დღეს ჩვენ ლუკას ვჭირდებით! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დღეს ჩვენ ლუკას ვჭირდებით!

page info icon
2018 ოქტომბერი 15
page info icon
15097
რას გრძნობს ახალგაზრდა ბიჭი, რომლის დიაგნოზიც განაჩენს უფრო ჰგავს – ღმერთმა არავის გამოაცდევინოს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
12,073 ₾
( 995 დონორი )
დასრულებულია

ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭზე საუბარი, რომელიც ორი კვირის წინ მეგობრებთან ერთად სამომავლო გეგმებს აწყობდა და ახლა  კი კლინიკაში სიკვდილს ებრძვის ძალიან ძნელია...

იყო ერთი ბიჭი,  ჭკვიანი, ძალიან სიმპატიური, კეთილშობილი... კარგად სწავლობდა, კარგი ნიშნებით ახარებდა თავისიანებს, მერე უნივერსიტეტშიც ჩააბარა,  ბევრს სწავლობდა, ბევრს მუშაობდა,  არ ერიდებოდა ფიზიკურ შრომას... უნდოდა დაემთავრებინა უმაღლესი და მეტი განვითარება ენახა იმ სფეროში რომელიც ბავშვობიდან აინტერესებდა. ორი თვის წინ ილიაუნიში დაიწყო IT – სპეციალისტად მუშაობა... ძალიან ბედნიერი იყო. ახლა უცხო ენებსაც ვისწავლიო და მაგარი სპეციალისტიც გავხდებიო...

მაგრამ ეხლა ერთადერთი ოცნებაა გამოჯანმრთელდეს.

რას გრძნობს ახალგაზრდა ბიჭი, რომლის დიაგნოზიც განაჩენს უფრო ჰგავს – ღმერთმა არავის გამოაცდევინოს... ამ ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა გამოგვეცალა ხელიდან, ზოგმა ძალიან გვიან გაიგო თავისი ავადმყოფობის შესახებ, ზოგს თანხა დააკლდა სამკურნალოდ, ზოგმა მკურნალობის დაწყებაც ვერ მოასწრო!

სანამ გაიგებდა თავის დიაგნოზს, არაფერი აწუხებდა. ერთ დღე სახლში დაღლილი მოვიდა, ზურგზე სისხლჩაქცევა შეამჩნია, ყურადღება არ მიაქცია... ასეთ უმნიშვნელო დეტალებს ხომ არავინ ვაქცევთ ყურადღებას... ღამე მუცელი ასტკივდა, ვერ დაიძინა. სასწრაფო რომ გამოიძახეს, აღმოჩნდა, რომ სხეულზე, ხელებზე და ფეხებზე კიდევ გასჩენოდა სისხლჩაქცევები... საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს მწვავე ლეიკემია დაუდგინეს...

მერე რა და როგორ მოხდა, ამის მოყოლას არ დავიწყებთ. ფაქტი ერთია, 1 ოტქომბრის შემდეგ ლუკას ცხოვრება თავდაყირა დადგა. ახლა მისი სიცოცხლე მას აღარ ეკუთვნის, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენი მისახედია!

23 წლის ლუკა ალიბეგაშვილი დღეს ყველა იმ უდროოდ წასული ახალგაზრდას სახელით უნდა გადავარჩინოთ. დღეს ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში მის ოჯახს. დღეს ყველა ლუკას მეგობარი უნდა გავხდეთ!

21–ე საუკუნეში სტატისტიკას თუ დავუჯერებთ წელიწადში 8 მილიონი ადამიანი ეწირება ამ დაავადებას! ეს დედამიწის მოსახლეობის 13 %–ა. ეს ყველაფერი საშინელი ციფრებია! მაგრამ დღეს ჩვენ ერთი ბიჭის სიცოცხლისთვის ვიბრძვით, ვიბრძვით, რომ ისიც ამ შემზარავი სტატისტიკის ნაწილი არ გახდეს!

ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ერთად თუ დავდგებით!

ლუკასთვის ეს ძალან მნიშვნელოვანია!

შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა ალიბეგაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/368-bairamov/

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).


მსგავსი პროექტები: