მხოლოდ ოცი წლის არის! ახალგაზრდაა და ვაჟკაცური! ის კვდება! საშველი კი ძალიან ახლოს არის... მისთვის ყოველი ამოსუნთქვა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს! ნუთუ არ დავეხმარებით, როდესაც ეს შეგვიძლია?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მხოლოდ ოცი წლის არის! ახალგაზრდაა და ვაჟკაცური! ის კვდება! საშველი კი ძალიან ახლოს არის... მისთვის ყოველი ამოსუნთქვა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს! ნუთუ არ დავეხმარებით, როდესაც ეს შეგვიძლია?!

page info icon
2023 სექტემბერი 11
„დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ვერ მივხვდები, რა ხდება, ტკივილი სადღაც გაქრება, სიკვდილიც უკან დაიხევს, თითქოს, ეს კუზიც არასდროს მქონია“ ის მამაკაცია, კაცები კი, არ ტირიან. მაშინაც კი, როდესაც ტკივილისგან თვალთ უბნელდებათ, ეკეტებათ ფილტვები და ამოსუნთქვა არ შეუძლიათ. ნიკა შუბითიძე 20 წლისაა და მისი ცხოვრება, ტანჯვით აღსავსე არის.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
16,859 ₾
( 1,405 დონორი )
დასრულებულია

მხოლოდ ოცი წლის არის! ახალგაზრდაა და ვაჟკაცური! ის კვდება! საშველი კი ძალიან ახლოს არის... მისთვის ყოველი ამოსუნთქვა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს! ნუთუ არ დავეხმარებით, როდესაც ეს შეგვიძლია?!


კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ვერ მივხვდები, რა ხდება, ტკივილი სადღაც გაქრება, სიკვდილიც უკან დაიხევს, თითქოს, ეს კუზიც არასდროს მქონია“

 ის მამაკაცია, კაცები კი, არ ტირიან. მაშინაც კი, როდესაც ტკივილისგან თვალთ უბნელდებათ, ეკეტებათ ფილტვები და ამოსუნთქვა არ შეუძლიათ. ნიკა შუბითიძე 20 წლისაა და მისი ცხოვრება, ტანჯვით აღსავსე არის.

 ნიკა: პატარა ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ სხვებს არ ვგავარ. სამყარო, რომელიც სხვებისთვის  უდარდელი და შესაძლებლობებით აღსავსე ჩანდა, ჩემთვის იყო ნამდვილი ბრძოლის ველი. მივხვდი, რომ სკოლაში სირბილი, სხვა ბიჭებისგან განსხვავებით, მე არ შემეძლო. მაშინ ალბათ, ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი, რა მჭირდა და ტკივილიც ასე ძალიან არ მაწუხებდა. მაგრამ, მუდამ ექიმების გარემოცვაში ვიყავი, რენტგენებსა და ანალიზებს კი ბოლო არ უჩანდა... ო, როგორ მძულდა! ტკივილს მაყენებდნენ, ბრძნული მზერით შემომცქეროდნენ, მერე კი, ბებო ყოველთვის ტიროდა.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ, ტკივილმა როდის შეგაწუხათ? 

ნიკა: რაც თავი მახსოვს, მუდამ თან მდევს ეს ტკივილი. მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, გაუსაძლისი გახდა. ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი თითქოს, არაფერი მჭირდა. მაგრამ ხანდახან, ისე მტკიოდა, რომ თვალთ მიბნელდებოდა, ჯოჯოხეთში მეგონა თავი. სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო. ასე მეგონა, თითქოს ყოველი ამოსუნთქვა შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო. თითქოს, ფილტვები გასკდომას ლამობდა. უმნიშვნელო გაციებაც კი მაშინებდა, იმიტომ, რომ ჩემს შემთხვევაში, ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა მდგომარეობა. ყველაზე ძნელი კი, იყო იმ აზრთან შეგუება, რომ გამოსავალი არსებობს, მაგრამ ხელი არ მიმიწვდება.

ასაკის მატებასთან ერთად ნიკას მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება

 - უფრო დაწვრილებით მიამბე, თუ შეიძლება!

 ნიკა: დღეს, საუბარია ჩემი სიცოცხლის გადარჩენაზე. ქართველი ექიმები თურქეთში მირჩევენ ოპერაციის გაკეთებას. 25 ათასი დოლარი უნდა შევაგროვო, რეალობად რომ იქცეს. და ჩემთვის, ეს უბრალოდ ოპერაცია არ არის, ნორმალური მომავლის, ტკივილისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრების შანსია. ჯანდაცვის სამინისტრომ 5 ათასი დოლარი გამოჰყო და ძალიან მადლობელი ვარ ასეთი დახმარებისთვის. მაგრამ, კიდევ 20 ათასი დოლარი მჭირდება. მჯერა, რომ ნამდვილად არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც გამიგებს და დამეხმარება. ძალიან მჭირდება ეს ოპერაცია! განა იმიტომ, რომ მინდა ტანადი ვიყო, არამედ იმიტომ, რომ უკვე მართლა საშინლად მტკივა და ასე ცხოვრება მიჭირს.

 - ოდესმე შენი გარეგნობის გამო, უხერხულად გიგრძვნია თავი?

 ნიკა: ალბათ კი, მაგრამ შევეგუე საკუთარ გარეგნობას. ალბათ, დამცინოდნენ კიდეც, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. საკუთარ თავს ტირილი ავუკრძალე. ტირილი ტკივილს არ აყუჩებს. მაშინ, რა აზრი აქვს ცრემლების ღვრას? მუდმივად ვცდილობდი, ისე მოვქცეულიყავი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ალბათ, არ მინდოდა, სხვებს დაენახათ ჩემი სისუსტე. მაგრამ იცით, ძალიან გამიმართლა, ცხოვრებაში შევხვდი უამრავ კარგ ადამიანს. სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც, ძალიან კარგი მეგობრები მყავს.

 „ჩემი ხერხემალი 80 გრადუსით არის გადახრილი, რაც ძალიან მიშლის ხელს მოძრაობაში და საშინელ ტკივილს მაყენებს.“

 - მოგწონდა სკოლაში სიარული? კარგად სწავლობდი?

 ნიკა: სკოლა ჩემთვის გარკვეულწილად თავშესაფარი იყო. კარგად ვსწავლობდი, ყველაფერს ძალიან ადვილად ვითვისებდი. მაგრამ ხანდახან, იძულებული ვიყავი, წამოწოლილს მემეცადინა. ხანაც ვაცდენდი გაკვეთილებს იმიტომ, რომ ჯდომაც კი არ შემეძლო. ექიმებთან დავყავდი მაგრამ, აზრი?! სკოლას რომ ვამთავრებდი და პროფესიას ვირჩევდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი.

 - ისტორიული ფაკულტეტი რატომ ირჩიე?

 ნიკა: ისტორია არის უბრალოდ გატაცება, ჩემს ტკივილთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი დახმარებით, რეალობას გავურბივარ, ვიძირები წარსულის ამბებში. უბრალოდ ვცდილობ, ჩემი ადგილი ვნახო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შევძლებ. მართალი გითხრათ, მასწავლებლობა მინდა, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა. დიდი გეგმები მაქვს, მაგრამ ჩემი სხეული ხელს მიშლის. თუ დაკვირვებას დავიწყებ, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო. მიჭირს ჯდომაც, დგომაც და წოლაც კი. მალე ვიღლები ხოლმე და ხანდახან, საერთოდ ვერ ვსუნთქავ. ახლავე თუ არ გავიკეთებ ოპერაციას, უნივერსიტეტის დამთავრებამდეც კი ვერ მივატან ცოცხალი. მე კი, სიცოცხლე ძალიან მიყვარს!

 - როგორ ფიქრობ, რომ არა ხერხემლის გამრუდება, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება?

 ნიკა: ვერ გეტყვით. ტკივილი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, მან ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც ვარ. ამაზე არ მიფიქრია... ან, შეიძლება მიფიქრია კიდეც, მაგრამ ვერ მოგიყვებით. ვფიქრობ, ოპერაციის შემდეგ გამოსწორდება ყველაფერი და ჩემი ცხოვრებაც შეიცვლება.

 - არ მინდა, შევეხო ისეთ საკითხებს, რომელიც ტკივილს გაყენებს. ნიკა, ბებოსთან ერთად ცხოვრობ. შენი მშობლები სად არიან?

 ნიკა: დედა წავიდა, არ ვიცი რატომ. მამა შშმ პირია, ცალი თვალით ვერ ხედავს და ვერ მუშაობს. 17 წლის იყო, როდესაც თვალში ეკლიანი ტოტი მოხვდა და დაკარგა მხედველობა.

 „დედა წავიდა და ახლა, ბებო ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“

 - შენ თქვი, რომ დედა ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე წავიდა. ალბათ, ეს ძალიან მტკივნეული თემაა შენთვის?

 ნიკა: კი, ნამდვილად და მირჩევნია, არ განვიხილოთ. ფიზიკური ტკივილის მოთმენა კიდევ როგორღაც შეიძლება. მაგრამ, არსებობს ისეთი ტკივილი, რომელსაც ოპერაციაც კი ვერ გააყუჩებს. არ გვინდა ამაზე საუბარი.

 - კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ნიკა და აღარ გაწვალებ. ვხედავ, რომ უკვე გიჭირს ლაპარაკი. ახლა, ძალიან გჭირდება ოპერაცია. მაგრამ ნუთუ, მისი გაკეთება უფრო ადრე არ შეიძლებოდა?

 ნიკა: უამრავი ექიმი შემოვიარეთ. შემიძლია, გვარებიც ჩამოგითვალოთ. რომ დამინახავდნენ ხოლმე, ამბობდნენ: „სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, მაგრამ აქ ვერ გავუკეთებთ. სადმე უნდა წაიყვანოთ.“ არ მგონია, ვინმეს, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ჰქონდეს ამხელა თანხა გადადებული. ჩემს ოჯახს კი, გასაყიდიც არაფერი აქვს. ყოველთვის ხელმოკლედ ვცხოვრობდით. ადრე, ამხელა თანხის შეგროვებაც წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ახლა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროსგან ნაწილობრივი დაფინანსება მივიღეთ, იმედი მოგვეცა, თქვენც აღმოგაჩინეთ. ვირწმუნე, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩემს მდგომარეობას. მოგმართეთ და უკვე მოხვედით კიდეც! ჩავთვლი, რომ ეს პირველი ნაბიჯია ჯანმრთელი ცხოვრებისკენ.

 „ვირწმუნე, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩემს მდგომარეობას“

 ნიკას გასავლელი აქვს ურთულესი გზა - გზა განკურნებისკენ. ის გვთხოვს თანადგომას და დახმარებას, რათა გაუმკლავდეს ტკივილს და ტანჯვას. შესაძლოა, უკან დაიხიოს და ჩაიაროს ბნელმა დღეებმა, ტანჯვამ და ჯოჯოხეთურმა ტკივილმა, რომელიც ნიკას დაბადებიდან თან სდევს. მომავალი ჩვენს ხელთაა! თითოეული ჩვენგანის ხელთ არის! ამჟამად, ნიკას ყოველი ნაბიჯი, ყოველი მოძრაობა, ნიშნავს ტკივილთან ბრძოლას. ჩვენ კი, შეგვიძლია ამას ბოლო რომ მოვუღოთ, მეგობრებო!

 ნიკას ისტორია, არის ბრძოლის, სულიერი სიმტკიცისა და რწმენის ისტორია. შესაძლოა, ასეთმა მრუდე ცხოვრებამ ბევრად მეტი სიმტკიცე შეჰმატა, ვიდრე რიგითი სირთულეები მოუტანდა. ის არ ტირის, მაგრამ დახმარებას გვთხოვს, რათა ნაბიჯი გადადგას თავისუფალი ცხოვრებისკენ, ტკივილის გარეშე. შესაძლოა, სწორედ თქვენი გვერდში დგომა დაეხმაროს, რომ გადაფურცლოს მისი ცხოვრების ახალი თავი, თავისუფლად ამოისუნთქოს და ამაყად აწეული თავით განაგრძოს თავისი ცხოვრების გზა.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორი, აბრამიშვილის ქ. 10ა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ნიკა შუბითიძე)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: