ასეთი რამ ნებისმერს შეიძლება დაემართოს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ასეთი რამ ნებისმერს შეიძლება დაემართოს!

page info icon
2016 ნოემბერი 7
საწოლიდან რომ წამოდგეს და პატარა შვილს ჩაეხუტოს 19 წლის ბექა ჩაფიძესთვის დაუძლეველი მოქმედებებია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,460 ₾
( 185 დონორი )
დასრულებულია

საწოლიდან რომ წამოდგეს და პატარა შვილს ჩაეხუტოს 19 წლის ბექა ჩაფიძესთვის დაუძლეველი მოქმედებებია.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში „სოციალური პარტნიორობა“  თხოვნით დავხმარებოდით მის მეუღლეს, ახალგაზრდა ქალბატონმა, მირანდამ მოგვმართა.

ერთი წლის წინ, ძლიერი და ენერგიული ბექა მთელი ოჯახის საყრდენი იყო. მიუხედავად ასაკისა, 17 წლიდან ბექა მშენებლობაზე მუშაობდა და მეუღლეს და პატარა შვილს ყველაფრით უზრუნველყოფდა. მაგრამ ერთი წლის წინ, მშენებლობაზე მუშაობის დროს, მე–5 სართულიდან ჩამოვარდა. მრავლობითი მოტეხილობა, ხერხემლის და ზურგის ტვინის დაზიანება მიიღო. არავინ აძლევდა გადარჩენის იმედს, ბექა ერთი თვე კომაში იყო, ხელოვნური მართვის აპარატზე მიერთებული.

როდესაც ბექა პალატაში გადაიყვანეს, მირანდას ყოველ დღე მიჰყავდა მასთან პატარა მარიამი. ეს ეხმარებოდა ბექას ცნობიერების დაბრუნებაში და გამოჯანმრთელებისთვის ძალას  მატებდა.

ამ უმძიმეს პერიოდში მირანდა იმედს არ კარგავს, მეუღლეს  გვერდში უდგას და სულ უმეორებს, რომ ერთად ყველა დაბრკოლებას  დაძლევენ. ის უვლის ბექას და აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს და ზოგჯერ შეუძლებელსაც კი, რომ მას ტკივილები შეუმსუბუქოს და გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს.

გადატანილი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, ბექას უკვე შეუძლია ხელის მოძრაობა,  მაგრამ წელს ქვევით ჯერაც პარალიზებულია და ნებისმიერი მოძრაობა მას უძლიერეს ტივილს ანიჭებს. მიუხედავად ყველაფრისა ბექა ცდილობს გაიღიმოს და რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს შვილთან.

ოჯახმა ბექას სამკურნალოდ ყველანაირი რესურსი ამოწურა, რეაბილიტაციისთვის კი თანხა საერთოდ არ დარჩათ. ხოლო ბექამ თუ ახლა არ ჩაიტარა სარეაბილიტაციო კურსი, მერე შეიძლება დაგვიანდეს. ეს ერთადერთი შანსია ბექასთვის რომ კვლავ დადგეს ფეხზე.

ჩაფიძეების ოჯახი მხოლოდ კეთილი ხალხის იმედადაა დარჩენილი.

ჩვენ ვიწყებთ აქციას ბექა ჩაფიძის მხარდასაჭერად. თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ამ ოჯახს, არ დარჩეთ გულგრილი და დახმარება აღმოუჩინეთ მათ! თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ბექა ჩაფიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/159/

არავინაა დაზღვეული ასეთი უბედურებისგან, არავინ იცის რა მოგველის ხვალ...

მეგობრებო! თქვენი მხარდაჭერით უკვე ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და ბევრი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალეთ! გვჯერა რომ ამ ოჯახის გასაჭირსაც გულთან ახლოს მიიტანთ და ერთიანი ძალებით მათ დახმარებასაც შევძლებთ!


მსგავსი პროექტები: