გურამ, ჩვენ შენს გვერდით ვართ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გურამ, ჩვენ შენს გვერდით ვართ!

page info icon
2019 ივნისი 7
გურამი ოცნებობდა ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი გამხდარიყო, ახლა კი პარალიზებულია!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,602 ₾
( 222 დონორი )
დასრულებულია

ჩერნოვეცკის ფონდს სურს გაგაცნოთ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭის, გურამ ფოტიდის ტრაგიკული ისტორია. მან ერთი წლის წინ დაამთავრა სკოლა და მომავლის გეგმებს აწყობდა. სურდა სპორტულ სკოლაში ჩაებარებინა, ცნობილი ფეხბურთელი გამხდარიყო და საქართველო ესახელებინა. მისი კერპი ანდრეს ინიესტაა, ის ახალგაზრდა ბიჭი იყო პატარა სოფლიდან, რომელიც მსოფლიო ლეგენდად იქცა და თავის თანამემამულეებზე განუწყვეტლივ ზრუნავს. ასეთივე ცხოვრებაზე ოცნებობდა გურამიც, თუმცა ამ ოცნებებს ასრულება არ უწერია...
შარშან, აგვისტოს ცხელ დღეს, გურამმა მდინარეში ბანაობა გადაწყვიტა, და ეს დღე მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გურამი ბავშვობიდან კარგად ცურავდა და მაღალი კლდეებიდანაც ხტებოდა, თუმცა ერთმა პატარა შეცდომამ მისი ბედი გადაწყვიტა. ფეხი გაუცურდა და არასწორად ჩავარდა წყალში, ხის კუნძს წელით დაეცა და ტკივილისგან გონება დაკარგა. როდესაც ამოიყვანეს, ის ვერ სუნთქავდა, მთლიანად გალურჯდა და ვერ მოძრაობდა. 
დიაგნოზი საშინელი აღმოჩნდა - ხერხემლის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დაზიანება. ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭის გეგმები სამუდამოდ ჩაიშალა. მას დარჩა ერთადერთი ოცნება - ცოცხალი გადარჩეს. 
იმისათვის, რომ გურამმა კვლავ შეძლოს ფეხზე დგომა, სასწრაფოდ სჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები და სარეაბილიტაციო კურსი! ყოველი გაცდენილი დღე მას გამოჯანმრთელების შანსს უკარგავდა. 
ჩვენ გავესაუბრეთ გურამსა და დედამისს, რუსიკო ფუტკარაძეს.
-გურამ, გჯერა, რომ ოდესმე შეძლებ ფეხზე დადგომას?
გურამ: ყველაზე მეტად მსურს ისევ დავდგე. ისევ ისე ვიცხოვრო, როგორც ვცხოვრობდი. ჩავაბარო სპორტულ სკოლაში. ფეხბურთელობაზე უკვე აღარც ვფიქრობ,  მაგრამ იმედი ჯერ კიდევ მაქვს. თუმცა ამ ყველაფერს მარტო რომ ვერ შევძლებ, ვიცი. ვითრგუნები ჩემი მშობლების მდგომარეობით, ვხვდები რომ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ და უფრო მეტიც... მზად არიან იმათხოვრონ, ოღონდ შეაგროვონ თანხა ჩემი მკურნალობისთვის. 
-ტკივილს თუ გრძნობ?
გურამ: არა, ტკივილით ახლა არ მტკივა. მთელი სხეული პარალიზებული მაქვს და ერთი წელია საერთოდ არ გავნძრეულვარ. 
-ქალბატონო რუსიკო, როგორ შეცვალა ამ ტრაგედიამ თქვენი ოჯახის ცხოვრება?
რუსიკო ფუტკარაძე: ჩვენ აქამდეც რთული, შეჭირვებული ცხოვრება გვქონდა. ჩვენს სოფელში სამსახური საერთოდ არ არის, მიწის ნაკვეთი არ გაგვაჩნია, რამე რომ დავთესოთ. სახლი ჩვენ არ გვაქვს და კარი. ნათესავს შევეცოდეთ და შეგვიკედლა. სახლი ძველია, შელახულია, კედლები დაზიანებულია, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ავეჯი ფაქტობრივად არ არის. 
-ალბათ ძალიან რთულია საწოლს მიჯაჭვული ადამიანის მოვლა?
რუსიკო ფუტკარაძე: ნამდვილად ურთულესია. მით უმეტეს, როდესაც არ გვაქვს სარეცხი მანქანა, საფენების ფული და ხელით, ცივ წყალში ვრეცხავთ ჩვენი ხელით გაკეთებულ ნაჭრის საფენებს. 
-რა არის თქვენი შემოსავალი?
რუსიკო ფუტკარაძე: ბავშვის პენსია და სოციალური დახმარება 210 ლარის ოდენობის. ელექტროენერგიის გადასახადს ვიხდით, ხოლო დანარჩენი - წამლებზე და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მეუღლე თურქეთში წავიდა მუშად სამუშაოდ, რადგან მორიგი ოპერაციისთვის ფული გვჭირდება. თუმცა ჯერ-ჯერობით სამსახურს ვერ შოულობს.
-დახმარებისთვის თუ მიგიმართავთ შესაბამისი ორგანოებისთვის?
რუსიკო ფუტკარაძე: ჩვენი მერი, მუნიციპალიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო გვერდში გვიდგას. სრულად დაგვიფინანსეს პირველი ოპერაცია და პოსტ-სარეაბილიტაციო კურსი. აგვისტოში გურამს ტომოგრაფია უნდა გაუკეთდეს და ახალი ოპერაცია დაინიშნება, თუმცა ამჯერად ჯანდაცვა სრულად ვერ დაგვაფინანსებს და დანარჩენი თანხა ჩვენ უნდა მოვიძიოთ, მაგრამ საიდან?! 
მეგობრებო, ახალგაზრდა ადამიანი არის გასაჭირში. მოდით ვაჩუქოთ მას გამოჯანმრთელების შანსი. გამოჯანმრთელების ერთადერთი იმედი - თქვენი მხარდაჭერაა!
ამ ეტაპზე გურამსა და მის  ოჯახს სჭირდება ჰიგიენური საშუალებები, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, მედიკამენტები, საკვები, მაცივარი, სარეცხი მანქანა, თეთრეული. მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი თქვენთან ერთად უამრავ ადამიანს დაეხმარა და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ გურამის გამოჯანმრთელებას!
თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ოჯახი. კოორდინატებია: სენაკი, სოფ.: ახალსოფელი, ტელ.: 551480600.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ გურამი, თუმცა გსურს დაეხმაროთ, შეგიძლიათ თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე გადმორიცხოთ: 
GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გურამ ფოტიდი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: 
https://chernovetskyifund.ge
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
არავინაა დაზღვეული უბედური შემთხვევისგან და არავინ იცის რა გველის მომავალში! ამ ახალგაზრდა ბიჭს მთელი ცხოვრება წინ აქვს და მისი მომავალი თქვენს ხელშია!

მსგავსი პროექტები: