ნამდვილი მამაკაცის მწარე ცრემლები! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნამდვილი მამაკაცის მწარე ცრემლები!

page info icon
2019 დეკემბერი 31
ახალი წლის საღამოს, როდესაც ჩვენ, მეგობრებო, შევავსებთ ჩვენს ჭიქებს სასმლით, ვიცინით და გვიხარია, ისინი სიცივეში არიან და საჭმელიც კი არ აქვთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,596 ₾
( 110 დონორი )
დასრულებულია

ჩვენი დღევანდელი პოსტის გმირია გალაკტიონი! როდესაც ფონდში მისი ისტორიის შესახებ შევიტყეთ, მივხვდით, რომ სწორედ ასეთი მეუღლეები გვსურს ჩვენი ქალიშვილებისთვის: რომელიც იქნება მამაცი, სიმპატიური და რაც მთავარია „ნამდვილი ქართველი მამაკაცი“, რომელიც, მიუხედავად მრავალი უბედურებისა, დარჩება ერთგული თავისი ორი უმნიშვნელოვანესი ქალის: საყვარელი დედისა და ცოლის! სწორედ ასეთ ქმრებს უნდა ეძებდნენ ქართველი ქალები და არა “სიმპათიურ, მაგარ ბიჭებს“, რომლებიც ღალატობენ თავიანთ ცოლებს და ქუჩაში აგდებენ იმათ, მიუხედავად იმისა, რომ უფლის წინაშე მათი მოვლისა და მფარველობის პირობა აქვთ დადებული. 
„წმინდა სამების“ ფოტოზე თავიდან ვერც გავარკვევთ ვინ რამდენი წლის არის. ძვირფასი ქალები- დედა და ცოლი, მრავალი წელია ავადმყოფობენ. ახალი წლის საღამოს, როდესაც ჩვენ, მეგობრებო, შევავსებთ ჩვენს ჭიქებს სასმლით, ვიცინით და გვიხარია, ისინი სიცივეში არიან და საჭმელიც კი არ აქვთ. მათ საბანიც ვეღარ იცავს ნესტიანი ოთახის სიცივისგან და ამ დროს მოხუცები ეკვრიან, ეხუტებიან ერთმანეთს, რათა გათბენ და გადაურჩნენ ამ „დაწყევლილ ზამთარს“.
ფოტოზე გალაკტიონი, ოდესღაც სიმპათიური მამაკაცი, დაბერებულია, ის ხომ წლებია უვლის თავის ცოლსა და დედას. გალაკტიონი ამზადებს საჭმელს, რეცხავს სარეცხს, უცვლის პამპერსს ცოლსა და დედას, აბანავებს და აჭმევს მათ და ამ ყველაფერს აკეთებს სიყვარულით, ისე, რომ არ უჩივის თავის ბედს ღმერთთან. მრავალ ქალსაც არ შეუძლია ამდენის მოთმენა...
ის ხშირად ტირის დარდის, გამოუვალი მდგომარების გამო, მაგრამ ქალებს არასოდეს უჩვენებს თავის ცრემლებს, მხოლოდ ლამაზ ღიმილს! გალაკტიონი ახერხებს ასეთ ვითარებაშიც კი გააცინოს და გაახალისოს თავისი „გოგოები“. ჩვენი წუთისოფელი ლამაზია და სწორედ ასეთი ადამიანები ამშვენებენ და ალამაზებენ მას.
-გალაკტიონ, თქვენი ბავშვობის შესახებ მოგვიყევით.
გალაკტიონი: მე პედაგოგების ოჯახში გავიზარდე, ამიტომ სწავლა ჩემთვის პირველ ადგილზე იყო. სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში ჩავირიცხე, ხოლო შემდგომ კი ინსტიტუტში ვეუფლებოდი ეკონომიკას. ვმუშაობდი საქართველოს პირველ და მეორე მოწვევის პარლამენტში ბუღალტერად, მაგრამ შემდგომ არ დავთანხმდი ერთ-ერთ თაღლითობაზე და ამიტომ გამათავისუფლეს და ეს გააკეთეს ისე, რომ დამაკარგინეს შესაძლებლობა კარგ სამსახურში მუშაობის. ვიმუშავე სკოლაში დარაჯად, ბავშვებს მათემატიკასა და ფიზიკას ვასწავლიდი, მაგრამ ფინანსურად ფეხზე ადგომა ვეღარ მოვახერხე. ამას დაემატა ისიც, რომ თაღლითობით დიდი სახლი წაგვართვეს. ყველაფერი დამემსხვრა! ამ ცხოვრებაში პატიოსან ადამიანს ძალიან უჭირს ცხოვრება და მან უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა პატიოსნებამ შეიწიროს მისი ოჯახიც.
-მოგვიყევით, თქვენს ცოლს რა დაემართა და როგორია ორი ავადმყოფი ადამიანის მოვლა?
გალაკტიონი: 6 წლის წინ დალის ინსულტი დაემართა. ჩვენ ვისხედით და ვუყურებდით ფილმს, როდესაც ის უეცრად სკამიდან ჩამოვარდა. სწორედ იმ დღიდან ვუვლი მას ბავშვივით. მეორე ინსულტის შემდეგ მან საუბარიც შეწყვიტა და სწორედ ეს მაწუხებს და მკლავს ყველაზე მეტად. მე ის ძალიან მიყვარს და მისი ამ მდგომარეობაში ხილვა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია.
-როგორ გაიცანით ერთანეთი?
გალაკტიონი: მეგობარს ვურეკავდი და ნომერი შემეშალა. მხოლოდ ერთი ციფრი! ერთი 2-იანი! ჩვენ საუბარი დავიწყეთ, მე კი მისი გაგონებისთანავე  შემიყვარდა მისი ხმა და სიცილი, შემდგომ კიდევ დავურეკე და ამჯერად უკვე რამდენიმე საათი ვისაუბრეთ, ბოლოს კი გადავწყვიტე მისი პაემანზე დაპატიჟება. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო პირველი ნახვით შეყვარება, რადგანაც მე ის უკვე მიყვარდა. ჩემთვის უკვე საყვარელი და სანატრელი იყო მისი ხმა, რომელსაც საათების განმავლობაში ვუგდები ყურს ტელეფონში. ხომ წარმოგიდგენიათ თუ რაოდენ მიჭირს მისი ამ ავადმყოფობის გადატანა? მანამდე რომ გაგეცნოთ, მოგესმინათ მისთვის და გენახათ მისი სილამაზე, თქვენც მიხვდებოდით თუ რაოდენ ძნელია ეს. ჩემი საყვარელი დალი...
-უფალმა გააძლიეროს დედათქვენი, თავისი ასაკისთვის ის საკმაოდ კარგად უძლებს ამ ყველაფერს.
გალაკტიონი: მის სანათესაოში ყველა დიდ ხანს ცხოვრობდა. მამამისმა 100 წლამდე იცოცხლა, ხოლო დედამისი კი 97 წლამდე ასწავლიდა! ჰქონდა ნათელი გონება და მეხსიერება! დედაჩემიც ძლიერი ადამიანია, ისიც უვლიდა დალის, მაგრამ ბოლო 3 წელია აღარ შეუძლია სიარული და სმენა დაუქვეითდა... მაგრამ ის მაინც ყოჩაღია, ძალა რომ ჰქონდეს ახლაც კი გაშლიდა დიდ სუფრას გემრიელი საჭმელებით, არა დედა?
-და რისი გაკეთება უყვარდა?
გალაკტიონი: მას ძალიან კარგი ხელი აქვს! მაშინ, როდესაც ჯერ ჰქონდა ძალა, სადღესასწაულო სუფრისთვის ყველა სთხოვდა მას გაეკეთებინა ნიგვზის ტოლმა. ეს ფანტასტიკა იყო! ეჰჰ, როდის მივირთვით ის ბოლოს არც კი მახსოვს... მაკარონი, წიწიბურა, პური, ჩაი... აი ეს არის ჩვენი კერძები. მე ხანდახან არათუ ნიგვზის, შაქრის ყიდვასაც ვერ ვახერხებ და ის ჩვენთვის ფუფუნებად იქცევა ხოლმე.
-შეიძლება ცოტა უხერხული კითხვა დაგისვათ? სად არიან თქვენი ბავშვები? რატომ არ გივლიან?
გალაკტიონი: მე ერთი ძალიან კარგი ბიჭი მყავს. ის მრავალშილიანი ოჯახის მამაა და ასევე ერთგული თავისი ოჯახის. ისიც სოციალურად დაუცველია. დილიდან ღამემდე შრომობს, რათა ბავშვებს საკვები ჰქონდეთ. ჩემმა პატიოსნებამ არამხოლოდ მე დამღუპა, ჩემი შვილიც ჩემნაირია... ამ დროს ის ატირდა, მაგრამ ცდილობდა ეს არ შეემჩნიათ მის საყვარელ ადამიანებს და არ განაწყენებულიყვნენ ამის გამო.
-გალაკტიონ, ამჟამად რა გესაჭიროებათ პირველ რიგში?
გალაკტიონი: ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არ უნდა მრცხვენოდეს ამის თქმის, არის პამპერსების ნაკლებობა დედაჩემისთვის და ჩემი ცოლისთვის და პროდუქტები... მეტი არაფერი. ოჰჰ, და კიდევ ვინმე თუ შეძლებს 1 კილოგრამი ნიგვზის და ნახევარი კილოგრამი თაფლის მოტანას მე შევძლებ ჩემი გოგოებისთვის გოზინაყის გაკეთებას, ჩვენ ალბათ უკვე 5 წელია არ გაგვიკეთებია ის. ეს ჩემი ოცნებების ზღვარია.
-თქვენ შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს მიმართოთ, იქნებ რამე სურვილი გაგაჩნიათ?
გალაკტიონი: დიახ, მაქვს ერთი სურვილი და მინდა ვუსურვო ყველას დიდი სიყვარული, ურთიერთგაგება და ოჯახური იდილია! მინდა ვისურვო, რომ ყველამ იპოვოთ თქვენთვის მეორე ნახევარი... მინდა, რომ თქვენი მშობლები რაც შეიძლება დიდ ხანს გახარებდნენ. არ გაფლანგოთ დრო კამათებსა და უაზრო სიტყვებში! უთხარით ერთმანეთს მეტი საალერსო სიტყვა, ჩაეხუტეთ ერთმანეთს, ხშირად გაიღიმეთ და არ დაკარგოთ თქვენივე თავში ადამიანი! ცხოვრება იმაზე ხანმოკლეა, ვიდრე ის თქვენ გგონიათ, მაგრამ ის მშვენიერია!

მეგობრებო, ჩერნოვეცკისფონდიიწყებსაქციასჩხაიძეებისოჯახისდასახმარებლად. როგორცმოგეხსენებათ, ფონდიარკმაყოფილდებაერთჯერადიდახმარებით.თქვენშეგიძლიათ, გაიცნოთესოჯახიპირადადდაგაუწიოთსაჭიროდახმარება! ესტუმრეთმათთქვენსშვილებთანერთან, ამისათვისუფალიდაგლოცავთდაასმაგადგადაგიხდითსიკეთეს! ესმათისაკონტაქტონომერია: 551 54 84 54 მისამართი: თბილისი, გლდანის 3 მ/რ, 85 კორპუსი, 7 სადარბაზო, 9 სართული, ბინა 135.

დააუცილებლადგააზიარეთესპოსტი! დაე, თქვენმამეგობრებმაცშეიტყონამოჯახისუბედურებისშესახებ! ესძალიანმნიშვნელოვანია!უფალიგვაძლევსშესაძლებლობას, დავეხმაროთადამიანებს, რომლებსაცთავადარაქვთშესაძლებლობა. გვერდიარაუაროთსხვისუბედურებას! უბედურიადამიანებიუფლისგანარიანგამოგზავნილნი, რათაჩვენ, არამხოლოდსიტყვებით, არამედსაქმითაცშევძლოთდავამტკიცოთუფლისადმირწმენა.მეგობრებო, ჩვენგვაქვსკიდევერთისათხოვარი: თუთქვენიცით, რომმეზობელი, ანნაცნობიგასაჭირშია, გააკეთეთკეთილისაქმედამოგვწერეთშემდეგელექტრონულმისამართზე: office-fsp@fsp.geჩვენიფონდისანგარიშისნომერია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 – (დანიშნულება -ჩხაიძეების ოჯახი)თანხისგადარიცხვა, ასევე, შესაძლებელიაჩვენისაიტიდან თანხისგადარიცხვაშესაძლებელიასწრაფიგადახდისტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. ქველმოქმედებისგანყოფილებაშიმოძებნეთჩვენიფონდი.
(ფონდისდამატებითიუფლებებისადამოვალეობებისინფორმაციისსანახავად, ეწვიეთბმულს: https://goo.gl/GY2Gus).დაბოლოს, მეგობრებო, აუცილებლადგამონახეთდროდამიულოცეთკეთილისიტყვებით, ანბარათებითგაჭირვებულქართველებსახალიწელი, შემგდომკი - შობა, ბავშვებსაჩუქეთსათამაშოებიდატკბილეული. ჩვენკი, მათღიმილს „გამოგიგზავნით“. ჩვენხომერთიოჯახივართ. ჩვენცოტანივართ, მაგარამჩვენხომქართველებივართ!


მსგავსი პროექტები: