთია და ნებისნიერ წამს შეიძლება ჩამოიმსხვრეს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ცხოვრება ძალიან სათუთია და ნებისნიერ წამს შეიძლება ჩამოიმსხვრეს image

ცხოვრება ძალიან სათუთია და ნებისნიერ წამს შეიძლება ჩამოიმსხვრეს

7 თვის წინ
სიახლეები

ცხოვრება ძალიან სათუთია და ნებისნიერ წამს შეიძლება ჩამოიმსხვრეს

 დღეს, სამყარო კიდევ ერთხელ დადგა საშინელი გამოწვევის წინაშე. მაროკოში უძლიერესი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 2 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 400-ზე მეტი კი - დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არ არის და მაშველები აგრძელებენ ნანგრევებში მსხვერპლების ძებნას. ხოლო ლიბიაში წყალდიდობას შეეწირა 3 000-ზე მეტი ადამიანი, 10 000 კი ითვლება დაკარგულად.

 ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ცხოვრება სათუთია და შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს. არცერთი ჩვენგანი უბედურებისგან არ არის დაზღვეული და უნდა გვახსოვდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სიყვარული, სიკეთის კეთება, ყოველი წამის დაფასება და ერთმანეთზე ზრუნვა.

 ვკითხოთ საკუთარ თავს: „სხვებისთვის თუ გაგვიკეთებია კეთილი საქმე?“ ჩვენ არ შეგვიძლია სტიქიური უბედურებების თავიდან აცილება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ სამყარო ჩვენი კეთილი საქმითა და შეჭირვებულთა დახმარებით.

 ვილოცოთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და ვინც ამ მიწისძვრის შედეგად დაზარალდა. დაე, ჩვენმა ლოცვამ შეჰმატოს ძალა და გაამხნევოს. გახსოვდეთ, რომ სიკეთე და თანაგრძნობა არის ის, რაც გვაერთიანებს, როგორც ადამიანებს. მზად ვიქნებით უფალთან სუფთა სინდისით შესახვედრად, რადგან გვეცოდინება, რომ ცოტათი უკეთესი გავხადეთ სამყარო.




თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: