სიბერეში მარტო დარჩენისგან დაზღვეული არავინ არის. მძიმედ სნეული ანა უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ სიკვდილი ისე მოაკითხავს, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს. ხოლო როდესაც გაიგებენ, არც არავის გაახსენდება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიბერეში მარტო დარჩენისგან დაზღვეული არავინ არის. მძიმედ სნეული ანა უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ სიკვდილი ისე მოაკითხავს, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს. ხოლო როდესაც გაიგებენ, არც არავის გაახსენდება!

page info icon
2024 იანვარი 22
„ერთხელ მაინც გიგრძვნიათ ცხოვრებაში „შიშის სუნი?“ - ახლა ალბათ, ფიქრობთ, ეგეთი სუნი, სამაყროში არ არსებობსო. მე კი გეუბნებით, რომ არსებობს და იცით, რას აქვს ეგ სუნი? - მარტოობაში გარდაცვალების მოლოდინით გაჟღენთილ ოთხ კედელს.“ 65 წლის ანა თევზაძე - პირველი ჯგუფის ინვალიდია. მისი ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ 48 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდა. და ორივე თვალის სინათლე დაკარგა. „სიბრმავე - ჯოჯოხეთია. ძალიან მინდა თქვენს სულებში თანადგომა დავინახო! და იცით რატომ სულებში? იმიტომ, რომ ჩემი თვალები ვერაფერს ხედავს. ზოგჯერ სიკვდილსაც ვნატრობ“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,449 ₾
( 103 დონორი )
დასრულებულია

სიბერეში მარტო დარჩენისგან დაზღვეული არავინ არის. მძიმედ სნეული ანა უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ სიკვდილი ისე მოაკითხავს, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს. ხოლო როდესაც გაიგებენ, არც არავის გაახსენდება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ტანჯვისთვის ვარ  დაბადებული.  ღმერთმაც  დამივიწყა  და  ადამიანებმაც“.

„ერთხელ მაინც გიგრძვნიათ ცხოვრებაში „შიშის სუნი?“ - ახლა ალბათ, ფიქრობთ, ეგეთი სუნი, სამაყროში არ არსებობსო. მე კი გეუბნებით, რომ არსებობს და იცით, რას აქვს ეგ სუნი? - მარტოობაში გარდაცვალების მოლოდინით გაჟღენთილ ოთხ კედელს.“

65  წლის ანა თევზაძე -  პირველი ჯგუფის ინვალიდია. მისი ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ 48  წლის  წინ დაიწყო, მაშინ როცა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდა. და ორივე თვალის სინათლე დაკარგა. 

„სიბრმავე - ჯოჯოხეთია. ძალიან მინდა თქვენს სულებში თანადგომა დავინახო! და იცით რატომ სულებში? იმიტომ, რომ ჩემი თვალები ვერაფერს ხედავს. ზოგჯერ სიკვდილსაც ვნატრობ“

 „დროულად ექიმთან ვერ მივედი უფულობის გამო. ამიტომ თითის მოჭრა გახდა საჭირო“ 

-მხედველობის გარეშე  როგორ  ახერხებთ  საჭმლის მომზადებას, ღუმელის  ანთებას?  არავინ გეხმარებათ?

ანა: სოფელი თითქმის,  დაცარიელდა. ჩემს გარშემო ახლოს აღარავინ ცხოვრობს,  ქალაქში  გადაცხოვრდნენ  დიდი  ხანია.  ცუდად რომ გავხდე, მომშველებელიც არავინ მყავს. სრულიად  მარტო ვაკეთებ ამ ყველაფერს  ტანჯვით და წამებით. მოშორებით  ვინც  ცხოვრობენ, ზოგჯერ ისინი მოდიან ხოლმე და მეხმარებიან. საჭმელი ბრმა  ქალმა როგორ მოვამზადო, შვილო?  მხოლოდ ჩაის  ვსვამ.  ღუმელზე მიდგას მთელი დღე ჩაიდანი.   ჭამასაც  უკვე გადავეჩვიე. 

«მარტო ვარ ამ ქვეყანაზე, ყველამ დამივიწყა»

- უსინათლომ რომ ნემსი  თავად გაიკეთოს, ძალიან რთულია,  ვინმე  გეხმარებათ?

ანა: პირველი  ჯგუფის  ინვალიდი ვარ. ყოველდღე ინსულინის  ნემსი მჭირდება.  სოფლის ამბულატორიის  ექთანი მოდის  ხოლმე.  მაგრამ ყოველდღე  ხომ ვერ ივლის, თან ზამთარში, თოვლსა და ყინვაში. ამიტომ წინასწარ რამდენიმე შპრიცში  ამოიღებს ხოლმე წამალს  და  გამზადებულს მიტოვებს. 

- ორივე ფეხი მოიტეხეთ. ხელის თითიც  მოკვეთილი გაქვთ. გვიამბეთ, რა შეგემთხვევათ? 

ანა: სიბრმავის  გამო, მარჯვენა ფეხი წლების წინ მოვიტეხე. ისე  გამირთულდა  მდგომარეობა, რომ  ხელოვნური  ეგრეთ წოდებული   ბარძაყის  ყელი ჩამიდგეს.  მეორე  ფეხი კი ზაფხულში  მოვიტეხე ჩემს  ეზოში. სარეცხი უნდა ჩამომეხსნა თოკიდან.  უცებ  წონასწორობა  დავკარგე და წავიქეცი. არ მახსოვს სახლში როგორ მოვცოცდი! ახლა ექიმთანაც ვერ მივდივარ. არ მაქვს საშუალება, რომ ვიმკურნალო.

- რა სახის  დახმარება გესაჭიროებათ  ახლა  ყველაზე მეტად?

ანა: ჩემს  სიბრმავეს აღარაფერი ეშველება და  ახლა, რაც ყველაზე მიჭირს, სიარულია. გადაადგილებაში ძალიან დამეხმარებოდა  ეგრეთ წოდებული ,,ჭოჭიალა“, მაგრამ მისი  საყიდელი  ფული  არ  მაქვს.  ასევე ექიმმა  მითხრა, რომ ორთოპედიული საწოლი მესაჭიროება.  მე კი  ამ დაჟანგებულ  რკინებიან  საწოლში ვწევარ. დილით  რომ ვიღვიძებ, ძვლები  მტკივა, შვილო

ორთოპედიული საწოლის მაგივრად ამ რკინებიან, დაჟანგებულ საწოლზე სძინავს.

„ვერ დავდივარ. ფეხები საშინლად მტკივა, მთელი დღე გამაყუჩებელს ვსვამ“

„კეთილო ადამიანებო, უფალს ვთხოვ, ჯანმრთელი და ბედნიერი გამყოფოთ ყველა“

კეთილო ადამიანებო, არასდროს დაივიწყოთ, რომ თქვენ, უფლის ხატი ხართ დედამიწაზე, სიკვდილს მებრძოლი ადამიანებისთვის. არ გაუცრუოთ მათ იმედი. არ მოკლათ თქვენი წილი უფალი თქვენსავე გულებში. ადამიანებმა ერთხელ უკვე გავაკარით ქრისტე ჯვარზე,  მაგრამ ჩვენი ცოდვების  გამოსყიდვა და უფლის იარების მორჩენა მხოლოდ ერთი რამით შეგვიძლია - დავეხმაროთ  სიკვდილს  მებრძოლ, შეჭირვებულ  ადამიანებს  და სწორედ ამ დროს,  ახლიდან  დაიბადება უფალი ჩვენში.

-ქალბატონო ანა? ვერცერთი თვალიდან ხედავთ. ეს რამ  გამოიწვია? 

ანა:  ორივე თვალში მხედველობა ნული  მაქვს.  შაქრიანმა დიაბეტმა  გამოიწვია მხედველობის პრობლემები.  შემდეგ კი თვალის ბადურამ ჩამოშლა  დაიწყო.  მაშინვე  უნდა მივსულიყავი  ექიმთან, მაგრამ ფული  არ მქონდა, შვილო.  როცა  წვალებით  ფული მოვაგროვე,  ოპერაცია  გავიკეთე თვალზე, მაგრამ უკვე დაგვიანებული  იყო. აღარაფერი მეშველა.  ახლა კი, აღარც  ოპერაციას  ექვემდებარება და აღარც მკურნალობას.  ასე  ორივე თვალით  დაბრმავებული, ძაღლივით  ვაგდივარ  ამ კედლებში. 

-მხედველობის გარეშე  როგორ  ახერხებთ  საჭმლის მომზადებას, ღუმელის  ანთებას?  არავინ გეხმარებათ?

ანა: სოფელი თითქმის,  დაცარიელდა. ჩემს გარშემო ახლოს აღარავინ ცხოვრობს,  ქალაქში  გადაცხოვრდნენ  დიდი  ხანია.  ცუდად რომ გავხდე, მომშველებელიც არავინ მყავს. სრულიად  მარტო ვაკეთებ ამ ყველაფერს  ტანჯვით და წამებით. მოშორებით  ვინც  ცხოვრობენ, ზოგჯერ ისინი მოდიან ხოლმე და მეხმარებიან. საჭმელი ბრმა  ქალმა როგორ მოვამზადო, შვილო?  ამიტომ მხოლოდ ჩაის  ვსვამ.  ღუმელზე მიდგია მთელი დღე  ჩაიდანი.  ეჰჰ, ჭამასაც  უკვე გადავეჩვიე. 

„ამ სამყაროში სრულიად მარტო ვარ. ყველასგან მივიწყებული“

- 48 წელია შაქრიანი  დიაბეტი გტანჯავთ.  ინსულინის ნემსს იკეთებთ ყოველდღე. უსინათლომ რომ ნემსი  თავად გაიკეთოს, ძალიან რთულია,  ალბათ.  ვინმე  გეხმარებათ?

ანა:  ეჰ,  48  წელი ლამის  მთელი  ცხოვრებაა.  ამ საშინელ  დაავადებას ვებრძვი მთელი ჩემი ცხოვრება.  გამწარებული სული მიდგია.  პირველი  ჯგუფის  ინვალიდი ვარ. ყოველდღე ინსულინის  ნემსი მჭირდება.  სოფლის ამბულატორიის  ექთანი მოდის  ხოლმე.  მაგრამ ყოველდღე  ხომ ვერ ივლის, თან ზამთარში, თოვლსა და ყინვაში. ამიტომ წინასწარ რამდენიმე შპრიცში  ამოიღებს ხოლმე წამალს  და  გამზადებულს მიტოვებს.  მერე მე  ვიკეთებ  ხოლმე ჩემით. რაღაცნაირად ვახერხებ.  სხვა რა ძალა მაქვს, შვილო?  ვიბრძვი  სიცოცხლისთვის.   ყველა შპრიცს რომ გამოვიყენებ ხოლმე,  მერე  ისევ ვურეკავ და  ასე.... 

-ორივე ფეხი მოიტეხეთ. ხელის თითიც  მოკვეთილი გაქვთ. გვიამბეთ, რა შეგემთხვევათ? 

ანა: სიბრმავის  გამო, მარჯვენა ფეხი წლების წინ მოვიტეხე. ისე  გამირთულდა  მდგომარეობა, რომ  ხელოვნური ეგრეთ წოდებული   ბარძაყის  ყელი ჩამიდგეს.  მეორე  ფეხი კი ზაფხულში  მოვიტეხე ჩემს  ეზოში. სარეცხი უნდა ჩამომეხსნა თოკიდან.  უცებ  წონასწორობა  დავკარგე და წავიქეცი. ნერვი მაქვს დაზიანებული და როცა  ნერვი ამტკივდება ხოლმე, მაგ დროს   ერთ ნაბიჯსაც  კი ვერ ვდგამ.  წავედი  ექიმთან,  500  ლარის  წამლები გამომიწერა. გაჭირვებით ვიყიდე  და მქონდა შედეგი.   დრო  რომ გავიდა, ისევ საშინლად ამტკივდა. ახლა  ვეღარ  მივდივარ ექიმთან.   არ მაქვს საშუალება, რომ ვიმკურნალო.   ტკივილგამაყუჩებელს  ვსვამ ხოლმე როცა ამტკივდება და ეგ არის  მხოლოდ.   ამ სიბრმავის გამო ბევრი ცუდი რამე დამემართა, შვილო. ღუმელზე დავიწვი ხელი. მალამო სოფელში სად  მეყიდა. ქალაქშიც ვერ წავიდოდი ჩემი ბრმა თვალებით. ვითმენდი დამწვრობის საშინელ ტკივილებს. მერე დამიჩირქდა ხელი და ისე გამირთულდა მდგომარეობა, რომ მარჯვენა შუა თითის ამპუტაცია გახდა საჭირო. 

- რა სახის  დახმარება გესაჭიროებათ  ახლა  ყველაზე მეტად?

ანა: ჩემს  სიბრმავეს აღარაფერი ეშველება და  ახლა, რაც ყველაზე მიჭირს, სიარულია. გადაადგილებაში ძალიან დამეხმარებოდა ეგრეთ წოდებული ,,ჭოჭიალა“, მაგრამ მისი  საყიდელი  ფული  არ  მაქვს.  ასევე ექიმმა  მითხრა, რომ ორთოპედიული საწოლი მესაჭიროება.  მე კი  ამ დაჟანგებულ  რკინებიან  საწოლში ვწევარ. დილით  რომ ვიღვიძებ, ძვლები  მტკივა, შვილო

- სოციალურად  დაუცველის  სტატუსი  არ გაქვთ? 

ანა: მივმართე სოციალური მომსახურების სააგენტოს. მოვიდნენ შემოწმებაზე.  სოც. აგენტმა მითხრა  დიდი ფართი რომ გაქვს,  ამიტომ  მიიღეთ  დაბალი  ქულაო.  ეს სახლი  საუკუნის წინ არის აშენებული და ახლა  მაგის გამო  დავანგრიო? მთავარი  კედლების სიდიდეა?  ნახეთ, რა პირობებში  ვცხოვრობ.  მხოლოდ  პენსიის  ფული, 340  ლარი უნდა ვიმყოფინო ყველაფერში მთელი თვე. დედაჩემის მიერ 1987 წელს  ნაყიდი  მაცივარი მქონდა ამ  დრომდე.  აღარ  მუშაობდა, ზაფხულში  საჭმელი მიფუჭდებოდა. იძულებული გავხდი განვადებით  მეყიდა  პატარა მაცივარი.  განვადების ფულსაც ყოველთვიურად  ამ პენსიიდან ვიხდი. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მივმართე  დახმარებისთვის. სოფლის  გამგეობა რამდენჯერმე  დამეხმარა  ერთჯერადად.   სახლის  სახურავიდან  წვიმის  დროს, წყალი ჩამოდის. ამაზეც მივმართე თხოვნით,  მაგრამ... ეგ მგონი, არ  ეხებათ  მათ.  კედლები  სულ  დაბზარულია.  ფანჯრები ძველი.  ქარი და  ყინვა შემოდის ოთახში. 

-რისი შიში გაქვთ ცხოვრებაში  ყველაზე  მეტად?

ანა: მარტოობის... ამაზე  საშინელება, თურმე, არაფერი ყოფილა. სიკვდილთან შეხვედრასაც  უფრო საშიშს  ხდის მარტოობა, შვილო.  ეჰ....     ეჰ.....

-შვილები რომ გყოლოდათ, როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება ახლა როგორი  იქნებოდა?

ანა: ეჰ, სულ სხვანაირი იქნებოდა. ასე უპატრონოდ არ ვიქნებოდი ამ კედლებში გამოკეტილი. ასაკოვანი ადამიანისთვის,  შვილებზე დიდი იმედი ამ სამყაროში, არაფერია. სულ რომ ცუდი შვილი ჰყავდეს დედას, მაინც იმედია ის მისთვის. დედა-შვილობას არაფერი შეედრება.  ეჰჰჰ....   ეჰჰჰ.....

-თუ წინააღმდეგი არ  იქნებით, თქვენი ახალაგზრდობის წლებზეც გვიამბეთ. რატომ  არასდროს  დაოჯახდით?

ანა: ბევრ ბიჭს მოვწონდი. ზოგსაც ვუყვარდი. ჩემთან ოჯახის შექმნაც უნდოდათ, მაგრამ როცა  იგებდნენ, რომ შაქრიანი დიაბეტი მქონდა, ყველა მიდიოდა, აღარავის ვუნდოდი.  არ ვიცი, მათი მშოლების ზეგავლენა იყო, თუ თვითონ მიიღეს  ეგ გადაწყვეტილება. მაგრამ ფაქტი ის იყო შვილო, რომ როგორც კი ჩემს  დაავადებაზე გაიგებდნენ, მეორე დღიდან აღარ ჩნდებოდნენ.  მაგრამ  სამწუხარო  ის  კი არ არის, რომ ვერ  გავთხოვდი. არამედ  ის, რომ შვილები არ მყავს.  მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, შვილო. სირცხვილად  ითვლებოდა  ქმრის გარეშე  ბავშვის  გაჩენა. ათას  ტალახს  გესროდა  ხალხი მაგის  გამო. 

-ახლა  ხომ არ  ნანობთ? დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ,  რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

ანა: აგულწრფელად გიპასუხო? გავაჩენდი. ამ გადმოსახედიდან, ეგრე ვფიქრობ. არ მივაქცევდი ყურადღებას ხალხი რას იტყოდა. დღეს ის ხალხი, უკვე თავის შვილიშვილებთან ერთად თბილ სახლში არიან, კალთაში უზით ბავშვები, ზღაპრებს უყვებიან შვილიშვილებს და ბედნიერები არიან, იმედიანად არიან. მე კი, ამ ოთხ კედელში ვარ სრულიად მარტო. არავის ველოდები... არავინ მელოდება.

-ცხოვრების რთული  გზა  გამოიარეთ.  ამ ყველაფრის  მიუხედავად,  კეთილი ადამიანების არსებობის  გჯერათ?

ანა: მჯერა,  შვილო, მჯერა...    სანამ სამყარო არსებობს,  ესე  იგი, კეთილი ადამიანებიც  არსებობენ. 

-ბევრი კეთილი  ადამიანი წაიკითხავს თქვენზე სტატიას. რას  ეტყოდით  მათ. რა დახმარებას  ისურვებდით?

ანა: პირველ რიგში,  უფალს ვთხოვ, რომ ყველა ჯანმრთელი და  ბედნიერი  იყოს. არ მინდა ჩემსავით  კიდევ ვინმე  იტანჯებოდეს. ადამიანებს კი მივმართავ - როგორც შეძლებენ, თუნდაც  მცირედით,  დაეხმარონ შეჭირვებულ  ადამიანებს, მოხუცებს, ბავშვებს.  პირადად მე რაც შემეხება, ვინც რას შეძლებთ და როგორც შეძლებთ,  გთხოვთ, დამეხმარეთ.  ტელევიზორში რაღაც გადაცემებს  ვუსმენდი ხოლმე და ეს ცოტათი  მიმსუბუქებდა სიმარტოვეს. ესეც გაფუჭდა.,,ჭოჭიალას“ ვნატრობ გადაადგილებისთვის.  ყველაზე  მეტად კი, მაინც  სიმარტოვე  მაწუხებს.  ნეტა, ერღთხელ მაინც შეძლოთ, კეთილო ადამიანებო, ჩემთან მოსვლა.   მართალია, ჩაიას გარდა ვერაფრით  გაგიმასპინძლდებით,  მაგრამ თბილი  გულით დაგხვდებით. 

ადამიანებო,   არ  გავუციოთ  თბილი  გული,  ამ კეთილ მოხუცს. გავუწოდოთ  დახმარების  ხელი. ადრე თუ გვიან, ყველა დავტოვებთ  ამ სამაყროს და უფლის სასუფევლის  გზას  გავუდგებთ. უდალთან  კი, მხოლოდ  ერთადერთი გზა  მიდის  და  ამ  გზას - სიკეთის  გზა  ჰქვია. 

„იქნებ, ადამიანის ფეხის ხმა მაინც გავიგონო, ნეტავ, ვინმე მოვიდეს ჩემთან“

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ მოხუცს, მისი მისამართია: სიღნაღის  მუნიციპალიტეტი, სოფელი ხირსა. 

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ მისი გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ანა თევზაძე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



მსგავსი პროექტები: