მე ვიცი, რომ თქვენ გადაარჩენთ ჩემს შვილს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მე ვიცი, რომ თქვენ გადაარჩენთ ჩემს შვილს!

page info icon
2019 იანვარი 22
დავით კიპაროიძე ჯანმრთელი ბიჭი იყო. მშობლების სიამაყე და სიხარული! წარჩინებით სწავლობდა, ცეკვავდა, ფეხბურთზე დადიოდა და სტიქაროსანი იყო ტაძარში.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,550 ₾
( 292 დონორი )
დასრულებულია
«ჩემი გული კვლავინდებურად უკიდეგანოდ  არის დამძიმებული, თუმცა დღეს პირველად 15 წლის განმავლობაში ცოტა შვება ვიგრძენი, ცოტა ამოვისუნთქე, რომ მარტონი არ ვართ“, - გვითხრა დავით კიპაროიძის დედამ, როდესაც ჩვენი ფონდის თანამშრომლებმა მოინახულეს დათო და მიუტანეს მას წამლები, ჰიგიენური საშუალებები და ტრაქეას მილები. მეგობრებო, ეს თქვენი დამსახურებაა! 
      ეს იყო ერთი წლის წინ, დღეს კი დავით კიპაროიძეს კვლავ ჩვენი დახამრება ესაჭიროება. ამას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რამეთუ დათოს სულ უფრო და უფრო უჭირს სუნთქვა! 
16 წლის მოზარდი პანენცეფალიტითაა დაავადებული. მის სიდუხჭირეში მცხოვრებ ოჯახს არ გააჩნია სამკურნალო თანხა. დათოს ხშირად ემართება კრუნჩხვები, კარგავს გონებას, აწუხებს გამუდმებული ტკივილები. 
დავით კიპაროიძე ჯანმრთელი ბიჭი იყო. მშობლების სიამაყე და სიხარული! წარჩინებით სწავლობდა, ცეკვავდა, ფეხბურთზე დადიოდა და სტიქაროსანი იყო ტაძარში. 
ერთ საბედისწერო დღეს დავითი სკოლაში ცუდად გახდა, კრუნჩხვებში ჩავარდა. ექიმებმა ასეთი მდგომარეობა გარდამავალ ასაკს დააბრალეს და ეპილეფსიის დროს მისაღები მედიკამენტები დაუნიშნეს. ორი წლის შემდეგ, გულყრის შეტევებმა უფრო მძლავრად იჩინეს თავი. დავითს გული მისდიოდა. მისი მდგომარეობა კატასტროფულად უარესდებოდა... ექიმები დიაგნოზს ვერ სვამდნენ... საბოლოო პასუხი საზღვარგარეთიდან მოვიდა – პანენცეფალიტი. ეს იყო განაჩენი!
ამჟამად 16 წლის დავითის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მოზარდს გაუხშირდა კრუნჩხვები და გულყრები. მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. 
მშობლებმა სურამში თავიანთი სახლი დატოვეს და თბილისში ნაქირავებ ბინაში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. დედა დათოს წუთითაც ვერ ტოვებს, მამის ნაშოვნი მწირი თანხა კი მედიკამენტების შესაძენადაც არ არის საკმარისი. 
ყველაზე ტრაგიკული ამ ისტორიაში ისაა, რომ დედამ იცის, ამ ავადმყოფობამ შეიძლება შვილი წაართვას, მაგრამ სჯერა, რომ ღვთის წყალობით და კეთილი ხალხის შეწევნით მისი დავითი იცოცხლებს. „მე ვიცი, რომ თქვენ გადაარჩენთ ჩემს შვილს. ღმერთო მაღალო, გადმოგვხედე! მიცოცხლე ჩემი შვილი, მოგვეცი ძალა, რომ გავუძლოთ ამ განსაცდელს და გამოვიდეთ მძიმე მდგომარეობიდან“, - ამბობს იგი. 
დღეს დავითი ყველაზე მეტად საჭიროებს სასუნთქ აპარატს! მოდით, არ გადავდოთ დახმარება ხვალისთვის! მოდით, დღესვე ვიმოქმედოთ! 
თანხის გადარიცხვა დავით კიპაროიძის მხარდასაჭერად შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დავით კიპაროიძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/407-kiparoidze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან“. (ილია ჭავჭავაძე).

მსგავსი პროექტები: