ლუკა მუდამ ჩვილი იქნება! ის ვერასდროს გახდება დიდი ბიჭი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ლუკა მუდამ ჩვილი იქნება! ის ვერასდროს გახდება დიდი ბიჭი!

page info icon
2023 აპრილი 4
page info icon
13689
ირინა მარტოხელა დედაა, მისთვის 21 წლის ლუკა სამუდამოდ ჩვილი დარჩება. ირინა ამას შეეგუა და უფალს მადლობასაც კი სწირავს, რომ ბედმა ლუკას დედობა არგუნა. როდესაც ის დაიბადა, „კეთილი“ ადამიანები ურჩევდნენ, იქვე, სამშობიაროში დაეტოვებინა და დაევიწყა მისი არსებობა... „სამუდამო ტანჯვისთვის იმეტებ თავს.“ - ეუბნებოდნენ ისინი, მაგრამ ირინა მზად იყო ყველა განსაცდელისთვის, ოღონდ შვილი ჰყოლოდა გვერდით!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,173 ₾
( 557 დონორი )
დასრულებულია

ლუკა მუდამ ჩვილი იქნება! ის ვერასდროს გახდება დიდი ბიჭი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ირინა მარტოხელა დედაა, მისთვის 21 წლის ლუკა სამუდამოდ ჩვილი დარჩება. ირინა ამას შეეგუა და უფალს მადლობასაც კი სწირავს, რომ ბედმა ლუკას დედობა არგუნა. როდესაც ის დაიბადა, „კეთილი“ ადამიანები ურჩევდნენ, იქვე, სამშობიაროში დაეტოვებინა და დაევიწყა მისი არსებობა... „სამუდამო ტანჯვისთვის იმეტებ თავს.“ - ეუბნებოდნენ ისინი, მაგრამ ირინა მზად იყო ყველა განსაცდელისთვის, ოღონდ შვილი ჰყოლოდა გვერდით!

„ჩემთვის ლუკა ჯერ ისევ პატარა ბიჭუნაა, რომელიც არასდროს გაიზრდება“

 ირინა: მთელი ამ წლების განმავლობაში, წილად მერგო იმდენი განსაცდელი, მეგონა, ვერ გავუძლებდი. მე და ლუკა,  მხოლოდ უფლის რწმენით მოვედით დღემდე. ჩემი აზრით, ოჯახიდან წამოსვლა და საკუთარი თავის შვილისთვის მიძღვნა, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. მეუბნებოდნენ, რომ ის დიდხანს ვერ იცოცხლებდა... მაგრამ ვიცი, უფალი ხელით ატარებს ჩემს ბიჭს და მეც, მასთან ერთად. ის ჩემს სიკვდილს არ დაუშვებს.

 „მისი ჩახუტება, ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასია... მინდა, სულ ჩავეხუტო“

 - ამჟამად როგორია ლუკას მდგომარეობა?

 ირინა: ისეთივე, დაბადებიდან როგორიც იყო... გაუნძრევლად წევს, არ აქვს ღეჭვის რეფლექსი. მხოლოდ დაქუცმაცებულ საკვებს იღებს. ვერ ლაპარაკობს. იშვიათად გამოხატავს ემოციებს. თუ რამე სტკივა ტირის, თუ არ სტკივა - იღიმის. მისი ღიმილი არის ჩემი დღის ინდიკატორი. ზოგიერთი მშობელი ამბობს: „გვინდა, დიდხანს დარჩნენ პატარებად ჩვენი შვილები“ - სწორედ ასე გამოვიდა ჩემს შემთხვევაში.

„ლუკას ჰაერზე მეტად სჭირდება მედიკამენტები, ერთი აბიც რომ გამოტოვოს, შეიძლება საშინელი შეტევა დაემართოს“

 - რა სიძნელეების წინაშე დგებიან ავადმყოფი ბავშვების მშობლები?

 ირინა: ვაიმე! გახსენებაც არ მინდა, რის გადატანა მომიხდა. სრულიად მარტო ვიყავი, მძიმე ავადმყოფ შვილთან ერთად, შემწეობის თანხა კი არაფერში გვყოფნიდა. ხუთჯერ მომიწია ბინის შეცვლა, საშინელ ოთახებში გადავდიოდით, ოღონდ ნაკლები თანხა გადაგვეხადა. ქირაზე კი არა, ეპილეფსიის სამკურნალო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზეც კი არ გვყოფნიდა ფული. რამდენჯერ ვყოფილვართ მშივრები მთელი დღე, ვიყინებოდით, ლუკა ტკივილისგან რამდენჯერ იკრუნჩხებოდა მედიკამენტების არ ქონის გამო... გახსენებაც არ მინდა, ღმერთო, ერთად რა გადავიტანეთ მთელი ამ წლების განმავლობაში.

ლუკა ძლივს ეტევა ბავშვის საწოლზე, მისი დეფორმირებული სხეულისთვის კი, ეს კიდევ ერთი დამატებითი სატანჯველია

 - ახლა თუ შეიცვალა რამე თქვენს ცხოვრებაში?

 ირინა: 20 წელი დავწანწალებდით და ახლა, მერიამ გადმოგვცა ბინა, სადაც ქირა აღარ გვაქვს გადასახდელი! როგორც იქნა, დავმშვიდდი, ქუჩაში ძაღლივით აღარავინ გამომაგდებს, ქირის გადაუხდელობის გამო. მაგრამ ახლა, ახალი პრობლემა გვაქვს. ბინა ცარიელია, არც ავეჯი, არც ტექნიკა არ გვაქვს... საწოლი, რომელშიც ჩემი საბრალო ბიჭი წევს, გათვლილია პატარა ბავშვებზე. ძლივს ეტევა. სხეული ისედაც დაგრეხილი აქვს, ისე მეცოდება, რომ ვერ შლის თავის დეფორმირებულ ფეხებს.

„მიდი, პატარავ, კიდევ ერთი კოვზიც, ხომ გიყვარს დედიკო?“

 - კიდევ რა გჭირდებათ საწოლის გარდა? 

 ირინა: 8 წლის წინ, თქვენი ფონდი ძალიან დამეხმარა. მაშინ, სარდაფში ვცხოვრობდით, არც საკვები გვქონდა, არც წყალი, გახსოვთ? ჩერნოვეცკის ფონდმა მომიტანა სარეცხი მანქანა, მაცივარი, პროდუქტი, მედიკამენტები... სწორედ მაშინ მივხვდი, რომ უფალი მე და ჩემს ლუკას არასდროს მიგვატოვებს. ვერც კი წარმოიდგენთ, ჩემთვის რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ამიტომ, მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა ამ სიტყვებს კითხულობს, არასდროს დაკარგოთ რწმენა, ილოცეთ და უფალი დახმარებას აუცილებლად გამოგიგზავნით, სრულიად უცხო ადამიანების ხელით. ახლაც, თქვენი ზარი, თქვენი მოსვლა, ესეც ხომ, უფლის ნებაა? სულ რამდენიმე კვირის წინ, ღმერთს საწოლს ვთხოვდი ლუკასთვის. და აი, თქვენც გამოჩნდით!

„დედიკო არასდროს მიგატოვებს, ჩემო უსაყვარლესო პატარა ბიჭო“

 - საწოლის გარდა, კიდევ თუ გჭირდებათ რაიმე დახმარება?

 ირინა: გვჭირდება კარადა, მაგიდა და წვენსაწური. კიდევ, პამპერსი და სპეციალური საკვები ჩემი ბიჭისთვის. დანარჩენს  თავადაც გავუმკლავდები. შემწეობის და პენსიის თანხა  მყოფნის მედიკამენტებზე. საჭმელი სოციალური სასადილოდან მომაქვს. დიდი შეღავათია, ქირის გადახდა რომ აღარ მიწევს ყოველთვე. იცით, რამხელა პლიუსია?! ხანდახან, რძის ნაწარმისა და ხორცის ყიდვასაც კი ვახერხებ ჩემი ბიჭისთვის. წვნიანს ვუმზადებ და ვაჭმევ. მისთვის ხომ, ჭამა არის ერთადერთი სიამოვნება. გვერდით დათუნიას დავუდებ ხოლმე და ვუმღერი... მაშინვე ებადრება სახე, მე კი უფალს მადლობას ვწირავ: „გმადლობ, უფალო, რომ არაფერი სტკივა!“

* * *

 ჩერნოვეცკის ფონდი ბედის ანაბარა ვერ მიატოვებს ამ ოჯახს და მძიმედ დაავადებულ ბავშვს! ამიტომ, სახსრების საჯარო შეგროვებას ვიწყებთ ლუკას და მისი ერთგული დედიკოს დასახმარებლად! უფალი ხომ, „სხვის გასაჭირს“ გვიგზავნის იმისთვის, რომ საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ, ნამდვილი ქრისტიანები გავხდეთ. სხვაგვარად არასდროს დაუშვებდა ადამიანი განსაცდელში რომ ჩავარდეს, რადგან ერთნაირად ვუყვარვართ ყველანი! 

 მათ სჭირდებათ პამპერსი, მედიკამენტები, ბავშვთა კვება, ავეჯი, წვენსაწური და ტონომეტრი.

 თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თბილისი, მუხიანის 1 მ/რ ბ კორპუსი, ბინა 1507.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

 #GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ლუკა ნავროზიანი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


მსგავსი პროექტები: