„დე, არ მინდა რომ სამ თვეში მოვკვდე“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„დე, არ მინდა რომ სამ თვეში მოვკვდე“

page info icon
2019 დეკემბერი 3
page info icon
11678
გიორგი ახლა 16 წლისაა, მაგრამ 8 წელი ხმა არ ამოუღია და ყოველი დღე მისთვის სიკვდილთან ბრძოლაა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,991 ₾
( 404 დონორი )
დასრულებულია
7 წლამდე ჯანმრთელი და ენერგიით სავსე ბავშვი იყო, არაფერი აწუხებდა. 5 თვის ასაკში წითელა გადაიტანა, მაგრამ, მალევე გამოკეთდა. მაგრამ ვერაგმა დაავადებამ 7 წლის შემდეგ იჩინა თავი. ჯერ სუსტად გრძნობდა თავს, მერე წერისას ხელი არ ემორჩილებოდა, რამდენჯერმე ცხელი ცაი გადაესხა პატარას. 
გიორგი ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე, დედას ეკითხებოდა, სკამიდან რატომ ჩამოვვარდი, ჩაი რატომ გადამექცაო, ლამაზად რატომ ვეღარ ვწერ ციფრებსო... ვერ ხვდებოდა გიორგი, რატომ ტიროდნენ დედა და მამა საღამოობით, როცა მას დასაძინებლად დააწვენდნენ. ვერ ხვდებოდა, რატომ დაატარებდნენ ექიმებთან, ხან ერთთან, ხან მეორესთან... მაგრამ ერთერთი ექიმის მამისთვის ნათქვამი სიტყვები „სამი თვის სიცოცხლე დარჩა თქვენს შვილსო“ – კარგად დაამახსოვრდა... და სანამ საუბარი შეეძლო იმას სთხოვდა მშობლებს, არ მინდა სამი თვე რომ დამრჩესო...
ახლა გიორგი 16 წლისაა, ის ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის, მაგრამ ალბათ თავის მდგომარეობას ვერ ხვდება... ვინ იფიქრებდა რომ  „სამი თვის“ მაგივრად გიორგის დაუსრულებელი ტანჯვა ელოდა. 
„საშინელებაა ხედავდეს ამას მშობელი და ჭკუიდან არ შეიშალოს“ – დედა გამუდმებით ამას ამბობს... დედა შვილის საწოლს ვერ ცილდება, მამა კი, ნებისმიერი სამუშაოს შესრულებაზეა მზად, გიორგის წამალი რომ არ მოაკლდეს.
ჩინოვნიკებმა „გადაწყვიტეს“ რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვს თვეში 200 ლარი უნდა ეყოს, წამლების, საკვების და პამპერსების შესაძენად. 
მშობლებთან გიორგიზე საუბარი თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა, ხან დედა იწყებდა ტირილს, ხან მამა... 
ოჯახი ბათუმში ცხოვრობს, და მათ საცხოვრებელში ისეთი მძიმე პირობებია, ზამთარს ალბათ ვერც გადაიტანენ. ტუალეტი და აბაზანა საერთოდ არ აქვთ, ამიტომ გიორგის ბანაობა ცალკე ტრაგედიაა მშობლებისთვის. ავეჯი, ტექნიკა ოჯახს არ აქვს, მაგრამ ამ „წვრილმანებს“ დიდად არც აქცევენ ყურადღებას. 
ჯუმბერი (გიორგის მამა): უბედნიერესი ვიყავი, როცა გიორგი დაიბადა! 2003 წლის 4 დეკემბერს ყველაზე ბედნიერი ადამიანი გავხდი! 5 თვისას წითელა შეეყარა, მაგრამ მალევე გამოჯანმრთელდა და დავივიწყეთ. მერე ავად არც კი გამხდარა. ძალიან ჭკვიანი იყო, ერთი სული ჰქონდა სკოლაში როდის წავიდოდა. 
– ავადმყოფობამ როდის იჩინა თავი? 
ჯუმბერი: გაკვეთილებს ვაკეთებდით, და უცებ გიორგიმ რვეულში კალმის ტარება დაიწყო აქეთ–იქით. მეგონა დაიღალა და მაიმუნობდა. ფურცელი ამოვხიეთ და მეორე გვერდზე ლამაზად გააგრძელა წერა... გამოწერა ციფრები და ისევ იგივე მოქმედება გაიმეორა. არაფერი ვუთხარი. ძალიან ბეჯითი იყო და ასე არასოდეს მოქცეულა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა, თან თვითონ არ ახსოვდა ასე რატომ მოიქცა. შემეშინდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჭამისას კოვზი გაუვარდა... პოლიკლინიკაში მივიყვანე, სადაც მითხრეს, რომ შიდა ქალის წნევააო. გამოუწერეს წამლები და თითქოს უკეთესადაც გახდა. ხოლო როდესაც ცხელი ჩაი რომ გადაესხა და რეაქცია არ ჰქონდა – განგაში ავტეხე! მივხვდი, რომ ასე ადვილადაც არ იყო საქმე. საავადმყოფო და ექიმი არ დავტოვე რომ არ მიმემართა. ზოგს ალბათ გიჟიც ვეგონე. მოვითხოვდი ეთქვათ რა სჭირს ჩემს ბიჭს, მამშვიდებდნენ, მე კი არ ვუჯერებდი! ვგრძნობდი რომ რაღაც საშინელება ხდებოდა ჩვენს თავს. ბოლოს ერთმა ექიმმა მითხრა, რომ თავიდან სითხე უნდა ამოეტუმბათ. მივედით გიორგისთან ერთად საავადმყოფოში, „დიდი არაფერი პროცედურააო“ ასე გვითხრეს, და ამ „პროცედურის შემდეგ დავგეგმეთ კიდეც სად გავისეირნებდით და როგორ გავერთობოდით... მაგრამ (ტირის) სახლში უკვე უგონო მდგომარეობაში მოვიყვანე... მომაკვდავი...
მაკა, თქვენ ხომ არ დაამატებდით რამეს?
მაკა: არავის, მტერსაც კი არ ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. როდესაც შვილიშველას გთხოვს და ვერ ეხმარები, როცა ტკივილისგან იტანჯება და ვერ უმსუბუქებ... მხოლოდ მეორე შვილი – ბექა მაძლებინებს რომ არ გავგიჟდე და თავი არ მოვიკლა. 
–გიორგის ამჟამინდელი მდგომარეობა როგორია? 
მაკა: 8 წელი გაუნძრევლად წევს, ხელები და ფეხები წაერთვა, ახლა ყლაპვასაც ვერ ახერხებს... ერთი გვერდიდან მეორეზე ვაბრუნებ საათში ერთხელ, საშინლად სტკივა სხეული და ტირილს იწყებს... ჩვენი საცხოვრებელი და ფინანსური პირობები არ გვაძლევს საშუალებას სათანადოდ მოვუაროთ ბავშვს. მისთვის საკვებსაც ვერ ვყიდულობთ ნორმალურს... მას თხევადი საჭმელი სჭირდება, პურით და მაკარონით ვერ  დავანაყრებ. ჩვენ თუ 2–3 დღე პურს შევჭამთ, გიორგის ჩაი და ორცხობილა მაინც სჭირდება. შაქარიც კი ფუფუნებაა ჩვენთვის. 
– თქვენს შესახებ რომ დავწერთ, როგორ ფიქრობთ, რამე შეიცვლება? 
მაკა: ცემი გიორგი უკეთ ვერ გახდება, მაგრამ იქნებ ამ საშინელი მდგომარეობიდან მაინც დავიხსნათ თავი. იქნებ ვინმემ პროდუქტები მოგვაწოდოს, პამპერსის ან წამლების შეძენაში დაგვეხმაროს... ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. მერიდება უცხო ადამიანების შეწუხება ცემი პრობლემებით. 
– შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველს!
მაკა: არც კი ვიცი რა ვთქვა. დღეს დღეისობით ყველაზე მეტად პროდუქტები გვჭირდება. სარეცხი მანქანა და თეთრეული... ბიჭებისთვის თბილი ტანსაცმელიც არ მაქვს. მართალია, გიორგი სულ წევს, მაგრამ იცით რა ძნელია, როცა დედა თავის შვილს დახეულ ტანსაცმელს აცმევს... (ტირის) ბლენდერი მჭირდება და მაცივარი... მაპატიეთ, ალბათ ზედმეტი მომივიდა.
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ნინიძეების ოჯახის დასახმარებლად. ერთად დავეხმაროთ მათ და გავუადვილოთ შვილზე ზრუნვა. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გიორგის მშობლ  ებს და  თავად მოინახულოთ ისინი. მის: ბათუმი, ხელვაჩაური. ფრიდონ ხალვაშის N188. ტელ:  555 18 46 03
 ასევე გააზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ კეთილ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ უმწეო ბავშვებზე, ისინი ხომ მისი ანგელოზები არიან! 
თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge. 
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ნინიძე). 
საიტიდან:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ცერნოვეცკის ფონდი“
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

მსგავსი პროექტები: