ინგა კარიაული - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ინგა კარიაული

page info icon
2019 მაისი 8
„უფალო, გთხოვ, ცოტა ხანს კიდევ მაცოცხლე!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
629 ₾
( 55 დონორი )
დასრულებულია
    81 წლის ინგა კარიაული გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ადამიანების გულგრილობამ და საშინელმა საცხოვრებელმა პირობებმა გაუსაძლისად აქცია მისი ყოფა. 
  ონკოლოგიური ავადმყოფი, ინგა კარიაული, უკვე რამდენიმე წელია, პრაქტიკულად  ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად. მას აწუხებს ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება, ჰაერის უკმარისობა? დაქვეითებული აქვს მხედველობა. ინგა კარიაული ხშირად შიმშილობს, რამეთუ პენსიის დიდ ნაწილს I ჯგუფის ინვალიდ შვილიშვილს აძლევს.
 ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვამზადებთ მსგავს მასალას, ვსვამთ ერთი და იგივე კითხვას - რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც გასაჭირში ჩავარდნილი მოქალაქეების დახმარება ევალება?  ნუთუ ის ხალხი, ვინც მრავალი წელი თავდაუზოგავად შრომობდა ქვეყნის საკეთილდღეოდ, ასე მივიწყებულები უნდა იყვნენ? 
 ვიდრე ხელისუფლება სდუმს, ჩვენი ვალია, საერთო ძალებით დავეხმაროთ ამ ქალბატონს; მხოლოდ ერთად შევძლებთ მის, დახსნას უიმედობისგან და შიმშილისგან! 
ჩვენ გავესაუბრეთ ქალბატონ ინგა კარიაულს, ვთხოვეთ გაეზიარებინა თავისი პრობლემები:
- როგორ ახერხებთ არსებობას ასეთ გაუსაძლის პირობებში?
ინგა კარიაული: უფლის წყალობით! თქვენი ფონდი, ხომ სწორედ ღმერთმა გამომიგზავნა. უკვე რამდენი წელია, მხოლოდ თქვენ ზრუნავთ ჩემზე.
- სხვა თუ გეხმარებათ?
ინგა კარიაული: ამჟამად თქვენს გარდა არავინ მეხმარება, არავის ვჭირდები. რამდენიმე წლის წინ აღმომაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე, ოპერაცია არ დამჭირდა. გამიკეთდა ქიმიური დასხივება და მითხრეს - არაფერზე არ ინერვიულოო, იცოცხლებო. მადლობა, რა თქმა უნდა ყველაფრისთვის, მაგრამ ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, მიწევს ყოველდღიური ბრძოლა არსებობისთვის...
- კონკრეტულად, რა დახმარებას გიწევთ ჩერნოვეცკის ფონდი? 
ინგა კარიაული: მე ვიმყოფები „შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე. ხშირად მაკითხავენ თქვენი ექიმები, მედდები თითქმის ყოველდღე მოდიან ჩემთან. საოცარი ხალხია, როგორც აკუთარ ბებიას ისე მექცევიან. წნევას მიზომავენ, წამლები მოაქვთ, ნემსებს მიკეთებენ... 
-მოგვიყევით თქვენს შესახებ, რა პროფესიის ბრძანდებით, სად მუშაობდით?
ინგა კარიაული: პროფესიით ქიმიკოს-ბიოლოგი ვარ, ვმუშაობდი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. დაქორწინებული ვიყავი, მაგრამ მალევე დავშორდით და დავრჩით მე და ჩემი გოგონა მარტოები. 1989 წელს ეროვნული მოძრაობის აქციებში ვღებულობდი მონაწილეობას. დღემდე ვერ ვივიწყებ 9 აპრილს, როგორ სასტიკად გაუმკლავდა რუსული არმია მშვიდობიან მომიტინგეებს...
- თქვენც დაშავდით ამ აქციების დროს?
ინგა კარიაული:  ცრემლსადენი გაზით მოვიწამლე და რამდენიმე თვე ვმკურნალობდი სტაციონარში. როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ ესი არ იყო  ცრემლსადენი გაზი, ეს იყო ქიმიური ნივთიერება.
- შეიძლება, თქვენი ახალგაზრდობის ფოტოები დაგვათვალიერებინოთ?
ინგა კარიაული: ამ ქაოსში? ხედავთ რა არეულობაა აქ!  არც ვიცი სად რა დევს. ეჰ, მენანება ჩემი მოგონებები, თორემ ყველაფერი გადასაყრელია.
- თქვენთან შემოსვლისთანავე იგრძნობა საშინელი ნესტის სუნი...
ინგა კარიაული: ხომ ხედავთ, რა გაუსაძლისი პირობებია. ნესტისგან კედლები დაობებულია, იატაკი სადაცაა ჩაინგრევა, სიარულიც კი საშიშია, ზამთარში ფანჯრებიდან ქარი უბერავს... მოკლედ, საშინელი პირობები მაქვს.
- რატომ არ მიმართავთ დახმარებისთვის თქვენს დეპუტატს, ქალაქის მერიას, ხალხის დახმარება, ხომ მათი მოვალეობაა?
ინგა კარიაული: არ შემიძლია ვიარო, ვწერო... დამეხმარეთ, თუ შეიძლება, იქნებ მიაწვდინოთ ხმა ჩემს გასაჭირზე. გამიგია, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მერია სარემონტო სამუშაოებს უკეთებს. მე შვილი კი მყავს, მაგრამ მას თვითონ ავადმყოფი შვილი ჰყავს, ცერებრული დამბლა აქვს, ვცდილობ ჩემი პრობლემებით არ შევაწუხო. პენსიას მათ ვაძლევ, ჩემთვის მხოლოდ პურის ფულს ვიტოვებ. 
- როგორია თქვენი მდგომარეობა ამ ეტაპზე?
ინგა კარიაული: ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ძვლები სულ მტკივა, მაღალი წნევის გამო გაუთავებელი თავბრუსხვევები მაქვს, გული მაწუხებს...
- წამლები თუ გაქვთ, და რა არის დღეს თქვენი შემოსავალი?
ინგა კარიაული: წამლები თქვენი ფონდის მედდებს მოაქვთ. როგორც უკვე ვთქვი, პენსიას და სოციალურ დახმარებას ავადმყოფ შვილიშვილს ვაძლევ, ჩემთვის მინიმუმს ვიტოვებ. ისეთი საშინელი დაავადება სჭირს, რომ უამრავ თანხებს მოითხოვს.
- რა გაიმედებთ?
ინგა კარიაული: უფლის იმედად ვარ დარჩენილი, სულ ვლოცულობ, ღმერთს ჩემი შვილიშვილის გამოჯანმრთელებას ვთხოვ. მოხუცი კი ვარ, მაგრამ სიცოცხლე მინდა, არ ვარ ჯერ მზად იმ ქვეყანაზე გამგზავრებისთვის, კიდევ მინდა ვიცოცხლო... და რაც მთავარია, თქვენი იმედი ღმერთმა არ მომიშალოს!
როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, მოხუცებული ადამიანების მკურნალობისთვის თანხის შეგროვება საკმაოდ რთულად ხდება, მაგრამ ჩვენი ფონდის „სამისამართო დახმარების“ პროგრამის და თქვენი თანადგომის მეშვეობით შევძელით, ათასობით ადამიანის ცხოვრების შემსუბუქება.
თქვენს დახმარებას, თქვენს თანადგომას ელოდება ქალბატონი ინგა! მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტი, და რაც მთავარია, ჩვენი ყურადღება, ჩვენი თანადგომა! 
ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ქალბატონ ინგა კარიაულს, გთავაზობთ ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერს: 
GE15TB7194336080100003 или  GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ინგა კარიაული). თანხის გადარიცხვა ხდება ჩვენი საიტიდანაც. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
შენ შეგვიძლია დახმარება, შენ შეგიძლია თანადგომა, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვაკეთოთ სიკეთე!