რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ჩემი ოცნებაა დავინახო, როგორ გაივლის ჩემი შვილი…“ 16-წლიანმა ტანჯვამ ვერ მოუკლა ბექას სიცოცხლის სურვილი. ეს გაუტეხავი ბიჭი იცავს თავის სიცოცხლის უფლებას. მხარში დავუდგეთ მას!

calendar სექტემბერი 2, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

16 წლის ბექას, დამოუკიდებლად არასდროს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. არ იცის, როგორია ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში… ამაზე მხოლოდ ოცნება შეუძლია. ადრე, უფრო ხშირად ოცნებობდა, დედას სთხოვდა კიდეც, ფანჯარასთან დაესვა, ბავშვებისთვის რომ ეყურებინა, რომლებიც გიჟებივით დასდევენ ბურთს. სჯეროდა, რომ მალე შეძლებდა ფეხზე დადგომას. დროთა განმავლობაში, ბექას სულ უფრო დიდ ტკივილს აყენებდა ბიჭების სირბილის ცქერა… ახლა კი, ეზოდან ბავშვების ყვირილის გაგონებაზეც კი, თვალები ცრემლით ევსება. უკვე იცის, რომ ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებს, მაგრამ, იქნებ შეძლოს, დამოუკიდებლად რამდენიმე ნაბიჯი მაინც რომ გადადგას? ეს ხომ არ არის აუხდენელი ოცნება?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
„ჩემიოცნებაადავინახო, როგორგაივლის ჩემიშვილი…“ 16-წლიანმატანჯვამ ვერ მოუკლა ბექასსიცოცხლისსურვილი. ესგაუტეხავიბიჭიიცავს თავისსიცოცხლისუფლებას. მხარშიდავუდგეთ მას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

         ხანდახან ეჩვენება, რომ ფეხებს ამტვრევენ. ხან ნაწილ-ნაწილ ხერხავენ, ხან კანს ათლიან. ტკივილი არ აძინებს. ღრიალი და ყმუილი უნდა. მაგრამ, არ შეუძლია… ის ხომ კაცია!
        16 წლის ბექას, დამოუკიდებლად არასდროს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. არ იცის, როგორია ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში… ამაზე მხოლოდ ოცნება შეუძლია. ადრე, უფრო ხშირად ოცნებობდა, დედას სთხოვდა კიდეც, ფანჯარასთან დაესვა, ბავშვებისთვის რომ ეყურებინა, რომლებიც გიჟებივით დასდევენ ბურთს. სჯეროდა, რომ მალე შეძლებდა ფეხზე დადგომას. დროთა განმავლობაში, ბექას სულ უფრო დიდ ტკივილს აყენებდა ბიჭების სირბილის ცქერა… ახლა კი, ეზოდან ბავშვების ყვირილის გაგონებაზეც კი, თვალები ცრემლით ევსება. უკვე იცის, რომ ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებს, მაგრამ, იქნებ შეძლოს, დამოუკიდებლად რამდენიმე ნაბიჯი მაინც რომ გადადგას? ეს ხომ არ არის აუხდენელი ოცნება?

„მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ დავინახო, ჩემი საყვარელი შვილი როგორ გადადგამს ნაბიჯებს!“

         დედას, მაიას ამაზე საუბარი ცრემლების გარეშე არ შეუძლია. მხოლოდ ღმერთმა უწყის, 15 წლის განმავლობაში, რამხელა ტანჯვის გადატანა მოუხდათ მას და მის შვილს… მაგრამ, ისინი მაინც არ ყრიან ფარ-ხმალს. 
       – მაია, გთხოვთ, მიამბეთ თქვენი შვილის ავადმყოფობის შესახებ. დაბადებიდან არის ავად?
        მაია: ბექა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მაგრამ, 6 თვის რომ იყო, ბავშვები დარბოდნენ, მისი ეტლი გადააბრუნეს და გადმოვარდა. ეს კოშმარი სწორედ მას შემდეგ დაიწყო. მუდამ მშვიდი, მომღიმარი ბავშვი, გახდა ნერვიული და ხშირად ტიროდა. თითქოს, შემიცვალეს. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც სჭირდა ჩემს ბიჭუნას… ღმერთო, რამდენი ექიმი შემოვიარეთ! ზოგი ამბობდა, რომ შეეშინდა და ეს არის მიზეზი, ზოგი მასაჟებს უნიშნავდა, სხვადასხვა პროცედურას. მაგრამ, არაფერი შველიდა, მდგომარეობა უარესდებოდა, ჩემი შვილი ვერ დადიოდა. მაგრამ, არ ვნებდებოდი! მასაჟებმა შედეგი გამოიღო და 2 წლის ასაკში, დამოუკიდებლად გადადგა პირველი ნაბიჯები. ვიფიქრე, უკან დაიხია დაავადებამ. პირველ კლასშიც კი წავიდა. უჭირდა, მაგრამ თავისით დადიოდა. მაგრამ, მდგომარეობა ისევ გაუარესდა, მასაჟის და მკურნალობის ფული კი, საერთოდ აღარ მქონდა.
          – ექიმები რას გეუბნებიან? სრული გამოჯანმრთელების შანსი თუ არსებობს? 
         მაია: როგორც უზომოდ მორწმუნე ადამიანი, გეტყვით: შანსი ყოველთვის არსებობს. მე და ჩემმა შვილმა ზუსტად ვიცით, რომ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ბექა შეძლებს სიარულს. თუნდაც ყავარჯნების დახმარებით, მაგრამ შეძლებს! ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ბექას სიცოცხლე უყვარს და ძალიან მიზანდასახულია. მთელი გულით უნდა და სჯერა, რომ გაივლის! მასაჟები კი, ძალიან სასარგებლოა მისთვის. განძრევაც კი არ შეეძლო, ახლა კი, დამოუკიდებლად შეუძლია საწოლში გადაბრუნება, შეუძლია, ხელების აწევა. კისერს იჭერს. 
        თიკო (7 წლის): დეიდა ჩემს ძმას მასაჟს უკეთებს, მე კი ვუყურებ და ვიმახსოვრებ. ის რომ მიდის, მე ხელებს ვუზელ და თითებს ვუშლი. ახლა, ისიც მეფერება ხელზე, ადრე არ შეეძლო! წამო, განახო!

„მოდი, ახლა ეს თითი გავშალოთ, აი ასე, ყოჩაღ“

         – თქვენი აზრით, რა არის თქვენს სიტუაციაში ყველაზე რთული?
         მაია: ყველაზე რთული არის ის, რომ მე მას ვეღარ ვწევ. დიდია უკვე, მაღალი, ფიზიკურად ვერ ვერევი. მას ხომ დაბანა სჭირდება და კიდევ ბევრი რამ… ბექას უნდა, დამოუკიდებელი რომ იყოს, ვერაფრით ეგუება იმას, რომ ჩემი დახმარების გარეშე, ჩაცმაც კი არ შეუძლია… 
          ბექა (16 წლის): იცით, რაზე ვოცნებობ? ნორმალური აბაზანა რომ გვქონდეს. ჩემთვის ჯოჯოხეთია ყოველი დაბანა. მინდა ცხელი წყალი გვქონდეს, დაჯდომა რომ შემეძლოს და დედიკომ აღარ იწვალოს.

„ასეთ სააბაზანოში ჯანმრთელ დიდსაც კი გაუჭირდება ბანაობა, ავადმყოფ ბავშვზე რომ არაფერი ვთქვათ“

          – რა რჩევებს მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ?
        მაია: მინდა ვუსურვო მოთმინება და გამძლეობა! უდიდესი ძალა. ჩვენი შვილების საყრდენი, ჩვენ უნდა ვიყოთ. მხარში უნდა დავუდგეთ და გავამხნევოთ. ჩვენ სასოწარკვეთილებას რომ მივეცეთ, მათ რა მოუვათ? მე და ჩემს მეუღლეს ბევრი რამ გვაწუხებს, ჩვენ ხომ ბექას სულ ხელით ვატარებთ. სრულიად უმწეოა.
        თიკო: მეც ხელით უნდა ვატარო ბექა, რომ გავიზრდები. ეხლა, ჯერ ვერ ვწევ.

„მშობლებს ბექას ხელით ტარება ძალიან უჭირთ, უკვე გაიზარდა და მძიმეა“

        – რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა? 
        მაია: ბექას დამოუკიდებლად გადაადგილების შანსი რომ ჰქონდეს, აუცილებლად სჭირდება ხანგრძლივი სამკურნალო ვარჯიში, მასაჟი და ფიზიოთერაპია. ეს ყელაფერი კი ძალიან, ძალიან ძვირი ღირს. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება – 550 ლარი და ჩემი შვილის პენსია – 210. მასაჟის კურსი, შედგება 30 პროცედურისგან, თითოეულის საფასური კი – 20 ლარია. ძალიან მეხმარებიან ნათესავები და მეზობლები. ამ მასაჟების შემდეგ, ბექა უკეთესად გრძნობს თავს. აღარ ტირის. და ის, რომ ახლა თითებს ამოძრავებს, უდიდესი პროგრესია! 
       – თუკი მთელი თქვენი შემოსავალი მასაჟებში იხარჯება, დარჩენილი თანხით თავის გატანას როგორ ახერხებთ? 
       მაია: რაღაცნაირად… არც კი ვიცი, როგორ… მეუღლე ადრე მუშაობდა, ხანდახან მაინც, ახლა კი, ზურგი ძალიან სტკივა. მე კი, შვილს მარტოს ვერ ვტოვებ, ის ხომ სრულიად უმწეოა. თან, მარტოც ვერ ვუმკლავდები. კიდევ კარგი, ჭერი მაინც გვაქვს თავზე… ეს ჩემი მეუღლის მშობლების სახლია და ყველანაირად ვცდილობთ, სისუფთავე შევინარჩუნოთ. მაგრამ სააბაზანოს მოწესრიგება ვერაფრით მოვახერხეთ. ვერც კი წარმოიდგენთ, ზამთარში რამდენად რთულია იქ ბექას დაბანა. ჩვენზე აღარაფერს ვამბობ.

„საკუთარი ხელით არასდროს არ უჭამია. დაბადებიდან კოვზით ვაჭმევ“

        – ოდესმე წარმოგედგინათ, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდით? 
        მაია: ჯვარი გვწერია! ვინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს? მითუმეტეს, რომ თავიდან, ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო. მოგვიანებით გამოუვლინდა პირველი ნიშნები… ვერც ვიფიქრებდით, რომ ყველაფერი ამდენად გართულდებოდა. მაგრამ, რას ვიზამთ? ყველაფერი უფლის ნებაა. ესე იგი, უნდა ავიტანოთ ეს განსაცდელი.
        – ვინმე გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?
        მაია: მეუღლის მშობლები მეხმარებიან. პენსიონრები არიან და პენსიიდან რამე თუ დარჩათ, ბავშვებს აძლევენ. სრულიად უცხო ადამიანებიც გვეხმარებიან. 
        – მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?
        მაია: უფლის რწმენა მმატებს სიცოცხლის ძალას. მე და ჩემი შვილი ხშირად ერთად ვლოცულობთ. კიდევ, იმის მჯერა, რომ უბრალო ხალხი უფრო გულისხმიერია, ვიდრე თანამდებობის პირები. იცით, რამდენჯერ ვთხოვე შვილისთვის ეტლი? მაგრამ, სულ ბანზე მიგდებენ სიტყვას და ტყუილად მპირდებიან. ბექას აუცილებლად სჭირდება ეტლი. ძალიან უნდა გარეთ გავიდეს, ნახოს, სხვა ბავშვები როგორ ცხოვრობენ…
         – მაია, გთხოვთ, გვიამბეთ თქვენს შვილზე… 
         მაია: ჩემი შვილი, საოცარი ბიჭია. ამას ამაყად ვამბობ. მებრძოლია! არასდროს არ წუწუნებს, შეუპოვრად მიიწევს თავის მიზნისკენ. მასაჟის დროსაც კი, ყურადღებით უსმენს ექიმს და ყველაფერს იმახსოვრებს.
         თიკა: ის თუ ვერ იმახსოვრებს, მე ვიმახსოვრებ. იცით, რაზე ოცნებობს ბექა? ლეპტოპზე! იქ მეგობრები რომ ჰყავდეს და ვარჯიშებს რომ უყუროს. ვიცი, იქ, კომპიუტერში, ბევრია ბექასნაირი ბავშვები! ვნახე!

„არ მინდა, დედა ვაწვალო“

         – ბექა, შეგიძლია საკუთარ თავზე რომ გვიამბო? გიტაცებს რამე?
        ბექა: არ ვიცი. რა უნდა მიტაცებდეს? მუსიკის მოსმენა მიყვარს, ფილმების ყურება. აი, გამახსენდა. ძალიან მიყვარს გასაფერადებლები. ტიკ-ტოკში ვნახე, ჩემნაირი ბავშები როგორ ხატავენ, მეც მინდა ვისწავლო ასე! ამისთვის ძალიან მჭირდება კომპი! კიდევ, კომპში ჩემს მეგობრებთან შევძლებდი ლაპარაკს.
         – გყავს მეგობრები?
         ბექა: კი, მყავს. მაგრამ, კომპი რომ მქონდეს, ჩემი აზრით, მეგობარიც მეტი მეყოლებოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი ოცნებაა, რომ დამოუკიდებლად შევძლო ყველაფრის კეთება. ძალიან მტკივა გული, დედას რომ ვაწვალებ.
        – არაჩვეულებრივი სამომავლო გეგმები გქონია. ოცნებები ხდება, მთავარია გულით გჯეროდეს ამის! მინდა შენს დედიკოს ვკითხო. მაია, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება? ალბათ, რიტორიკული კითხვაა, მაგრამ, მაინც?
         მაია: ჩემი თვალით ვნახო, ჩემი შვილი დამოუკიდებლად როგორ დგამს ნაბიჯებს! სხვა არაფერზე ვოცნებობ, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ამდენი ხანია, ვებრძვით დაავადებას. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს ეს ძალისხმევა!
         – თქვენი აზრით, პირველ რიგში, რა გჭირდებათ?
         მაია: ჰაერივით გვჭირდება ეტლი, გვჭირდება სააბაზანოს მოწესრიგება. თავადაც გესმით, რომ ძალიან გვჭირდება საკვები პროდუქტი. უბრალოდ არაფერში არ გვყოფნის ჩვენი შემოსავალი. მე და ჩემი შვილი, თვალ-ყურს ვადევნებთ თქვენი „ფეისბუქის“ გვერდს, უამრავ ადამიანს აჩუქეთ ბედნიერება! თქვენი დამსახურებით, ადამიანები ერთმანეთის გასაჭირის შესახებ იგებენ და ეძლევათ საშუალება, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მათ. მივმართავ დედებს და ქალებს! ნებისმიერი დედა გამიგებს. ჩემი შვილი 16 წლისაა. მთელი გულით უნდა ნორმალური, აქტიური ცხოვრებით იცხოვროს… გთხოვთ, მიეცით მას ამის შანსი!

„ყველაფერი კარგად იქნება“

*  *  *
          მეგობრებო, ჩვენი თანამემამულე ბექა, გასაჭირშია! ის ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, არის სიცოცხლით სავსე, უამრავი ოცნება და სურვილი აქვს! დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი არ გააჩნია, ასე ინება განგებამ. მაგრამ ბექას ძალიან, ძალიან უნდა ნორმალური, აქტიური ცხოვრებით იცხოვროს. ის ამას ნამდვილად იმსახურებს! მისი საბრალო დედა კი, ოცნებობს მხოლოდ იმაზე, რომ დაინახოს, როგორ დგამს მისი 16 წლის შვილი პირველ ნაბიჯებს.
           ბექას ძალიან სჭირდება ეტლი და მასაჟის ხანგრძლივი კურსი. მაგრამ სახსრების არქონის გამო, შეიძლება ფეხზე დადგომის ერთადერთი შანსი დაკარგოს! ჩვენ შეგვიძლია, ვაჩუქოთ მას ეს შანსი!
         შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ დახმარება მარტაშვილების ოჯახს. მათი მისამართია: გურჯაანი, სოფელი კარდენახი.
 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას. 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბექა მარტაშვილი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ოქტ 18
სამშენებლო მასალა
1290.00₾
2022 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
550.00₾
2024 იან 10
სამშენებლო მასალა,მათიაშვილი
1021.00₾

სულ ხარჯები:

2861.00₾

დატოვა:

0.97₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
04.11.2023 10:03:57
₾100.00
კეთილი გული
22.06.2023 09:37:10
₾10.00
თამილა კოპერინა
10.11.2022 20:00:00
₾5.00
ქებურია კახაბერ
04.11.2022 20:00:00
₾21.00
ლომთათიძე თამარ
25.10.2022 20:00:00
₾5.00
ხარაბაძე მერაბ
23.10.2022 20:00:00
₾50.00
კეთილი გული
16.10.2022 06:56:49
₾5.00
კოპერინა თამილა
15.10.2022 20:00:00
₾5.00
ღარიბაშვილი ემზარ
14.10.2022 20:00:00
₾30.00
საჯაია ნიკოლოზი
10.10.2022 20:00:00
₾3.00
'თამარ მელიქიძე
10.10.2022 20:00:00
₾30.00
'გიორგი თურმანიძე
10.10.2022 20:00:00
₾10.00
'ნათია ჯახია
09.10.2022 20:00:00
₾10.00
'ილიკო ბადაშვილი
09.10.2022 20:00:00
₾20.00
ჭანკვეტაძე ზურაბი
08.10.2022 20:00:00
₾10.00
'თემურ ლობჯანიძე
08.10.2022 20:00:00
₾3.00
მარტყოფლიშვილი მარი
07.10.2022 20:00:00
₾5.00
სანიკიძე დაჩი
07.10.2022 20:00:00
₾5.00
'კაკო ჩავლეიშვილი
07.10.2022 20:00:00
₾10.00
ფირცხალავა გიორგი
06.10.2022 20:00:00
₾15.00

შემოწირულია:

₾2,861.97

202 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,861.97

202 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება