დედა - ყველაზე თბილი სიტყვაა ამქვეყნად. “დედიკო, ნუ ტირი, გთხოვ, ჯერ არ მოვკვდები!..”
აღარ ვტირი საშინელი ტკივილის გამო. ღმერთმა დაგლოცოთ, ყველას სიხარული და სიკეთე მოგცეთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
თქვენ შეახსენეთ თეას, რომ ის ლამაზი, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონია და ის კვლავ დამშვენდა თქვენი მზრუნველობის დამსახურებით!
თეა: ჩემი წინა დაბადების დღე ნამდვილი საშინელება იყო: ვიწექი, ტკივილისგან ვიკრუნჩეხებოდი და ვტიროდი. სურვილი ჩავიფიქრე, რომ შემდეგ დაბადების დღეს სხვაგვარად შევხვდებოდი და აღარ ვიქნებოდი იმდენად უბედური. საწოლზე წამოჯდომას მაინც შევძლებდი და ფეხზე თუ დავდგებოდი და გავივლიდი, მთლად უკეთესი. ჩემი საბრალო მოხუცი დედაც აღარ იწვალებდა ამდენს.
მალე 44 წლის ვხდები. საწოლზე წამოჯდომა შემიძლია. ოთახიდან ოთახში ვიარე კიდეც სამი დღე. მაგრამ, ჩემთვის სიარული ჯერ ადრეა, ვიქცევი. ამდენი წლის განმავლობაში, ექიმს პირველად გავესინჯე და მედიკამენტების მიღება დავიწყე. ჩემი დიაგნოზიც პირველად გავიგე - ხერხემლის თიაქარი, რომელსაც უამრავი სხვა პრობლემაც ერთვის თან. ჩემი მკურნალობა არის საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარი, რომელიც თქვენგან მივიღე. მე და დედას ძალიან მოგვეწონა სხვა საჩუქრებიც: სამკურნალო საწოლები და დიდი პლაზმური ტელევიზორი, სკამები, სარეცხი მანქანა. დავმშვიდდი და განწყობაც უკეთესი მაქვს, ასე ხშირად აღარ ვტირი.
ნანა, თეას დედა: ჩემი შვილი თავს უკეთესად გრძნობს და მეც აღარ ვნერვიულობ იმდენად. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასეთი მზრუნველობა გამოიჩინეთ. ვიცი, რომ ბოლომდე მიიყვანთ დაწყებულ საქმეს და ფეხზე დააყენებთ ჩემს თეას.
- თეა, რა გამოკვლევები ჩაგიტარდათ პროექტის მსვლელობის დროს? მკურნალობამ თუ გამოიღო შედეგი? ისევ გაწუხებთ ზურგის და ფეხების ტკივილი?
თეა: ხერხემლის მრტ გადამიღეს და ჩემი დაავადებებიც მაშინვე გამოჩნდა. ერთი წუთი, წავიკითხო. (ჩანაწერს აკვირდება.) „ხერხემლის თიაქარი, დისკების პროტრუზია, არხის სტენოზი...“ მოკლედ რვა დასახელების სხვადასხვა რამ აღმომაჩნდა. არაფერია კარგი. მაგრამ, ოპერაცია არ მჭირდება, ნემსებითა და მედიკამენტებით მკურნალობა შესაძლებელია. თქვენი დახმარებით, მკურნალობის კურსიც გავიარე. ადრე, ტკივილს ჭკუიდან გადავყავდი და ერთი წამითაც არ მასვენებდა. ახლა, დროდადრო ზურგი მტკივა, მაგრამ გაუსაძლისი არ არის. მკურნალობის გაგრძელება და შედეგის კიდევ ერთი კუსით გამყარება თუ მოხერხდა, ალბათ, საბოლოოდ მოვიშორებ კიდეც.
ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი საწოლით სამკურნალო... თუ რა ჰქვია?.. ორთოპედიული ლეიბით. დედაჩემსაც მოუტანეს. დედასაც უამრავი რამ აწუხებს. ჩემს გამო, საკუთარ თავს ავადმყოფობის უფლებას ვერ მისცემს და იძულებულია, სულ ფეხზე იდგეს. დედას კარგად დასვენება აუცილებლად სჭირდება. მადლობას გიხდით, რომ გაითვალისწინეთ ეს ყოველივე.
წარმოდგენაც კი მზარავს, რამდენი წელიწადი მაქვს გატარებული იმ ძველ საწოლზე. ადგილს ვერ ვპოულობდი, მტკიოდა ყველაფერი. რამდენი ცრემლი მაქვს დაღვრილი, იმ საწოლზე რომ ვიწექი. აქ კი, მშვიდად მძინავს და აღარ ვიტანჯები. ჩვენი სოფლის მამაომ მინახულა და შეამჩნია, რომ აღარ მაქვს იმდენად ნატანჯი სახე.
ნანა: სტუმარს ადამიანურად დაჯდომა შევთავაზეთ, როგორც საჭიროა, ისე. ადრე, სახლში მხოლოდ ორი გატეხილი სკამი გვქონდა. ვინმე თუ შემოდიოდა, სირცხვილით, ადამიანს დაჯდომასაც ვერ ვთავაზობდით. ახლა, თუ ვინმეს ჩემი თეას მონახულების სურვილი ექნება, ახალი სკამები გვაქვს.
თეა: მამაომაც წაიკითხა თქვენი პოსტი და დაგვეხმარა. მისი დამსახურებით, ექიმი-ნევროლოგი მოვიდა ჩვენთან და გამსინჯა. ყელში ბურთი მეჩხირება, თქვენს ნაჩუქარ ნივთებს რომ ვუყურებ. არ ვარ მიჩვეული ასეთ მზრუნველობას, ადრე, არავის, არასდროს გაუკეთებია ჩემთვის ამდენი. „ფეისბუქზეც“ იმდენი კომენტარი დაიწერა, მთელი გულით მისურვეს ჯანმრთელობა და ბედნიერება, მანუგეშეს. ძალიან დავიბენი, ვტიროდი, ისე ამიჩუყდა გული.
- თეაკო, სიხარულის ცრემლები ცუდია, განა?
თეა: არა, სიმწრის ცრემლებს ნამდვილად სჯობს. მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს.
ნანა: უფალი გფარავდეთ ყველას! რამხელა საქმეს აკეთებთ!
თეა: ეს პლაზმური ტელევიზორიც რა კარგი რამეა. ჩემს ოთახში დგას. ჩავრთავ ხოლმე და ისე მარტოსულად აღარ ვგრძნობ თავს, ცუდზე არ ვფიქრობ, ცოტა ხანს მაინც. ვცდილობ, სევდიან გადაცემებს არ ვუყურო, ისედაც დარდით სავსეა ჩემი ცხოვრება. „კამედი შოუ“-ს ან რამე პოზიტიურს ვუყურებ, ხოლმე. დღეც მალე გადის. რამდენიმე დღის წინ, თქვენი ფონდის სოციალურმა მუშაკმა, დავითმა მობილური ტელეფონი ჩამომიტანა. ჩავთვალე, რომ ჩემი მოახლოებული დაბადების დღის საჩუქარია. ახლა, ინტერნეტით სარგებლობაც შემიძლია. ბევრს ვკითხულობ.
- მაგალითად, რას კითხულობთ ხოლმე, თეაკო? რა გაინტერესებთ?
თეა: ექიმების რჩევებს ვკითხულობ, სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებით.
- მთელი ჩვენი ფონდის სახელით, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ასეთი პუბლიკაციების მიმართ, ინტერესი რომ აღარ გქონდეთ. უბრალოდ გისურვებთ კი არა, გვინდა ვიცოდეთ, კიდევ რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ.
თეა: მინდა, მკურნალობის კიდევ ერთი კურსის დაფინანსება გთხოვოთ. პირველი ძალიან შედეგიანი იყო. ხედავთ, უკვე საწოლიდან ეტლში გადაჯდომასაც ვახერხებ. მაგრამ, დამოუკიდებლად გადაადგილება ჯერ არ შემიძლია, საპირფარეშოში ან ეზოში გასვლა. დედას კი არ აქვს იმდენი ძალა, რომ ეტლით ეზოში გამიყვანოს. მთელი გულით მინდა, ამ საწოლს მოვშორდე, ფეხზე დავდგე, სიარული შევძლო და დედაჩემს მივეხმარო.
ნანა: რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. მადლობა უფალს და გულისხმიერ ადამიანებს, თქვენი დახმარებით, შემიმსუბუქდა შრომა. სარეცხზეც აღარ ვდარდობ. რამდენიმე დღეში შევძლებთ სარეცხი მანქანის შეერთებას და დავისვენებ.
კომუნალური გადასახადებიც დაფარულია, აქაც ყურადღება გამოიჩინეთ. აღარ გვეშინია, რომ გაზის ან დენის გარეშე დავრჩებით. რამდენიმეჯერ, ფონდის ჩარიცხული თანხით, პროდუქტიც მოვიტანე მაღაზიიდან. ესეც ხომ, დიდი დახმარებაა ჩვენთვის.
- ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაინტერესდა თქვენი მდგომარეობით?
თეა: მსგავსი არაფერი მახსენდება. დედა, არავის დაურეკავს, ტელეფონი რომ გქონდა?
ნანა: არა, არავის. ორასი ლარი მოგვცეს, დიდი ხნის წინ.
თეა: არ მახსენდება და მომკალით, ძალიან დიდი ხნის წინ იყო.
ნანა: რა კარგია, ჩემს თეაკოზე ასე რომ ზრუნავთ. ახლა, ცოტა დამიმშვიდდა გული.
მხოლოდ თქვენი სიკეთის დამსახურებაა, რომ ეს ოჯახი ჯერ კიდევ ეჭიდება სიცოცხლეს. თეა საწოლს არის მიჯაჭვული ავადმყოფობის გამო, მის მოხუც დედას კი, ნანას ცოტა ხანში ძალა გამოელევა. ძალიან მნიშვნელოვანია, თეა ფეხზე რომ დავაყენოთ. ძალიან მალე, დედამისი, ნანა მას ვეღარ აწევს, პროდუქტს ვეღარ მოიტანს მაღაზიიდან... საზარელი წარმოსადგენია, რა ბედი ელის ორ უმწეო ქალს. ძალიან ვცდილობთ, თქვენი დახმარებით, ეს უბედურება ავარიდოთ და გვჯერა, რომ კვლავაც შევძლებთ, თეას მკურნალობაში დავეხმაროთ. კურთხეულ არიან ღვთისგან ის ადამიანები, ვისაც დახმარების სურვილი აქვს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ბებურიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 აპრ 26 | პროდუქტები | 149.79 | transferred |
2023 აპრ 26 | მრტ | 400 | paid |
2023 მაი 5 | კომუნალური გადასახადი-გაზი | 263.17 | paid |
2023 მაი 5 | კომუნალურები-დენი | 27.31 | paid |
2023 მაი 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 820 | paid |
2023 აგვ 25 | პროდუქტები | 149.92 | transferred |
2023 აგვ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 180 | paid |
2023 სექ 9 | სკამები | 290 | transferred |
2023 სექ 9 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,455 | transferred |
სულ ხარჯი: 3,735.19 ₾
დარჩა 0.26 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 ივნ 24 | ვახანია ნათია | 3 | Transfer to account |
2023 ივნ 23 | ფუტკარაძე დიანა | 10 | Transfer to account |
2023 ივნ 22 | არველაძე თეონა | 10 | Transfer to account |
2023 ივნ 22 | ქებურია კახაბერ | 31 | Transfer to account |
2023 ივნ 19 | ნინიძე მარიამ | 5 | Transfer to account |
2023 ივნ 10 | ჭანტურია ზურაბი | 3 | Transfer to account |
2023 ივნ 6 | 'ლანა ჯურხაძე | 3 | Transfer to account |
2023 ივნ 5 | სულაქველიძე თამარ | 5 | Transfer to account |
2023 ივნ 4 | მეგრელიშვილი მალვინა | 2 | Transfer to account |
2023 ივნ 4 | ბოლქვაძე ირმა | 2 | Transfer to account |
2023 ივნ 3 | დანელია დავით | 10 | Transfer to account |
2023 ივნ 2 | ბიბილაშვილი მარიამ | 5 | Transfer to account |
2023 ივნ 2 | 'სოფიკო ჩოგაძე | 5 | Transfer to account |
2023 მაი 30 | 'მარიამ მღებრიშვილი | 1 | Transfer to account |
2023 მაი 29 | 'ნათია ბერაია | 20 | Transfer to account |
2023 მაი 23 | მძინარაშვილი თათია | 1 | Transfer to account |
2023 მაი 20 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
2023 მაი 18 | 'ტაჰერ ჰაჯ იაჰია | 5.03 | Transfer to account |
2023 მაი 18 | 'ტაჰერ ჰაჯ იაჰია | 12.58 | Transfer to account |
2023 მაი 18 | 'ეღინარ ანტონიან | 15 | Transfer to account |
2023 მაი 17 | 'ოთარ ჩუხრუკიძე | 10 | Transfer to account |
2023 მაი 17 | 'ლაზარაშვილი ლევან | 2 | Transfer to account |
2023 მაი 17 | 'ტაჰერ ჰაჯ იაჰია | 5.03 | Transfer to account |
2023 მაი 16 | 'ტაჰერ ჰაჯ იაჰია | 15.15 | Transfer to account |
2023 მაი 16 | 'დავით გაროზაშვილი | 2 | Transfer to account |
2023 მაი 16 | 'დავით გაროზაშვილი | 3 | Transfer to account |
2023 მაი 15 | ანონიმი | 10 | საქართველოს ბანკი |
2023 მაი 15 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
2023 მაი 15 | ჯიჯელავა გიგა | 2 | Transfer to account |
2023 მაი 15 | ჩიქვინიძე თამარ | 3.5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,735.45 ₾
დარჩა 0.26 ₾
მსგავსი პროექტები:
|