პროექტის რეპორტი დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები

page info icon
2024 მაისი 31
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ჩააბარეთ. ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად. მაინც ვერ გადარჩება...“ სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ქალის ლამაზი და უდარდელი ცხოვრების ნგრევა. და აი, უკვე 25 წელია, ტკივილი და უსაზღვრო დარდი გულს უკლავს. ელისო: „აქ დატოვეთ, კვლევით ინსტიტუტში“ — ასე მირჩიეს, ჩემს შვილზე ექსპერიმენტების ჩატარების იმედი ჰქონდათ. მე კი ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემი ბიჭი საცდელ ბაჭიად ექციათ. მას შემდეგ სახლი გავყიდე, თანხა ვისესხე, სად არ დამყავდა ბავშვი! იმ ექიმების კი, ვინც მეუბნებოდა, რომ გიორგის მდგომარეობა უიმედო იყო, ყურსაც არ ვუგდებდი. მაგრამ, როდესაც სახსრები ამოგვეწურა, ექიმებმა გვითხრეს, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება! მათი განაჩენი ასეთი იყო! ახლა ის 25 წლისაა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს დღემდე. იმასაც ვერ მაგებინებს, რა სტკივა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,993 ₾
( 563 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მსგავსი პროექტები: