დღეს ჩვენ ლუკას ვჭირდებით!
„წამებში შეცვლილი ცხოვრება“
ერთად ჩვენ სიკვდილის დამარცხებაც შეგვიძლია!
ახალგაზრდა ბიჭის, ლუკა ალიბეგაშვილის ისტორია, რომლის მხარდაჭერის აქცია ჩვენმა ფონდმა რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, გულთან ახლოს 900-ზე მეტმა ქველმოქმედმა მიიტანა.
უმოკლეს დროში, 11 712 ლარი შეგროვდა! მეგობრებო, ღმერთმა ჯანმრთელობა, წარმატება და ბედნიერება მოგცეთ! თქვენ უდიდესი დახმარება გაუწიეთ ახალგაზრდა ყმაწვილს, რომლის ბედიც ბეწვზე ჰკიდია!
ლუკა ლეიკემიით იტანჯება. დაავადებამ თავი გასული წლის ოქტომბერში იჩინა, როდესაც 23 წლის ყმაწვილის სხეული მოულოდნელად სისხლჩაქცევებით დაიფარა...
ლუკა ახლა თურქეთის კლინიკაში იმყოფება, სადაც 50 დღის წინ მას ზურგის ტვინის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ეს ძალიან რთული ოპერაციაა! ღმერთმა ქნას, ლუკასთვის ყველაფერი მშვიდობით დასრულდეს! მას თქვენი სახით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მას უბრალოდ უფლება არ აქვს, არ გამოჯანმრთელდეს!
ლუკას დას ტელეფონით დავუკავშირდით. მან ძვირადღირებული წამლების გაგზავნა გვთხოვა, რადგან მას მათი ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდა. პირველ ჯერზე ჩვენ 2096 დოლარის ოდენობის წამლები ვიყიდეთ, რის შესახებ ანგარიშიც უკვე წარმოგიდგინეთ. ახლა კი, თანხა იმ წამლების შესაძენად გადავრიცხეთ, რომლებიც ლუკას რთული ოპერაციის შემდგომ დასჭირდა - 1340 დოლარის ოდენობით. ეს უკვე მეორე დახმარებაა, რომელიც თქვენი წყალობით, ლუკას აღმოვუჩინეთ.
ლუკას და გულწრფელ მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მისი ძმის გადარჩენაში!
- ლანა, რას ეტყოდით მათ, ვისაც ლუკაზე გული შესტკივა?
- ბევრმა იცის, რა რთული გზა გავიარეთ 2 ოქტომბრის შემდეგ. ეს მორალურადაც და ფინანსურადაც ძალიან ძნელია. ერთად ჩვენ ჩემი ძმის გადარჩენა შევძელით! იცოდეთ, სიცოცხლისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს! და როდესაც ამდენი მხარდამჭერი გყავს, გრძნობ, რომ დანებების უფლება უბრალოდ არ გაქვს! სიკვდილსაც კი არ აქვს შანსი, როდესაც მხარს ამდენი ადამიანი გიჭერს! ბედნიერება წვრილმანებშია და მისი დანახვა უკვე ყველაფერში ვისწავლეთ! თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით, თქვენ ჩემთვის ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანები გახდით! როდესაც ამ დაავადებას საბოლოოდ დავამარცხებთ, აუცილებლად ყველას პირადად გადაგიხდით მადლობას! ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ლეიკემია განაჩენი არ არის და ამის მაგალითი ჩემი საყვარელი ძმა - ლუკა ალიბეგაშვილი იქნება!
ლუკას დახმარება აუცილებლად გაგრძელდება, მის სრულ გამოჯანმრთელებამდე!
მეგობრებო, თუკი გსურთ, კვლავაც დაეხმაროთ ახალგაზრდა ბიჭს, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000 ან
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლუკაალიბეგაშვილი)
თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ჩვენი ფონდის ვებ-გვერდიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/374-alibegashvili/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ნუ გაუშვებთ ხელიდან სიკეთის კეთების შესაძლებლობას!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2019 იან 24 | მედიკამენტები | 5,697.33 | paid |
2019 აპრ 30 | მედიკამენტები | 3,699 | transferred |
2019 აპრ 30 | მედიკამენტები შინ მოვლის პროგრამისთვის | 2,300 | transferred |
2019 ივლ 15 | მედიკამენტები | 376 | transferred |
სულ ხარჯი: 12,072.33 ₾
დარჩა 0.76 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2019 იან 16 | ნინო თოლორაია | 5 | Transfer to account |
2019 იან 16 | ეკატერინე ყურაშვილი | 7 | Transfer to account |
2019 იან 16 | თეკლა გუჯაბიძე | 60 | Transfer to account |
2019 იან 16 | ეკატერინე ჯინჭარაძე | 2 | Transfer to account |
2019 იან 16 | სოფიო ახვლედიანი | 5 | Transfer to account |
2019 იან 16 | მაზმიშვილი გივი | 1 | Transfer to account |
2019 იან 15 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 იან 15 | კვესელავა ანა | 1 | Transfer to account |
2019 იან 15 | ლობჟანიძე ირაკლი | 4.8 | Transfer to account |
2019 იან 15 | ნათია გიორგაძე | 2 | Transfer to account |
2019 იან 15 | თამარ რუბაშვილი | 5 | Transfer to account |
2019 იან 15 | მარიამ ნინიაშვილი | 1.5 | Transfer to account |
2019 იან 14 | რამიშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
2019 იან 14 | ჯიქია თამთა | 1 | Transfer to account |
2019 იან 14 | ირაკლი შეწირული | 5 | Transfer to account |
2019 იან 14 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 10 | Transfer to account |
2019 იან 14 | Lado Jikia | 10 | Transfer to account |
2019 იან 12 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 იან 12 | ქეთევან კუკავა | 10 | Transfer to account |
2019 იან 12 | მარიამ იოსელიანი | 30 | Transfer to account |
2019 იან 11 | ინგა ინასარიძე | 5 | Transfer to account |
2018 დეკ 29 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
2018 დეკ 29 | ზვიად მათიაშვილი | 159.16 | Transfer to account |
2018 დეკ 29 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
2018 დეკ 26 | მარინე რამიშვილი | 20 | Transfer to account |
2018 დეკ 26 | შპს ენენჯი 2008 | 200 | Transfer to account |
2018 დეკ 26 | შპს გრადიენტი | 200 | Transfer to account |
2018 დეკ 24 | ნერგაძე გაგა | 5 | Transfer to account |
2018 დეკ 17 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
2018 დეკ 13 | ანონიმი | 1 | VISA, MasterCard (Geopay) |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 12,073.09 ₾
დარჩა 0.76 ₾
მსგავსი პროექტები:
|