დედა - ყველაზე თბილი სიტყვაა ამქვეყნად. “დედიკო, ნუ ტირი, გთხოვ, ჯერ არ მოვკვდები!..” - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა - ყველაზე თბილი სიტყვაა ამქვეყნად. “დედიკო, ნუ ტირი, გთხოვ, ჯერ არ მოვკვდები!..”

page info icon
2023 მარტი 30
ხანდახან ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან არ სწყალობს ბედი... უბედურება ერთს მეორე ენაცვლება, ან სულაც არ ენაცვლება და ემატება, გაუსაძლისს ხდის ცხოვრებას. 43 წლის თეა ბებურიძე არის სწორედ ერთ-ერთი მათგანი ვისაც პირველივე დღიდან არ ღირსებია არც ჯანმრთელობა, არც ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება, არც ოჯახური სითბო, არც ერთგული მეგობრები. ეს საბრალო ქალი ბავშვობიდან მოკლებულია ამ ყველაფერს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,735 ₾
( 374 დონორი )
დასრულებულია

დედა - ყველაზე თბილი სიტყვაა ამქვეყნად. “დედიკო, ნუ ტირი, გთხოვ, ჯერ არ მოვკვდები!..”

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ხანდახან ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან არ სწყალობს ბედი... უბედურება ერთს მეორე ენაცვლება, ან სულაც არ ენაცვლება და ემატება, გაუსაძლისს ხდის ცხოვრებას. 43 წლის თეა ბებურიძე არის სწორედ ერთ-ერთი მათგანი ვისაც პირველივე დღიდან არ ღირსებია არც ჯანმრთელობა, არც ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება, არც ოჯახური სითბო, არც ერთგული მეგობრები. ეს საბრალო ქალი ბავშვობიდან მოკლებულია ამ ყველაფერს. 

 თეა: ჩემნაირებზე ამბობენ: „უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებულიო“. და ეს ნამდვილად ასეა. ერთი დღეც არ მახსოვს ტკივილის გარეშე. 8 თვის ვიყავი, მამამ რომ მიგვატოვა. უკვე 43 წლის ვარ და მაინც არ მასვენებს იმაზე ფიქრი, თუ რატომ მოიქცა ასე. რომ დავიბადე, ასეთი რა დავუშავე? მეც ხომ მისი ნაწილი ვარ?

„43 წლის ვარ და ერთი ბედნიერი დღეც არ მახსოვს ჩემს ცხოვრებაში“

 - მამა არასდროს გინახავთ?

 თეა: ჩვენს სოფელში ცხოვრობს, ოჯახი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი მქონდა, მასთან დალაპარაკების ან უბრალოდ ჩახუტების, ყოველთვის ხელს მკრავდა. იცით, როგორი მტკივნეულია, როდესაც არაფერში სჭირდები ყველაზე საყვარელ ადამიანს?

აი, ასეთი საყვარელი გოგონა მამამ ბედის ანაბარა მიატოვა

„იქნებ, საკმარისად ლამაზი არ ვიყავი და იმიტომ არ ვუნდოდი მამაჩემს?“
 - სამაგიეროდ, მოსიყვარულე დედა გყავთ...

 თეა: დედა... რა მეშველებოდა მის გარეშე. იცით, ჩემი ფეხზე დაყენება როგორ გაუჭირდა მარტოს? ფაქტობრივად მე მომიძღვნა მთელი თავისი ცხოვრება. და იმის მაგივრად, რომ ახლა, როდესაც ის მოხუცი და დაუძლურებულია, მე მოვუარო და ხელის გულზე ვატარო, ჩემი თრევაც უწევს. იცით, რამდენს ვტირი? აღარ შემიძლია.

დედა ერთი წამითაც არ შორდება თეას

 - და რა მოგივიდათ? როდის ჩაწექით?

 თეა: ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობა მქონდა. სკოლაც კი ვერ დავამთავრე. მხოლოდ 9 კლასი. ამიტომ, მეგობრებიც კი არ მყავს. არც და-ძმა... მხოლოდ დედა! ისიც, საბრალო, დაბადებიდან ჩემზე ზრუნავს. თქვენ მკითხეთ, როდის ვეღარ ავდექი საწოლიდან - ერთი წელი ხდება, რაც საერთოდ ვეღარ დავდივარ. წამოდგომაც კი არ შემიძლია. საპირფარეშოში გასვლაც კი! ყველაფერს დედა აკეთებს. მბანს, მიცვლის, საჭმელი მოაქვს. როგორ მრცხვენია ამის თქმა, რომ პამპერსს ვხმარობ, ჩვენს მდგომარეობაში კი, როდესაც ჩვენი ერთადერთი შემოსავალი არის დედაჩემის პენსია - 275 ლარი, რომელ პამპერსზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? საჭმელზეც კი არ გვყოფნის ფული... აღარაფერს ვამბობ მედიკამენტებზე. ისეთი ტკივილები მაქვს, ხანდახან, სიკვდილი მინდა. მანამდეც მიჭირდა, მაგრამ როგორღაც  შემეძლო გადაადგილება, როგორც უკვე გითხარით, სუსტი ჯანმრთელობა მქონდა ყოველთვის. თუ შეიძლება, სურათს გაჩვენებთ, ადრე როგორ გამოვიყურებოდი. ყოველთვის ასეთი კი არ ვიყავი.

თეა, სანამ ავად გახდებოდა და ავად გახდომის მერე. აი, როგორ შეუძლია შეცვალოს ადამიანი გამუდმებულ ტკივილს

 - რა დიაგნოზი დაგისვეს?

 თეა: დიაგნოზამდე საქმე ვერც მივიყვანეთ. გამოკვლევებსაც კი ვერ ვიტარებ. იცით, რა ღირს ტომოგრაფიის გადაღება? ეს ჩვენი ორი თვის შემოსავალია! არარეალურია! ტომოგრაფიის გარეშე კი, დიაგნოზს ვერ დასვამენ და მკურნალობასაც ვერ დამინიშნავენ. ამის გაკეთება რომ შემეძლოს, ალბათ, პენსიასაც დამინიშნავდნენ. ჩვენ კი, სოციალურ შემწეობასაც არ გვაძლევენ, იცით? იმხელა ქულები მოგვანიჭეს, რომ ფულადი დახმარება არ გვეკუთვნის.

„აი ასე ვწევარ მთელი დღე, დედა კი გვერდით მიზის“

 - თეა, მუდმივად წევხართ, თქვენი საწოლი კი ფაქტობრივად დაშლილია...

 თეა: ყოველი მოძრაობა ჩემთვის ჯოჯოხეთურად მტკივნეულია. თითქოს სხეულში გავარვარებული დანები მესობა. ტკივილგამაყუჩებელ წამლებსაც კი ვერ ვყიდულობ. იაფფასიანი  საერთოდ არ მაძლევს შვებას. ერთი წამითაც არ ჩერდება ტკივილი. ტკივილისგან ღრიალი მინდა, მაგრამ არ შემიძლია, დედას შეეშინდება. ისედაც ყოველ ჩემს გატოკებაზე ტირის... მოშორებით დაჯდება და ცრემლებს ღვრის ხოლმე... ღმერთო, რა დღეშია ჩემს გამო. ვეუბნები, ნუ ტირი, ხომ არ მოვმკვდარვარ და არც ვაპირებ... გავუძლებ ამ ტკივილს და შენ მარტოს არ დაგტოვებ.

„დედიკო, ისე მაჭამე, ვითომ ისევ პატარა ვარ“

 - პირველ რიგში, რა გჭირდებათ ტანჯვა რომ შეგიმსუბუქდეთ?

 თეა: უპირველეს ყოვლისა საწოლები, კარგი ლეიბებით ჩემთვის და დედაჩემისთვის. ძალიან მჭირდება ტკივილგამაყუჩებელი წამლები. პროდუქტით თუ დაგვეხმარებით, ძალიან მადლობელი ვიქნები თქვენი. თორემ, უკვე ერთი კვირაა, მხოლოდ ცარიელ პურს ვჭამთ. არაფერი გვაქვს, რომ გადავუსვათ... და კიდევ, ერთი დიდი თხოვნა მაქვს: ისეთ ტელევიზორზე ვოცნებობ,  კედელზე ჩამოკიდება რომ შეიძლებოდეს, მე და დედამ ფილმებს რომ ვუყუროთ ხოლმე. ასე მაინც გავიხალისებთ მოწყენილ ყოფას.

 - თქვენ ხომ, გამოკვლევების ჩატარებაც გჭირდებათ?       

თეა: ძალიან ძვირია. ჩემთვის ვინ გაიღებს ამხელა ფულს, როდესაც საქართველოში ამდენი მშიერი ბავშვია. 

 - თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა გული აქვთ ჩვენს თანამემამულეებს! ჩვენიანებს არ ვტოვებთ გასაჭირში!

* * *

 თეას და ნანას ამქვეყნად არავინ ჰყავთ. მათ ჩვენ გვიპოვეს! მათ ხმას, ჩუმ ქვითინს ყური მოვკარით ფონდში და გვსურს, თქვენც მოგაწვდინოთ. ამ ორი საბრალო ქალის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. აღდგომა მოდის, ამ დღესასწაულის მოლოდინში კი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იტანჯება და დახმარებას ელის ჩვენგან.

 ისინი ბევრს არ ითხოვენ, სჭირდებათ საწოლები, მედიკამენტები, პროდუქტი და ტელევიზორი - სხვა არაფერზე ოცნებობენ. კიდევ, თეას აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ძვირადღირებული გამოკვლევები. და ამაშიც უნდა დავეხმაროთ!

 თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: მცხეთა, სოფელი ძეგვი.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ბებურიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


მსგავსი პროექტები: