ყველას ყველაფერი ექნება, ერთმანეთს თუ გავუზიარებთ! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველას ყველაფერი ექნება, ერთმანეთს თუ გავუზიარებთ! image

ყველას ყველაფერი ექნება, ერთმანეთს თუ გავუზიარებთ!

6 თვის წინ
სიახლეები

ყველას ყველაფერი ექნება, ერთმანეთს თუ გავუზიარებთ!

 ჩვენ ყოველთვის პატარა სიხარულსაც კი გიზიარებთ. 

სექტემბერში თქვენი გულუხვობის წყალობით მოვაგროვეთ უამრავი ახალი და თბილი ნივთი. ზოგისთვის ეს არის უბრალოდ სიკეთის გამოხატულება, მაგრამ არა ჩვენთვის! სიტყვებით ვერ გადმოგცეთ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მათთვის, ვისაც ვეხმარებით.

 ჩვენი ფონდის ოჯახი ყოველდღიურად იზრდება და მასთან ერთად იმატებს საჭიროებებიც. თქვენი საჩუქრები, იქნება, ეს ახალი თუ კარგად შემონახული ნივთები, ბევრისთვის შეიძლება გახდეს ნამდვილი ხსნა. ეს ზამთრის თბილი და ლამაზი ტანსაცმელი არა მხოლოდ გაათბობს მათ, არამედ აჩუქებთ მომავლის რწმენას და იმედს.

 
გთხოვთ, კვლავაც აჩუქოთ მათ თქვენი სითბო და მზრუნველობა. თუ თქვენს შვილებს აღარ ერგებათ ტანსაცმელი, ნუ მოგერიდებათ, მოიტანეთ ის ჩვენთან. ის გაათბობს მათ, ვისაც ასე ძალიან სჭირდება. ვამაყობთ იმით, რომ თქვენისთანა არაჩვეულებრივი მეგობრები და პარტნიორები გვყავს.
 
პირადად გვსურს გადავუხადოთ მადლობა: გვანცა ჩუბინიძეს, მადონა თანდიაშვილს, ნარგიზა გულაშვილს და ჟუჟუნა ქობულაძეს - ისინი არიან სექტემბრის საუკეთესო ქველმოქმედები! მათი წყალობით, ბევრი ბავშვი სკოლაში ახალი ტანსაცმლით წავიდა და არ შესცივდება!

 მადლობას გიხდით ჩვენი მისიისადმი რწმენისთვის და მზადყოფნისთვის, დაგვეხმაროთ ფონდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში, რომ ადამიანები მიუახლოვდნენ ღმერთს!

 მოდით, მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ სხვა ადამიანების საჭიროებების მიმართ და მუდამ მზად ვიყოთ ვუწილადოთ მათ არა მხოლოდ ტანსაცმელი, არამედ გულის სითბოც. რათა გავათბოთ ისინი, ვისაც ცხოვრებაში ჩვენზე ნაკლებად გაუმართლა. ერთობლივი ძალისხმევით ხომ, ნამდვილად შეგვიძლია ეს სამყარო უკეთესობისკენ რომ შევცვალოთ.

 ზამთარი უკვე ახლოსაა და თბილი ტანსაცმლის საჭიროება იზრდება. ჩვენი კარი კი ყოველთვის ღიაა სიკეთისთვის, ნუ გადადებთ სიკეთის კეთებას ხვალისთვის.

🙏თუ გაქვთ ნივთები, რომელიც გსურთ რომ გაიღოთ გაჭირვებული ოჯახებისთვის, დაგვიკავშირდით სატელეფონო ზარით +995-322-19-33-21  ან შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე https://chernovetskyifund.ge/ge/beneficiaries-needs/

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთი წლის პატარა ნიკოლოზის აუტანელი ტანჯვა: სისხლი აქვს მოწამლული, წყლულებიდან სისხლი ჟონავს და გამონაყარი ისე ექავება, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანსაც კი გააგიჟებდა! შევიბრალოთ ბავშვი! შეჭირვებული დედა და შვილი ამ ყველაფერს დიდხანს ვერ გაუძლებენ! სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება!
ქავილის გამო, ჩვილი დღედაღამ ტირის! „ნიკოლოზის სხეული მთლიანად დაფარულია წყლულებით. კანი დახეთქილი აქვს, ექავება და სისხლი ჟონავს. ლამისაა კანი აიგლიჯოს, ისე იტანჯება, ჩვენ არ...
შეგროვებულია
13,892.83 ₾
დაეხმარა
1,006
მინდა დავეხმარო