„ქედს ვიხრი ყველა იმ დედის წინაშე, ვინც შვილის გამო თავს წირავს!“ - სოფია, ბიჭუნას დედა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ქედს ვიხრი ყველა იმ დედის წინაშე, ვინც შვილის გამო თავს წირავს!“ - სოფია, ბიჭუნას დედა

page info icon
2023 მაისი 4
page info icon
20001
დედამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები შვილს შესწირა. ეს უსაზღვრო სიყვარულია! თავგანწირვა! მხოლოდ დედებმა იციან, რას ნიშნავს ეს! გიორგი რვათვიანი დაიბადა და ექიმების დაუდევრობის გამო, სეფსისი დაემართა, რომელმაც დააზიანა ბიჭუნას ტვინი! ეს ყველაფერი კი, უმნიშვნელო ინფექციამ გამოიწვია! ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ იცოცხლებდა. მაგრამ, უფალი მფარველობდა. სამჯერ კინაღამ დაიღუპა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა სოფიას ლოცვა და საიქიოდან დააბრუნა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
12,692 ₾
( 1,055 დონორი )
დასრულებულია
 „ქედს ვიხრი ყველა იმ დედის წინაშე, ვინც შვილის გამო თავს  წირავს!“ - სოფია, ბიჭუნას დედა

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

     დედამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები შვილს შესწირა. ეს უსაზღვრო სიყვარულია! თავგანწირვა! მხოლოდ დედებმა იციან, რას ნიშნავს ეს!

           გიორგი რვათვიანი დაიბადა და ექიმების დაუდევრობის გამო, სეფსისი დაემართა, რომელმაც დააზიანა ბიჭუნას ტვინი! ეს ყველაფერი კი, უმნიშვნელო ინფექციამ გამოიწვია! ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ იცოცხლებდა. მაგრამ, უფალი მფარველობდა. სამჯერ კინაღამ დაიღუპა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა სოფიას ლოცვა და საიქიოდან დააბრუნა!

გიორგი განწირულია. მას სჭირს უკურნებელი სენი. დედამ იცის, რომ მისი მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლებელია და მთელი ძალებით იბრძვის იმისთვის, რომ არ დამძიმდეს.

ამ ულამაზესი ბიჭის სიცოცხლე ბეწვზე კიდია

         სოფია: ნორმალურად ჩაიარა ორსულობამ და მშობიარობამ. ჯანმრთელი ბიჭუნა დაიბადა. მეორე დღეს კი, ის ცუდად გახდა. სეფსისი დაემართა და ინფექცია მთელ ორგანიზმს მოედო, დაუზიანდა თავის ტვინი. სამი თვე რეანიმაციაში იწვა და ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. საშინელი დარტყმა იყო ჩემთვის. მახსოვს ის დღეები, მაშინ რას განვიცდიდი, როგორ ვევედრებოდი უფალს ჩემთვის მოეცა ძალა, დავხმარებოდი ჩემს შვილს.

ყოველი მისი ამოსუნთქვა დედისთვის საჩუქარია!

          - უნარშეზღუდული ბავშვის მოვლას როგორ ახერხებთ მარტო?

           სოფია: ძალიან რთულია, ფინანსურადაც და ფიზიკურადაც. მეუღლეს ავადმყოფი შვილი არ უნდოდა, მიგვატოვა, 20 წლის ვიყავი მაშინ. ჩემი მშობლები რომ არა, მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. ქედს ვიხრი ყველა იმ დედის წინაშე, ვინც მარტო, ყოველგვარი დახმარების გარეშე ზრდის უნარშეზღუდულ ბავშვებს. უმეტეს შემთხვევაში, კაცები ასეთ ტვირთს თავიდან ირიდებენ. ძალიან მძიმეა. ახლა, სხვა ოჯახი ჰყავს, გიორგისთვის კი არ სცალია. მე მას ბედნიერებას ვუსურვებ. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. დედა მყავს, ის ჩემი მფარველი ანგელოზია. დამლაგებლად მუშაობს, როგორმე რომ დამეხმაროს. პენსიისა და სოციალური შემწეობის თანხა, საჭმელზე ძლივს გვყოფნის. გიორგის კი, სჭირდება მილები სანაციისთვის, ზონდები კვებისთვის... უფალო, დამეხმარე!

„ჩემი სუნთქვა ხარ“

         - არ გაქვთ საკუთარი საცხოვრებელი?

        სოფია: აბასთუმანიდან ჩამოვედით, დედაჩემი იქ ცხოვრობს. მაგრამ ახლა, იმის გამო, რომ გიორგის მდგომარეობა გართულებულია, ჩვენ იმ კლიმატურ ზონაში ვეღარ ვიცხოვრებთ. 2021 წლის სექტემბერში, ჩემმა ბიჭმა კორონა გადაიტანა. ნამდვილი საშინელება იყო. მისთვის გაციებაც კი არ შეიძლება და უცებ, ეს საშინელი დაავადება! გიორგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. თვე-ნახევარი გაატარა რეანიმაციაში, მისი გადარჩენის შანსი ნოლს უდრიდა. მაგრამ, გადარჩა! საავადმყოფოდან რომ გაწერეს და სახლში მივიყვანეთ, კინაღამ დაიხრჩო, გალურჯდა, თვალები გადაატრიალა... კინაღამ დავკარგე! კინაღამ დავკარგე ჩემი სიმწრით გადარჩენილი შვილი. სასწრაფო გამოვიძახეთ და ისევ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს, საიქიოდან დააბრუნეს. აღმოჩნდა, რომ გადატანილი ვირუსის გამო, იმუნიტეტი დაუქვეითდა და ვეღარ იტანს მთის ჰავას. ექიმებმა სასტიკად გამაფრთხილეს, რომ თბილისში უნდა ვიყოთ, საავადმყოფოსთან ახლოს. როდესაც გიორგი ცუდად ხდება, ყოველი წუთი გადამწყვეტია!

„დედა გიორგის მილით აჭმევს“

           - წარმოდგენაც კი რთულია, რაც გადაიტანეთ.

           სოფია: მე კი არა, ჩემმა ბიჭმა გადაიტანა. კოვიდის მერე, ის ვეღარ ჭამდა. მთელი საკვები ფილტვებში ხვდებოდა. მერე ექიმებმა ნაზოგასტრალური ზონდი ჩაუდგეს და ცხვირიდან ვკვებავდი... ახლა კი, პირდაპირ მუცლიდან აქვს მილები ამოშვერილი. საერთოდ, ჭამა ძალიან უყვარდა და რთულად მიეჩვია იმას, რომ საკვებს პირიდან ვეღარ მიიღებს. იმდენს ტიროდა... იძულებული გავხდით, დამამშვიდებელი წამლები მიგვეცა და ფსიქოლოგისთვის მიგვემართა.

„ნეტავ, კიდევ რამდენს უნდა გაუძლოს ჩემმა ბიჭმა“

          - ამჟამად როგორია მისი მდგომარეობა?

        სოფია: იცით, როდესაც მძიმედ დაავადებული შვილი გყავს, იმაზე აღარ ფიქრობ, მერე რა იქნება, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება. მთავარია, მან იცოცხლოს... მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობ. საჩუქარია ყოველი დღე. ვუყურებ და ვფიქრობ, როგორი მხიარული ბიჭი იქნებოდა, ავად რომ არ იყოს. იცით, ხანდახან როგორ მიღიმის, როგორ უხარია, რომ ვეფერები, ვუმღერი. შეუძლია, მხოლოდ ერთი ბგერით გაგაგებინოს ყველაფერი. თუ ჩახუტება უნდა, ყვირის „დე-ე-ე-ე“, თუ შია - „ამ-ამას“.

„არაფრის შეგეშინდეს, შვილო, დედა ყოველთვის შენთანაა“

- რა გჭირდებათ ამჟამად ყველაზე მეტად? 

          სოფია: შეხედეთ, როგორ იღიმის, ესე იგი, არაფერი აწუხებს. ერთ წამსაც ვერ იცოცხლებს უჩემოდ. ნახველის ამოღება სჭირდება ფილტვებიდან, სულ უნდა ესაუბრო. ვეუბნები ხოლმე: „ჩემი ლამაზი ბიჭი ვინ არის?“ - გიო კი, ბგერებს გამოსცემს. ძვირადღირებული გამოკვლევა სჭირდება ასევე, მუცელში მილების გამოცვლა. კიდევ, სპეციალური ეტლი.

„არ გეგონოთ, რომ ავადმყოფობის გამო, გიორგი ვერაფერს გრძნობს. შეხედეთ, როგორ უხარია, დედას რომ ხედავს“

         - როგორც ვხედავ, ამდენი ხნის განმავლობაში ეს ჟირაფი სულ ხელში უჭირავს! 

       სოფია: კი, ეს მისი საყვარელი სათამაშოა. მუდამ თან აქვს, სახლშიც და რეანიმაციაშიც. გიორგის არასდროს ეყოლება სკოლის მეგობრები და ეს სათამაშო ყველაფერია მისთვის!

სათამაშო ჟირაფი ჟოზე, გიორგის ნამდვილი მეგობარია

* * *

მეგობრებო, თქვენს გულისხმიერებასა და დიდსულოვნებაზე ვამყარებთ იმედებს, სწორედ ეს თვისებებია ყველანაირი სიკეთის საწინდარი! უკვე არაერთი პატარა გადაარჩინეთ და ვიმედოვნებთ, რომ გიორგისაც ასევე შეიყვარებთ და გულთან ახლოს მიიტანთ მის ამბავს! შეიძლება ითქვას, ის უკვე წმინდანია. როგორ იტანჯება! ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია? თუ დავეხმარებით მას, საკუთარი სულის გადარჩენაზე ვიზრუნებთ. თუ ამ საბრალო ბიჭს ხელს გავუმართავთ, მივუახლოვდებით ღმერთს!

          ამ ოჯახს ძალიან სჭირდება ჰიგიენური საშუალებები, გამოკვლევა და ეტლი.

 დიდი იმედი გვაქვს თქვენი დახმარების, რადგან ვიცით, რომ ქართველები ჩვენიანებს გასაჭირში არასდროს ვტოვებთ!

         თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, წურწუმიას ქ. №35

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გიორგი გიგოლაშვილი)

          თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

          სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


მსგავსი პროექტები: