სიკვდილო, თუ მიგყავართ, ორივე ერთად წაგვიყვანე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიკვდილო, თუ მიგყავართ, ორივე ერთად წაგვიყვანე!

page info icon
2022 დეკემბერი 27
page info icon
2216
„თუ მას რამე მოუვა - მეც ორ-სამ დღეში მივყვები. მე თუ მომივა რამე ის უჩემოდ ერთ დღესაც ვერ გაძლებს. ასე ვართ, ერთმანეთს ვექაჩებით და არ ვტოვებთ. დიდი სიამოვნებით მივებარებოდი უფალს, მაგრამ ციურის მარტო ვერ დავტოვებ. მე მას შევპირდი რომ არასდროს მივატოვებდი და ვასრულებ პირობას“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,419 ₾
( 285 დონორი )
დასრულებულია
სიკვდილო, თუ მიგყავართ, ორივე ერთად წაგვიყვანე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„თუ მას რამე მოუვა - მეც ორ-სამ დღეში მივყვები. მე თუ მომივა რამე ის უჩემოდ ერთ დღესაც ვერ გაძლებს. ასე ვართ, ერთმანეთს ვექაჩებით და არ ვტოვებთ. დიდი სიამოვნებით მივებარებოდი უფალს, მაგრამ ციურის მარტო ვერ დავტოვებ. მე მას შევპირდი რომ არასდროს მივატოვებდი და ვასრულებ პირობას“
- ოთარ, თქვენ გმირი ხართ!
ოთარი: რას ამბობთ, რა დროს ჩემი გმირობაა. ერთი მოხუცი კაცი ვარ, რომელიც თავის ცოლზე ზრუნავს. ჩემს ადგილას ვინ არ მოიქცეოდა ასე?
- თქვენ ფეხის გარეშე სახლის საქმეებს აკეთებთ. რეცხავთ, ალაგებთ...
ოთარი: აბა რა გავაკეთო? ჩემს ციურის კიბო აქვს. რამდენიმე წლის წინ ტვინიდან სიმსინვნე ამოუღეს. მას შემდეგ ყველაფერი ავიწყდება, ერთი წამითაც არ შეიძლება მისი მარტო დატოვება. მისთვის სიმძიმეების აწევაც არ შეიძლება. აი, გადის ოთახიდან წყლის დასალევად, მერე ბრუნდება და მეკითხება რისთვის გავედიო. ვუყურებ და გული მიკვდება. აი, თითქოს მე უფრო მოსავლელი ვარ, ფეხი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ციური უფრო უარეს დღეშია. ასე ვართ და შევციცინებთ ერთმანეთს. მე მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, ის ჩემს გარეშე. 
„ყველაფერი ავიწყდება, გამოაღებს კარადის კარს და უყურებს. ვეკითხები, მანდ რას ეძებ ჩემო სიხარულოთქო - და არ ახსოვს“
- თქვენს შესახებ მოგვიყევით. ფეხის გარეშე რატომ დარჩით?
ოთარი: 2017 წელს, იანვრის ბოლოს გულმა დამარტყა. საავადმყოფოში საოპერაციოდ დამაწვინეს. მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად გამოვწერილიყავი, ჩემი ციური დიდხანს რომ არ ყოფილიყო სახლში მარტო. 31 იანვარს გამომწერეს და ზუსტად ამ დღეს საშინლად მოთოვა. გზები ჩაიკეტა. ჩემ სოფლამდე მანქანა ვერ ავიდა, მე კი სახლში მეჩქარებოდა. გადავწყვიტე ფეხით მივსულიყავი. ტყით გადავედი, გზა რომ შემემოკლებინა. რამდენჯერ დავვარდი აღარ მახსოვს. ყველაფერი მტკიოდა. გავიყინე, გული მტკოიდა, თვალთ დამიბნელდა, მაგრამ მივდიოდი. ტკივილისგან გული მიმდიოდა, მერე ვფხიზლდებოდი... სახლამდე რომ მივაღწიე უკვე ღამე იყო, კარამდე ვერც მივედი ეზოში დავეცი, ძალა არ მქონდა რომ მეყვირა და კარს ჯოხი ვესროლე. მეორე დღეს გამოვფხიზლდ საწოლში. თურმე ჩემმა ცოლმა დამინახა, სახლში როგორ შემათრია არ ვიცი. გამათბო და გადამარჩინა. 
„სულ უკან დამყვება, ეშინია ისევ რამე არ დამემართოს. მე კი მას დავყვები. სახლიდან თუ გავა, შეიძლება დაიკარგოს კიდეც“
- რა საშინელებაა... ფეხები გაგეყინათ?
ოთარი: ჰო, ამ ამბის შემდეგ ფეხები მტკიოდა საშინლად. ყურადღებას არ ვაქცევდი, მეგონა, რადგან გადავრჩი, თვითონ გამივლიდა. სიმართლე გითხრათ ექიმის ფულიც არ მქონდა. ერთხელ ნაცნობი ექიმი გვესტუმრა, ჩემი ტერფები რომ ნახა ჩამაცვა და საავადმყოფოში წამიყვანა. იქიდან არ გამომიშვეს, მითხრეს, რომ თუ თითებს არ მომაჭრიდნენ, შეიძლება რამდენიმე დღეც ვერ მეცოცხლა. დავთანხმდი, სხვა გზა არ მქონდა. მე სიკვდილის კი არ მეშინია, ჩემი 5და-ძმა მიწას მივაბარე. უბრალოდ ციურის ვერ დავტოვებ, მხოლოდ მის გამო დავთანხმდი ამ ოპერაციას. 
- და თითების ამპურაციამ არ გიშველათ ხო?
ოთარი: ჰო, არ მიშველა. ინფექცია განვითარდა და მეთელი ფეხი გამიხდა მოსაჭრელი. ახლა ყავარჯნებით დავდივარ. კიდევ კარგი მეორე ფეხი მაინც შემინარჩუნეს. 
„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი მდგომარეობა ჩემი ცოლის მდგომარეობაზე უკეთესია“
- ფეხის პროთეზი, ან ეტლი არ გირჩევნიათ?
ოთარი: პროთეზს ვერ მივეჩვიე, ძალიან მძიმეა და მტკენს ფეხს. ხოლო ეტლით აქ ვერ იმოძრავებ. წვიმის დროს ეზო ტალახით ივსება.
- არავინ გყავთ ვინც მოგხედავდათ. პროდუქტს როგორ ყიდულობთ ან სადილს როგორ ამზადებთ?
ოთარი: შვილი მყავს, ჩვენი საყვარელი მარგალიტა. მაგრამ მას თავისი პრობლემები აქვს. შვილი ყავს ავად. თბილისში ცხოვრება სჭირდება საავადმყოფოსთან ახლოს. თუ დროულად არ მივიდა სასწრაფო და არ აღმოუჩინა დახმარება ბავშვი შეიძლება დაიღუპოს. ჰოდა ასე გვიწევს ცხოვრება. ის თბილისშია, ჩვენ - აქ. ხოლო პროდუქტებს რაც ეხება, მაღაზიაში ჩავდივარ, ვყიდულობ და მერე ვინმეს ვთხოვ სახლამდე ამატანინოს. ბავშვები მეხმარებიან ხოლმე. იმათ გაახარებს ღმერთი. 
- პენსია გყოფნით?
ოთარი: პურის საყიდლად - კი. სხვა არაფრისთვის. აი მეუღლეს ოპერაცია რომ გაუკეთეს, ყოველ წელს უნდა გაგვეკონტროლებინა მისი მდგომარეობა, მაგრამ ექიმთანაც ვერ მიმყავს. ზამთარში რომ არ გავიყინოთ, შეშაც კი ვალად ვიყიდე. 500 ლარი კიდევ გადასახდელი მაქვს. შევაგროვებ ნელ-ნელა პენსიიდან და გადავიხდი. 
„შეშის თანხის გადახდას ალბათ ერთი წელი მოვუნდები“
- ადრე როგორ ცხოვრობდით?
ოთარი: ვმუშაობდი და ოჯახს ვინახავდი. არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილი, სამსახური, მეგობრები, ნათესავები... ზღაპარში ვცხოვრობდი. მაგრამ მერე ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა. გოგო ავად გამიხდა, ძლივს ვუმკურნალეთ, მერე ერთმანეთის მიყოლებით მშობლები და დედმამიშვილები დავკარგე. მერე მეუღლეს სიმსივნე აღმოუჩინეს. როცა ოპერაციას უკეთებდნენ 6 თვე თბილისში, კლინიკაში ვიყავი მასთან ერთად და ამ დროს სახლი გამიქურდეს. ყველაფერი წაიღეს რაც გამაჩნდა. წარმოგიდგენიათ!? აი როგორი უნამუსო უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთი რამე იკადროს. 
- სიტყვები არ მყოფნის. არც ვიცი როგორ განუგეშოთ. როგორ პოულობთ ძალას რომ ცხოვრება განაგრძოთ.
ოთარი: აი ჩემი ცხოვრების აზრი. ვერ ველევი, ვერ ვტოვებ. არ მაქვს უფლება ცუდად ვიყო. რამდენიმე ხნის წინ ინსულტი მომივიდა. გავითიშე. გონზე რომ მოვედი ციური ჩემს გვერდით იწვა უგონოდ. თურმე ცუდად რომ გავხდი ისე ინერვიულა, თვითონაც გული წაუვიდა. რამე რომ მომივიდეს ეს მისი ღალატის ტოლფასი იქნება. ჩემი ციური სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. 
„ციური ჩემი სიცოცხლეა და მხოლოდ მის გამო ვცხოვრობ“
- გისმენთ და რაღაც რომანის გმირი მგონიხართ!
ოთარი: არაფერი არაბუნებრივი არ ჩამიდენია, ყველა მამაკაცი ასე მოიქცეოდა. 
- ჩვენ როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ოთარი: არც კი ვიცი, თხოვნაც მერიდება. ყველაზე მეტად რეცხვა მიჭირს. აი სარეცხ მანქანას თუ მაჩუქებთ ძალიან გამახარებთ. ასევე არ გვაქვს ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა, ნორმალური საწოლებიც არ გვაქვს. ყველაფერი გაიტანეს ქურდებმა. და კიდევ თუ გამოგვივა, იქნებ ციურის ექიმთან წაყვანაში დამეხმაროთ - ბედნიერი ვიქნები. 
* * *
ოთარი ჩვენი დროის გმირია. ეს კი ნამდვილი სიყვარულის და თავდადების ისტორია. ეს არაა მოწოდება დასახმარებლად, არამედ მოთხრობაა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი. ფონდის დაარსების დღიდან ათასი ოჯახი მოვინახულეთ და ერთი მეორეზე მძიმე ისტორია მოვისმინეთ, მაგრამ ოთარის და ციურის სიყვარულის ამბის მოსმენა ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ღმერთს მადლობას ვუხდით, რომ მოგვეცა საშუალება ოთარი გაგვეცნო. ჩვენ მისგან ცხოვრებას ვისწავლით, ნამდვილ სიყვარულს ვისწავლით, ვისწავლით ბრძოლას და საყვარელი ადამიანისთვის თავგანწირვას. ჰო, და მთავარი კითხვა კიდევ რაში მდგომარეობს - ვინ ვის ეხმარება ამ შემთხვევაში? ჩვენ ოთარს მატერიალურად დავეხმარებით, ოთარი კი ღმერთთან დაგვაახლოვებს. მადლობა ბატონო ოთარ, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო. 
თუ ვინმეს პირადად გაინტერესებთ მათი მონახულება და გახარება, ეს მათი მისამართია: საჩხერეს მუნიციპალიტეტი, სოფელი კორბოული.
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს. 
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი. 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ოთარ მაჭარაშვილი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ 
მხოლოდ ერთ ზარს, 
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 
0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: