როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისაა ეს ქალბატონი? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისაა ეს ქალბატონი?

page info icon
2020 თებერვალი 13
მტერსაც არ ვუსურვებდით იმას, რის გადატანაც მოუხდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ზინაიდა ბალანჩივაძეს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,250 ₾
( 106 დონორი )
დასრულებულია
როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისაა ეს ქალბატონი?
75, 80? 90? არა, არა... ეს ცხვორებისგან დატანჯული, 60 წლის, მარტოხელა ქალბატონი გახლავთ! რომელმაც, დაწყებული 7 წლის ასაკიდან, ყველა თავისი საყვარელი და ახლობელი ადამიანი დაასაფლავა.
მტერსაც არ ვუსურვებდით იმას, რის გადატანაც მოუხდა ზინაიდა ბალანჩივაძეს!
უბედურება თან სდევს ბავშვობიდან! სულ პატარა იყო, როდესაც დაობლდა. ერთი ნათესავის ოჯახიდან მეორეში დადიოდა. 
-ზინაიდა როდესმე გიგრძვნიათ თავი ბედნიერად?..
ზინაიდა: დიახ, შეიძლება ასე ითქვას, რამდენიმე წლის განმავლობაში. ერთხელ, როდესაც სულ პატარა გოგო ვიყავი, ნათესავებთან სტუმრად, ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. მაშინ, ცხოვრებაში პირველად, მომინდა ჩემი სევდიანი ამბის მოყოლა. თითქოს უფალმა დაგვაახლოვა ერთმანეთს! მან თვალებში შემომხედა და მითხრა:  ყოველთვის შენს გვერდში ვიქნებიო - ზღაპარს ჰგავს არა? შემდეგ სახლი ავაშენეთ...ცხოვრებაში პირველად საყვარელი ოჯახი მყავდა.
ჯერ მთვარისა დაიბადა, შემდეგ კახაბერი, კიდევ ერთ წელიწადში გაგა... ღმერთო, რა ბედნიერება იყო!
- შემდეგ რა მოხდა?
ზინაიდა: შემდეგ, მამაჩემის მსგავსად, მძიმედ ავად გახდა და გარდაიცვალა ჩემი მეუღლე... შემდეგ, წყეულმა დაავადებამ ჩემი უფროსი გოგო წამართვა! ჩემი ულამაზესი მთვარისა... ალბათ სამოთხეში ლამაზი ბავშვები უნდათ. 2009 წელს კი, ჩემი შვილი, გაგა ჩამომისვენეს სახლში...  მდინარე წყალწითელაში დაიხრჩო. ალბათ ვინმე უნდა გადაერჩინა, არ ვიცი.. მამის გვერდზე დავასაფლავე. მაგრამ ამით ჩემი უბედურება არ დასრულებულა. 
-თუ გნებავთ შევწყვიტოთ საუბარი.
-არა, იყოს... დავწყნარდები ნელ-ნელა. ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რაოდენ მწარე შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრება! წარმოიდგინეთ, 28 წლის ასაკში ჩემს უფროს ვაჟსაც, კახაბერს, კიბო აღმოაჩნდა. როდესაც ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს პატარა ბავშვივით ტიროდა. როგორ არ უნდოდა სიკვდილი, საშინლად დარდობდა ჩემზე… ღმერთო, იცოდე, რომ ჩემს უფროს ვაჟს ყველაზე მეტად ვუყვარდი ქვეყანაზე! ჩემს კალთაში ქვითინებდა და იმეორებდა: „ დედა, შენ რა გეშველება როცა მე მოვკვდები?..“
როგორ იტანჯებოდა ჩემი ბიჭი, როცა ჩემს წვალებას უყურებდა! გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო... მორფინი დაუნიშნეს... ფეხზე ვერ დგებოდა... ოთახიდან გასული რომ ვიყავი, თავი ჩამოიხრჩო... ძლივს ჩამოვხსენი... იმის ძალაც არ შემწევდა, რომ მეყვირა და მეთხოვა შველა... მაპატიეთ, ვეღარ ვლაპარაკობ... 
 ამდენი ტირილით ცრემლიც კი აღარ შემრჩენია...
ზინაიდა: ოთხი საფლავი... ოთხი სიცოცხლე დამარხულია გვერდიგვერდ. ერთი ადგილია თავისუფალი, ჩემთვის. მაგრამ სიკვდილს არ ვუნდივარ! ალბათ უნდა ვიცოცხლო, რათა მათი სულებისთვის ვილოცო. 2 წლის წინ, მეზობელთან რომ ვიყავი, ჩვენს ძველ სახლს მეხი დაიცა და ერთიანად გადაიწვა. სახლიც კი არ შემრჩა სახსოვრად! იცით რაზე დამწყდა გული? სახლში რომ არ ვიყავი ამ დროს! მერე კი თავს შევუძახე: „ჩემი შვილების სულისთვის ვინღა ილოცებს? ვინ მოუვლის მათ საფლავებს? სანთელს ვინ დაუნთებს?“ ხედავთ? ვცოცხლობ! ეს ოთახი ამიშენეს. არ ვწუწუნებ, რაც არის, ეგ არის... მერიდება, მაგრამ მაინც რაღაც მინდა გთხოვოთ...
- გვთხოვეთ ნებისმიერი რამ! რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ?
 ზინაიდა: გამოაქვეყნეთ ჩემი ტელეფონის ნომერი, იქნებ ვინმემ დამირეკოს...
სურათიც კი არ მაქვს ჩემი შვილების, რომ ველაპარაკო ხანდახან! მარტოს ხომ აღარ მიმატოვებთ? სრულიად მარტო ვარ მთელს მსოფლიოში... 
ზინაიდა თავისთვის არაფერს ითხოვს. სამაგიეროდ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ მას ძალიან უჭირს ზოგჯერ სახლში საჭმელიც კი არ აქვს.  200 ლარი პენსიის იმედადაა მხოლოდ.
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ზინაიდა ბალანჩივაძის დასახმარებლად. 
საბრალო მოხუცის გაჭირვებაში მიტოვება დიდი დანაშაული იქნება, პირველ რიგში უფლისა და საკუთარი სინდისის წინაშე! ჩვენ, ქართველები, უნდა გავხდეთ მისი შვილები! ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე!
ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი და საოჯახო ტექნიკა.
წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი მშობელია და უსათუოდ, უფლისგან მუდამ დალოცვილი იქნებით!
და კიდევ, - დაურეკეთ ქალბატონ ზინაიდას, მან მთელი გულით გვთხოვა! უთხარით, რომ მარტოს არ მივატოვებთ! მისი ნომერია: 598 27 89 58.
ასევე შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ და შეძლებისამებრ დაეხმაროთ მას. ღმერთი 
დაგლოცავთ და გაგაძლიერებთ! მისამართი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბანოჯი.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე; office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:
#GE15TB7194336080100003,
#GE42LB0115113036665000,
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზინაიდა ბალანჩივაძე)
საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/551-balanchivadze/
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! მოდით, ხელი გავუმართოთ ამ უმწეო მოხუცსაც . სიბერეში მარტოსულობისგან არავინაა დაზღვეული! ვინ იცის, რა დროს დაგვჭირდება სრულიად უცხო ადამიანების დახმარება!

მსგავსი პროექტები: