სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა! ნუთუ ის არ იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ცხოვრებას ტკივილის გარეშე?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა! ნუთუ ის არ იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ცხოვრებას ტკივილის გარეშე?!

page info icon
2023 სექტემბერი 29
თითქოს განგებ აწამეს თეიმურაზი: ჯერ სათითაოდ მოაჭრეს თითები, შემდეგ მთლიანი ტერფი, მერე კი ორივე ფეხი... ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში, ყველაზე საშინელ ბოროტმოქმედებსაც კი, ასე არ აწამებენ. თეიმურაზს ჯერ თითები, მერე ტერფი, შემდეგ მუხლამდე და ბოლოს, მთლიანად მოჰკვეთეს ფეხები. ცხრაჯერ მოუწია დანის ქვეშ დაწოლა, ცხრაჯერ დაემშვიდობა ოჯახს ეს კაცი, რომელსაც გული ისედაც აწუხებს. ყოველი შემდეგი ოპერაცია, მისთვის შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო! ნათელა (მეუღლე): ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ჩემი მეუღლე ორი წლის განმავლობაში აწამეს, ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ხორცი. გული აწუხებს, დიაბეტი აქვს. წყეულმა ნარკოზმა კი, საბოლოოდ მოუსპო ნერვები. ვცდილობ, როგორმე დავამშვიდო, ის კი უარესად ბრაზდება. ჯანმრთელი კაცი იყო, ყოველთვის მუშაობდა და უცებ აღმოჩნდა ეტლში. განიცდის, აბა, რა იქნება? გაჭირვება და ავადმყოფობა! მტერსაც არ უსურვებ! როდესაც ძალიან გჭირდება წამლები, ფული კი არ გაქვს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
11,720 ₾
( 790 დონორი )
დასრულებულია

სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა! ნუთუ ის არ იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ცხოვრებას ტკივილის გარეშე?!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედებსაც კი, ასე არ აწამებენ. თეიმურაზს ჯერ თითები, მერე ტერფი, შემდეგ მუხლამდე და ბოლოს, მთლიანად მოჰკვეთეს ფეხი. 

ცხრაჯერ მოუწია დანის ქვეშ დაწოლა, ცხრაჯერ დაემშვიდობა ოჯახს ეს კაცი, რომელსაც გული ისედაც აწუხებს. მისთვის, შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს ყოველი შემდეგი ოპერაცია!

ნათელა: ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ჩემი მეუღლე ორი წლის განმავლობაში აწამეს, ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ხორცი. გული აწუხებს, დიაბეტი აქვს. წყეულმა ნარკოზმა კი საბოლოოდ მოუსპო ნერვები. სულ ჩხუბობს. ვცდილობ, რომ დავამშვიდო, ის კი უარესად ბრაზდება. ჯანმრთელი კაცი იყო, ყოველთვის მუშაობდა და უცებ ხეიბრად იქცა და ეტლში ჩაჯდა. ძალიან განიცდის, რა თქმა უნდა. 

 „ჩემი დახმარების გარეშე, ვერაფერს აკეთებს და სულ თვალებში შემომცქერის“

 - ეს დაავადებები როდის აღმოაჩნდა? 

 ნათელა: 69 წლისაა. 66 წლის ასაკში აღმოაჩნდა დიაბეტი. მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. გულმაც შეაწუხა. მერე, განგრენა დაემართა. ჯერ ერთი თითი მოჰკვეთეს ფეხზე, შემდეგ მეორე... მერე მთლიანად ტერფი. ეს ვერაგი დაავადება არაფრით მოეშვა. ცოტა ხნის შემდეგ, მეორე ფეხზე გადაინაცვლა. ახლა, საერთოდ აღარ აქვს ფეხები. ეტლში ზის და მე ვაკეთებ მის ნაცვლად ყველაფერს. ხანდახან, მშიერიც ვრჩები, მას რომ ვაჭამო. 

- ამ ყველაფერს როგორ უმკლავდებით და თანაც, ასეთ პირობებში?

ნათელა: საკუთარ თავზე დიდი ხანია აღარ ვზრუნავ. უბრალოდ ვარსებობ. ხან რა მაწუხებს, ხან რა, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. ალბათ, 15 წლის წინ ვიყავი ექიმთან ბოლოს. მაშინ უკვე მქონდა მხედველობის პრობლემები. ახლა კი, ცალი თვალით საერთოდ ვერაფერს ვხედავ, მეორეთი კი ძლივს ვარჩევ რაღაცას. მეუღლე და მისი მოვლა არის ჩემი მთავარი სადარდებელი. ხანდახან, მშიერიც ვრჩები, მას რომ ვაჭამო. მესმის, რომ  ძლიერი უნდა ვიყო, მას რომ დავუდგე გვერდში. ამიტომ ვცდილობ, საკუთარ პრობლემებზე აღარ ვიფიქრო.

„ძველისძველი საწოლებია, აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ დაადუღეს და გაამაგრეს“

- ნათელა, გვიამბეთ, როგორ უმკლავდება თქვენი მეუღლე ფიზიკურ ტკივილს და სტრესს?

ნათელა: ეს ძალიან რთულია, როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის. ვუყურებ, როგორ იტანჯება და ნერვიულობს ნებისმიერი წვრილმანის გამო. ფიზიკური ტკივილი და სტრესი სასიცოცხლო ძალებს ართმევს მას. ძლიერი ადამიანია, მაგრამ ასეთ ტანჯვას უკვე ვეღარ უმკლავდება. უფალს ვთხოვ, დაგვეხმაროს, ადამიანის სახე რომ შევინარჩუნოთ. ვევედრები, მომცეს ძალა, თეიმურაზზე რომ ვიზრუნო.

 „გული მტკივა, რომ ვუყურებ. ძლიერი მამაკაცია, მაგრამ ხანდახან, ტკივილისგან ცრემლებს ძლივს იკავებს“

- ალბათ, რწმენა გეხმარებათ ასეთ სირთულეებთან გამკლავებაში?

ნათელა: დიახ, ღვთისმოშიში ოჯახი ვიყავით ყოველთვის. გვჯერა და გვწამს, რომ უფალი მოგვცემს ძალას, რომ გავუმკლავდეთ ამ განსაცდელს. ვლოცულობთ და უკეთესის იმედი გვაქვს. ღმერთის წყალობით არ ვკარგავთ ამ იმედს.

- რას ეტყოდით, როგორ გაამხნევებდით იმ ადამიანებს, ვინც თქვენს მსგავსად, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა?

ნათელა: არ მოგერიდოთ, ითხოვეთ დახმარება და არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს გვერდით ყოველთვის არიან ისეთი ადამიანები, ვინც მზად არის, დაგვეხმაროს. იცით, ბევრად ადვილია, დახმარება უცნობს რომ სთხოვო. ახლობლებს, ვინც ჩვენი მდგომარეობა იცის, თხოვნა არ სჭირდებათ, თუ საშუალება ექნებათ, ისედაც დაგვეხმარებიან. მეც ასე დავეხმარებოდი. ამიტომ, არ მოგერიდოთ. ბიბლიაში ნათქვამია: „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძიე და იპოვი; დააკაკუნე და გაგეხსნება“. სამარცხვინოა სიბოროტე და ქურდობა, თხოვნა კი - არა!

 „ნუთუ, ფეხმოკვეთილი ადამიანი ასეთ საწოლზე უნდა იწვეს?“

 - ნათელა, მტკივნეული მოსასმენია თქვენი ამბავი, მაგრამ ამავდროულად, სიმტკიცით აღსავსე. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დახმარებას ვერ მიიღებთ?

 ნათელა: ეს კატასტროფა იქნება! ჩემმა მეუღლემ განგრენისა და დიაბეტის გამო, უკვე დაკარგა ორივე ფეხი. სუსტი გული აქვს, ყოველი ოპერაცია საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. აუცილებელი მედიკამენტები და საკვები პროდუქტი რომ ვერ მივიღოთ, ესე იგი სულ ტყუილად ვიბრძვით.

„ჩემმა მეუღლემ ფეხები დაკარგა და მე არ მინდა, სიცოცხლეც დაკარგოს“

- ალბათ, კიდევ ბევრი რამ გჭირდებათ მედიკამენტისა და საკვების გარდა? არ მოგერიდოთ, ყველაფერი გვითხარით! 

ნათელა: ჩვენი საწოლები იშლება. არ გვაქვს არც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა. მაგრამ, ენაც არ მომიბრუნდება, ეს ყველაფერი რომ გთხოვოთ. ეტლი, რომელშიც თეიმურაზი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, საშინელ მდგომარეობაშია.

ასეთ მორყეულ ეტლში ჯდომა, სახიფათოა სიცოცხლისთვის

- ვფიქრობ, მთავარია, გამოკვლევები რომ ჩაიტაროთ. აუცილებლად უნდა შეამოწმოთ თქვენი მხედველობა.

ნათელა: თუ მეცოდინება, რომ მეუღლე მშიერი არ მყავს და მედიკამენტებიც აქვს, შევძლებ, საკუთარ თავზეც ვიზრუნო.

- შვილები თუ გყავთ, ან ნათესავები, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია?

ნათელა: ერთი ბიჭი გვყავს და ორი გოგო. ერთ გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს - სიმსივნე ამოკვეთეს. მეორესაც არ აქვს დალხენილი ცხოვრება. ბიჭი აქვე ცხოვრობს და გვეხმარება, რითაც შეუძლია. მაგრამ, მასაც ხომ, ოჯახი ჰყავს. ჩვენს ქვეყანაში, დიდი სიმდიდრის პატრონი უნდა იყო, ექიმებთან სიარული და მკურნალობა რომ შეძლო. მხოლოდ პენსიით კი, შეუძლებელია ცხოვრება.

 „რაში მჭირდება მხედველობა, თუ ჩემი თეიმურაზი არ იქნება კარგად?“

- ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით?

 ნათელა: ვერ გეტყვით, რომ უდარდელი ბავშვობა მქონდა. მაშინაც ძლივს გაგვქონდა თავი. 20 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი და აი, უკვე 46 წელია ერთად ვართ. რამდენი ცრემლი მაქვს დაღვრილი... არც ნორმალური საცხოვრებელი გვქონდა, არც შემოსავალი. აი, ასე სიმწრით მოვედით სიბერემდე. ახლა კი, ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ჩემო კარგებო, სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა! დაიხსომეთ ნატანჯი ქალის სიტყვები!

 ეს უბრალოდ ერთი ოჯახის ისტორია არ არის, ეს ადამიანის ცხოვრების ისტორიაა, ტანჯვისა და საყვარელი ადმიანისთვის თავგანწირვის ისტორია. რა გველის წინ, თუ გულისხმიერებას არ გამოვიჩენთ და არ დავეხმარებით მათ, ვინც გასაჭირში აღმოჩნდა? როგორ უნდა ავუაროთ გვერდი გულგრილად იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები იტანჯებიან და იღუპებიან ისეთი დაავადებებით, რომლის განკურნებაც შესაძლებელია. ღმერთი  ხომ, როგორც ჩვენს მოქმედებას, ასევე უმოქმედობას ხედავს.

 ახლა, ნათელას და მის მეუღლეს ჩვენი თანადგომა და დახმარება როგორც არასდროს სჭირდებათ. საკვები პროდუქტი, მედიკამენტები, საწოლები, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა - მათთვის აუცილებელია ეს ყველაფერი.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხაშური, წიქარიშვილის ქ. 9

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მესხების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! 

რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: