ჩემთან ერთად დამარხავენ ჩემს შვილიშვილს, იმ დღესვე - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემთან ერთად დამარხავენ ჩემს შვილიშვილს, იმ დღესვე

page info icon
2023 მარტი 17
„მე თუ დღეს მოვკვდი, ჩემი შვილიშვილიც მეორე დღეს მომყვება უკან ან შეიძლება, ცოცხლად დამარხონ ჩემთან ერთად. იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება ჩემს გარდა! არავის უნდა... დედამაც და მამამაც, ორივემ მიატოვეს. მიაგდეს ავადმყოფი ბავშვი და ბედნიერება სხვაგან ნახეს.“ - ამბობს მალარდო და თვალებს მალავს. რცხვენია მძიმედ ავადმყოფი სოსოს მშობლების საქციელის გამო. ვის რაში სჭირდება ავადმყოფი? ისინი კი, ჯერ ახალგაზრდები არიან, კიდევ ეყოლებათ ჯანმრთელი შვილები!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,801 ₾
( 555 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩემთან ერთად დამარხავენ ჩემს შვილიშვილს, იმ დღესვე

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ანგელოზი თუ გინახავთ? ერთ-ერთ მათგანს მალარდო ჰქვია. ის 80 წლისაა და ასე გამოიყურება!

 „მე თუ დღეს მოვკვდი, ჩემი შვილიშვილიც მეორე დღეს მომყვება უკან ან შეიძლება, ცოცხლად დამარხონ ჩემთან ერთად. იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება ჩემს გარდა! არავის უნდა... დედამაც და მამამაც, ორივემ მიატოვეს. მიაგდეს ავადმყოფი ბავშვი და ბედნიერება სხვაგან ნახეს.“ - ამბობს მალარდო და თვალებს მალავს. რცხვენია მძიმედ ავადმყოფი სოსოს მშობლების საქციელის გამო. ვის რაში სჭირდება ავადმყოფი? ისინი კი, ჯერ ახალგაზრდები არიან, კიდევ ეყოლებათ ჯანმრთელი შვილები!

 ერთი წამითაც არ უნდა ბებოს გაშვება

 - ეს როგორ მოხდა, მალარდო? როდის თქვეს მშობლებმა უარი თქვენს შვილიშვილზე?

 მალარდო: მთლად ასეც ვერ ვიტყვი, რომ უარი თქვეს, მაგრამ ხომ იცით, ცხოვრება რანაირია? ასე გამოვიდა. არავის ვკიცხავ, არც ჩემს სიძეს, არც ჩემს შვილს - ეს მათი არჩევანია. მე პირადად, საკუთარ შვილს ვერ მივატოვებდი ასე. სოსო სრულიად ნორმალური დაიბადა, 5 წელი სკოლაშიც კი სწავლობდა. მართალია უჭირდა, საათობით ვეჯექი და ვამეცადინებდი. მაგრამ, ანბანი და ციფრებიც კი ძლივს დაისწავლა.

 ასეთი იყო სოსო, სანამ დაავადება პროგრესირებას დაიწყებდა

 - ესე იგი, დაბადებიდან თქვენთან ერთად ცხოვრობდა?

 მალარდო: როდესაც სოსო ექვსი წლის იყო, ჩემი შვილი სამუშაოდ წავიდა საბერძნეთში. იქ სამართალდამცველებთან პრობლემა შეექმნა იმიტომ, რომ მაშინ უსაბუთოდ მიდიოდნენ და მუშაობდნენ. კარგი ცხოვრების გამო ნამდვილად არ აკეთებდნენ ამას. დიდხანს რომ არ გაგიგრძელოთ ლაპარაკი, ერთს გეტყვით, რომ იქიდან შვიდი წლის განმავლობაში ვერ წამოვიდა. რომ ჩამოვიდა, აქ „დიდი სიურპრიზი“ ელოდა. მის ქმარს უკვე სხვა ოჯახი ჰყავდა და შვილი! ამხელა დამცირება ვერ აიტანა და არ ვიცი, ჯიბრზე, თუ დიდი სიყვარულით თავადაც მალევე გათხოვდა. შვილი, სოსო არავის გახსენებია. აი, ასე დავრჩით სულ მარტო. როდესაც სოსო პატარა იყო, ჩვენი მდგომარეობა არ იყო ამდენად რთული. თავის ფეხით დადიოდა, 5 წელი სკოლაშიც კი დამყავდა! დროთა განმავლობაში, მდგომარეობა დამძიმდა, მეც მომემატა წლები. ახლა, მე უმწეო მოხუცი ქალი ვარ, ის კი ზრდასრული მამაკაცი.

 „დაუძლურებული ხელებით სოსოს მოწესრიგება ძალიან მიჭირს“

 - ამ ყველაფერის კეთებას როგორ ახერხებთ, ალბათ, ძალიან გიჭირთ?

 მალარდო: ფეხზე ძლივს ვდგავარ, მას კი, დღეში რამდენიმეჯერ სჭირდება პამპერსის გამოცვლა, დაბანა, გასუფთავება, ჭამა, ზურგის დაზელვა, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეს. ბალიშს ვუდებ, რომ წამოჯდეს, და იქვე ვბან, საწოლში, ვაჭმევ, მერე კი მთლიანად ვუცვლი თეთრეულს...

 სოსო პატარა ბავშვივით არის, ვერაფერს ხვდება, ბებო კი მის გართობას ცდილობს იმ სათამაშოებით, რომელსაც  ჩუქნიდა, როდესაც პატარა იყო.

 - სოსო თუ აცნობიერებს თავის მდგომარეობას?

 მალარდო: ახლა ვეღარ. კოვიდი გადაიტანა და მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. შარშან დედამისს ჰყავდა წაყვანილი რამდენიმე კვირით. იქ კი, როგორც ჩანს, ყურადღება ვერ მიაქციეს, რაღაც გამორჩათ და კოვიდი შეხვდა. რომ წამოვიყვანე, უამრავი ნაწოლი ჰქონდა. ვერ ლაპარაკობდა, ვერ აზროვნებდა, შეტევებიც გაუხშირდა. გამიჭირდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, იარები ძლივს მოვურჩინე. მაგრამ, ადრინდელი მდგომარეობა, როდესაც თვითონ ჯდებოდა და გადაადგილდებოდა, ვერ დავუბრუნე. ერთი წლის წინ, ეპილეფსიის საშინელი შეტევის დროს სოსო დაეცა და ხელი მოიტეხა. ძვლები სულ დაეფშვნა. ახლა, ხელებსაც ვეღარ ამოძრავებს. 

 ხანდახან აგრესიული ხდება და შეიძლება ბებიას დაარტყას

 - სანამ კოვიდი შეხვდებოდა, როგორი იყო?

 მალარდო: ადრე წიგნებს ვუკითხავდი, ერთად ვუყურებდით ტელევიზორს. ვეუბნებოდი: „ნახე, ეს ჩვენი პრეზიდენტია, ამ მსახიობს ნანა ჰქვია, იმას კი - ოთარი. მეორედ რომ ნახავდა, ცნობდა. გვქონია ასეთი მშვიდი დღეებიც. მაგრამ ხანდახან, თითქოს ეშმაკი შეუჩნდებოდა. აგრესიის შეტევები ემართებოდა. ყვირილს იწყებდა, თმაში მწვდებოდა ხოლმე და მირტყამდა. ხანდახან, ძალიან მწარედ. მაგრამ, მისგან როგორ უნდა მეწყინოს რამე? ის ხომ ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა. ახლა, ბავშვობის დროინდელი სათამაშოები დავუდე გვერდით, მივუჯდები და როგორც პატარას, ისე ვეთამაშები ხოლმე, მას კი უხარია. ხანდახან, ძალიან რომ გამიჭირდება ხოლმე, უფალს ვეკითხები, ნუთუ, ასეთი სიბერე დავიმსახურე? რისთვის გამომიგზავნა ამხელა განსაცდელი? იმაზე არც მაქვს ლაპარაკი რომ ეს ყველაფერი ფიზიკურად ძალიან ძნელია, გული უბრალოდ მიკვდება... არადა, იცით, რა ბედნიერი ქალი ვიყავი?

 ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, მალარდო უბედნიერესი ქალი იყო

 - ძალიან გთხოვთ, თქვენს ახალგაზრდობაზე მიამბეთ.

 მალარდო: არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ყველაზე უმცროსი ვიყავი ოჯახში, მეექვსე შვილი! წარმოგიდგენიათ, როგორ ვუყვარდი ყველას? დედ-მამას მზე და მთვარე ამოსდიოდათ ჩემზე, და-ძმები კი, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. ძალიან მოსიყვარულე ოჯახი მყავდა. ჩემი მშობლები, უბრალო, მშრომელი ხალხი, ყველანაირად ეცადნენ, შვილებს განათლება რომ მიგვეღო. ყველამ დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი და სპეციალობით ვმუშაობდით. 30 წელი სკოლაში ვიმუშავე, მასწავლებლად. უზომოდ მიყვარდა ჩემი სამსახური, ბავშვებსაც ვუყვარდი. აი, ახლა ვხვდები, რომ ზღაპრული ცხოვრება მქონდა. მეუღლეც არაჩვეულებრივი მყავდა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ძალიან კარგი შვილები გავზარდეთ. მაგრამ, თითქოს, ვიღაცამ დაგვწყევლა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ყველა დავმარხე, მშობლები, ყველა დედმამიშვილი, მეუღლე და უმცროსი ვაჟი. გოგო კი... გოგომ უარი თქვა საკუთარ შვილზე!

 „ჩემს სოსოზე მანამ ვიზრუნებ, სანამ უფალი თავისთან წამიყვანს“

 - ღმერთო ჩემო, როგორი რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამდენი განსაცდელის მერე, ისევ ასეთი თბილი და გულკეთილი რომ იყოს! როგორ ახერხებთ ამას? ერთი აუგი სიტყვაც არ დაგცდენიათ.

 მალარდო: ვის დავემდურო? როგორ შეიძლება? გოგოს? სიძეს? თუ სოსოს, ავადმყოფი რომ დაიბადა? ღმერთს? ეს ჩემი ჯვარია. და ბოლომდე უნდა ვატარო. ადამიანური სახის შენარჩუნება არის მთავარი. ალბათ, ძალას ის ბედნიერება მმატებს, რომელიც ბავშვობაში დავაგროვე. თან, სანამ სოსო ცოცხალია, მე არ მაქვს უფლება, მოვკვდე. აი, რა ეშველება, მე რომ მოვკვდები? საერთოდ როგორ გაიგებს ვინმე? ის ხომ ვერავის დაურეკავს და ვერც დაუძახებს. როდესაც მეორე, ან მესამე დღეს მკვდარს მნახავენ, იმ დროს, ალბათ ჩემი შვილიშვილიც უკვე აღარ იქნება ცოცხალი... რომ წარმოვიდგენ ამ საშინელ სურათს, თავს შევუძახებ ხოლმე: მიდი, მალარდო, უნდა ადგე, სხვა გზა არა გაქვს. ხანდახან ვოცნებობ, რომ ჩემი შვილიშვილი ჩემზე ერთი დღით ადრე მოკვდება. რომ მისი დარდი საფლავში არ გამყვეს, ავადმყოფი რომ მიატოვეს და გატეხილი სათამაშოსავით მიაგდეს.

ასე სუფთად და მოვლილი ჰყავს 80 წლის მოხუც ქალს თავისი შვილიშვილი. ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს.

 - მალარდო, ჩვენ რით შეგვიძლია, რომ შეგიმსუბუქოთ ყოფა? 

 მალარდო: ქვეყნის ოქროც რომ მომცეთ, ჩემი შვილიშვილის ჯანმრთელობას, ჩემს ახალგაზრდობასა და ჯანს ვერ დამიბრუნებთ. მაგრამ, ერთი დიდი ოცნება მაქვს. ჩემი შვილიშვილისთვის კარგი საწოლი მჭირდება. ეს ძველია და დანგრეული, მოუხერხებლად წევს. კიდევ, ძალიან გვჭირდება პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები. საკვებს კი, პენსიით ვყიდულობთ, გვყოფნის!

* * *

 ჩვენი თანამემამულის, მალარდო ციგროშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მთელი ცხოვრება ბედნიერი იყო, მაგრამ   სიბერე კოშმარად ექცა. ახლა, ეს საბრალო ქალი, მხოლოდ შვილიშვილისთვის ცხოვრობს, რომელზეც ყველამ თქვა უარი.

 ამ ქალბატონს და მის შვილიშვილს სჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება, განსაკუთრებით საკვები პროდუქტი, პამპერსი და ჰიგიენური საშუალებები, მისი უდიდესი ოცნება კი, არის ორთოპედიული საწოლი შვილიშვილისთვის.

 თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლაფანყური.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

 #GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ციგროშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: