მეგობრებო, გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეგობრებო, გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს! image

მეგობრებო, გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!

3 თვის წინ
სიახლეები

გილოცავთ ნათლისღებას

🌟✨🌟

მაღლა ცაში ზარი რეკავს, ნათლისღება დგებაო, 

მირონით და მისი ძალით, სასწაული ხდებაო, 

ვისაც მისი სწამს და სჯერა, ღმერთი შეეწევაო!!!

მეგობრებო, გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს! უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი! 

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. ამ დღეს სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე!

ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ შეინარჩუნოთ სულის სინათლე და სიწმინდე, გულწრფელი აზრები და კეთილი ზრახვები! გისურვებთ, რომ ამ დღეს თქვენი თბილი კერა იქცეს სავანედ სტუმრად მოსული ახლობლებისა და მეგობრებისთვის!

უფალმა ნათლისღების მადლით მოგცეთ დაუცხრომელი ვედრების ძალა, რათა ახლოს იყოთ უფალთან და განმტკიცდეთ მასში....შეგეწიოთ ყველა თქვენთაგანს ნათლისღების მადლი და ძალა!

🙏თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს დახმარება გჭირდებათ, მიმართეთ ჩვენს ფონდს. დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით:

💬მოგვწერეთ ამ პოსტის ქვემოთ კომენტარებში

🖥დატოვეთ მომართვა ჩვენს საიტზე: https://chernovetskyifund.ge/ge/if-you-need-help/

☎️დარეკეთ უფასო ცხელ ხაზზე: +995-322-19-33-21

📪გამოგვიგზავნეთ მომართვა ჩვენს ელექტრონულ მისამართზე office-fsp@fsp.ge 

🥹ჩვენ მზად ვართ მოგისმინოთ და გაგიწიოთ ყველა საჭირო დახმარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია გადავლახოთ სირთულეები და გავხადოთ ცხოვრება უფრო ნათელი და უკეთესი.

ℹ️ჩერნოვეცკის ფონდი საქართველოში 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ყოველწლიურად გადის საერთაშორისო აუდიტს აბსოლუტური პატიოსნებისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით. ჩვენ ვეხმარებით ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც ჭირდებათ მკურნალობა, მრავალშვილიანებს, ღარიბებს და მარტოხელა მოხუცებს.

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: