საშინელი დაავადება პატარა ლუკას ანადგურებს!
ლუკა გაბედავას ეს ლამაზი და საყვარელი ღიმილი თქვენი დამსახურებაა კეთილო ადამიანებო!
ალბათ გახსოვთ პატარა ლუკა, რომელიც ბავშვობიდან თავის ტვინის დაავადებას ებრძვის. ტვინში კისტა აქვს და უკვე 5-ჯერ ჩაიტარა გამოკვლევა. კისტების რაოდენობა, სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე იზრდება. ოპერაციას ჯერ ვერ უკეთებენ, ადრეაო, ამბობენ ექიმები... და არიან ასე, მოლოდინის რეჟიმში. გვჯერა, რომ როცა ოპერაციის დრო მოვა, ლუკას ისევ დავეხმარებით, მას აქვს ჩვენი იმედი. ახლა კი, სანამ პატარა ოპერაციას ელოდება, დაათვალიერეთ ფოტოები, ნახეთ, როგორი საყვარელია!
თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ ცვლით ადამიანის ცხოვრებას, მათ მომავლის იმედს აძლევთ!
როდესაც ლუკას შესახებ საქველმოქმედო აქცია გავმართეთ, ოჯახის წევრებს არ სჯეროდათ, რომ ამდენი ადამიანი დაუჭერდა მხარს. მათ ხომ არავინ დახმარებია, თითქოს არც ვარსებობდითო, ვერავინ გვამჩნევდაო - თქვა ჯუნამ, ლუკას დედიკომ...ახლა კი
ასობით ადამიანმა გადარიცხა ფული ლუკას დასახმარებლად და მისთვის უამრავი საჭირო ნივთი შევიძინეთ. მათ შორის: საწოლი, კომპიუტერი, ტანსაცმელი, პამპერსი, წამალი ...
- ჯუნა, რას ეტყოდით ქველმოქმედ ადამიანებს?
- მადლობის მეტი რა მეთქმის, მთელი ცხოვრება არ მეყოფა, რომ სამადლობელი სიტყვები გითხრათ!
- როგორ ფიქრობთ, ლუკას გაუხარდა ეს საჩუქრები?
- კომპიუტერი იყო მისი აუსრულებელი ოცნება! ჩვენ ვერასდროს ვუყიდდით... ხედავთ, როგორი ბედნიერია!
- მას შემდეგ, რაც ლუკას შესახებ დავწერეთ, შეიცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება?
- ჩვენ უცებ ზღაპარში აღმოვჩნდით! ლუკას იმდენი გულშემატკივარი გამოუჩნდა. გვირეკავდნენ, ზოგი თბილი სიტყვით გვამხნევებდა, ზოგს პროდუქტი მოჰქონდა... ერთმა ორგანიზაციამ კი სარეცხი მანქანა და მაცივარი მოგვიტანა საჩუქრად. ეს წარმოუდგენელია! ახლა არაფრის გვეშინია.
ფონდის სახელით დიდ მადლობას მოგახსენებთ გაწეული დახმარებისთვის. თქვენ ასწავლით საზოგადოებას დაინახონ სიკეთე, ჩუქნით ადამიანებს იმედს და მხარს უჭერთ როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! დიდი მადლობა მეგობრებო!
სამწუხაროდ ამ ოჯახის პრობლემები ამით არ დასრულდა, არ დატოვოთ ისინი მარტო, კვლავ დაუდექით გვერდში და დაეხმარეთ!
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
დანიშნულება: ლუკა გაბედავა
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/506-gabedava/
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
ქველმოქმედების განყოფილებაში აირჩიეთ „ჩერნოვეცკის ფონდი)
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
დაფიქრდით იმაზე, რომ სხვისი დარდის გაზიარებით ჩვენ უფალს ვუახლოვდებით!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2019 დეკ 4 | პამპერსები | 299.76 | transferred |
2019 დეკ 9 | პამპერსები | 86 | transferred |
2019 დეკ 9 | ტანსაცმელი | 448 | transferred |
2019 დეკ 9 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 815 | paid |
2020 თებ 11 | საწოლი | 550 | transferred |
2020 თებ 11 | ლეპტოპი | 840 | transferred |
2020 თებ 12 | მაცივარი – ბოყველი | 628 | transferred |
2020 მარ 13 | მედიკამენტები ბოყველისთვის | 132.31 | transferred |
2020 მარ 17 | პროდუქტები | 300 | transferred |
სულ ხარჯი: 4,099.07 ₾
დარჩა 0.92 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2019 ოქტ 8 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 ოქტ 9 | მარიამი ბარამიძე | 5 | Transfer to account |
2019 ოქტ 9 | თეა გრიგოლაშვილი | 10 | Transfer to account |
2019 ოქტ 9 | სოფიკო მახარაშვილი, | 5 | Transfer to account |
2019 ოქტ 8 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 ოქტ 8 | ბუჯიაშვილი თეა | 20 | Transfer to account |
2019 ოქტ 8 | ხმალაძე თეონა | 10 | Transfer to account |
2019 ოქტ 8 | პოპიაშვილი ბარბარე | 70 | Transfer to account |
2019 ოქტ 8 | გიორგი დოლიძე | 10 | Transfer to account |
2019 ოქტ 8 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2019 ოქტ 7 | საპანაძე გიგა | 2 | Transfer to account |
2019 ოქტ 7 | მალხაზი | 1 | Transfer to account |
2019 ოქტ 7 | დავით ლიპარტაშვილი | 1 | Transfer to account |
2019 ოქტ 7 | ნონაფციალაძე | 5 | Transfer to account |
2019 ოქტ 7 | სიყმაშვილი გიორგი | 5.55 | Transfer to account |
2019 ოქტ 6 | ირინე გავაშელიშვილი | 5 | Transfer to account |
2019 ოქტ 5 | გიორგი ხვიჩია | 2 | Transfer to account |
2019 ოქტ 5 | ვიქტორია მორჩაძე | 10 | Transfer to account |
2019 ოქტ 4 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 ოქტ 4 | ხორგუანი თამრიკო | 10 | Transfer to account |
2019 ოქტ 4 | თამარ ხუჭუა | 5 | Transfer to account |
2019 ოქტ 4 | მაკა ქეთიშვილი | 30 | Transfer to account |
2019 ოქტ 3 | ანონიმი | 3 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 ოქტ 3 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 ოქტ 3 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 ოქტ 3 | ივანიძე ლუკა | 10 | Transfer to account |
2019 ოქტ 3 | გაბოძე მაია | 15 | Transfer to account |
2019 ოქტ 3 | ბესიკ ბრეგვაძე | 20 | Transfer to account |
2019 ოქტ 3 | გიორგი გოშხოთელიანი | 5 | Transfer to account |
2019 ოქტ 3 | მაკა კარდენახლიშვილი | 20 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,099.99 ₾
დარჩა 0.92 ₾
მსგავსი პროექტები:
|