გადავარჩინოთ ლუკა! მოვასწრებთ კი?.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გადავარჩინოთ ლუკა! მოვასწრებთ კი?..

page info icon
2020 ივლის 22
„ჩემი ბიჭი კინაღამ ხელებში ჩამაკვდა... 7 წლის ლუკა 3 წლამდე საზრიანი, კეთილი ბიჭი იზრდებოდა, მაგრამ მოულოდნელად, ფილტვების ანთებით გამოწვეულმა გართულებებმა ბავშვი მძიმე ავადმყოფად აქცია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,539 ₾
( 209 დონორი )
დასრულებულია
„ჩემი ბიჭი კინაღამ ხელებში ჩამაკვდა... 7 წლის ლუკა 3 წლამდე საზრიანი, კეთილი ბიჭი იზრდებოდა, მაგრამ მოულოდნელად, ფილტვების ანთებით გამოწვეულმა გართულებებმა ბავშვი მძიმე ავადმყოფად აქცია.

რამდენს ვტიროდი, რამდენს ვევედრებოდი უფალს - ოღონდ ეს არა, ოღონდ მეორე ავადმყოფი შვილი არა.... ახლა კი მხოლოდ ერთს ვითხოვ, დამეხმარეთ ლუკას გადარჩენაში, რადგან იმედი ჯერ კიდევ არსებობს - ის სულ რაღაც 7 წლისაა...

მარტო ვერ გავუმკლავდები... ძალა სრულიად გამომეცალა... და უფალმა თქვენთან გამომგზავნა, თქვენ ხომ უკვე ამდენ ბავშვს დაეხმარეთ, ამდენი იხსენით უბედურებისაგან! ლუკას გადარჩენას თუ შეძლებთ?..“  - უბედური დედის, ეკა გაგნიძის (46 წლის) თვალები ცრემლით აივსო. 

„ლუკა ვერ საუბრობს და მეტყველების თერაპევტი ახლა ჰაერივით გვესაჭიროება; ასევე, გვჭირდება ნევროლოგის დახმარება, ფეხებისა და ხერხემლის მკურნალობა და გენეტიკოსის დახმარებაც - იმედის ნაპერწკალი დღითიდღე ქრება, მაგრამ ის ჯერ კიდევ არსებობს. მოვასრებთ კი მის გადარჩენას?.. უფალო, დაგვეხმარე!“’


27 წლის ასაკში, გიგა გაგნიძე მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს: “დედა“, მისი 7 წლის ძმა კი, ლუკა დღემდე პამპერსით დადის... ეპილეფსიის მძიმე დაავადებამ ორივეს წაართვა ბავშვობის და ყმაწვილობის სიხარული, მათ მშობლებს კი, საბრალო ეკასა და გოგიტას - ორი შვილი და ბედნიერი მომავლის იმედი...

46 წლის ეკა უბრალო, მშვიდ ოჯახურ ცხოვრებაზე ოცნებობდა, შვილებსა და შვილიშვილებზე... მაგრამ მის ოცნებებს ახდენა არ ეწერა... საბრალო ქალს, დიდი ხანია დაავიწყდა, რა არის ნორმალური ცხოვრება, მას შემდეგ რაც მისმა 2 წლის შვილმა გონება დაკარგა, გალურჯდა და სუნთქვა შეწყვიტა. გიგას ეპილეფსიის ეს საშინელი შეტევა გახდა საწყისი  კოშმარის, რომელიც მიჰყვება მთელი ცხოვრების მანძილზე...

19 წლის შემდეგ, ტანჯულმა დედამ მეორე შვილი გააჩინა, აუხდენელი ოცნებების განხორციელების იმედით... მისი ერთადერთი ოცნება იყო, ჰყოლოდა ჯანმრთელი შვილი! მაგრამ ვერაგმა ბედისწერამ სხვაგვარად ინება - ბიჭუნას დაუსვეს იგივე დიაგნოზი, რაც მის უფროს ძმას. გაგნიძეების ოჯახი ჯოჯოხეთის მეორე წრეში აღმოჩნდა...

- ეკა, გვიამბეთ, რა სჭირთ თქვენს შვილებს?

ეკა: ჩემს შვილებს, ორივეს, ეპილეფსიის მძიმე ფორმა აქვთ, სწორედ ამ ავადმყოფობამ შეუშალა ხელი, მათ გონებრივ განვითარებას... უფროსი გიგა, 27 წლის ასაკში მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს: “დედა“. როდესაც რაღაც არ მოსწონს, ჭირვეული ბავშვივით იწყებს კივილს განწირული ხმით: “დედა-დედა-დედა“... და მისი დამშვიდება შეუძლებელია! მართალია, შეხედულებით გიგა ზრდასრულ ადამიანს ჰგავს, მაგრამ გონებრივად, სკოლამდელი ასაკის ბავშვსაც კი ჩამორჩება. უყურადღებოდ ვერ დატოვებ, შეიძლება საკუთარ თავს, ან თავის 7 წლის ძმას ჭრილობა მიაყენოს...

მისი გარეთ გაყვანა კი, სახლში ყოფნაზე სახიფათოა... იმის უნარიც კი არ გააჩნია, რომ რამდენიმე ნაბიჯი გაიაროს მშვიდად და ფეხი არაფერს წამოკრას. ჩემი ზრდასრული შვილი, ხელჩაკიდებული დამყავს. ამ დროს კი, მისი თანატოლები, ოჯახებს ქმნიან, მუშაობენ და ცხოვრებას იწყობენ...

უმცროსს კი, ლუკას, დღემდე პამპერსი აცვია და თავს ვერ იჭერს... სრულიად უმართავია! ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, ხელს სულ რაღაცას ჰკიდებს, ჭურჭელს ამტვრევს, უფროს ძმასთან ჩხუბობს... მხეცებივით კბენენ და ფხაჭნიან ერთმანეთს სისხლის დენამდე... და მათი გაჩერება შეუძლებელია.

მაღაზიაში, პროდუქტის საყიდლად, შიშის კანკალით გავდივარ  და ვლოცულობ, რომ ბიჭებმა ერთმანეთი არ დახოცონ... ლუკას ძალიან უყვარს ონკანის გახსნა და ცქერა, როგორ მოედინება წყალი. ჩემი გამოთვლებით, უკვე 6-ჯერ მაინც, კინაღამ დატბორა ბინა! მაგრამ ეგ არაფერი... ერთხელ, მაღაზიიდან დაბრუნებულს საშინელი სურათი დამხვდა: ლუკამ შუშის ქილები იპოვა, ერთი გატეხა და ნამსხვრევებით თამაშობდა... გული მშვიდად რანაირად უნდა მქონდეს ? ხელი რომ დაესერა და სისხლისგან დაცლილი დამხვედროდა?

- რა საშინელებაა... ბავშვები დაბადებიდან არიან ავად?

ეკა: გიგა იტანჯება იმ მომენტიდან, რაც ქვეყანას მოევლინა. პათოლოგია - ჭიპლარის შემოხვევა, გახდა იმის მიზეზი, რომ მშობიარობის დროს კინაღამ გაიგუდა... ჰაერის უკმარისობის გამო გალურჯებული დაიბადა, და სხვა ახალშობილებისგან განსხვავებით, ვერ ტიროდა... მისი ბრძოლა გადარჩენისთვის, ჯერ კიდევ მაშინ, გაჩენისთანავე დაიწყო. 3 დღე ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო... დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა... ექიმებმა სასწაული მოახდინეს და შეუნარჩუნეს სიცოცხლე...

როდესაც გიგა 2 წლის იყო, შევამჩნიე, რომ საერთოდ არ ვითარდებოდა: თავს ვერ იჭერდა, ფეხზე დგომა არ შეეძლო... ყველა მისი თანატოლი, უკვე მშვენივრად დარბოდა ეზოში... ექიმები, დიდი ხნის განმავლობაში მხრებს იჩეჩავდნენ, სანამ გიგას საშინელი ეპილეფსიური შეტევა არ დაემართა... უცებ გადაუტრიალდა თვალები, დაეცა და კრუნჩხვებში ჩავარდა... ბავშვი კინაღამ ხელებში ჩამაკვდა... ექიმებმა საშინელი განაჩენი გამოუტანეს - ეპილეფსიის მძიმე ფორმა, რის გამოც ჩემი შვილი გონებრივად არ ვითარდება. დაბადებიდან დღემდე - მისი ხელები, ფეხები და თავი, მე ვარ. საბრალო გიგას საერთოდ არ შესწევს იმის უნარი, რომ რამე დამოუკიდებლად  გააკეთოს.

- და უმცროსი, ლუკა?

ეკა: ლუკა იმის იმედით გავაჩინე, რომ მიხედავდა თავის უფროს ძმას, როცა მე აღარ ვიქნები, მაგრამ... - ეკამ თავი ვეღარ შეიკავა და ცხარე ცრემლით ატირდა...

- დამშვიდდით, გთხოვთ... რა მოუვიდა ლუკას?

ეკა:  როცა  გიგას დიაგნოზი შევიტყვე, კვლავ დამაღონა მომავალზე ფიქრებმა. მე და ჩემი მეუღლე, უკვდავები ხომ არ ვართ, როდესაც ჩვენ ამქვეყნად აღარ ვიქნებით, ჩვენს შვილზე ვინ იზრუნებს? უფალმა შეისმინა ჩემი ლოცვები. მეორედ დავფეხმძიმდი. ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მოვახერხე, ორსულობის ბოლომდე მიყვანა და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა. ჩემსა და ჩემი მეუღლის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა! მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება... 3 წლის ასაკში ლუკა ავად გახდა. პნევმონიისა და მაღალი სიცხის ფონზე შეტევა დაემართა... ისეთივე, როგორც გიგას... მეგონა დამცხრილეს და ახლა, ვცოცხლობ გულში ტყვიებით...

          გული ორმაგად დამიმძიმდა... უბრალო, ადამიანურ ბედნიერებაზე ვოცნებობდი, ახლა კი, თავზარს მცემს ხვალინდელი დღის მოლოდინი...

- ექიმები რას გეუბნებიან? ბავშვების მკურნალობა თუ გიცდიათ?

ეკა: ეპილეფსია არ იკურნება. მაგრამ არის რეაბილიტაციის კურსები. ყველაფერი , რაც გიგამ თავის დროზე გამოიარა, ახლა ლუკას ხვედრიც გახდა.

დიდი ხანია, სტაბილურობას ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლებით ვინარჩუნებთ: ლევეტირაცეტამითა და 500მგ-იანი დეპაკინ ქრონოთი. ეს წამლები გვეხმარება შეტევების თავიდან არიდებაში, მაგრამ არ ამშვიდებს... ლუკა უმართავია! ღმერთმა ნუ ქნას, ცუდ განწყობაზე თუ გაიღვიძა, მაშინვე ტირილსა და ყვირილს იწყებს, ისტერიკას მართავს... აუცილებლად გვჭირდება ნევროლოგთან განმეორებით მისვლა, შესაძლოა ლუკას სხვა წამლები გამოუწერონ... მაგრამ ამისთვის, უამრავი ანალიზის ჩაბარებაა საჭირო, რომელსაც ჩვენი ოჯახი ფინანსურად ვერ გაწვდება... ანალიზების გარეშე, ექიმთან წასვლას აზრი არა აქვს.

- სახელმწიფო არ გეხმარებათ ბიჭების მკურნალობაში?

ეკა: გიგას, კი. ინვალიდობის პენსიას იღებს, რომელზეც სახელმწიფოს დიდხანს ვეხვეწე! ლუკასთვის კი, ინვალიდობის გაფორმება ჯერ არ მიცდია. ჯერჯერობით, იმედს ვიტოვებ, რომ შესაძლებელია, აიცილოს თავიდან ეს საშინელი სტატუსი...

და კიდევ, საბუთები რომ შევაგროვოთ, ლუკასთან ერთად ექიმები უნდა შემოვიარო, ანალიზები ჩავაბარებინო, ეს ყველაფერი კი ფასიანია. მხოლოდ თავზე გადაღების საფასური, 105 ლარია, ბავშვს კი სისტემატიურად სჭირდება! უკვე რამდენიმე თვეა, შვილი გადაღებაზე ვერ წავიყვანე... ეს კი, აუცილებელია! უნდა გავარკვიოთ, რა მდგომარეობაშია მისი ტვინი და ნერვული დაბოლოებები...

გიგას პენსიითა და სოციალური დახმარებით ვარსებობთ... არაფერში არ გვყოფნის ეს თანხა... ლუკას რეაბილიტაციის კურსის შეწყვეტა არ შეიძლება! მისი მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ შველა შესაძლებელია! სანამ პატარაა, მისი გადარჩენა რეალურია...

- რა არის ამისთვის საჭირო?

ეკა: ძალიან გვჭირდება კარგი ლოგოპედის დახმარება. ლუკას ლაპარაკს ასწავლიდა... რაღაცას მაინც... ჟანგბადივითაა აუცილებელი ზურგისა და ფეხის მასაჟი! არსებობს ვარჯიშის კურსები, კარგი სპეციალისტები, მაგრამ ამისთვის საჭიროა ფინანსური სახსრები... სახელმწიფოს მივმართე დახმარებისთვის, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია... 

მეც მძიმედ ვარ ავად, დიდი ხანია საკუთარ თავზე ხელი მაქვს ჩაქნეული... ჩემი საბრალო შვილების შემხედვარე, ექიმთან რა ნამუსით წავიდე...

ვაიმე, გიგას ხომ ვეღარაფრით დავეხმარებით... ნეტავ ლუკა მაინც როგორმე დავაყენო ფეხზე... თქვენ, სწორედ ამის იმედით მოგმართეთ... შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები თქვენს შორის, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ტკივილს დედისა, რომელმაც თავი გაწირა შვილების გამო...

- რა რჩევებს მისცემდით დედებს, ვინც ასეთივე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა?

ეკა: არავითარ შემთხვევაში არ დანებდნენ! სასოწარკვეთილება, დიდი ცოდვაა.

ფანჯრიდან ხშირად ვუყურებ, როგორ უდარდელად დარბიან ბავშვები სკვერში, და ვეკითხები ჩემს თავს: რატომ არ შეუძლიათ ასე ჩემს შვილებს?

ასეთი აზრები, უარეს მდგომარეობაში მაგდებს... უფლის განრისხება არ შეიძლება, ორმაგად დაგსჯის! ჩემი შვილები, მივიღე ისეთად, როგორიც არიან, გავაცნობიერე, რომ მათ გარეშე მე ვერ ვიცოცხლებ, ისევე, როგორ ისინი - უჩემოდ. ჩემი ბიჭები არიან ჩემი ცხოვრება, ჩემი ნაწილი! და მათი კეთილდღეობისთვის, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ.

- როგორ ახერხებთ, ასეთ მდგომარეობაში, სიმტკიცის შენარჩუნებას? ძალას რა გმატებთ?

ეკა: უფლის რწმენა... ის ხომ განსაცდელს მხოლოდ მათ უგზავნის, ვისაც შესწევს ძალა, რომ გადალახონ. დარწმუნებული ვარ, ის დაიფარავს ჩემს შვილებს, კეთილი ადამიანების მეშვეობით დაეხმარება... დიდი იმედი მაქვს, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და შეძლებენ რაღაცის სწავლას ამ ცხოვრებაში... უფალი დაეხმარება, მე ამის მჯერა.

- რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის რომ მოგემართათ?

ეკა: ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა მოგმართათ. მითხრა, რომ თქვენ მას ძალიან დაეხმარეთ. ვიფიქრე, რომ ჩვენც გამოგვიწვდიდით ხელს... თქვენ ხომ ყველას ეხმარებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება... ნუთუ ჩემი უმწეო ბიჭები, კეთილი ხალხის ყურადღებას არ იმსახურებენ? დარწმუნებული ვარ, უფალი ხედავს თითოეული ადამიანის სიკეთეს და აუცილებლად დალოცავს მათ! ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან მოხვედით და ჩემი ტკივილი გაიზიარეთ... ასე, გულახდილად ყველასთან ხომ ვერ ისაუბრებ, რაც გაწუხებს,  ყველაფერს ვერ გამოთქვამ... თქვენ მე იმედი მაჩუქეთ, რომ შესაძლებელია, ჩემს ცხოვრებაშიც, უკეთესობისკენ რაღაც რომ შეიცვალოს...

- რა თქმა უნდა, შეიცვლება! ფონდს უამრავი მეგობარი ჰყავს. მათი გაცნობა ხომ გაგიხარდებათ?

ეკა: რა თქმა უნდა, საყვარელო. გიგას სიგიჟემდე უყვარს ეზოში ჯდომა და ადამიანების ცქერა. მართალია, ავადმყოფობიდან გამომდინარე, მათთან ურთიერთობას ვერ ახერხებს, მაგრამ ვხედავ, რომ ეს მთელი გულით უნდა. ასეთივეა ლუკაც... მთელი დღე შეუძლია ფანჯარასთან ჯდომა და ყურება, როგორ თამაშობენ ბავშვები. სათამაშოებს უგდებს, ყვირის, ეძახის... მასაც მათთან ერთად თამაში უნდა, მაგრამ არ შეუძლია...

ძალიან გაგვიხარდება ყველას გაცნობა, ვინც მოისურვებს, რომ გვესტუმროს. ბიჭებს განსაკუთრებით... 

- სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან, სიკეთე თუ გახსოვთ?

ეკა: უცხო ადამიანებისგან... არ მახსენდება. მაგრამ ეს ოთახი, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩემს დედამთილს ეკუთვნის. ურთიერთობა დაძაბული გვაქვს. ვგრძნობ, რომ მე მაბრალებს ჩემი შვილების ასეთ მდგომარეობაში ყოფნას... მაგრამ სიკეთემ გაიმარჯვა და დედამთილმა ნება დაგვრთო, ამ პაწაწუნა ბინაში გვეცხოვრა მე და ჩემს მეუღლეს, ბიჭებთან ერთად... მეგობრები და ნაცნობებიც გვეხმარებიან ხშირად... ჩემი მეუღლე ავეჯის ხელოსანია... ჩემი ნათესავები კი ცდილობენ, შეკვეთები რომ მისცენ. მათი წყალობით, ოჯახში 20 ლარის მოტანას ახერხებს... ეს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ ხანდახან გადარჩენის ტოლფასიც...

- შეგიძლიათ თქვენს მეუღლეზე უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ?

ეკა: ოჰ... - მძიმედ ამიოხრა ეკამ - რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთმანეთი ჩემმა დედამთილმა გაგვაცნო... დიახ, დიახ, სწორედ მან ვისთანაც ახლა ურთიერთობა არ გვაქვს! საავადმყოფოში, ჩემს ნაცნობთან ერთად იწვა პალატაში. მე მოსანახულებლად ვიყავი მისული და ძალიან მოვეწონე ჩემს მომავალ დედამთილს. მან კი ჩემი მომავალი მეუღლე გამაცნო, რისთვისაც მისი უზომოდ მადლობელი ვარ. ჩემი მეუღლე ძალიან პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანია. ერთად ბევრი რამ გადავლახეთ. ბოლო დროს არ უმართლებს, ნორმალური ანაზღაურებით სამსახურს ვერ ნახულობს, ისევე როგორ ამჟამად უმეტესობა. მაგრამ არ ნებდება, სამუშაოს მუდმივად ეძებს და არც ერთ შეკვეთაზე არ ამბობს უარს. ძალიან მორწმუნე მყავს, ტაძარში მუდმივად დადის და ჩვენი ბიჭებისთვის ლოცულობს...

- სამომავლოდ რას გეგმავდით, რა იყო თქვენი და თქვენი მეუღლის ოცნება? სანამ შეიტყობდით შვილის ავადმყოფობის შესახებ...

ეკა: ბანალურად მოგეჩვენებათ ჩვენი ოცნება... სახლის აშენება, ჩვენი ბიჭების აღზრდა და შვილიშვილებზე ზრუნვა გვინდოდა... ახლა კი, ბედნიერებაზე საუბარიც არა ღირს... მთრგუნავს და დეპრესიაში მაგდებს სიბერეზე ფიქრები...

- რით შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ თქვენს ოჯახს?

ეკა: გთხოვთ, დაეხმარეთ ჩემს ლუკას, რომ დადგეს ფეხზე და დამოუკიდებელი გახდეს! მეტი არაფერი არ მჭირდება! ძალიან ნიჭიერია და აუცილებლად გაართმევს ყველაფერს თავს! თუ ჩვენთან ივლის ლოგოპედი, ლუკა ლაპარაკს აუცილებლად ისწავლის, შეწყვეტს ღმუილსა და ყვირილს, როდესაც რაღაცა სტკივა... მე ხომ ყოველთვის უსიტყვოდ ვერ ვიგებ, რა სჭირს ჩემს შვილს და რა არის მისი ჭირვეულობის მიზეზი... ნევროლოგთან რეაბილიტაცია დაამშვიდებს... ზურგის მასაჟი და სპეციალური ვარჯიში კი,  აუცილებლად დააყენებს ფეხზე!

უფალი აუცილებლად დალოცავს თითოეულს, ვინც არ დარჩება გულგრილი. ზუსტად არ ვიცი, რა თანხებზეა საუბარი, კარგი სპეციალისტები, ხომ წარმოუდგენელ თანხებს ითხოვენ, მე კი ფული საერთოდ არ მაქვს! მაგრამ მე მჯერა, რომ უშედეგოდ არ ჩაივლის ჩემი გულის ტკივილის თქვენთვის გაზიარება! ამიტომაც, თვალცრემლიანი გემუდარებით: გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი ტკივილი... დაგვეხმარეთ...

---
ორი ავადმყოფი ბიჭუნას დედა იმედს არ კარგავს, რომ მისი შვილების დახმარება შესაძლებელია. მოდით, დავუმტკიცოთ ეკას, რომ შეუძლებელი არაფერია!

არ არსებობენ სხვისი შვილები. უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა პატარა ლუკას მომავლისთვის, მას ნორმალური ცხოვრების ყველა შანსი აქვს. დავეხმაროთ საბრალო ოჯახს. ისინი, უფალმა სწორედ ამიტომ გამოგვიგზავნა.

ლუკას აუცილებლად სჭირდება ლოგოპედთან მეცადინეობა, მკურნალობა ფსიქიატრთან და ნევროლოგთან, გენეტიკოსის მუდმივი მეთვალყურეობა. საწყალმა დედამ დაიწყო შვილის მკურნალობა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა, სახსრების არ ქონის გამო. სახსრების, რომელიც ოჯახს საერთოდ არ გააჩნია. ბიჭუნას თუ არ დავეხმარებით, ის შეწყვეტს განვითარებას ისევე, როგორც მისი უფროსი ძმა. ნუ წავართმევთ პატარა ადამიანს იმის შესაძლებლობას, რომ იცხოვროს, და არა იარსებოს!

დაურეკეთ გაგნიძეების ოჯახს, გაამხნევეთ და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელეფონის ნომერი: 558 24 90 45

ასევე შეგიძლიათ ოჯახის მონახულება მისამართზე: თბილისი, ვარკეთილის რაიონი, 3 მასივი, 8 კვარტალი, ბინა 14.

         აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ გაგნიძეების ოჯახის პრობლემებისა და ოცნებების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

        უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ  ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, მას ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!

         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ეკა გაგნიძე)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus )

            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ეკასა და მის შვილებს, არავინაა დაზღვეული ბედისწერისგან! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: