უკვე 12 წელია, გოგონას დედა, ქეთევანი შიშის ქვეშ ცხოვრობს: „თუ ჩამეძინა და შვილის კვნესა ვერ გავიგონე, ის შეიძლება მოკვდეს!“
მეგობრებო, თქვენ ორ ადამიანს უბრალოდ ეტლი კი არა, ნამდვილი ბედნიერება აჩუქეთ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო დედიკო ქეთევანი, ერთი და იგივე რთული რიტუალის ჩატარება უწევდა ყოველდღე. ხელში უნდა აეყვანა თავისი 13 წლის მძიმედ დაავადებული გოგონა, ანა-მარია, ლიფტით მე-8 სართულიდან პირველზე ჩაეყვანა და ეზოში გაეყვანა. დედის ხერხემალი ასეთ დატვირთვას მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში უძლებდა და ცერებრული დამბლით დაავადებული ანა-მარიას სეირნობაც ზუსტად ამდენ ხანს გრძელდებოდა.
ახლა, ანა-მარიას აქვს ეტლი და მის დედიკოს, ქეთევანს ორი საათითაც შეუძლია მისი სასეირნოდ გაყვანა. გოგონა პარკში მიჰყავს, ბავშვებთან, საქანელებთან, მზეზე და ანა-მარიაც ძალიან კმაყოფილია. თქვენ იზრუნეთ იმაზე, რომ მარტოხელა, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვის დედამ, რომელიც მძიმედ შრომობს და ძალიან იღლება, აღარ იწვალოს სახლშიც. აჩუქეთ მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი... იზრუნეთ იმაზე, რომ ანა-მარიამ სუფთა ჰაერი ისუნთქოს, არა მხოლოდ თავისი ოთახის კედლებს, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ხედავდეს სამყაროს.
- ქეთევან, როგორ შეიცვალა თქვენი საცხოვრებელი პირობები პროექტის მსვლელობის დროს?
ქეთევან: ხომ გახსოვთ, მძიმე, თითქმის კაცური შრომა რომ მიწევს, ცხრა საათის განმავლობაში ფეხზე, კონვეიერთან დგომა. ერთი-ორი კაპიკი რომ ვიშოვო, ვირივით ვმუშაობ. სახლში კი, ვეღარ ვუმკლავდებოდი საქმეს. საღამოობით, ვტიროდი და ისე ვრეცხავდი სარეცხს. წელი მტკიოდა და ზურგით სადმე მიყრდნობა, დაჯდომა ან წამოწოლა ძალიან მინდოდა. ახლა, შემიძლია სარეცხ მანქანაში სარეცხის შეყრა და დაფენა, ჩემთვის ეს ნამდვილი ხსნაა.
მე და ჩემი განადგურებული ხერხემალი ეტლისთვის უდიდეს მადლობას გიხდით. გული მიკვდებოდა, ჩემს შვილს ოთხ კედელ შუა გამოკეტილს რომ ვუყურებდი, მაგრამ ხელითაც დიდხანს ვერ ვატარებდი. ჩვენი ეზოს ფარგლებს გარეთ გასვლაც არ შეგვეძლო. ამხელა გოგო ხელით ამყავდა, ჯერ მე-8 სართულიდან ჩასვლა, მერე ამოსვლა, მერე რა, რომ ლიფტი გვაქვს. საშინლად ვწვალობდი! ახლა, ანა-მარია კომფორტულად სეირნობს თავისი ეტლით. ჩემთვისაც და მისთვისაც ძალიან კარგია. ჩემს გოგონას ძლიერი ემოციების გამოხატვის უნარი არ აქვს, მაგრამ იღიმის, აღარ წუხს, არ ნერვიულობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგად გრძნობს თავს.
ჩემი გოგოსთვის მოსახერხებელი, ორთოპედიული საწოლი ვითხოვე. ახლახან, ფონდისგან და მისი მკითხველებისგან მივიღეთ საჩუქრად. ანა-მარიამ დამოუკიდებლად გადაბრუნება ისწავლა და საწოლიდან მისი გადმოვარდნის საშიშროებაც დიდია. მიხარია, ასე ოპერატიულად რომ დამეხმარეთ ამ პრობლემის გადაჭრაში. ძველ საწოლზე მისი დატოვება არაფრით არ შეიძლებოდა: უკვე ორჯერ გადმოვარდა და გონებაც დაკარგა. თავში კისტა აქვს და ნებისმიერ დარტყმას შეიძლება ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს.
- როგორ იგებთ, რომელი მუსიკა მოსწონს და რომელი არა?
ქეთევანი: ანა-მარიას მოსწონს ქართული და თურქული სიმღერები. ძალიან მარტივად მიხვდებით, როდესაც მუსიკა არ მოსწონს, წუწუნს იწყებს. ეს ნიშნავს: „სხვა ჩართე“. და მეც, მაშინვე ვურთავ სხვას. სხვათა შორის, ზუსტად ასე მაგებინებს, რომელი საჭმელი უფრო მოსწონს. საჭმელთან დაკავშირებით მისი გემოვნება, უკვე დიდი ხანია შესწავლილი მაქვს და ფონდი თანხას როდესაც რიცხავს, მის საყვარელ პროდუქტებს ვყიდულობ, რომლის შეძენის საშუალებაც აქამდე არ მქონდა.
პროდუქტისთვის ყოველთვიურად გამოყოფილი 300 ლარი, მნიშვნელოვანი დახმარებაა ჩემთვის. უსაზღვროდ მადლობელი ვარ ყველას. სამსახურს თავს ვერ დავანებებ, მაგრამ ეს დახმარება, გულს მიმშვიდებს და იმედს მაძლევს.
ჩემი გოგოსთვის აუცილებლად მომაქვს მაღაზიიდან იოგურტები, მაწონი, არაჟანი, რძე. ქათმის ბულიონებს ვუმზადებ. კარტოფილს ვუწვავ ხშირად, სიგიჟემდე უყვარს. საერთოდ, ასეთ ბავშვებს, ვისაც ცერებრული დამბლის მძიმე ფორმა აქვს, ჭამა ძალიან უყვართ.
გახშირებული სუნთქვითა და წუხილით ვხვდები, რომ უკვე მოშივდა. ადრეც ვხვდებოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ უსახსრობის გამო, იმის მაგივრად, რომ ჩემი გოგოსთვის დღეში ოთხჯერ საჭმელი მეჭმია, ვიჭამდი თავს.
მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის! ნებისმიერი პრობლემით შემეძლო ფონდისთვის და მისი მკითხველებისთვის მიმემართა. სახელმწიფოსგან კი, ასეთი დამოკიდებულება არ მახსოვს, არც პროექტის დაწყებამდე, არც მისი მსვლელობის დროს. მხოლოდ თქვენი მხრიდან ვგრძნობ სიყვარულს, პატივისცემას, თანაგრძნობას და სითბოს.
- ქეთევან, შეგიძლიათ, კონკრეტულად რომ გვითხრათ, კიდევ რა საკითხების მოგვრება მოხერხდა? გაუხარდება ჩვენს მკითხველს.
ქეთევანი: თუნდაც ახლახან, ვირუსი რომ შეგვხვდა მეც და ჩემს შვილსაც. ორივე სიცხიანები ვიწექით. ანა-მარიას ხველა ახრჩობდა. ვდარდობდი, ჩემი გოგონას გამო და როგორც ახლობელ ადამიანებთან, ისე დავრეკე ფონდში. მაშინვე მოგვამარაგეს წამლებით: სიცხის დამწევი, ხველების საწინააღმდეგო, საინჰალაციო პრეპარატები.
ახლა, ანა-მარია ძალიან კარგად გრძნობს თავს, სწორედ თქვენი თანადგომის დამსახურებით, ყოველგვარი გართულებების გარეშე გამოკეთდა.
- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?
ქეთევანი: ფასდაუდებელია, როდესაც საკუთარი შვილის მიმართ, სიყვარულს ხედავ. მე კი, დავინახე უსაზღვრო, გულისამაჩუყებელი სიყვარული, ყურადღება, თანაგრძნობა და სითბო. ხომ იცით, როგორ ამბობენ? „სანამ შეაფასებ სხვის ცხოვრებას, ჩაიცვი მისი ფეხსაცმელი და მისი გზა გაიარე.“ თქვენ კი ამის ნიჭი ნამდვილად გაქვთ, საუკეთესოები ხართ! თქვენ, ჩემი ფეხსაცმლით ჩემი გზა გაიარეთ, ჩემი მძიმედ დაავადებული გოგონა ხელით ატარეთ. ჩემსავით ცრემლები ღვარეთ და ჩემი ტკივილი გაითავისეთ.
ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში! ჯანმრთელობას, ბედნიერებას მუდამ დალოცვილები ყოფილიყავით უფლისგან!
- ჩვენ კვლავაც ერთად განვაგრძობთ ამ გზას, ქეთევან. თქვენს მიტოვებას არ ვაპირებთ. გვითხარით, რა გაწუხებთ და კიდევ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ქეთევანი: უკვე ცივა ჩვენს სახლში, ჩემი გოგონაც შეციებულია. მე კი, ვერ ვრთავ გაზის გამათბობელს, „კარმას“. ძალიან დიდი გადასახადი მოდის. ისედაც ქირის დავალიანება გვაქვს - 400 ლარი. ხან დროულად ვერ ვიხდი, ხან ვალებს ვიღებ, საშინელებაა. ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუკი ვინმეს სურვილი ექნება, რომ დაგვეხმაროს. ხშირად მეტირება, როდესაც ვოცნებობ, ერთი პატარა, მაგრამ საკუთარი ოთახი მაინც რომ გვქონდეს. სახელმწიფო ხომ, საკუთარი, თუნდაც ძალიან პატარა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის იმედსაც არ გვაძლევს...
მეგობრებო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მძიმედ დაავადებული გოგონას, ანა-მარიას და მისი დედიკოს მიმართ მზრუნველობა გამოიჩინეთ. ჩვენი პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა, ამ ოჯახის პრობლემები კი, გაგრძელდება ცხოვრების ბოლომდე. ანა-მარიას განკურნება ხომ, შეუძლებელია და მისი მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შეგიძლიათ, პამპერსით, პროდუქტით, მედიკამენტებით, საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროთ მათ. თუკი არსებობს დაუსრულებელი პრობლემები, ხომ შეიძლება, სიკეთეც, დაუსრულებელი რომ იყოს... უფალმა დაგლოცოთ!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: კოზმანაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 აგვ 17 | ეტლი | 920 | transferred |
2023 აგვ 30 | პროდუქტები | 227.9 | transferred |
2023 სექ 9 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,135 | transferred |
2023 სექ 20 | სარეცხი მანქანა | 675 | transferred |
2023 სექ 20 | პროდუქტები | 299.99 | transferred |
2023 სექ 20 | მედიკამენტები | 398.19 | transferred |
2023 ოქტ 6 | პროდუქტები | 299.81 | transferred |
2023 ოქტ 12 | საწოლი | 800 | transferred |
2023 ოქტ 14 | მედიკამენტები | 269.71 | transferred |
2023 ოქტ 14 | მედიკამენტები | 574.36 | transferred |
2023 ოქტ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,600 | paid |
2023 ნოე 25 | მედიკამენტები | 105.7 | transferred |
2023 ნოე 25 | მედიკამენტები | 296.61 | transferred |
2023 ნოე 25 | მედიკამენტები | 690.74 | transferred |
2023 დეკ 4 | პროდუქტები | 248.21 | transferred |
2023 დეკ 13 | მედიკამენტები | 214.01 | transferred |
2023 დეკ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 150 | paid |
სულ ხარჯი: 8,905.23 ₾
დარჩა 0.51 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2024 იან 12 | თავდგირიძე ელდარ | 1 | Transfer to account |
2024 იან 12 | დარბაიძე თამარი | 5 | Transfer to account |
2024 იან 12 | დალი სხულუხია | 5 | Transfer to account |
2024 იან 12 | გოქსაძე თამარი | 5 | Transfer to account |
2024 იან 12 | გოგელიძე ნიკა | 10 | Transfer to account |
2024 იან 12 | გობეჯიშვილი ამირანი | 4 | Transfer to account |
2024 იან 12 | გობაძე ლაშა | 5 | Transfer to account |
2024 იან 12 | გიორგაძე დავითი | 5 | Transfer to account |
2024 იან 12 | გინტური რუსუდან | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 30 | დობორჯგინიძე ნიკოლოზ | 100 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | გიორგი ტყაბლაძე | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | გურამ ფარეშიშვილი | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | გურამ ფარეშიშვილი | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | კობა ხუციშვილი | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | გიორგი კუჭაძე | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | ვალერიანე შანიძე | 20 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | ია ლიპარტია | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | მარიამ კახიანი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | მარიამი მუზაშვილი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | იაკობ ჩადუნელი | 20 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | ვასილ ჟღენტი | 2 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | ანა ყენია | 100 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | ბადრი გრძელიშვილი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | მანანა ანუა | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | ბაბულია მიქიაშვილი | 20 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | დარინა აბუსელიძე | 3 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | ნათელა დიასამიძე | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | ნინო ასკილაშვილი | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 21 | ი/მ ვალერი მანჯავიძე | 20 | Transfer to account |
2023 დეკ 20 | დალი მჭედლიშვილი | 20 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 8,905.74 ₾
დარჩა 0.51 ₾
მსგავსი პროექტები:
|