ისუნთქე, ჩემო გოგოვ, ისუნთქე, მე შენ გვერდით ვარ!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ისუნთქე, ჩემო გოგოვ, ისუნთქე, მე შენ გვერდით ვარ!..

page info icon
2020 ოქტომბერი 23
„თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი წამებაა საკუთარი შვილის სიცოცხლის გამო, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება!“ - უნუგეშოდ ტირის პატარა, 9 წლის მარიამის უბედური დედა, ქრისტინე (37 წლის). ბავშვს, დაბადებიდან, ქრონიკული დაავადება - ასთმა აწუხებს და მუდმივად სჭირდება წამლები.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,240 ₾
( 78 დონორი )
დასრულებულია
„თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი წამებაა საკუთარი შვილის სიცოცხლის გამო, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება!“ - უნუგეშოდ ტირის პატარა, 9 წლის მარიამის უბედური დედა, ქრისტინე (37 წლის). ბავშვს, დაბადებიდან, ქრონიკული დაავადება - ასთმა აწუხებს და მუდმივად სჭირდება წამლები. 

„ვაიმე, ვაიმე! - ხელებს ცისკენ აპყრობს ქრისტინე. - მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას. სუნთქვაშეკრულ მარის გულში რომ ვიხუტებ, სიკვდილი მინდა, ოღონდ ამ ყველაფერს არ ვხედავდე! და ის ფაქტი, რომ ჩემი გოგონას წამლებით უზრუნველყოფა არ შემიძლია, საერთოდ მანადგურებს...“

პატარა მარიამს (9 წლის) არც სირბილი შეუძლია, არც ხტუნვა და ბავშვებთან ხალისიანად თამაში. ის ადრეული ასაკიდანვე არის მიჩვეული სასწრაფო დახმარების მანქანის საყვირის ხმას და თეთრ ხალათიან ადამიანებს, რომლებიც ასე ხშირად მოდიან და მას სიცოცხლისკენ აბრუნებენ. მის დებს - 12 წლის ლიზის და 15 წლის დიანას, დიდი ხანია, დაავიწყდათ კანფეტის გემო და ბავშვური ოცნებები, რადგან მთელი ფული მარის მკურნალობაზე იხარჯება. მათ ესმით, რომ მთავარი - დის ჯანმრთელობაა. „ჩვენთვის, მთავარი მარიამია, - ამბობენ გოგონები, - რა დროს კანფეტებია, როდესაც მარის წამლები სჭირდება?“

საბრალო, სასოწარკვეთილი მშობლები - ქრისტინე (37 წლის) და სიმონი (44 წლის), დახმარებას ითხოვენ, რადგან მათ არანაირი საშუალება არ აქვთ, შვილი საჭირო წამლებით უზრუნველჰყონ... „თქვენი ფონდი - ჩვენი უკანასკნელი იმედია. სხვა არავინ გვყავს, ვისაც მივმართავდით!“ - გულამოსკვნით ტირის დედა, ქრისტინე. 

„დედიკო, მიშველე, ვიგუდები!“ - ეს სიტყვები დედას გულზე ეკლად ესობა, მაგრამ შვილს ცრემლებს არ ანახვებს, სიმტკიცეს ინარჩუნებს და ამბობს: „არ ინერვიულო, ჩემო მზეო, ყველაფერი მალე გაივლის...“ და ტუჩზე კბენით, ბავშვს წამლის უკანასკნელ ამპულას უკეთებს... რა უნდა ქნას, თუკი შეტევა ხვალაც განუმეორდა? სოციალური დახმარების მიღებამდე ერთ კვირაზე მეტი დროა დარჩენილი, ამ წამლის გარეშე ყოფნა კი იგივეა, რაც დანის პირზე სიარული! და ასეა ყოველ ჯერზე! 

9 წლის მარიამმა წამლის გარეშე თუ დაიძინა, მას ხველება დაეწყება. თავიდან ჩუმად, დები რომ არ გააღვიძოს, შემდეგ კი - შეტევა გაძლიერდება... იგი თავის შეკავებას ვეღარ შეძლებს და მერე, აცრემლებული დაუძახებს დედას... ზოგჯერ, დედასაც კი არ შეუძლია დახმარება, ამიტომ სასწრაფოს გამოძახება უწევთ...

– ქრისტინე, თქვენი ამბავი მოგვიყევით. რამ გაიძულათ, ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?

ქრისტინე: ჩვენი ოჯახის მთავარი პრობლემა ჩემი უმცროსი გოგონას, მარიამის სნეულებაა. ის ახლა 9 წლისაა. დაბადებიდანვე, მწვავე ბრონქული ასთმით იტანჯება. ნებისმიერი, სხვა ბავშვებისთვის ჩვეულებრივი, აქტიური გართობა და თამაში მისთვის უკუნაჩვენებია. სირბილი, ხტომა, სიმაღლეზე ასვლა მარის, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. მაშინვე ქოშინი ეწყება და შეიძლება, შეტევა დაემართოს. იმაზე ფიქრიც კი არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს, ოდესმე საჭირო წამლები რომ არ მქონდეს... ღმერთო, ყველა მშობელი დაიფარე და გადაარჩინე ამ საშინელი ფიქრისგან! 

– თავად მარი როგორ აღიქვამს თავის სენს? მის ცხოვრების წესზე ეს რაიმე გავლენას ახდენს?

ქრისტინე: ოო, მარი სიცოცხლით სავსე გოგონაა! ყველა წამალი დროულად თუ მიეცი, როგორც წესი, თავს ნორმალურად გრძნობს. სწავლობს, ხატავს, თამაშობს... თუმცა, სკოლაშიც ჰქონია შეტევები, გაკვეთილების დროს, როდესაც მარი თავისთვის, მშვიდად იჯდა მერხთან... მასწავლებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და შვილი გადამირჩინეს. სანამ ბავშვი სკოლაშია, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, მე სკოლასთან ვდგავარ. ასე უფრო მშვიდად ვარ, ხომ გესმით?

– თქვენ თქვით, რომ მარის ძვირადღირებული წამლები სჭირდება, რომლის შეძენის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

ქრისტინე: დიახ... და არა მხოლოდ წამლები, არამედ ინჰალაციის აპარატიც. ადრე, ასეთ აპარატს ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევდა, სოციალური დახმარების სახით, მაგრამ მოწყობილობა მალფუჭებადია, ახალ ინჰალატორზე კი უარი გვითხრეს. ჩვენ არჩევანის წინაშე დაგვაყენეს: ან მედიკამენტების ვაუჩერი, ან ინჰალატორი? ჩვენ წამლები ვარჩიეთ.

თუმცა, ამ ვაუჩერით ყველა წამალს მაინც ვერ იყიდი. საჭიროა მარის წაყვანა სპეციალურ კურორტებზე, ასთმიანებისთვის, მაგრამ ჩვენ მსგავსი მოგზაურობის საშუალება არ გვაქვს. რა კურორტებზეა საუბარი, როდესაც წელიწადში ერთხელ ექიმთან მისვლაც კი არ შეგვიძლია... ოჰ, იცით, ხანდახან, ისე მეშინია... მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავართმევთ თავს. არა, ჩემო კარგო?

მარიამი (9 წლის): ჰო, დე, აბა რა! დღეს ერთხელაც კი არ დამიხველებია! ნუ გეშინია! 

– მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე? ალბათ, ახალგაზრდა ლამაზმანი სიმონმა მოიტაცა, არა?

ქრისტინე: არ მოუტაცია. თვითონ, საკუთარი ფეხით მივიდა მასთან. ერთმანეთი ჩემმა მეგობარმა გაგვაცნო და მალევე მივხვდით, რომ ერთად თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენ ბევრი სიმწარე გადავიტანეთ, მაგრამ ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ავადმყოფი შვილები და სიღარიბე - ურთიერთობებისთვის ყველაზე რთული გამოცდაა. უფალს ვევედრებით, რომ ჩვენი გოგონა კარგად გახდეს, სხვა დანარჩენს კი ერთად გავართმევთ თავს. როცა ჩემი ქმარი ქარხანაში მუშაობდა, უფრო ადვილი იყო, მაგრამ ქარხანა ახლახან დაიხურა. ის ნებისმიერ ნახევარ-განაკვეთიან საქმეს თანხმდება, მაგრამ სამუშაო ახლა იშვიათია და შემოსავალიც მწირია.

– რა სახსრებით ცხოვრობთ?

ქრისტინე: მარის შშმ პირთა პენსია და ოჯახის სოციალური დახმარება - ჯამში 340 ლარი. ეს ფული კატასტროფულად არ გვყოფნის. მალე, მარის წამლები გაუთავდება და არც კი ვიცი, რა ვქნა. გამოგიტყდებით, დახმარების თხოვნა მრცხვენოდა, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. წამლები რომ ვიყიდო, ბავშვებს საკვები არაფერი ექნებათ; წამლები რომ არ ვიყიდო, კვლავ შეტევა, სასწრაფო დახმარება, საგანგებო გადარჩენა... რომ ვერ გადაარჩინონ? ამაზე ფიქრიც კი მაშინებს... ჩვენ, ახლა, დახმარება მართლა ძალიან გვჭირდება... 

– ნათესავებიდან, ვინმე თუ გეხმარებათ?

ქრისტინე: ნათესავები არ გვყავს. ხანდახან, მეზობელი გვეხმარება, გოგონებისთვის საჭმელი მოაქვს. ძალიან კეთილი ქალია. ხანდახან, ჩემს გოგონებს ნაცნობები აძლევენ იმ ნივთებს, რაც მათ შვილებს აღარ ეტევა. საქართველოში კეთილი ხალხი ცხოვრობს, ისინი რაღაცით ყოველთვის დაგეხმარებიან; მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის. ვაი, რომ ვითარება მეტად სავალალოა...

– მარის გამო, ალბათ ვერც მუშაობთ, არა? 

ქრისტინე: არა, დიანა და ლიზი კი შეძლებდნენ დის მოვლას. ყოჩაღები მყვანან! ადრე, მეც ქარხანაში ვმუშაობდი, სადაც ვაშლებით სავსე მძიმე ყუთების აწევა მიწევდა. ასეთი დატვირთვისგან, თიაქარი გამისკდა. ქუჩაში წავიქეცი და უკვე საავადმყოფოში მოვეგე გონს. უფალმა დალოცოს ის ხალხი, ვინც მე საავადმყოფოში მიმიყვანა. მე მათ სიკვდილს გადამარჩინეს. ამ შემთხვევის შემდეგ, მძიმე შრომა ჩემთვის უკუნაჩვენებია. საოფისე საქმეზე კი, მე ვინ დამიძახებს?

ცოტა ხნის წინ მოვისმინე, ჩემი გოგოები ერთმანეთში როგორ ჩურჩულებდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდათ რამე ტკბილი. გული სისხლით მევსება, მაგრამ ფული არ მყოფნის: პური და შეჭამანდი - სულ ეს არის ჩვენი საკვები. მარისთვის, მისი დაავადების დროს, ექიმები სპეციალურ დიეტას გვირჩევენ, ნატურალურ პროდუქტებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენთვის ყოვლად შეუძლებელია. თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობ, ჩემი შვილების საჭირო კვებით უზრუნველყოფა რომ არ შემიძლია. 

– ქრისტინე, ასეთ რთულ დროს, ძალას რა გაძლევთ? 

ქრისტინე: უფლის რწმენა და იმის გაცნობიერება, რომ მე ჩემს გოგონებს ვჭირდები. განსაკუთრებით - მარის. ჩემი გოგონები ძალიან მაბედნიერებენ. რა თქმა უნდა, გულს მტკენს იმის გააზრება, რომ მათთვის მატერიალური სარგებლის მოტანა არ შემიძლია, მაგრამ ისინი გრძნობენ, რომ მე მათ მთელ ჩემს სიყვარულს ვაძლევ. 

– შეიძლება, თქვენს საუნჯეს რომ გავესაუბრო? მარი, წინააღმდეგი ხომ არ ხარ? 

მარი (9 წლის): რაზე ვისაუბროთ? გინდათ, ჩემი მეგობრების შესახებ მოგიყვეთ? 

რა თქმა უნდა, მინდა.

მარი: ჩემს საუკეთესო მეგობარს ანი ჰქვია. ერთმანეთი ასე გავიცანით: მე ქუჩაში მივდიოდი, ანიც ქუჩაში მიდიოდა. გაჩერდა და მითხრა: „გამარჯობა“. მეც ვუთხარი: „გაგიმარჯოს!“ ახლა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. კიდევ მყავს მეგობარი,ნინი. ერთმანეთი სკოლაში გავიცანით, ისიც ძალიან მიყვარს. 

– რა კარგია, მეგობრები რომ გყავს! მათში ყველაზე მეტად რა მოგწონს, რას აფასებ?

მარი: მომწონს, ყოველთვის მხიარულები რომ არიან, ჩემსავით! 

– მარი, შენს კლასში ყველაზე ლამაზი გოგო ვინ არის? 

მარი: ჩვენთან ყველა გოგო ლამაზია.

– შენს კლასელ ბიჭებს ძალიან გაუმართლა! მითხარი, რას უსურვებდი საქართველოს ყველა ბავშვს? 

მარი:ვუსურვებდი, არასოდეს ეჩხუბათ. მაგრამ თუკი, მოულოდნელად იჩხუბეს, მე მათ მალე შერიგებას ვუსურვებ. იცით, ვინც ჩხუბობს, ყველა ბავშვს შევარიგებდი.

– მოგვიყევი, რაზე ოცნებობ, ჩემო კარგო შემრიგებელო? 

მარი: ოო, ველოსიპედზე ვოცნებობ. მინდა, მეგობრებთან ერთად, ქუჩაში ვატარო. კიდევ, ვოცნებობ, მე და ჩემს დებს კომპიუტერი რომ გვქონდეს. მასზე მულტფილმების ყურება და მეგობრებთან საუბარი შეიძლება. ახალ წელს თოვლის ბაბუას ბარბი და თოჯინების სახლი ვთხოვე, მაგრამ ალბათ, ამანათი ჯერ არ ჩამოსულა. თუ არ ჩამოვა, ზამთარში ახალ წერილს დავწერ. ველოსიპედის შესახებაც დავწერ, აუცილებლად. კიდევ, რამე გემრიელი მინდა, მაგრამ უფროსმა დამ მითხრა, თოვლის ბაბუას ამაზე არ წერენო. 

– გემრიელი რა გინდა?

მარი: შემწვარი კარტოფილი, ვაშლი, ატამი და სოსისი. ნახეთ, გუშინ მაგიდაზე ვაშლები დავხატე!

(მარიმ ალბომი ამოიღო და ნახატების ჩვენება დაიწყო.)




– ვხედავ, ხატვა გყვარებია. ეს გოგონა, ლამაზ კაბაში, ვინ არის?

მარი: ეს არის გოგონა ფერიის კაბაში. ნახეთ, რა ლამაზია. ფერიის კაბაზე მეც ვოცნებობ.

– თამაშებიდან, რა გიყვარს?

მარი: დახუჭობანა, ბადმინტონი. ბურთის თამაშიც მიყვარს, მაგრამ სკოლაში ბურთით თამაშის უფლებას თითქმის არასდროს მაძლევენ. ჩემთვის არ შეიძლება. 

– ქრისტინე, პირადად თქვენზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. თქვენ რაზე ოცნებობთ?

ქრისტინე: ჩემი ოცნება - ჯანმრთელი შვილებია; რომ ეს წამლები საჭირო აღარ იყოს! რომ ამ ფულით ბავშვების განებივრება შემეძლოს! ხედავთ, რა მარტივი, უინტერესო ოცნებები მაქვს?.. ჩვენ ნებისმიერი დახმარება გვჭირდება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წამლები და საკვები პროდუქტები. უფრო იოლი იქნებოდა, სარეცხი მანქანა რომ გვქონდეს. გოგოებს კომპიუტერი სჭირდებათ. ახლა, მის გარეშე სწავლა თითქმის შეუძლებელია. ტელევიზორზე ვოცნებობთ. ბავშვებს ტანსაცმელი სჭირდებათ, ისინი ისე სწრაფად იზრდებიან.. მოკლედ, ეს მართლაც რთული პერიოდია ჩვენთვის და ჩვენ ნებისმიერ დახმარებას მივიღებთ. 

ფონდში იმიტომ მოგწერეთ, რომ თქვენ შესახებ მეზობლისგან შევიტყვე. თქვენ მათ ოჯახს ნამდვილად დაეხმარეთ. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვის მწუხარებას თანაუგრძნო და გვერდი არ აუარა. გადავწყვიტე, მომეწერა, რადგან უკვე სასოწარკვეთილებამდე ვარ მისული. ჩემი გოგონებისთვის საკვები და მარისთვის, აუცილებელი წამლები მჭირდება. 

– ქრისტინე, ფონდის მეგობრების გაცნობა გინდათ?

ქრისტინე:რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, ჩვენი კარი ახალი მეგობრებისთვის ყოველთვის ღიაა. 

***

მეგობრებო, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოსიყვარულე და კეთილი ადამიანები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ხშირად,მშობლებიმშივრები რჩებიან და ქალიშვილებს ატყუებენ, რომ ჭამეს, იმისათვის, რომ გოგონებს საშუალება მისცენ, მშვიდად მიირთვან თავიანთი წილი წვნიანი. ეს გულღია ადამიანები, უფლისა და ადამიანების სიკეთის რწმენით, მიიღებენ ნებისმიერ დახმარებას, რადგან მათ ის ნამდვილად სჭირდებათ. სხვაგვარად, ეს ხალხი ვერ გაუმკლავდება საყვარელი მარის ავადმყოფობას, რომელსაც ნათელი მომავლის სჯერა. სხვაგვარად, ისინი ვერ გაუმკლავდებიან შიმშილს. 

შეგიძლიათ, პირადად მოინახულოთ ეს ოჯახი, გაიცნოთ მარი, მისი მშვენიერი დები და დედა, ქრისტინე. დაურეკეთ მათ, გაამხნევეთ და უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 

მათი მისამართია: თბილისი, ორხევის რაიონი, მუხაძის ქუჩა №12, ბინა 23. ტელ.: 555 189 286.

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას მარი ამირანაშვილის დასახმარებლად. როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ბავშვების გარეშე ქვეყანას და ერს მომავალი არ აქვს. იზრუნეთ ახალგაზრდა თაობაზე! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ახლობლების სიაში და დარწმუნებულები ვართ, უფალი აუცილებლად დაგლოცავთ!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ პატარა მარისა და მისი პრობლემების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ქრისტინე ამირანაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

თქვენთან ერთად, ჩვენუკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით მარის, მის დედიკოს, ქრისტინეს და მის დაიკოებსაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

მსგავსი პროექტები: