4 წლის ბესო სორდიას ესაჭიროება ჩვენი დახმარება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

4 წლის ბესო სორდიას ესაჭიროება ჩვენი დახმარება!

page info icon
2016 აგვისტო 15
საქველმოქმედო ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა“ 2012 წლიდან სასიცოცხლო სახმარებას უწევს 600 საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,705 ₾
( 245 დონორი )
დასრულებულია

საქველმოქმედო ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა“ 2012 წლიდან სასიცოცხლო სახმარებას უწევს 600 საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს. მათი უმრავლესობა მარტოხელა, ყველასგან მივიწყებული მოხუცია, რომლებზეც ჩვენი ფონდის თნამშრომლების გარდა არავინ ზრუნავს. მაგრამ სამწუხაროდ ფონდის ბენეფიციარებს შორის პატარა ბავშვებიც არიან, რომლებსაც დაბადებიდან არ გაუმართლათ, რომლებმაც არ იციან რა არის იყო ჯანმრთელი, რომლებსაც ტკივილის გარდა არაფერი უგრძნიათ.

როდესაც ჩვენ ფონდში დახმარების თხოვნით 4 წლის ბესოს ბებიამ მოგვმართა, ჩვენ არ შეგვეძლო მისი პრობლემება გულთან ახლოს არ მიგვეტანა.

სორდიების ოჯახში ნანატრი შვილი ბევრი თანდაყოლილი პათოლოგიებით დაიბადა. მას მიკროცეფალია, გულის მანკი და ცერებრალური დამბლა აღმოუჩინეს. ასევე მას მხედველობის პრობლემა აქვს. ოჯახი დაზაფრა ამ ამბავმა, პატარა უმწეო ჩვილის დატოვება აზრადაც არ ჰქონდათ. ბესოს მოვლა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. კვება, განსაკუთრებული მოვლა, ხშირი გულყრები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, გაუთავებელი ანალიზები და მკურნალობა... ბესო უმეტეს დროს რეანიმაციაში და საავადმყოფოებში ატარებდა...

სამწუხაროდ ბესოს დედამ ვერ გაუძლო ფიზიკურ დატვირთვებს და სტრესს... მან დატოვა ბესო და სახლიდან წავიდა. პატარა ბესოს მოვლის მთელი სიმძიმე ახალგაზრდა მამას ბაჩანას და ბებია სილვას დააწვათ მხრებზე.

ბესოს მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, მას მუდმივად ესაჭიროება ძვირადღირებული წამლები, სარეაბილიტაციო კურსი და სპეციალური კვება. მაგრამ სამყოფი თანხა ოჯახს არ აქვს. ბაჩანას სამსახურის დატოვება მოუხდა, რადგან მის პატარა ბიჭს მუდმივი ყურადღება სჭირდება. ბესოს არ აქვს ღეჭვის და ყლაპვის რეფლქსი, ის ხშირად იგუდება, უძნელდება სუნთქვა და აქვს ხშირი გულყრები, ამიტომ მისი დატოვება წუთითაც კი არ შეიძლება.

სორდიების ოჯახი თბილისის გარეუბანში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, ჭერიდან ჟონავს წყალი, იატაკის ფიცრები დამპალია, ავეჯი არ აქვთ, ამიტომ მამას ბესოს გვერდით იატაკზე სძინავს.

„არავის შევაწუხებდი ჩემი პრობლემებით, მაგრამ ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ყველაფერთან ერთად ბესოს ახლა პნევმონია განუვითარდა, რეანიმაციაში წევს. ახლა მის სამკურნალოდ უფრო მეტი თანხა დამჭირდება...“

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას პატარა ბესოს დასახმარებლად. თითოეული შემოწირული ლარი შეიძლება ბესოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ პატარას, თანხაჩარიცხოთფონდისანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ბესო სორდია) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/146/

გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ პატარა ბესოს ისტორია და დაეხმაროთ მას!


მსგავსი პროექტები: