„გადამირჩინეთ ჩემი შვილის სიცოცხლე“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„გადამირჩინეთ ჩემი შვილის სიცოცხლე“

page info icon
2018 ოქტომბერი 5
6 წლის გიგლა ზაქარაძე ცერებრული დამბლით არის დაავადებული. მას უჭირს ლაპარაკი, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ხშირად ვარდება კრუნჩხვებში და ტირის
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
11,719 ₾
( 1,097 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

6 წლის გიგლა ზაქარაძე ცერებრული დამბლით არის დაავადებული. მას უჭირს ლაპარაკი, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ხშირად ვარდება კრუნჩხვებში და ტირის აუტანელი ტკივილებისგან. 3 წლის ასაკში ბავშვს ეპილეფსია განუვითარდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი ისედაც მძიმე მდგომარეობა. 
გიგლა სოციალურად დაუცველ ოჯახში იზრდება. მისმა მშობლებმა გაყიდეს სახლი, ყველაფერი თუ რამ გააჩნდათ, რათა შვილისთვის არ მოეკლოთ საჭირო ძვირადღირებული მკურნალობა. 
დღეს ეს ოჯახი საკუთარი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი და თავს ნათესავის სახლს აფარებს ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში. მათ უჭირთ მატერიალურად და დახმარებას ითხოვენ! 
ბოლო პერიოდში, გიგლას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. სისხლში მას აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით ტყვია და მიმდინარეობს ორგანიზმის მოწამვლა. არის საშიშროება, რომ ბავშვი კომაში ჩავარდეს და ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდეს. 
„თუ სისხლში ტყვიის შემცველობა არ დაეცა, ბავშვი ვერ იარსებებს. ერთადერთი გამოსავალი არის სისხლის გაფილტრვა და გამოკვლევის ჩატარება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თითოეული ადამიანის თითოეული ლარი ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას ვევედრები - დამიდექით გვერდში და გადამირჩინეთ ჩემი შვილი. გფარავდეთ უფალი თქვენ და თქვენს ოჯახებს“ - ამბობს გიგლას დედა თეონა ზაქარაძე. 
მეგობრებო, სულ მალე, 17 ოქტომბერს ამ ბიჭუნას 7 წელი შეუსრულოდება. დია, ეს ბავშვი უკვე 7 წელია, რაც ქვეყანას მოევლინა და მას შემდეგ მისი სიცოცხლე სულ ბეწვის ხიდზე ჰკიდია. 
მოდით, ერთობლივი ძალებით დავეხმაროთ გიგლას გამოკვლევის ჩატარებასა და მკურნალობაში! მოდით გამოვიყვანოთ იგი უმძიმესი მდგომარეობიდან და ხელი შევუწყოთ მისი ჯანმრთელობის რეაბილირტაციას. ჩვენ ეს შეგვიძლია თუ გავერთიანდებით კეთილი საქმის საკეთებლად!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიგლა ზაქარაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით (ილია II).

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: