15 წლის მოზარდის ტრაგედია - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

15 წლის მოზარდის ტრაგედია

page info icon
2018 ივნისი 18
კუნთოვანი დისტროფია არის ვერაგული დაავადება. იგი სწრაფად ვითარდება და შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაავადებებიც, მათ შორის ლეტალური შედეგით.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,278 ₾
( 77 დონორი )
დასრულებულია

15 წლის თორნიკე კიკაბიძე კუნთოვანი დისტროფიით არის დაავადებული. ასეთი დიაგნოზი მას 2008 წელს დაუსვეს, როდესაც ბავშვმა დამოუკიდებლად გადაადგილება უეცრად ვერ შესძლო. სიარულთან დაკავშირებით თორნიკეს ბავშვობიდან ჰქონდა პრობლემები. ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში, იგი მარჯვენა ფეხს ვერ დგამდა სწორად და არ შეეძლო გამართულად სიარული. მშობლებმა ექიმებს მიმართეს, რომლებმაც დაამშვიდეს ისინი, რომ ეს ასაკობრივი მოვლენა იყო და ურჩიეს მასაჟების კურსის ჩატარება, აგრეთვე ცურვაზე სიარული...
გადიოდა წლები, მაგრამ ბავშვის საერთო მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, ზუსტი დიაგნოზის დადგენას კი რამდენიმე წელი დასჭირდა. სადღეისოდ, მედიცინაში არ არსებობს კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ეფექტური მეთოდები, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის მოვლის ხარისხზე, პერმანენტულ პროფილაქტიკურ პროცედურებზე. 
თორნიკეს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. მათ საკუთარი ჭერიც კი არ გააჩნიათ და ნათესავების სახლში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, მოზარდის მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოზარდს ჰქონდეს შესაბამისი მოვლა, არ მოწყდეს სოციუმს. წლების განმავლობაში ისინი ხელით დაატარებდნენ მას სკოლაში, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირე არ იძლეოდა ავადმყოფისთვის აუცილებელი პროცედურების პერიოდულად ჩატარების საშუალებას. 
მას შემდეგ რაც თორნიკეს გულისხმიერმა მეზობლებმა ეტლი აჩუქეს, ყმაწვილი უკვე მისი მეშვეობით გადაადგილდება...
ამა წლის ივნისის დასაწყისში, მერიის პროგრამით თორნიკე თანატოლებთან ერთად დასასვენებლად ბაკურიანში გაუშვეს. სამწუხაროდ, მოხდა გამოუსწორებელი რამ - სეირნობის დროს ეტლის ბორბალი წამოედო ქვას, მოზარდი გადმოვარდა და მიწას დაენარცხა. ბარძაყის ძვლის მოტეხილობით იგი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.  თორნიკე დღემდე სტაციონარში იმყოფება.     
„ჩემი შვილი ძალიან კეთილი და მოსიყვარულე ბავშვია. აი, უკვე რამდენი წელია, რაც ჩემს სახეზე ცრემლი არ შრება. მე დედა ვარ და ჩემთვის ძლიან რთულია შევეგუო მის უმწეო მდგომარეობას. ბაკურიანის შემთხვევამ კი ნამდვილად რომ გულში დამჭრა. ღმერთს ყოველდღე შევთხოვ, რომ შეუმსუბუქოს მას ტანჯვა,  რომ მის სახეზე ვიხილო ღიმილი და სიცოცხლის წყურვილი“, - ამბობს მოზარდის დედა ლეილა ცხადაშვილი. 
   მეგობრებო, 15 წლის ახალგაზრდა საწოლს არის მიჯაჭვული - ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, მაგრამ როდესაც მის ოჯახს მატერიალური სიდუხჭირის გამო არ შეუძლია სათანადო დახმარება აღმოუჩინოს მას, ეს კიდევ ართულებს ვითარებას  და გაურკვეველს ხდის მოზარდის  ჯანმრთელობის მდგომარეობას. 
კიკაბიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. მიზერული სოციალური შემწეობა არ იძლევა სათანადო კვების,  მკურნალობის და პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარების საშუალებას. თუ გაქვთ სურვილი, რომ დაეხმაროთ თორნიკეს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორნიკე კიკაბიძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/335-kikabidze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ  სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს, რამეთუ ჭეშმარიტი სიკეთე გულიდან მოდის!

მსგავსი პროექტები: