დარჯანიების ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დარჯანიების ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!

page info icon
2016 მაისი 10
„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, დარჯანიების ოჯახის დასახმარებლად.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,818 ₾
( 89 დონორი )
დასრულებულია

გვინდა გაგაცნოთ დარჯანიენის ოჯახი. მათ ძალიან მძიმე ცხოვრება განვლეს და ახლა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ოჯახის სამი წევრი ჩვენი ფონდის, „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. თენგიზი და მანანა ეტლით მოსარგებლე შშმ პირები არიან რადგან კიდურები აქვთ ამპუტირებული. მათთან ერთად ცხოვრობს 91 წლის ბებია თამარი, რომელიც უსინათლოა და საწოლიდან ფაქტობრივად ვერ დგება.

ოდესღაც, დარჯანიებს ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, სოხუმში ცხოვრობდნენ დიდ საკუთარ სახლში. აფხაზეთის ომის დროს თენგიზი იბრძოდა სამშობლოს ერთიანობისთვის, ომის დასრულების შემდეგ იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა სოხუმი და თბილისში ჩამოსულიყო. მაშინ არც კი იცოდნენ რა განსაცდელი ელოდათ წინ. თენგიზის და მანანას ვაჟი, მათი საყრდენი და იმედი, 21 წლის ასაკში  ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ მშობლები გაანადგურა. გაუთავებელი ნერვიულობისგან თენგიზს და მანანას შაქრიანი დიაბეტი დაემართათ, შემდეგ ორივეს განგრენა განუვითარდა და ქვედა კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ ხოლო ბებია თამარმა  მხედველობა დაკარგა...

მათ ტანჯვას საზღვარი არ აქვს.  ორი ადამიანი ეტლით გაჭირვებით გადაადგილდება, ცდილობს ერთმანეთს და უსინათლო ბებიას მიხედონ. ტანსაცმლის ჩაცმა, ხელ–პირის დაბანა, სადილის გაცხელება – ეს მათთვის ყოველდღიური განსაცდელია!

ოჯახის დანაზოგი თანხა დიდი ხნის წინ ამოიწურა. თავი  სოციალური დახმარებით გააქვს, რომელიც არა თუ საკვებისთვის და კომუნალური გადასახადებისთვის, არამედ სასიცოცხლოდ საჭირო წამლებისთვისაც არაა საკმარისი.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, დარჯანიების ოჯახის დასახმარებლად, გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ მათი პრობლემები და განსაცდელში მარტო არ დავტოვოთ.

თანხა მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დარჯანიების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/131/.

ნებისმიერი სახის დახმარება მათ ცხოვრებას შეუმსუბუქებს. ერთად ვაკეთოთ სიკეთე და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ!


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: