მაჩუქეთ ჩემი ბიჭის სიცოცხლე - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მაჩუქეთ ჩემი ბიჭის სიცოცხლე

page info icon
2018 იანვარი 30
დედამ იცის, ამ ავადმყოფობამ შეიძლება შვილი წაართვას... მაგრამ სჯერა, რომ ღვთის წყალობით და კეთილი ხალხის შეწევნით მისი დავითი იცოცხლებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,894 ₾
( 99 დონორი )
დასრულებულია

რა უნდა ქნას მშობელმა, როდესაც ექიმები ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამენ ხოლო ბავშვის სამკურნალოდ სახსრები არ გააჩნიათ? ეს ალბათ ნებისმიერი დედისთვის ყველაზე დიდი საშინელებაა...
დავით კიპაროიძე ჯანმრთელი ბიჭი იყო. მშობლების სიამაყე და სიხარული! წარჩინებით სწავლობდა, ცეკვავდა, ფეხბურთზე დადიოდა და სტიქაროსანი იყო ტაძარში. 
ერთ საბედისწერო დღეს დავითი სკოლაში ცუდად გახდა, კრუნჩხვებში ჩავარდა. ექიმებმა ასეთი მდგომარეობა გარდამავალ ასაკს დააბრალეს და ეპილეფსიის დროს მისაღები მედიკამენტები. ორი წლის შემდეგ გულყრის შეტევებმა უფრო მძლავრად იჩინა თავი. დავითს გული მისდიოდა. მისი მდგომარეობა კატასტროფულად უარესდებოდა... ექიმები დიაგნოზს კვლავ ვერ სვამდნენ... საბოლოო პასუხი საზღვარგარეთიდან მოვიდა – პანენცეფალიტი ეს იყო განაჩენი!
ამჟამად 15 წლის დავითის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ავადმყოფობა პროგრესირებს. ბავშვს გაუხშირდა კრუნჩხვები და გულყრები.
მშობლებმა სურამში თავიანთი სახლი დატოვეს და თბილისში ნაქირავებ ბინაში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. დედა დათოს წუთითაც ვერ ტოვებს, მამის ნაშოვნი კაპიკები კი მედიკამენტების შესაძენადაც არ კმარა.
ყველაზე ტრაგიკული ამ ისტორიაში ისაა, რომ დედამ იცის, ამ ავადმყოფობამ შეიძლება შვილი წაართვას... მაგრამ სჯერა, რომ ღვთის წყალობით და კეთილი ხალხის შეწევნით მისი დავითი იცოცხლებს.
მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება დავითს მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ხელი გაუმართოთ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დავით კიპაროიძე)  ან ვებ–გვერდიდან  https://chernovetskyifund.ge/
ასევე თამხის ჩარიცხვა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში აარჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი. 
(გადახდის წესებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus). 

მსგავსი პროექტები: