პროექტის მხარდამჭერთა სია სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა! ნუთუ ის არ იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ცხოვრებას ტკივილის გარეშე?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა! ნუთუ ის არ იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ცხოვრებას ტკივილის გარეშე?!

page info icon
2023 სექტემბერი 29
თითქოს განგებ აწამეს თეიმურაზი: ჯერ სათითაოდ მოაჭრეს თითები, შემდეგ მთლიანი ტერფი, მერე კი ორივე ფეხი... ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში, ყველაზე საშინელ ბოროტმოქმედებსაც კი, ასე არ აწამებენ. თეიმურაზს ჯერ თითები, მერე ტერფი, შემდეგ მუხლამდე და ბოლოს, მთლიანად მოჰკვეთეს ფეხები. ცხრაჯერ მოუწია დანის ქვეშ დაწოლა, ცხრაჯერ დაემშვიდობა ოჯახს ეს კაცი, რომელსაც გული ისედაც აწუხებს. ყოველი შემდეგი ოპერაცია, მისთვის შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო! ნათელა (მეუღლე): ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ჩემი მეუღლე ორი წლის განმავლობაში აწამეს, ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ხორცი. გული აწუხებს, დიაბეტი აქვს. წყეულმა ნარკოზმა კი, საბოლოოდ მოუსპო ნერვები. ვცდილობ, როგორმე დავამშვიდო, ის კი უარესად ბრაზდება. ჯანმრთელი კაცი იყო, ყოველთვის მუშაობდა და უცებ აღმოჩნდა ეტლში. განიცდის, აბა, რა იქნება? გაჭირვება და ავადმყოფობა! მტერსაც არ უსურვებ! როდესაც ძალიან გჭირდება წამლები, ფული კი არ გაქვს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
11,720 ₾
( 790 დონორი )
დასრულებულია
ანონიმი
2 თვის წინ
20 ₾
არდემანაშვილი გვანცა
2 თვის წინ
10 ₾
გიორგი ამირაჯები
2 თვის წინ
5 ₾
აბშილავა ნინო
3 თვის წინ
1 ₾
ფრანგიშვილი კასიონ
4 თვის წინ
5 ₾
ჭანტურია ზურაბი
4 თვის წინ
3 ₾

მსგავსი პროექტები: