დაეხმარე უცნობ მეგობარს — პატარა ქველმოქმედების დიდი სიკეთე! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაეხმარე უცნობ მეგობარს — პატარა ქველმოქმედების დიდი სიკეთე! image

დაეხმარე უცნობ მეგობარს — პატარა ქველმოქმედების დიდი სიკეთე!

11 დღის წინ
სიახლეები

დაეხმარე უცნობ მეგობარს  —   პატარა ქველმოქმედების დიდი სიკეთე!

თუნდაც მცირედი სიკეთით ჩვენ შეგვიძლია სამყარო შევცვალოთ.  საბავშვო ბაღის  „ნუცას“ და  After school-ის პატარა ქველმოქმედებმა  თავიანთი  საყვარელი სათამაშოები და ტანსაცმელი შეაგროვეს.  ალბათ, მიხვდით, ეს ყოველივე  უცნობი მეგობრების  დასახმარებლად გააკეთეს.  დიახ, სწორედ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც შეჭირვებული ოჯახებიდან არიან, ზოგი კი ობოლია. მათ ხომ ყველაზე მეტად სწორედ  თანატოლებისგან უხარიათ სითბო და მზრუნველობა.

„დაეხმარე უცნობ მეგობარს“ — საბავშვო ბაღის „ნუცას“ და After School-ის აღსაზრდელები

„გამარჯობა, ჩემო უცნობო მეგობარო. იმედია, მოგეწონება ჩემი სათამაშოები“, —  საბავშვო ბაღის „ნუცას“ აღსაზრდელი.

„ეს კაბა ჩემს თანატოლ გოგონას მოვუტანე. იმედი მაქვს, მოეწონება. მე კი მისი სიხარული ბედნიერს გამხდის“

—  ნინი, ასეთი ლამაზი კაბა რომ სხვა ბავშვს მოუტანე, გული ცოტათი მაინც არ გწყდება? 

ნინი:არა, საერთოდ არ მწყდება, რადგან მინდა, სხვა ბავშვმაც ისევე გაიხაროს ამ კაბით, როგორც მე მიხაროდა ამ კაბის ჩაცმა. თან იმ ბავშვების მშობლებს ფული არა აქვთ, რომ ლამაზი კაბა უყიდონ. მე კი, არა მხოლოდ დღეს, არამედ სხვა დროსაც მივცემ ხოლმე ჩემს კაბებს უცნობ მეგობრებს. ერთ დღეს კი იმედია ახლოსაც გავიცნობთ ერთმანეთს და ნამდვილი მეგობრები გავხდებით.

„სიკეთეს ასაკი არ გააჩნია“  —  საბავშვო ბაღის  „ნუცას“ დირექტორი

ნონა ედიშერაშვილი (საბავშვო  ბაღის  „ნუცას“ დირექტორი):„სიკეთეს ასაკი არ გააჩნია. სწორედ ასეთი პატარა ასაკიდან უნდა ხდებოდეს ბავშვებისთვის სიკეთის არსის  ახსნა.  ბავშვი, შესაძლოა, შინაგანად კეთილი იყოს, მაგრამ სწორად როგორ გამოხატოს ეს სიკეთე ისე, რომ სხვას თავმოყვარეობა არ შეელახოს, აი, ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვობის ასაკიდან.  მე, როგორც  საბავშვო ბაღის დირექტორი, ამაყი ვარ, როცა მახსენდება, თუ როგორი ბედნიერი სახეებით მოჰქონდათ ამ ციცქნა ბავშვებს სახლიდან  თავიანთი საყვარელი სათამაშოები და ტანსაცმელი უცნობი მეგობრებისთვის.  1 კვირის განმავლობაში აგროვებდნენ  ბავშვები ნივთებს და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სიკეთე გადამდებია! მჯერა, რომ სულ უფრო მეტი საბავშვო ბაღი და სკოლა ჩაერთვება ამ კამპანიაში   „დაეხმარე უცნობ  მეგობარს“. 

საბავშვო  ბაღის  „ნუცას“ პატარა  ქველმოქმედი

„ჩვენო უცნობო მეგობრებო, ამ სათამაშოებს მთელი გულით გჩუქნით“

ღონისძიების ბოლოს, ჩერნოვეცკის ფონდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა საბავშვო ბაღის  „ნუცას“, ასევე After School-ის  პედაგოგები და პატარა ქველმოქმედები თანატოლი ბავშვების გულწრფელი და კეთილშობილური დახმარებისთვის. 

მადლობის სიგელი — თანატოლი ბავშვების გულწრფელი და კეთილშობილური დახმარებისთვის

ელექტრონული ფოსტის მისამართია: office-fsp@fsp.ge

🙏თუ გაქვთ ნივთები, რომელიც გსურთ რომ გაიღოთ გაჭირვებული ოჯახებისთვის, დაგვიკავშირდით სატელეფონო ზარით +995-322-19-33-21  ან შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე https://chernovetskyifund.ge/ge/beneficiaries-needs/

 
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ადგილობრივ გამგეობაში ფაშისტებმა დაიდეს ბინა! საშინელი სიღატაკე სუფევს ერთ-ერთ სამაგალითო მრავალშვილიან ოჯახში, როგორიც კი ოდესმე გვინახავს საქართველოში! ძვირფასებო, ასეთ საშინელებას როგორ უძლებთ?! ჩვენ, ფონდში, ძალიან გვიყვარხართ და პატივს გცემთ ყველა! ისინი კი, ვინც თვალებს ხუჭავს სხვის გასაჭირზე, არაადამიანები არიან!
ეთერი (დედა, 30 წლის): „ჩემი უსაყვარლესი შვილი, ჩემი ილია, ავად არის! მუდამ ვშიმშილობთ და ამიტომაც თითქოს დაკარგული აქვს ცხოვრების ინტერესი! გული ძალიან მტკივა! მძიმე ფსიქიკური...
შეგროვებულია
5 ₾
დაეხმარა
1
მინდა დავეხმარო