„დედა, ეს შენ ხარ?“
2019 სექტემბერი 2
5332
როდესაც ბავშვი კომაში 60 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ყველას ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდა, მაგრამ მოხდა სასწაული. მარადმა თვალი გაახილა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,768 ₾
(
105 დონორი )
„დედა, ეს შენ ხარ?“
ასე ერქვა ჩვენს სტატიას პატარა მარადის შესახებ. 10 წლის წინ ბავშვს სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა, პატარამ თავი ქვას დაარტყა და იმ დღიდან - პარალიზებულია. ამ შემთხვევამ ოჯახს მთელი ცხოვრება გაუმწარა!
დედას დარდს ვერ შევუმსუბუქებთ, ვერც პატარა მარადს დავუბრუნებთ თავდაპირველ ჯანმრთელობას.
შეუცნობელია გზანი უფლისანი და ვინ იცის, თუ ჩვენ მარადისთვის ვილოცებთ - ერთ მშვენიერ დღესაც შესაძლოა იგი ადგეს და დამოუკიდებლად გაიაროს. მის დედას, როგორც ყველა მშობელს აქვს სასწაულის იმედი, ხოლო ჩვენ - ფონდში არაერთი ასეთი სასწაულის მომსწრენი ვართ!
-იამზე, თქვენ გვთხოვეთ შეგროვილი თანხით შეგვეძინა მედიკამენტები, მაგრამ ჩვენ ასევე მოგიტანეთ ტელევიზორი. იმედია ბავშვს გაუხარდება.
იამზე: წამლები ძალიან გვჭირდება, მაგრამ ეს საჩუქარიც ძალიან გაახარებს ჩემს ბიჭს. მაშინ, როდესაც არჩევნის წინაშე ვარ, ვიყიდო პროდუქტები თუ წამლები, ყოველთვის წამლებს ვირჩევ. მათ გარეშე მარადი ერთ დღესაც ვერ გაძლებს, ახლა კი ამაზე აღარ ვინერვიულებ.
-მიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
იამზე: სიმართლე რომ გითხრათ, ყოველი დღე უფრო მიმძიმს ცხოვრება ჩემი შვილის ტანჯვას რომ ვუყურებ. მაგრამ ადამიანები ძალას მმატებენ!
მეგობრებო, ადამიანთა თანაგრძნობას საზღვარი არ აქვს! სტატიის გამოქვეყნების შემდგომ ფონდში დაგვირეკა ქალბატონმა და თავის ტრაგედიაზე გვესაუბრა. მას ავტოკატასტროფაში 2 შვილი დაეღუპა. ის ტიროდა და გვთხოვა გვეთქვა მარადის დედიკოსთვის, რომ ბედნიერი ქალია, რადგან ყოველ დღე შეუძლია თავისი შვილის მოფერება!
ეს სიტყვები ალბათ ბევრს დააფიქრებს!
- უფალს ვევედრები, რომ არ დავკარგო იმის საშუალება, რომ ჩავეხუტო ჩემს ბარტყს.
------------
მეგობრებო, მთელი ფონდის სახელით ჩვენ დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რასაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის აკეთებთ. თქვენ ასწავლით საზოგადოებას სიკეთის გაცემას. თქვენ უბრუნებთ რწმენას იმ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ თვითდაჯერებულობას და მხარს უჭერთ მათ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობენ სხვისი შვილები!
იმ შემთხვევაში, თუ თავს ცუდად გრძნობთ, წაიკითხეთ ჩვენი პოსტები. დაურეკეთ იამზეს და ის გაიმბობთ ნამდვილ დარდსა და მწუხარებაზე. ჩვენი ყოველდღიური პრობლემები ვერ შეედრება ამ ადამიანების დარდსა და პრობლემებს. ჩვენ დაგვრჩენია მადლობა გადავუხადოთ უფალს იმისათვის, რაც გაგვაჩნია. თქვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ ამქვეყნად! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
ამ ოჯახის პრობლემები ამით არ შემოიფარგლება. გააგრძელეთ ამ ოჯახის დახმარება! დაურეკეთ იამზეს, ილოცეთ მისი შვილის გამოჯანმრთელებისათვის.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
დანიშნულება (შავაძეს ოჯახი).
ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ჩვენი საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/504-shavadze/
და სხვადასხვა ტერმინალთა მეშვეობით: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. სექციაში-ქველმოქედება იპოვით ჩვენს ფონდს. ( ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
პ.ს.
იამზემ გვთხოვა მადლობა გადაგვეხადა ადამიანებისთვის, ვინც მას დაეხმარა. მადლობა ადამიანებო! სწორედ თქვენ ხართ ადამიანობის უდიდესი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 იან 15 | ტელევიზორი | 700 | transferred |
2020 იან 15 | მედიკამენტები | 372.31 | transferred |
2020 იან 15 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 355 | paid |
2020 თებ 11 | მედიკამენტები | 339.46 | transferred |
სულ ხარჯი: 1,766.77 ₾
დარჩა 0.9 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2019 სექ 21 | ცუცა კოტრიკაძე | 5 | Transfer to account |
2019 სექ 21 | ირაკლი ცომაია | 10 | Transfer to account |
2019 სექ 20 | ჩხაიძე თინათინ | 3 | Transfer to account |
2019 სექ 20 | მესაბლიშვილი ელენე | 1 | Transfer to account |
2019 სექ 20 | ეკატერინა იაშაღაშვილი | 5 | Transfer to account |
2019 სექ 19 | ანონიმი | 2 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 სექ 19 | ჯაყელი ნოდარ | 10 | Transfer to account |
2019 სექ 19 | ვახტანგი სირაძე | 50 | Transfer to account |
2019 სექ 19 | ქრისტინე ქილიფთარი | 10 | Transfer to account |
2019 სექ 18 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 სექ 18 | ბეგალიშვილი მაკა | 2 | Transfer to account |
2019 სექ 18 | ნინო გოლეთიანი | 5 | Transfer to account |
2019 სექ 18 | სალომე ლაკლაკიშვილი | 0.87 | Transfer to account |
2019 სექ 17 | ზურაბ ბერიძე | 5.5 | Transfer to account |
2019 სექ 16 | ანონიმი | 3 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 სექ 16 | ლაშა არბოლიშვილი | 10 | Transfer to account |
2019 სექ 15 | ტარიელ ტარიელაძე | 20 | Transfer to account |
2019 სექ 14 | ლალი სანაკოევი | 150 | Transfer to account |
2019 სექ 13 | მალხაზი | 1 | Transfer to account |
2019 სექ 12 | ეკა ვეკუა | 10 | Transfer to account |
2019 სექ 12 | ნინო კვარაცხელია | 100 | Transfer to account |
2019 სექ 12 | თუთარაშვილი ნათია | 10 | Transfer to account |
2019 სექ 12 | თინათინ თუშიშვილი | 30 | Transfer to account |
2019 სექ 11 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 სექ 11 | თამარ მაღალაშვილი | 50 | Transfer to account |
2019 სექ 9 | მაღლაკელიძე ირა | 3 | Transfer to account |
2019 სექ 7 | ანონიმი | 2 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 სექ 6 | ანონიმი | 2 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 სექ 6 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 სექ 6 | ლერი გოგსაძე | 20 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,767.67 ₾
დარჩა 0.9 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
1,399.91 ₾
დაეხმარა
96
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ჩემი ხმა მოგენატრება, დედა“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბერს წარმოთქვა უბედური დედის შვილმა, მირიანმა. ამ სიტყვების შემდეგ ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან...
შეგროვებულია
12,111.67 ₾
დაეხმარა
782
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მეგობრებო, ცრემლები მოვწმინდოთ 3 წლის მარიამს! პატარა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! ტანჯვითა და ცხარე ცრემლებით არის აღსავსე ბავშვის სიცოცხლის ყოველი წამი!
ტერფების გამრუდების გამო საშინელი ტკივილი სტანჯავს მარიამს. ბავშვი სიმწრის ცრემლებით ტირის ყოველდღე. კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს...
შეგროვებულია
6,455.36 ₾
დაეხმარა
458
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
32,586.92 ₾
დაეხმარა
1,807
|