ამ უზარმაზარ სამყაროში ამხელა უიმედობის სხვა მაგალითი არ მოიძებნება! ამხელა ადამიანური ტკივილის სხვა მაგალითი არ არსებობს! არ არსებობს მაგალითი ახალგაზრდა ქალის ასეთი თავგანწირვისა, რომელმაც მძიმედ დაავადებული დედისა და ძმის გასაჭირს საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა! ნუთუ ჩვენ შევძლებთ, გვერდი გულგრილად ავუაროთ?.. ჩვენ გარდა ხომ ამ საბრალო ადამიანებს ვერავინ დაეხმარება!!! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამ უზარმაზარ სამყაროში ამხელა უიმედობის სხვა მაგალითი არ მოიძებნება! ამხელა ადამიანური ტკივილის სხვა მაგალითი არ არსებობს! არ არსებობს მაგალითი ახალგაზრდა ქალის ასეთი თავგანწირვისა, რომელმაც მძიმედ დაავადებული დედისა და ძმის გასაჭირს საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა! ნუთუ ჩვენ შევძლებთ, გვერდი გულგრილად ავუაროთ?.. ჩვენ გარდა ხომ ამ საბრალო ადამიანებს ვერავინ დაეხმარება!!!

page info icon
2024 მაისი 16
მას შემდეგ, რაც 6 წლის წინ, ინსულტი გადაიტანა და მეუღლე გარდაეცვალა, დედაჩემს აღარაფერი ახსოვს! იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ მის სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება, რადგან საკუთარმა ფსიქიკურად დაავადებულმა ვაჟმა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, შეიძლება დაარტყას ან დაახრჩოს, ქალიშვილმა თუ ვერ შეაჩერა... ეს ერთი და იგივე ადამიანი გახლავთ. თავს გაუფრთხილდით, მეგობრებო! აი, რა დღეში აგდებს ადამიანებს ავადმყოფობა და შიში, რომ საკუთარმა მძიმედ დაავადებულმა შვილმა არ მოკლას! შიზოფრენიული შეტევის დროს, ვაჟი საწოლს მიჯაჭვულ დედას ახრჩობს და არაადამიანური ხმით ყვირის! ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართველ ქალს ანა ჰქვია! ყოველდღიურად საკუთარ ცხოვრებას და ბედნიერებას თმობს იმისთვის, რომ თავის დედასა და ძმაზე იზრუნოს! თავის ტრავმამ ეს გულკეთილი და მშვიდი ახალგაზრდა მამაკაცი დაუნდობელ მხეცად აქცია. ის ხალხთან ერთად მიტინგზე იდგა პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდასაჭერად! ისე ურტყამდნენ თავში, რომ ახლა შიზოფრენიის მძიმე ფორმა აქვს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,715 ₾
( 122 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ამ უზარმაზარ სამყაროში ამხელა უიმედობის  სხვა მაგალითი არ მოიძებნება! ამხელა ადამიანური ტკივილის სხვა მაგალითი არ არსებობს! არ არსებობს მაგალითი ახალგაზრდა ქალის ასეთი თავგანწირვისა, რომელმაც მძიმედ დაავადებული დედისა და ძმის გასაჭირს საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა! ნუთუ ჩვენ შევძლებთ, გვერდი გულგრილად ავუაროთ?.. ჩვენ გარდა ხომ ამ საბრალო ადამიანებს ვერავინ დაეხმარება!!!

შენ შეგიძლია გადაარჩინო ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდე ღმერთს! გაგზავნე SMS ნომერზე 97100 

მას შემდეგ, რაც 6 წლის წინ, ინსულტი გადაიტანა და მეუღლე გარდაეცვალა, დედაჩემს აღარაფერი ახსოვს! იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ მის სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება, რადგან საკუთარმა ფსიქიკურად დაავადებულმა ვაჟმა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, შეიძლება დაარტყას ან დაახრჩოს, ქალიშვილმა თუ ვერ შეაჩერა...

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს ერთი და იგივე ადამიანი გახლავთ. თავს გაუფრთხილდით, მეგობრებო! აი, რა დღეში აგდებს ადამიანებს ავადმყოფობა და შიში, რომ საკუთარმა მძიმედ დაავადებულმა შვილმა არ მოკლას! შიზოფრენიული შეტევის დროს, ვაჟი საწოლს მიჯაჭვულ დედას ახრჩობს და არაადამიანური ხმით ყვირის!

ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართველ ქალს ანა ჰქვია! ყოველდღიურად საკუთარ ცხოვრებას და ბედნიერებას თმობს იმისთვის, რომ თავის დედასა და ძმაზე იზრუნოს!

თავის ტრავმამ ეს გულკეთილი და მშვიდი ახალგაზრდა მამაკაცი დაუნდობელ მხეცად აქცია. ის ხალხთან ერთად მიტინგზე იდგა პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდასაჭერად! ისე ურტყამდნენ თავში, რომ ახლა შიზოფრენიის მძიმე ფორმა აქვს.

ფსიქიატრიული კლინიკიდან მორიგი გამოსვლის შემდეგ შეიძლება მოულოდნელად მოვიდეს და რომელიმეს დაგვარტყას ან დაიწყოს ცულის ძებნა ჩვენ მოსაკლავად! თავისი უბედური ცხოვრების ასეთ წუთებში დაავადების გამო საშინელებები ელანდება: ეჩვენება, თითქოს გველები ვართ მე და დედა, ჩვენი დახოცვა და ცულით ნაწილებად დანაწევრება უნდა!

ანა: „არცერთ ჩემს ოცნებას არ ეწერა ახდენა! მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მესამე კურსზე ვსწავლობდი, ლამაზი გოგო ვიყავი და უამრავი ხელის მთხოვნელიც მყავდა... შემეძლო გავმხდარიყავი დედა!  მაგრამ როგორ მივატოვებდი დედას და მძიმედ დაავადებულ ძმას?! მითხარით (მიმართავს კორესპონდენტს), თქვენც ხომ ქართველი ქალი ხართ, ასე მოქცევას შეძლებდით?!

„ყველაფერი გავყიდეთ დედაჩემის და ჩემი ძმის მკურნალობისთვის და ახლა ვცხოვრობთ დიდი ხნის წინ, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის დროს აგებულ საქათმეში“

„ეს ჩვენი საპირფარეშოა“

ჭერი დიდი ხანია დალპა და ჩამოვარდა! დედაჩემის სასთუმალთან ჩამომჯდარს მძინავს. მხოლოდ ქათმებს თუ სძინავთ ასე!

„კარ-ფანჯარა იშლება, იმდენად ძველია“

„როგორებიც არ უნდა იყოთ, რა დღეშიც არ უნდა ჩამაგდოთ, როგორც არ უნდა მეშინოდეს თქვენი — ჩემი ოჯახი ხართ და ვერ მიგატოვებთ. თქვენ გვერდით და თქვენ მაგიერ მოვკვდები“. ნუთუ, დავუშვებთ იმას, რომ დაიღუპონ! ბრძენკაცებს ხომ უთქვამთ, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა?!“

ცუდად გავხდი, ეს ტექსტი რომ გადავიკითხე... ქალმა წყალი მომაწოდა და ახლა არც ვიცი, როგორ დავასრულო ამ ამბის თხრობა. მისი ბოლომდე წაკითხვა რა ნამუსით გთხოვოთ?! მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით: ეს ოჯახი, ჩვენ გარდა, არავის სჭირდება ამქვეყნად! სანამ ამ საბრალო ადამიანებს თანხით, რჩევითა თუ ლოცვით სისტემატურად არ დავეხმარებით, ნამდვილად არ დამეძინება! მომიტევეთ!

 „ალბათ, მკურნალობისა და წამლების საყიდელი ფული რომ გვქონდეს, ჩვენი ცხოვრებაც უფრო მარტივი იქნებოდა“, — მითხრა ამ უსაზღვროდ უბედურმა ახალგაზრდა ქალმა, როდესაც თვალცრემლიანი ვტოვებდი ამ ოჯახს! მაგრამ მე პირადად ასე არ ვფიქრობ! უბრალოდ, ანა ადამიანების მხრიდან ყურადღებას არ არის მიჩვეული! მან ხომ არ იცის, რაოდენ გულიანი ადამიანები ვართ და როგორ გვწადია, ღვთისნიერი საქმე ვაკეთოთ!

 კორ.: ნინო 

 — ანა, თქვენი ამბის თხრობას რით დაიწყებთ?

 ანა: ეს ამბავი არ არის, ეს არის ყოველდღიური ტანჯვა და განსაცდელი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და დღითი დღე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. 31 წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი, როდესაც ჩემს ძმას პოლიტიკური შეხედულებების გამო სასტიკად სცემეს. ძირითადად, სახისა და თავის არეში ურტყამდნენ და ვეღარ გამოკეთდა მას შემდეგ. მოსკოვში საუკეთესო ექიმებთან: ნევროპათოლოგებთან, ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან დაჰყავდა მამას. მაგრამ ამაოდ, მისი დახმარება ვერავინ შეძლო. ამქვეყნად ყველაზე მშვიდი და უწყინარი ადამიანი, ნამდვილ ურჩხულად იქცა! აგრესიული გახდა. ღმერთო, რა სიტყვებს გვეუბნებოდა! სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, როგორღაც იმორჩილებდა. უმკლავდებოდა მის აგრესიას. მაგრამ მისმა გულმა ვერ გაუძლო! როგორია იმის ცქერა, შენი ერთადერთი ვაჟი, გვარის გამგრძელებელი, ჭკუიდან როგორ იშლება. მამა 21 წლის წინ გარდაიცვალა.

 — მამის გარდაცვალების მერე როგორ უმკლავდებოდით თქვენს ძმას?

 ანა: ვმკურნალობდით, მაგრამ უარს ამბობდა წამლების დალევაზე. ელანდებოდა, რომ გველები ვართ მე და დედა და ცულით მოგვდევდა. რამდენჯერ იყო, მინდორში რომ ვემალებოდით! იქ ვათევდით ღამეს, სახლში კი დილით, რომ ჩაეძინებოდა, მაშინ ვბრუნდებოდით.

 — პოლიციას ან ხელისუფლებას რატომ არ მიმართეთ დახმარებისთვის?

 ანა: ყველას მივმართე. ციხეში ვერ გამოამწყვდევენ — მძიმედ დაავადებული ადამიანია. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი მხოლოდ წელიწადში ორჯერ აწვენენ. იქ მკურნალობის კურსი უტარდება და ცოტათი დამშვიდებული ბრუნდება. ცოტა ხნის განმავლობაში იქცევა ნორმალურად, დედასთანაც კი რჩება, როდესაც აფთიაქში ვარ გასაქცევი. მერე კი, როგორც ჩანს, აღარ მოქმედებს მკურნალობა და ისევ აგრესიის ფაზაში ბრუნდება. აი, გუშინ, მაგალითად, კინაღამ დაგვხოცა. ადრე, სანამ დედა მეტნაკლებად ჯანმრთელი იყო და ფეხზე იდგა, ჩემს ძმასთან ვტოვებდი და შემეძლო მუშაობა. პედაგოგი ვარ განათლებით, მასწავლებლად ვმუშაობდი დაწყებით კლასებში. მაშინ საჭმელი მაინც გვქონდა და ფეხშიშველები არ დავდიოდით. ახლა კი მშივრები ვართ და ვიყინებით... ამ ზამთარს სიცივით კინაღამ დავიხოცეთ. ეს ნაგებობა ჩემი წინაპრების აშენებულია, სახლიც არ ჰქვია. ყველა ღრიჭოდან ქარი უბერავს. მთლიანად დამპალია, ძველი და მოშლილი...

 — ახლა კი ვხვდები, დედათქვენი ასეთ მდგომარეობაში რატომ ჩავარდა...

ანა: გათიშულია! საერთოდ არაფერი ახსოვს და, ალბათ, ეს უკეთესიც არის. ვერ მცნობს, საკუთარი სახელი არ ახსოვს, არც გადაადგილება შეუძლია, არც საპირფარეშოში გასვლა... მე კი პამპერსის საყიდელი ფულიც კი არ მაქვს. ჭიდან ამოღებულ, გაყინულ წყალში ვრეცხავ ყველაფერს. აქამდე ჭკუიდან როგორ არ შევიშალე ან საერთოდ როგორ ვარ ცოცხალი, მიკვირს. იცით, მისი ხელში აყვანა, გამოცვლა და გასუფთავება როგორ მიჭირს? დაახლოებით ასი კილოგრამია მისი წონა. მესამე ინსულტმა ბოლო მოუღო. ორჯერ მყავს გადარჩენილი, ვუვლიდი, ყველაფერი გავყიდე, დედაჩემი რომ დამეყენებინა ფეხზე. ახლა კი აღარ მაქვს საშუალება... უბრალო კატაბალახას ნაყენის ყიდვასაც კი ვერ ვახერხებ.

„სახლში ონკანი არ გვაქვს, გაყინულ, ჭიდან ამოღებულ წყალში მიწევს ყველაფრის რეცხვა“

„იატაკის ღრიჭოებიდან უბერავს...“

„შემოსასვლელი კარების ქვეშ კი იმხელა ღრიჭოა, რომ შეიძლება სახლში ვირთხაც და გველიც შემოძვრეს“

 — გული მიკვდება. ცრემლებს ძლივს ვიკავებ...

 ანა: წარმოიდგინეთ, როგორია ამის ყოველდღე ატანა? 6 წელია, ქათამივით, ნახევრად მჯდომარეს მძინავს, გახელილი მაქვს ცალი თვალი. დედა საბანს იხდის და იყინება. ერთხელაც, ღმერთმა ნუ ქნას, ღრმად რომ ჩამეძინოს, გათოშილი დამხვდება დილით. ღამით ოცჯერ მაინც  ვდგები და საბანს ვაფარებ... თანაც, ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ ხანდახან შუაღამისას კივილს იწყებს. ჩემი ძმა თუ გააღვიძა, ნამდვილი სამყაროს აღსასრულია. ერთი მხრიდან დედაჩემი კივის, მეორე მხრიდან ჩემი ძმა, მე კი შუაში ვდგავარ და ვცდილობ, დავამშვიდო.

 „აქ, სტუდენტი ვარ... რამხელა გეგმები მქონდა...“

 — ოდესმე ბედნიერი თუ ყოფილხართ? 

 ანა: მხოლოდ სტუდენტობის სამი წლის განმავლობაში! სოხუმის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ღმერთო, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. გრანდიოზული სამომავლო გეგმები მქონდა. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, ხელის მთხოვნელი, მაგრამ უარს ვეუბნებოდი ყველას. სწავლა, მუშაობა და კარიერის აწყობა მინდოდა... მაგრამ არცერთ ჩემს ოცნებას არ ეწერა ახდენა. ბოლო კურსზე ვსწავლობდი, ჩემს ძმას რომ შეემთხვა „ეს ყველაფერი“, მერე ომიც დაიწყო და უკუღმართად წავიდა საქმე.

„ეს ჩემი ოჯახია. ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი. ყოველ წუთს მათზე ვდარდობ. მეშინია, ჩემმა ძმამ დედაჩემი არ მოკლას...

 — ოჯახი რატომ არ შექმენით? 

 ანა: ხუმრობთ? დედაჩემს და ჩემს ძმას ვინ მიხედავდა? გულით დაავადებული დედა შეშლილ ძმასთან ერთად როგორ უნდა დამეტოვებინა?! ვერ შევძელი. დედა მეუბნებოდა, რომ თავად გაუმკლავდებოდა, რომ საკუთარ მომავალზე უნდა მეფიქრა, მაგრამ ვერ შევძელი. ძალიან კარგი დედა მყავს და არ იმსახურებდა ასეთ ხვედრს.

— შეიძლება ითქვას, საკუთარი ახალგაზრდობა, საკუთარი მომავალი მსხვერპლად შესწირეთ დედას და ძმას.

ანა: ასე გამოდის. სხვა გზა არ მქონდა. ყოველთვის მეცოდებოდა დედა. ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა. მამა ღალატობდა, სახლში იშვიათად მოდიოდა. ის კი ამ ყველაფერს ითმენდა. ერთი „გადაბრუნებული“ სიტყვა არ მახსოვს მისგან. რა ნამუსით უნდა მიმეტოვებინა? ვერ მივატოვე, მუდამ მის გვერდით ვიყავი და იცით, რა მკლავს? ახლა, ვერც კი მცნობს. დავბან, სუფთა ტანსაცმელს ჩავაცმევ, ვეუბნები თბილ სიტყვებს: „ჩემი დედიკო, ჩემი ლამაზი...“ ის კი მეკითხება: „ვინ ხართ?..“ ცხარე ცრემლებით ტირილი მინდა. ჩემი ერთადერთი უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ვერც კი მცნობს. ჩემი ვინაობა კი არა, საკუთარი სახელიც არ ახსოვს.

 — ანა, თქვენი დახმარება რით შეგვიძლია?

ანა: აი, არც კი ვიცი. დედაჩემისთვის წამლები არ მაქვს. ჩემი ოცნებაა, კარგმა სპეციალისტებმა ნახონ. იქნებ, რამე ისეთი დაუნიშნონ, რაც უშველის. ვიცი, რომ ფეხზე ვერ დადგება. მაგრამ იქნებ, რამე გაიხსენოს, დამელაპარაკოს მაინც. ჩემი ძმისთვისაც მჭირდება მედიკამენტები. კიდევ, მინდა გთხოვოთ, სახლში წყლის შემოყვანაში დამეხმაროთ. იქნებ, მერე შესაძლებელი გახდეს სარეცხი მანქანის დადგმა და წყლის გაცხელება. მაცივარიც გვჭირდება, კიდევ, პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები... მოდი აღარ შეგაწყენთ თავს... ცრემლები ნიაღვარივით მოგდით. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მომისმინეთ. ვიცი, ისედაც ბევრი საქმე აქვს თქვენს ფონდს. ვიცი, რომ უამრავი მძიმედ დაავადებული ბავშვია, ვისაც პირველ რიგში სჭირდება დახმარება, მაგრამ სასოწარკვეთილებაში ვარ ჩავარდნილი.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს ეპილოგია. აქ, შევაჯამებ ხოლმე ჩემს სტატიას და მოგიწოდებთ იმოქმედოთ, ჩემო მკითხველო. მაგრამ ახლა მე ვტირი. არც კი ვიცი, რა ვთქვა, რა გთხოვოთ. ვინ არის ანა? გმირია? წამებული? თუ წმინდანი? დედამისმა, ციალამ, სამჯერ გადაიტანა ინსულტი, ძმა კი შიზოფრენიის უმძიმესი ფორმით იტანჯება და არა მხოლოდ ტვირთად აწევს მთელ ოჯახს, არამედ შიშის წყაროს და საფრთხეს წარმოადგენს. ანა, რომელმაც საკუთარი თავი მიუძღვნა მათზე ზრუნვას, დაუსრულებელი ტანჯვის მორევში აღმოჩნდა, რომლიდანაც თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი ჩანს. მისი სიტყვებია: „როგორებიც არ უნდა იყოთ, რა დღეშიც არ უნდა ჩამაგდოთ, როგორც არ უნდა მეშინოდეს თქვენი — ჩემი ოჯახი ხართ და ვერ მიგატოვებთ. თქვენთან ერთად, თქვენ მაგიერ მოვკვდები.“ ასე უნდა ჟღერდეს ადამიანობის ჰიმნი...

 უფალო, გევედრებით, დაეხმარე ანას, რათა სიმტკიცე და საღად აზროვნების უნარი შეინარჩუნოს. ეს უმძიმესი ჯვარი ღირსეულად ატაროს ბოლომდე. გმადლობთ, უფალო, ამ ქალბატონის გაცნობის შესაძლებლობა რომ გვაჩუქე. უანგარობის, უპირობო სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი გახდება ჩვენთვის, დავეხმარებით და ცხოვრებას შევუმსუბუქებთ მას.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი რამ უნდა გთხოვოთ: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: თოლორდავების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: