სახლი, რომელშიც მხოლოდ მწუხარება ბუდობს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სახლი, რომელშიც მხოლოდ მწუხარება ბუდობს!

page info icon
2020 სექტემბერი 15
- მე ჯანმრთელი და ძლიერი უნდა ვიყო, რადგან ჩემ გარეშე დედაჩემი დაიღუპება! – „გამარჯობის“ ნაცვლად, სახლის ეზოში ჩვენი დანახვისთანავე განაცხადა 11 წლის მშვენიერმა ბიჭმა, რომელიც ლაშად გაგვეცნო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,046 ₾
( 68 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მე ჯანმრთელი და ძლიერი უნდა ვიყო, რადგან ჩემ გარეშე დედაჩემი დაიღუპება! –„გამარჯობის“ ნაცვლად, სახლის ეზოში ჩვენი დანახვისთანავეგანაცხადა 11 წლის მშვენიერმა ბიჭმა, რომელიც ლაშად გაგვეცნო. 

 ამ საბრალოების სახლი ახმეტის რაიონში, ზემო-ალვანში მდებარეობს, თბილისიდან დაახლოებით 175კმ. მანძილზე.

- წამოდით! დედიკო სახლში მარტო წევს. ინსულტის შემდეგ მას თავი ძალიან სტკივა. ის თქვენ ისე გელოდებათ! თქვენ ფონდიდან ხართ, ხომ მართალია?

კორ. კი, მართალია, ლაშა! წინ გაგვიძეხი და გვაჩვენე!

- უცნაურია, როგორ მოგვაგენით. მხოლოდ „სასწრაფო“ გვაგნებს. მეც ავად ვარ, ასე რომ ჩვენი მისამართი მათ ზეპირად იციან. მალე მოდიან ხოლმე. 

ღმერთო, დიდებულო, ნუთუ ასეთ მიყრუებულ ადგილას გვესტუმრეთ? (ახმეტის რაიონი, სოფელი ზემო-ალვანი, თბილისიდან დაახლოებით 175კმ. მანძილზე)

თვალებს ვერ ვუჯერებ! დიდება შენდა, უფალო, რომ ჩემი დახმარების ვედრება შეისმინე! - შესძახა მძიმედ ავადმყოფმა დიასახლისმა, მარიამმა, როდესაც მისი სახლის ზღურბლზე გამოვჩნდით და მწარედ ატირდა. 

შემდეგ კი... ტრაგიკულმა ისტორიამ, რომელიც 52 წლის მარიამმა მოგვითხრო, სულით ხორცამდე შეგვძრა! ჩვენც კი - ჩერნოვეცკის ფონდის „ბევრის მნახველი“ თანამშრომლები!..

საბრალო დედა, უმძიმესი ტკივილებით, ძლივს წამოდგა ლოგინიდან და მაგიდას მიუჯდა... 

„მაპატიეთ, მაპატიეთ...“ ამოისლუკუნა მარიამმა: „ჯერ ეს დაწყევლილი ინსულტი!.. ახლა კი წნევები და შაქრის იმდენად მაღალი შემცველობა სისხლში, რომ სრული დამბლის მეშინია. მერე ლაშა? ის ხომ სრულიად მარტო დარჩება?! ღმერთო, ღმერთი... ოღონდ არ წახვიდეთ, გთხოვთ!“ - მოულოდნელად, ავადმყოფი გოდებას მოჰყვა, რატომღაც ძლიერ შეშინებული იმის გამო, რომ ჩვენ შეიძლება გავტრიალებულიყავით და წავსულიყავით, მას კი სახლში თანამოსაუბრე არავინ ჰყავდა. - არ ვიტირებ... მორჩა, ყველაფერს მოგიყვებით.. ახლავე, ლაშა ყველაფერს აგიხსნით... 

 - მშვიდად, მშვიდად!.. დაწყნარდი, დედიკო, არ იტირო, ექიმმა ხომ აგიკრძალა?! მე შენ გვერდით ვარ! - მბრძანებლობს ლაშა და ჩვენ არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს! მოსიყვარულე შვილი დედას მივარდა, კისერში ნაზად აკოცა და მთელი სხეულით მიეკრო ავადმყოფს. 

 „მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ, ფონდის კეთილო მეგობრებო, ჩემს ლაშას მარტო ნუ დატოვებთ...“ განაგრძობდა მოთქმას დედა. - „მას ხომ ეპილეფსია აქვს?! იცით, ეს რა საშინელი დაავადებაა?! ღმერთმა ნუ ქნას, შეტევის დროს მას დაუყოვნებლივ თუ არ დაეხმარე - მოკვდება!“

საშინელი სიღარიბე, ყოველგვარი პირობების ნაკლებობა და მწუხარების ნავარდი სახლში მაშინვე იგრძნობა, როგორც კი მის ზღურბლს გადმოაბიჯებ!.. ამაზე დეტალურად საუბარიც კი ზედმეტად გვეჩვენა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, როდესაც ვითარება ცოტა დაწყნარდა. 

- მარიამ, ძალიან გთხოვთ, არ იტიროთ! მოგვიყევით, რა უბედურებამ მოგიყვანათ ჩვენთან? 

მარიამი: საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ. უამრავი დაავადებისგან ვიტანჯები და ხელთ ავადმყოფი შვილი მყავს. ის სულ რაღაც 11 წლისაა და დაბადებიდან, ეპილეფსიით იტანჯება. მას მუდმივი ზრუნვა და ყურადღება სჭირდება, მე კი ისეთ მდგომარეობაში ვარ, ხანდახან გაუნძრევლად ვწევარ და ფეხზე ადგომაც კი არ შემიძლია... ინსულტი რომ დამემართა, ვიცოდი, რომ დიაბეტი მქონდა, მაგრამ რადგან ინსულინის ნემსებს მუდმივად ვიკეთებდი, ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. მე კი, სისხლში შაქრის დონის საზომი ჯოხების ფული არ მაქვს...

ჩემი საბრალო ბიჭუნა შიშისგან კინაღამ გაგიჟდა, როდესაც გონება დავკარგე და ეზოში ცოცხალ-მკვდარი დავვარდი... ყვირილი და ტირილი დაიწყო, მეზობლებს ეძახდა დასახმარებლად. მე არაფერი მახსოვს, უკვე რეანიმაციაში გამომეღვიძა. გამიმართლა, ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ თავადაც გესმით, რომ რეაბილიტაციის კურსის გავლაზე საუბარი აღარ იყო - ეს უზომოდ ძვირი ჯდება... უფალს მადლობას ვწირავ, რომ სიცოცხლე შემინარჩუნა, ჩემს შვილს ხომ ჩემ გარდა სხვა არავინ ჰყავს?! აი, ასე ვცხოვრობთ... ჩემი ყველა დაავადება ჩემი შვილის ავადმყოფობითა და სიღარიბით არის განპირობებული... და საკუთარი უმწეობის გაცნობიერებით... 

- თქვენ თქვით, რომ ლაშა დაბადებიდან არის ავად. თუ შეიძლება, დეტალურად რომ მოგვიყვეთ?

მარიამი: ლაშა „გვიანი“ ბავშვია, მე ის 40 წლისამ გავაჩინე. ის ჩემი ღვთიური სასწაულია! ექიმები მცირედ იმედსაც კი არ მიტოვებდნენ, რომ ოდესმე დედა გავხდებოდი. მძიმე მშობიარობა მქონდა, საკეისრო კვეთის ფული კი არ მქონდა. ბავშვი ერთი თვისაც არ იყო, მოულოდნელად რომ გაითიშა. ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - ეპილეფსია, მშობიარობის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად... ამას გარდა, მას დაბადებიდან ერთი თვალი მეორეზე პატარა აქვს.

ადრე კრუნჩხვები და შეტევები ხშირად ემართებოდა, კვირაში ერთხელ მაინც. ახლა, როდესაც ცოტა წამოიზარდა, იშვიათად ემართება ხოლმე, მაგრამ როდესაც კრუნჩხვის დროს ძაგძაგს იწყებს, მხოლოდ სასწრაფო დახმარებას შეუძლია მისი შველა - დიაზეპამის ინექციით. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ეპილეფსია მას ნერვულ ნიადაგზე განუვითარდა და მას ფსიქიური აშლილობები არ აქვს. მისთვის მთავარი სიმშვიდეა. ის ვერ იტანს, როდესაც რაღაცაზე უარს ეუბნებიან - მაშინვე ისტერიკა ეწყება, იბრძვის, ყვირის, თავზე თმას იპუტავს... ეს უბრალოდ საშინელებაა! ექიმმა მკურნალობის კურსი დაუნიშნა, მაგრამ სახელმწიფომ წამლების დაფინანსებაზე უარი მითხრა, მე კი არ ვიცი 80 ლარი სად ვიშოვო. ეს ხომ ჩვენი ყოველთვიური შემოსავლის ნახევარზე მეტია?!


- მარიამ, ავადმყოფი ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული რა არის? 


მარიამი:
 ყველაზე რთული საკუთარი უძლურების გაცნობიერებაა - როდესაც ხედავ, როგორ იტანჯება შენი ერთადერთი შვილი და შენ ამ დროს საშუალება არ აქვს, რომ მას დაეხმარო... ეს მართლაც საშინელებაა!.. (ტირის)


- რა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

მარიამი: არასოდეს დაეცეთ სულიერად, რადგან ჩვენ ცხოვრებაში მთავარი ჩვენი შვილების კეთილდღეობაა! ნუ დაკარგავთ უფლის რწმენას და ის თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ მათ ფეხზე დაყენებაში. დღემდე მხოლოდ იმიტომ გავძელი, რომ მჯერა, უფალი მოწყალეა, ის მე და ჩემს ძვირფას ბიჭს არ დაგვტოვებს!

მარიამ, ვაჟთან ერთად მარტო ცხოვრობთ? ბოდიშს გიხდით უხერხული შეკითხვისთვის, მაგრამ ლაშას მამა სად არის? საერთოდ არ გეხმარებათ? 

მარიამი:ოჰ, რა მტკივნეულ თემას შეეხეთ... ლაშას მამა საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. ერთმანეთი მოგვეწონა და მაშინვე დავქორწინდით. უზომოდ მინდოდა ბედნიერი ოჯახი, შვილები, მაგრამ ჩემს ოცნებებს ახდენა არ ეწერათ. ჩემი ყოფილი მეუღლის წყალობით, სახლი დავკარგე - მან ის ჩემგან უჩუმრად ბანკში ჩადო და ბედნიერების საძიებლად, გროზნოში გაემგზავრა. კრედიტორებმა მე და ჩემი შვილი დაუნდობლად გამოგვყარეს სახლიდან. მოვყევით აქეთ-იქით ხეტიალს; ჩემმა ქმარმა კი დაბრუნების შემდეგ სხვა ქალი იპოვა და ჩვენი არსებობის შესახებ საერთოდ დაივიწყა. - მძიმედ ამოიოხრა მარიამმა. 

ამ წუთას, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა? 

მარიამი:პრობლემა?.. მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ! ჩვენ სხვის სახლში ვცხოვრობთ, აბსოლუტურად არაფერი გაგვაჩნია. მე ავად ვარ და ფულს ვერ ვშოულობ. ზოგჯერ უბრალოდ არაფერი გვაქვს საჭმელად. ჩემს საბრალო ლაშას წარმოდგენაც კი არ აქვს, რა არის ბედნიერება, უდარდელი ბავშვობა... და როგორც არ უნდა მინდოდეს, მე მისთვის არაფრის მიცემა შემიძლია... (ტირის)

კონკრეტულად რითი შეგვიძლია თქვენი დახმარება?

მარიამი:ჩვენ არც მაცივარი გვაქვს, არც ტელევიზორი, არც სარეცხი მანქანა. ალბათ თავადაც გესმით, რად მიღირს სახლის საქმეების კეთება ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდეს... ჩემი ბიჭი კი ხშირად იძულებულია, რომ ონლაინ გაკვეთილები გამოტოვოს, რადგან „ბუქი“, რომელიც მას სკოლაში აჩუქეს, გაუმართავია.

საკუთარ თავზე დიდი ხანია, ხელი მაქვს ჩაქნეული, მაგრამ ყოველგვარ დიეტაზე საუბარიც კი ზედმეტია...

- არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

მარიამი: დამხმარე საერთოდ არავინ გვყავს. მამაჩემი 10 წლის წინ გარდაიცვალა სიმსივნით; მერე დედაც მიჰყვა - ფილტვების დაავადება ჰქონდა და ექიმებმა ვერაფრით შეძლეს მისი დახმარება... ძმა მყავს, მაგრამ მას თავისი ოჯახი აქვს, შვილები, ათასი საზრუნავი... ჩვენთვის საერთოდ არ სცალია, თვითონაც ძლივძლივობით გააქვს თავი. ამას გარდა, მას გულის პრობლემები აწუხებს. ჩემი იმედი მხოლოდ უფალი და კეთილი ადამიანებია. 

- ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს? როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?

მარიამი:სიმდიდრეზე არასოდეს მიოცნებია; ერთადერთი, რაც მინდოდა, ნამდვილი, ძლიერი ოჯახი იყო. ამისათვის, მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ როგორც ჩანს, ბედი არ ყოფილა. მე ყოველთვის მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი და საკუთარი თავის რჩენა სავსებით შემეძლო. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი უსუსური გავხდებოდი, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯანმრთელობამ მიმტყუნა. ახლა, სახლშიც კი ძლივძლივობით გადავაადგილდები. 


ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

მარიამი:რადგან ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ, ლაშასთვის ექიმთან გეგმიური ვიზიტები უფასოა. ახლა განცხადება შემაქვს, რომ მისი გამოკვლევა დამიფინანსონ და დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან. 

რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას? 

მარიამი:მხოლოდ უფალში, მხოლოდ რწმენაში. მან უკვე მოახდინა სასწაული, ვაჟი რომ მაჩუქა იმ დროს, როდესაც ასეთი ბედნიერების იმედი უკვე გადაწურული მქონდა. დარწმუნებული ვარ, უფალი არ მიმატოვებს და დამეხმარება ლაშას ფეხზე დაყენებაში! 

უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? 


მარიამი:
როდესაც ავად გავხდი და ლოგინად ჩავვარდი, მთელი სოფელი ფეხზე იდგა და ჩვენთვის პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს აგროვებდა. ჩვენ სოფელში ღარიბულად, უმუშევრობაში ცხოვრობენ, მაგრამ იციან, რომ ლაშა მამის გარეშე იზრდება, მე კი მძიმედ ვარ ავად, ამიტომ ყველა ცდილობს რაღაცით მაინც გაგვიმასპინძლდეს... 

ლაშა სკოლაში დადის? როგორ სწავლობს? 

მარიამი:სკოლაში დადის, მაგრამ ძალიან უჭირს... ავადმყოფობის გამო, იმის გამო, რომ ფეთქებადია... პატარა რაღაც და მაშინვე ყვირილს და თავის წვალებას იწყებს. ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს... წარმოიდგინეთ, ერთხელ დირექტორმა გამომიძახა და შვილის ინტერნატში ჩაბარება შემომთავაზა... მითხრა, რომ მარტო თავს ვერ ვართმევ... არასოდეს! გესმით? არასოდეს და არაფრის გამო არ დავშორდები მას! ის ჩემი ცხოვრებაა და მე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გვერდით ვიქნები! 

რაც შეეხება სწავლას - დიდად არ ცდილობს, მე კი ვერ ვაიძულებ... ხომ აგიხსენით? მის ნერვებს მოფრთხილება უნდა.

სამაგიეროდ, სპორტით და ჭიდაობით არის გატაცებული. საბედნიეროდ, სოფელში უფასო სექცია გვაქვს. 

მარიამ, რით იკვებებით?

მარიამი: მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობაა 150 ლარის ოდენობით, რომელიც წამლებსა და კომუნალურ მომსახურებებზე იხარჯება. ჩვენ სოციალურ სასადილოში ვიკვებებით - წყალწყალა წვნიანებით, მაკარონით... მაგრამ დამეთანხმებით, ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი. 

- თქვენ თქვით, რომ თქვენი სახლი ბანკში ჩადეს და მერე ის კრედიტორებმა წაგართვეს. აქ როგორ აღმოჩნდით?

მარიამი: კეთილმა ხალხმა დაგვრთო ნება, აქ რომ გვეცხოვრა. თვითონ თბილისში გადავიდნენ, სახლის უყურადღებოდ დატოვება კი არ ისურვეს. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს ისინი! ბავშვთან ერთად სად უნდა წავსულიყავი? აქ კი, თავს ზემოთ ჭერი მაინც გვაქვს... ნახეთ, ერთი ნათურა გვაქვს... და მხოლოდ ერთი ოთახი. თვითონაც ხედავთ - ავეჯი ძველია, ყველაფერი იშლება... მაგრამ უფლის მადლობელი ვარ, შვილთან ერთად ქუჩაში დარჩენა რომ არ მომიწია. მიუხედავად ამისა, სულ შიშში ვცხოვრობთ, რომ ერთ დღეს, მეპატრონეებს სახლი დასჭირდებათ და ჩვენ მის დატოვებას მოგვთხოვენ... სად უნდა წავიდეთ? წარმოდგენა არ მაქვს...

მარიამ, თქვენი ნებართვით, ლაშას რამდენიმე შეკითხვას დავუსვამ.ლაშა, თუ შეიძლება, შენ შესახებ მოგვიყევი. სკოლაში სიარული თუ გიყვარს? რა გიტაცებს? 

ლაშა (11 წლის):მე ჭიდაობაზე დავდივარ! იცით რატომ? აუცილებლად ძლიერი უნდა ვიყო! მე ხომ კაცი ვარ - დედის დამცველი და საყრდენი?!

- რომ გაიზრდები, რა უნდა გამოხვიდე?

ლაშა (11 წლის): ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, პოლიციელი გავხდე. ყველას დავიცავ და საშიშ დამნაშავეებს დავიჭერ ხოლმე!

- ლაშა, მამა გახსოვს? ნახულობ ხოლმე? - ბიჭს გაეცინა, მაგრამ მის თვალებში წყენამ გაიელვა...

ლაშა (11 წლის): რატომ მეკითხებით? მასზე საუბარი არ მსურს... მან მე და დედა მიგვატოვა, ეს კი უნამუსობაა!.. მე ასე არასოდეს მოვიქცევი! არასოდეს!

- მაპატიე, რომ ვიკითხე. მოდი, ის მითხარი, რაზე ოცნებობ?

ლაშა (11 წლის): ვოცნებობ, დედა არ ავადმყოფობდეს... და მეც რომ ჯანმრთელი ვიყო და მას ყველაფერში ვეხმარებოდე!

- იქნებ კიდევ რამე გსურს? რამ შეიძლება, გაგაბედნიეროს?

ლაშა (11 წლის): იცით, ძალიან მინდა ველოსიპედი! ისეთი მაგარი იქნებოდა... მეზობლის ბიჭებს გავეჯიბრებოდი ხოლმე! და კიდევ კომპიუტერი! ვგიჟდები კომპიუტერულ თამაშებზე, ხანდახან მეზობლები მაძლევენ ხოლმე თამაშის უფლებას... მაგრამ... მთავარია, დედა იყოს ჯანმრთელი. მის გარეშე მე არაფერი მინდა...

- ბევრი მეგობარი გყავს?

ლაშა (11 წლის): არა… არც ისე… საერთოდ, ერთ გოგოსთან - ქეთისთან ვმეგობრობ. ის სკოლაში ყველაზე ლამაზია! ასევე, ჭკვიანი და კეთილი! სკოლაში ჩემი დასჯა უნდოდათ იმის გამო, რომ თითქოს რაღაც გავტეხე, ის კი გამოვიდა და სიმართლე თქვა - რომ დამნაშავე მე არ ვიყავი! მართლა, მე არ ვყოფილვარ,უბრალოდ ისინი რატომღაც ყოველთვის ცდილობენ, მე დამაბრალონ და დამსაჯონ... რატომ არ ვუყვარვარ მათ ასე ძალიან?.. ალბათ ჩემი უშნო თვალების ბრალია... 

- ლაშა, არასდროს უსმინო მათ, ვინც ამას ამბობს! შენ არაჩვეულებრივი და მართლაც, ნამდვილი ქართველი კაცი ხარ! დედას შეუძლია, შენით იამაყოს! მითხარი, რას უსურვებდი ბავშვებს საქართველოში?

ლაშა (11 წლის): მინდა, მათ ჯანმრთელობა ვუსურვო და რომ ყოველ მათგანს ველოსიპედი ჰქონდეს! ოცნებები სრულდება, მთავარია გჯეროდეს! აგერ, თქვენ ხომ წაიკითხეთ ჩვენი წერილი და გვესტუმრეთ?! 

- მარიამ, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

მარიამი: შვილის ფეხზე დაყენება. სხვა, აბა, რისთვის ვცხოვრობთ?! სხვაზე არაფერზე ვფიქრობ. ჯანმრთელობასაც საკუთარი თავისთვის კი არ ვთხოვ უფალს, არამედ იმისთვის, რომ ჩემი ძვირფასი ბიჭი გავზარდო და ცხოვრებაში საკუთარი გზის პოვნაში დავეხმარო. 

-თქვენი აზრით, სახლში პირველ რიგში რა გჭირდებათ? 

მარიამი:ღმერთო, როგორ მეუხერხულება თხოვნა... ხედავს უფალი, რომ მარტო შვილისთვის ვითხოვ... ის ძალიან განიცდის, ასეთ პირობებში რომ ვცხოვრობთ... ის ხომ ჯერ ისევ ბავშვია?! მას ნორმალურ პირობებში ცხოვრება უნდა... იმის გამო, რომ კომპიუტერი არ გვაქვს, მას ონლაინ სწავლებაში მონაწილეობა თითქმის არც მიუღია. 

მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ!.. ჩვენ არაფერი გვაქვს: არც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... გაზქურა დიასახლისმა მოიტანა ბოლო მოსვლაზე. მე კი ხანდახან საწოლიდან ვერ ვდგები... კიდევ ერთი თხოვნა მაქვს... ზამთრისთვის ძალიან, ძალიან გვჭირდება შეშა. გასათბობი სხვა საშუალება არ გვაქვს და სიცივისაგან მოვკვდებით...

- რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ? 

მარიამი: თქვენ შესახებ იმდენი კარგი მსმენია! ვხედავ კიდეც, რომ ბევრი კარგი მეგობარი გყავთ. მე თქვენი ვირწმუნე და გადავწყვიტე, მომეწერა. გულმა არ მომატყუა! დარწმუნებული ვარ, ჩვენ სახლში თქვენ უფალმა მოგიყვანათ! 

-------

მეგობრებო, როგორც ხედავთ, ეს პატარა ოჯახი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათ არავინ ჰყავთ, ვისაც ისინი დახმარების თხოვნით მიმართავდნენ. ისინი მთელ სამყაროში სრულიად მარტოები არიან და მთელ იმედებს მხოლოდ უფალსა და თანამოძმეთა სიკეთეზე ამყარებენ. 

 მათ გასაჭირს უკურნებელი, მძიმე დაავადებები ამძიმებს, მაგრამ ჩვენ ძალგვიძს მათი ცხოვრების გამარტივება! ლაშას აუცილებლად სჭირდება განათლების მიღება, მაგრამ ამ წუთას, ის ამ შესაძლებლობას მოკლებულია. მას ხომ კომპიუტერიც კი არ აქვს?! 

მარიამს დიაბეტი აქვს, მაგრამ ყოველგვარ დიეტაზე საუბარიც კი ზედმეტია. დედა-შვილი სოციალურ სასადილოში იკვებება.

 მარიამ დათუკიშვილი და მისი ვაჟი საშინელ პირობებში ცხოვრობენ. მათ ძალიან ესაჭიროებათ ტექნიკა, საკვები პროდუქტები და შეშა - ზამთრისთვის. ამის გარეშე ისინი შეიძლება გაიყინონ. ბიჭუნა კი კომპიუტერზე და ველოსიპედზე ოცნებობს. მათი სამწუხარო ამბისა და იმის მოსმენის შემდეგ, რა უსამართლოდ ექცევა მათ ბედი, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ისინი მარტო დავტოვოთ გასაჭირში.

 დაურეკეთ მარიამს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით. მისი ტელეფონის ნომერია:  551 13 91 89

 მათი მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: ახმეტის რაიონი, სოფ. ზემო-ალვანი. დაგვიჯერეთ, მათ ძალიან გაუხარდებათ! 

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ დათუკიშვილების ოჯახის პრობლემებისა და ოცნებების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს იმ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული დავამტკიცოთ საქმით და არა სიტყვებით! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დათუკიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus 

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,მარიამს და ლაშასაც გავუმართოთ ხელი. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: