ბრმა სიყვარული! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბრმა სიყვარული!

page info icon
2023 ივნისი 1
„რაში გჭირდებათ ასეთი ბავშვი?“ - არაერთხელ უკითხავთ მისი დედისთვის. „ის ხომ, დიდხანს ვერ იცოცხლებს! შეხედეთ მშობლებს, რომლებმაც ჩააბარეს ასეთი ბავშვი, ისინი ახლა ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას. ვერც კი წარმოიდგენთ, უნარშეზღუდული ბავშვის აღზრდა რამხელა ტვირთია, მითუმეტეს, რომ უკვე გყავთ ჯანმრთელი გოგონა. წარმოიდგინეთ, იმას როგორ გაუჭირდება. როგორ შერცხვება, ასეთი და რომ ჰყავს.“ იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდა დედიკო გაემხნევებინათ, თითქოს, ყველამ პირი შეკრა და სურდათ, რომ ბავშვი ხორცის ნაჭერივით ჩაებარებინა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,719 ₾
( 563 დონორი )
დასრულებულია

ბრმა სიყვარული!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ელენე ვადაზე ადრე დაიბადა. ძალიან სუსტი იყო, ძლივს სუნთქავდა... 

„რაში გჭირდებათ ასეთი ბავშვი?“ - არაერთხელ უკითხავთ მისი დედისთვის. „ის ხომ, დიდხანს ვერ იცოცხლებს! შეხედეთ მშობლებს, რომლებმაც ჩააბარეს ასეთი ბავშვი, ისინი ახლა ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას. ვერც კი წარმოიდგენთ, უნარშეზღუდული ბავშვის აღზრდა რამხელა ტვირთია, მითუმეტეს, რომ უკვე გყავთ ჯანმრთელი გოგონა. წარმოიდგინეთ, იმას როგორ გაუჭირდება. როგორ შერცხვება, ასეთი და რომ ჰყავს.“ იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდა დედიკო გაემხნევებინათ, თითქოს, ყველამ პირი შეკრა და სურდათ, რომ ბავშვი ხორცის ნაჭერივით ჩაებარებინა.

 სოფია: ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა ჩვენი გოგონა, მეც და ჩემს მეუღლესაც. ის ორ-ორ ცვლაში მუშაობდა, რომ არაფერი მოგვეკლო ელენეს. სამუშაოდ თურქეთშიც კი დადიოდა. მძიმე ავადმყოფი შვილის მოვლა ერთად ბევრად მარტივი იყო, მაგრამ ნიკოს გულმა ვერ გაუძლო და შვიდი წლის წინ, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეგონა, რომ მე და ბავშვები მის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვიცოცხლებდით, მაგრამ ვცოცხლობთ. ერთი დღე და ერთი თვე კი არა, მთელი შვიდი წელია უკვე...


 „ელენე ერთი ნაბიჯითაც ვერ შორდება დედას, გულამოსკვნილი ტირის“

 - ამ ყველაფრის შემხედვარე, ალბათ, უფრო მარტივი იქნება იმის თქმა რა არ გჭირდებათ...

 სოფია: ნამდვილად ასეა. ჩვენი საცხოვრებელი შემზარავად გამოიყურება, ნეტავ განახათ, შიგნით რა ხდება, იტირებთ... ჩემი მეუღლე შვიდი წლის წინ გარდაიცვალა და ცხოვრება კოშმარად გვექცა! გვერდით არავინ გვყავს, სიტყვიერად მაინც რომ გაგვამხნევოს.

 ამ რკინით მოჭედილ კედლებს, სახლს ეძახიან

 -  მარტო როგორ უმკლავდებით უნარშეზღუდული შვილის მოვლას?

 სოფია: ვერ ვუმკლავდები! ელენე იზრდება და სულ უფრო რთულდება მისი ცხოვრებაც. როდესაც ბავშვი პატარაა, დედებს ეუბნებიან ხოლმე: „წამოიზრდება და აღარ გაგიჭირდება ასე ძალიან.“ ელენეს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით არის. ვერაფერს ხედავს და ეს აღიზიანებს, ძალიან ემოციურია. 2 წლის წინ, ემოციურ ფონზე კრუნჩხვები დაეწყო. მუდამ მის გვერდით უნდა ვიყო, ხელი არ უნდა გავუშვა ან განუწყვეტლივ უნდა ველაპარაკო. თუ იგრძნო, რომ მის გვერდით არ ვარ, ტირილს იწყებს... ეს კი, კატეგორიულად აკრძალულია მისთვის. ყოველდღიურად მეცლება ძალა. ნინი წამოიზარდა და ძალიან მეხმარება. მას სიგიჟემდე უყვარს თავისი და, მაგრამ მე სამსახურში მაინც ვერ გავალ, მათი მარტო დატოვების მეშინია.


 ელენესთვის მისი და მეორე დედიკოა

 - გვიამბეთ, რა აწუხებს ელენეს?

 სოფია: ექვსი თვის ორსული ვიყავი, გრიპი რომ დამემართა. ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხეში იყო. მაგრამ, მე და ჩემმა მეუღლემ ზუსტად ვიცოდით, რომ ბავშვი როგორიც არ უნდა დაიბადოს, ის მაინც ჩვენი უსაყვარლესი შვილი იქნება. ელენე ვადაზე ადრე დაიბადა, ექვსთვიანი, ძლივს სუნთქავდა. ექიმებმა მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი - ცერებრული დამბლა. ვიცი, რომ ეს არ იკურნება, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაც შეგვეძლო ყველაფერს გავაკეთებდით, ელენეს კარგად რომ ეგრძნო თავი. ორნი რომ ვიყავით, ყველაფერი ბევრად მარტივი იყო. ნიკო ძალიან მეხმარებოდა. სულ ხელით დაჰყავდა ჩვენი გოგონა.

 - მეუღლის გარდაცვალების მერე, მარტო როგორ უმკლავდებით მის მოვლას?

 სოფია: მხოლოდ ბავშვისთვის პამპერსის საყიდლად, თვეში 100 ლარი მჭირდება. დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, მე ვაჭმევ და მე ვაცმევ... მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ერთი სიტყვაც კი არ აქვს ნათქვამი. მხოლოდ ზმუის და ისე მახვედრებს, რა უნდა. იცით, მისთვის საშიშია უბრალო გაციებაც კი! საშინელებაა, ავად თუ გახდა. ისე ცუდად არის, ისე წუხს... წელიწადში რამდენიმეჯერ ვხვდებით საავადმყოფოში და ყოველი მისი გაციება მინიმუმ 200 ლარი ჯდება!


 ოღონდ შენ იყავი კარგად, შენს მაგივრად დედიკო იავადმყოფებს

 - რას ეტყოდით დედებს, ვინც ისეთივე რთულ მდგომარეობაშია, როგორც თქვენ?

 სოფია: დედიკოებო, ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო! ჩვენ ვართ ამ პლანეტაზე ყველაზე ძლიერი ადამიანები! ჩვენ, უნარშეზღუდული ბავშვების დედები ყველაზე ამტანები ვართ, რკინაზე მტკიცე. სანამ განსაკუთრებულ შვილებს გვაჩუქებდა, უფალმა გვარგუნა ათი კაცის და ათი ქალის სამყოფი ძალა. იცოდეთ, რომ მაშინაც კი, როდესაც მარტონი რჩებით, ფრთები გაქვთ! და ეს ფრთები თქვენი შვილები არიან, ისინი იმას არ დაუშვებენ, რომ დაეცეთ. გამაგრდით! და მაშინაც კი, თუ ვეღარ ადგებით ფეხზე, იცოდეთ, რომ ხელით გატარებენ უფლის ანგელოზები!

 „უნარშეზღუდული ბავშვების დედები ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან პლანეტაზე!“

 - საოცარი სიტყვებია! გმადლობთ. ეს სიტყვები ბევრისთვის სტიმული იქნება.

 სოფია: როდესაც არჩევანი არ გაქვს, სისუსტე სიკვდილის ტოლფასია. ჩემს ნინისაც ამ პრინციპებით ვზრდი.

 ნინი (12 წლის): ძალიან მიყვარს დედიკო! ის ჩემთვის მაგალითია. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, უკეთესად რომ იგრძნოს თავი!

„ჩემი შვილები - ჩემი ფრთებია, ისინი არ დაუშვებენ, რომ დავეცე“

 -  თუ შეგიძლია, დაიკოს მიხედო ხოლმე, დედამ ცოტა ხანს მაინც რომ დაისვენოს?

 ნინი (12 წლის): მე სიხარულით მივხედავ, მაგრამ ელენეს მხოლოდ დედიკოსთან უნდა. თუ სადმე გადის დედიკო, ყველანაირად ვცდილობ, გავართო. ვუმღერი, სულ კალთაში მიზის... მაგრამ, თუ იგრძნო, რომ დედა შორს არის, ისტერიკა ემართება... ისეთი უმწეოა, როდესაც ტირის...

 „მალე მოვა დედიკო, მანამდე კი, ბუშტით ვითამაშოთ!“

 - სოფია, მესმის, რომ თქვენი ოჯახის პრობლემებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მაგრამ, მოდით ყველაზე რთულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებს გავუსვათ ხაზი, რომლის მოგვარებაში ჩვენი მკითხველები დაგეხმარებიან.

 სოფია: ყველაზე მეტად სპეციალური ეტლი მჭირდება, ელენეს სუფთა ჰაერზე გაყვანა რომ  შევძლო. კიდევ, ძალიან მჭირდება სპეციალური მაგიდა და სკამი, ელენემ რომ შეძლოს დაჯდომა და არ გადმოვარდეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს ინჰალატორი, ელენე შეტევების დროს რომ არ გაიგუდოს. არის კიდევ მეორეხარისხოვანი ნივთებიც, რომელზეც უბრალოდ ვოცნებობთ: სარეცხი მანქანა, ტელეფონი ნინისთვის. გვჭირდება პროდუქტი, პამპერსი... ე-ე-ეჰ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს... 

* * *

 მეგობრებო, ამ ოჯახს არავინ ჰყავს, დახმარება რომ სთხოვონ. მათი უკანასკნელი იმედი, სრულიად უცნობი ადამიანები არიან. სოფია ძალიან დარდობს, როგორც უნარშეზღუდული, ასევე ჯანმრთელი შვილის გამო. ცუდი კვებისა და საცხოვრებელი პირობების გამო ხომ, მასაც შეიძლება გაუჩნდეს ჯანმრთელობის პრობლემები.

 ამ კეთილ ქართულ ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება: საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, სარეცხი მანქანა, ინჰალატორი და მობილური ტელეფონი. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას. ისევე, როგორც უკვე დავეხმარეთ ათასობით ქართულ ოჯახს, რომელიც იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.

 შეგიძლიათ მოინახულოთ და რითაც შეძლებთ პირადად დაეხმაროთ, მისამართზე: ახლაციხის მუნიციპლაიტეტი, ვალე, სტალინის ქ. 34.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

 #GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ელენე მინაშვილი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


მსგავსი პროექტები: