მოხუცი, კეთილი ქართველი ხსნას ითხოვს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მოხუცი, კეთილი ქართველი ხსნას ითხოვს

page info icon
2020 ნოემბერი 19
page info icon
1336
ყოველ დილით, 90 წლის გიორგი თვალებს ახელს და ცდილობს მიხვდეს, ცოცხალია თუ მკვდარი? ის ხომ სრულიად უსინათლოა?! გარშემო კი ჯოჯოხეთურად ცივა, როგორც სამარეში! ცოცხალი ადამიანი ცოცხლად არის დამარხული... და გარშემო საერთოდ არავინ არის! ნუთუ, ჩვენც დავხუჭავთ თვალს იმ მოხუცის უზარმაზარ ადამიანურ მწუხარებაზე, რომელიც შეიძლებოდა, ჩვენი შვილების ბაბუა ყოფილიყო? „არ მინდა იმქვეყნად უსინათლო წავიდე. დამეხმარეთ, ერთხელ მაინც დავინახო მზე! ამის შესახებ უფალს აუცილებლად მოვუყვები!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,276 ₾
( 134 დონორი )
დასრულებულია

თითქმის 90 წლის ასაკში, ეს კეთილი და კარგი ადამიანი, ნამდვილი ქართველი მამაკაცი, უკვე ცრემლებს ვეღარ იკავებს. ისინი ანგარიშმიუცემლად მოედინებიან დანაოჭებულ ლოყებზე.

„დავბრმავდი, ერთ თვალზე კატარაქტა მაქვს, მეორეზე - გლაუკომა. ოპერაცია რომ გავიკეთო, დავინახავ. მე უნდა ვხედავდე! თორემ, სანამ საპირფარეშომდე მივალ, შეიძლება კედელს ორასჯერ დავეჯახო, ან წავბორძიკდე და წავიქცე... მინდა, ვხედავდე! შეიძლება თქვათ, რომ სჯობს, ამ ყველაფერს ვერ ვხედავდე, რადგან მათხოვარივით ვცხოვრობ... მაგრამ იცით, ადამიანი რაც არ უნდა უბედური იყოს, სიცოცხლეს მაინც ებღაუჭება.“

პატარა ნაგებობაში განლაგებული ნივთების ადგილმდებარეობა მას ზეპირად ახსოვს და თითქმის ხელის ცეცებით გადაადგილდება, ეჭიდება სკამს, მაგიდას, უწევს გარეთ გასვლა, რადგან მისი პატარა სახლი ყველანაირ კომფორტს არის მოკლებული. მას ცალ თვალზე ბინდი აქვს გადაკრული, მეორე - ეცრემლება. ოთახში, სადაც ვერც კი მოტრიალდები, ცელოფნის პარკები და ცარიელი ყუთებია აჩხორილი.

კედლებზე გამხმარი წიწაკა კიდია, თითქოსდა უკეთესი მომავლის იმედით.

მოხუცი თავის ცხოვრებაზე გვიყვება და მწარედ ოხრავს, გასახსენებელი მას ნამდვილად აქვს! უსმენ  და გინდა, რომ დაუყოვნებლივ ჩაეხუტო, ანუგეშო და დაეხმარო ამ საოცარ ადამიანს, რომელიც არც არავისზეა ნაწყენი და არც არავის ადანაშაულებს. განა, ეს ნებისმიერს შეუძლია, როდესაც ცხოვრება წარსულშიც რთული იყო დღესდღეობითაც, სასტიკი და მძიმეა.

ახლა, მისთვის მთავარია, ისევ ხედავდეს. მას ეს ძალიან უნდა. მას ოპერაცია სჭირდება, რომლის ღირებულებასაც გადასახდელია. თანხის ნაწილს სახელმწიფო იღებს თავზე, თუმცა ნაწილი მან თავად უნდა დაფაროს. მაგრამ ფული საიდან უნდა მოიტანოს? ეს ადამიანი მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად შრომობდა, მაგრამ ოპერაციისთვის თანხა ვერ გამოიმუშავა. ასე გამოდის!

ბატონმა გიორგიმ მხედველობასთან დაკავშირებულ ყველაზე სერიოზულ პრობლემაზე მოგვიყვა, ამოიოხრა და დაამატა:

– სახურავიდანაც წყალი ჟონავს, ბინაში მუდამ წყალია, გათბობა არ არის, მხოლოდ ელექტრო ღუმელი მაქვს. მთელი დღე მის გვერდით ვთბები.

– და როგორც ვხედავ, კეთილმოწყობაც ეზოში გაქვთ, ანუ დღისითაც და ღამითაც, ქუჩაში გიწევთ გასვლა... აქ ცხოვრება შესაძლებელი რომ გახდეს, სახურავი უნდა შეკეთდეს და რამენაირად დათბუნდეს?

– დიახ. სოხუმიდან რომ ჩამოვედი, აქ მხოლოდ ეს ორი, კირიანი ოთახი იყო. ჯერ ისე არ ცივა, მაგრამ ზამთარი მოდის. არ ვიცი, როგორ გავუმკლავდები. ნივთებიდან მხოლოდ ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მაცივარი მაქვს, რომელიც ძალიან ცუდად მუშაობს.

– არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ოპერაციის შემდეგ, მხედველობა დაგიბრუნდებათ?

– არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგად დავინახავ, მაგრამ იმისთვის, რომ თვალები ოდნავ მაინც გავახილო, ნივთები გავარჩიო, მეტი ადამიანი დავინახო, გადაადგილება შევძლო... - იმეორებს მოხუცი და ხმა უწყდება.

ხაშურში დაიბადეთ... რა გახსენდებათ ბავშვობიდან, როგორი იყო?

– ე-ეჰ! ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა. ჩვენ ძალიან ღარიბულად ვცხოვრობდით. რომელ ბავშვობაზეა საუბარი, როცა ვშიმშილობდით... ძალიან გვიჭირდა. მერე, ომი დაიწყო [მეორე მსოფლიო]... მე 1931 წელს დავიბადე. ჩემი მშობლები ძალიან ღარიბები იყვნენ. სულ, შვიდნი ვიყავით. ახლა, აღარავინ დარჩა, არავინ. მხოლოდ მე.

– მათ თუ დარჩათ შვილები, ან ნათესავები?

– დარჩათ, მაგრამ აქ არავინაა.

– და ერთმანეთთან ურთიერთობაც არ გაქვთ?

– არა, სამწუხაროდ, არა.

– როგორ ცხოვრობდით მაშინ, მეორე მსოფლიო ომის დროს?

– მამაჩემი ჯარში წაიყვანეს. ფრონტიდან მძიმედ ავადმყოფი დაბრუნდა და ძალიან მალე გარდაიცვალა. ჩვენ ერთადერთი მარჩენალის გარეშე დავრჩით. დედა შეძლებისდაგვარად მუშაობდა. რა სამუშაოც მაშინ იყო, ომის დროს? ხანდახან, სამი დღე არაფერს ვჭამდი...

ბატონ გიორგის ხმა კვლავ უწყდება, ტირის. და ცხადია, რომ ის არა მხოლოდ მწარე მოგონებების, არამედ დღევანდელი დღის გამოც ტირის, რადგან ის ძველებურად ცუდად და მარტოა. თითქოს, მას შემდეგ, არაფერი შეცვლილა.

– სული მტკივა, იცით, ძალიან მტკივა, - ტირილით ამბობს მოხუცი, რომელმაც მძიმე ცხოვრება გამოიარა, რომლის განმავლობაშიც ის დაუსრულებლად მუშაობდა, შრომობდა, მაგრამ სიცოცხლის მიწურულს, მას არაფერი დარჩა. 

ბატონო გიორგი, ჩემო კარგო, დარწმუნებული ვარ, ახლა დაგეხმარებიან და ცხოვრებაში კიდევ გექნებათ ნათელი წუთები და მხიარული დღეები, რომ ტირილი აღარ მოგიწიოთ. ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ ყოველთვის სიღარიბეში ცხოვრობდით?

– დიახ, ყოველთვის. რომ გავიზარდე, კოლეჯი დავამთავრე და მემანქანე გავხდი. სოხუმში გამანაწილეს და იქ ვმუშაობდი. მრავალი წელი. 1958 წლიდან ომამდე [1993 წლის ქართველ-აფხაზთა ომი]. 1991 წელს... არა, 1989 წელს, აფხაზები ჩემს ელმავალს ესროდნენ, ახალი აფონის სადგურზე.

– ეგ როგორ მოხდა? ვინმე გადმოგყავდათ თბილისში?

– არა, თბილისამდე არ ჩამოვსულვართ. ჩვენი უბანი სოხუმი - სამტრედია იყო. მაშინ, ომის წინა დღეს, უკვე არეულობები იყო დაწყებული. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. ჩვენთან გაფიცვა დაიწყო და მოსკოვიდან მინისტრი ჩამოფრინდა. ადლერიდან მანქანით მოვიდა. დეპომდე რომ მოაღწია, ძალიან ცოტანი ვიყავით, ხელის თითებზე შეიძლებოდა ჩვენი დათვლა. ხელმძღვანელობისგან დავალება მქონდა - ბავშვთა მატარებლის ადლერიდან გუდაუთამდე ჩამოყვანა.  მასში ბავშვები იყვნენ, პერმიდან. ჩემი ელმავლით მატარებელს გავყევი. ერთი გვირაბი გავიარე, მეორე... და აი, მესამე გვირაბიდან რომ გამოვედი, ვხედავ, რელსებს მუშა რელსების გასწვრივ ყრიან. აფხაზები იყვნენ, 25 მეტრიანი რელსები დაყარეს. რა თქმა უნდა, დამუხრუჭება ვერ შევძელი, დავეჯახე და ასე გავაგრძელე სვლა, იმ რელსებს მივათრევდი.... ისეთი საშინელი ხმა იყო, ღრჭიალის!

– სასწაულად გადარჩენილხართ!

– დიახ, ელმავალი მძიმე მანქანაა, ასე მარტივად ვერ გადაბრუნდებოდა, როგორც მათ ეგონათ. ის რელსები მერე აქეთ-იქით მიმოიფანტა, გზა გათავისუფლდა და გზის გაგრძელება გადავწყვიტე. მალე სომხეთის ხეობას მივადექი. ხალხი გამოვიდა (სომხები, ძირითადად, იქ ცხოვრობდნენ. იქ დიდხანს ვმუშაობდი, სახეზე მცნობდნენ) და მითხრეს, გააჩერეო. გავაჩერე. გამაფრთხილეს, გზა აღარ გააგრძელო, შეიძლება მოგკლანო. ჩემთან ერთად სხვა მემანქანეებიც იყვნენ, ბელორეჩენსკიდან, სახლში მიდიოდნენ. მათ სახლში წასვლა უნდოდათ, მაგრამ იძულებული გავხდი, უკან გავბრუნებულიყავი. უკანა გზაზე, ახალი აფონის სადგურზე, ჩემი მიმართულებით სროლა ატეხეს, ელმავალს ცეცხლი გაუხსნეს. იატაკზე დავწექი. რა თქმა უნდა, ავტომატებმა რკინის ნაწილი დააზიანეს. როგორც კი ცეცხლი შეწყდა, შევხედე, მანქანა მუშა მდგომარეობაში იყო თუა რა. აღმოჩნდა, რომ როგორღაც, მაგრამ მაინც დადიოდა. ასე დავბრუნდი სოხუმში. უფროსთან მივედი, - აფხაზი იყო, - მოვუყევი, ასე და ასე მოხდა მეთქი. მეუბნება: „ალბათ იარაღი გადაგქონდა“... მერე, შევრიგდით... და ისევ ადლერში გავყევი მატარებელს. უკან 10 ვაგონით დავბრუნდი. სადგურ „განთიადზე“ გაგვაჩერეს და სოხუმში შესვლის უფლება აღარ მომცეს. იქ დარჩენა მომიწია. ვხედავდი, როგორ თამაშობდნენ აფხაზები ფეხბურთს ქართველის მოჭრილი თავით. მათ ქართველებს თავი მოჰკვეთეს და ფეხბურთს თამაშობდნენ. ამ ყველაფერს საკუთარი თვალებით ვხედავდი. გზის გაგრძელების უფლება აღარ მომცეს, რადგან სადისპეჩერო პუნქტის ცენტრალიზაცია იყო და უფლებას თუ არ მოგცემდნენ, ადგილზე ვერაფერს იზამდი. საღამომდე იქ დავრჩი. მერე, ადლერში დაბრუნება ვითხოვე.

გეშინოდათ?

– დიახ, რა თქმა უნდა. იმდენად არ მეშინოდა, რამდენადაც უსიამოვნო იყო. რთულია ამ გრძნობების გადმოცემა... იქ ცუდს არაფერს ვაკეთებდით და უცებ, ასეთ რამეს ხედავ...

სოხუმში ოჯახი გყავდათ...

– დიახ. ორჯერ ვიყავი დაქორწინებული. საკუთარი შვილები არ მყავს. მეორე ცოლის შვილებს საკუთარივით ვზრდიდი. ორი ბიჭი და ერთი გოგო მყავდა. გაიზარდნენ, მე მათ განათლება მივეცი. მერე, ისე მოხდა, რომ მე წამოვედი, მათ კი დარჩენა ისურვეს.

ახლა სად არიან?

– ბიჭები სოჭში არიან, გოგოები კი სოხუმში დარჩნენ.

და ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა არ გაქვთ? თქვენთან დაკავშირება თუ უცდიათ? თუ იცით, როგორ არიან?

– არაფერი ვიცი, სამწუხაროდ, არაფერი. ტელეფონი არ მაქვს და როგორც იცით, აფხაზეთში კი წერილები არ იგზავნება.

– თქვენ თვითონ როგორ გახდით დევნილი და თბილისში როგორ მოხვდით?

– უკვე, მანქანით. დისპეჩერს ნებართვა ვთხოვე, ჩემი ელმავალი ადლერში, დეპოში ჩავიყვანედა იქ დავტოვე. მემანქანედ აღარ ვმუშაობდი, მაგრამ მაინც ამ სფეროში დავრჩი. სამტრედიამდე სხვა მატარებლით უნდა ჩავსულიყავით, მაგრამ ოჩამჩირეში გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ ხიდი იყო აფეთქებული. იყო ასეთი სარდალი, ვინმე ქობალია და მან, როგორც ჩანს, მოგვატყუა. გზა აღარ გაგვაგრძელებინეს. ხალხი შეძლებისდაგვარად გადაგვყავდა. თბილისში რომ ჩამოვედი, სავაგონო დეპოში ბარაკი მომცეს. მემანქანის თანაშემწედ ვმუშაობდი... და დიდხანს ვიმუშავე. კიდევ შევძლებდი, თუმცა ნერვებმა მიმტყუნა და არც ასაკმა და ჯანმრთელობამ მომცა საშუალება... სამსახურიდან 2005 წელს გამათავისუფლეს.

როგორ მოხდა, რომ ეს ბარაკი მაშინ მოგცეს და ახლაც მასში ცხოვრობთ?

– მე გვიან ჩამოვედი და საცხოვრებელი ფართი აღარსად იყო დარჩენილი. ყველაფერი დაკავებული იყო, ყველა მუშაობდა. და გავიფიქრე: სხვა რა გზაა, აქ ვიცხოვრებ. როგორიც არ უნდა იყოს, მაინც საცხოვრებელია.

არავინ გეხმარებოდათ? თუ გიცდიათ, ამ საშინელი პირობების შესაცვლელად მთავრობისთვის მიგემართათ?

– ე-ეჰ, ჩემო კარგო, მე სოციალური დახმარებაც კი არ მაქვს. არ მაძლევენ.

– რატომ?! ლტოლვილთა სამინისტროსთვის არ მიგიმართავთ?

– რა თქმა უნდა, მივმართე! ადრე, ვიღებდი, სააკაშვილის დროს. მერე, მოულოდნელად შემიწყვიტეს. 2015 წელს. არაფერი აუხსნიათ, უბრალოდ მოცემა შეწყვიტეს. მხოლოდ დევნილთა შემწეობას ვიღებ. იცით, რამდენს? 45 ლარს. სხვას არაფერს. საერთოდ.

– ვიცი, რომ თქვენ გულიც გაწუხებთ და წნევაც. რა წამლებს სვამთ?

– ატენოლოლს და კარდიომაგნილს ვსვავ. ამას გარდა, სხვა წამლებიც მჭირდება... და თვალებში წვეთების ჩაწვეთება. მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება, რომ რაც მჭირდება, ყველაფრის ვიყიდო.

ბატონო გიორგი, შეგიძლიათ თქვენი ცხოვრებს ის დრო დაგვისახელოთ, როდესაც ყველაზე მეტად იყავით ბედნიერი?

– ალბათ, სადღაც 70-იან წლებში, 1989 წლამდე, კარგად ვცხოვრობდი, ნორმალურად. თუმცა, საკუთარი ბინა არ მქონდა. ჩივილი დავიწყე, რომ ჩემთვის ბინა მოეცათ. ერთი აფხაზი მეგობარი მყავდა, ისიც უბინაო, საჩივრის შესატანად თბილისში ერთად ჩამოვედით. მიპასუხეს, დრო რომ მოვა, მაშინ მოგცემთო და მერე, პარტიიდან გამრიცხეს. (იღიმის.) მოკლედ, 1989 წლამდე, შეიძლება ითქვას, მშვენივრად ვცხოვრობდი, ჩემს დანარჩენ ცხოვრებასთან შედარებით. მეგობრებიც მყავდა, ოჯახიც, სამსახურიც...

– ცხოვრებას რომ გადახედოთ, რა გაქვთ ყველაზე მწარე მოგონება?

– ეჰ, განა ახლა შემიძლია ამ ყველაფრის გახსენება და განა მხოლოდ ერთი რამ იყო მწარედ მოსაგონარი? ეს ისეთი მტკივნეულია... (ტირის.)

არაფერია, გთხოვთ, არ იტიროთ. ჩვენ დაგეხმარებით, ამქვეყნად არიან კეთილი ადამიანები. თქვენ ისეთი მშვენიერი ღიმილი გაქვთ, ისეთი კეთილი ხართ, რომ სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ. თქვენ ბევრი რამ ნახეთ და გამოიარეთ. რას უსურვებდით თქვენს მშობლიურ საქართველოს?

– ე-ეჰ... ძალიან მინდა, რომ ხალხი არ იტანჯებოდეს, ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ! მე პატარა კაცი ვარ, რა შემიძლია, სხვა რა ვთქვა? ვერაფერს იზამ, უნდა შეეჩვიო. შენ ჩემთვის შვილივით ხარ. რა გითხრა? ხომ ხედავ, ახლა რა ხდება? არჩევნები იყო, ხალხმა მოიგო, მაგრამ მთავრობა ამის მიღებაზე უარს ამბობს.

თქვენს ცხოვრებაში კარგი უფრო მეტი იყო თუ ცუდი? როგორი ხალხი გხვდებოდათ?

– რა თქმა უნდა, უფრო მეტი სირთულე და მწუხარება მაქვს ნანახი, ვიდრე კარგი ცხოვრება. ჩვენს ირგვლივ კარგი ადამიანებიც არიან და ცუდიც. შეიძლება ითქვას, ყველანი ერთნაირები ვართ. ერთადერთი, რაზეც ვლოცულობ და მსურს - დაე, უფალი ყველას დაეხმაროს!

– რა არის ადამიანში თქვენთვის ყველაზე მთავარი?

– ძალიან მიყვარს პატიოსანი ხალხი. როდესაც ადამიანი პატიოსანი და გულწრფელია, მასზე უკეთესი არავინაა. მე თვითონ არასდროს მომიტყუებია და რითიც შევძლებ, ყოველთვის ყველას დავეხმარები. ვეხმარებოდი და დავეხმარები კიდეც, რამდენადაც შემეძლება. აი, ასეთი შეხედულებები მაქვს ცხოვრებაზე.

ბატონ გიორგიზე 60 წლის მეზობელი ზრუნავდა, დაჰყავდა ექიმთან, უვლიდა, საჭმელს უმზადებდა, მაგრამ ახლა ის საავადმყოფოში წევს და მოხუცი გამოკვლევებზე, კლინიკაში, სხვა ქალს დაჰყავს. პანდემიისა და თითქმის სრული სიბრმავის პირობებში, რომელიმე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბარიც კი ზედმეტია, ტაქსის ფულის გადახდა კი ქალს საკუთარი ჯიბიდან უწევს, რაც მის შესაძლებლობებსაც აღემატება. და ვერც იმას ვიტყვით დაბეჯითებით, რომ ის მომავალშიც გააგრძელებს უმწეო მოხუცზე ზრუნვას და მისი ხარჯების დაფარვას. ტრანსპორტი, წამლები, ოპერაცია, საკვები, სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები - ეს ყველაფერი 250 ლარის ოდენობის პენსიით და ლტოლვილთა 45 ლარიანი დახმარებით (ჯამში, დაახლოებით $92)! როგორ შეიძლება, ამ თანხით იცხოვროს თითქმის 90 წლის ადამიანმა, რომელსაც დახმარება ასე მწვავედ და სასწრაფოდ სჭირდება?!

ჩვენთან მისი მეზობელი, კობა მოვიდა. დახმარება მასაც სურს და ბატონ გიორგიზე მასაც შესტკივა გული. მათ საერთო ეზო აქვთ, ამიტომ კობას ტელეფონი - გიორგი თომაძის ერთადერთი კავშირია ამ სამყაროსთან.

– აქ მუშა შენობებია, - ამბობს კობა, - ეს სავაგონო დეპოს ტერიტორიაა, აქ დევნილები ცხოვრობენ. გიორგის სახლში წყალი ჩამოდის. სახურავი მან თავისი ხელით დააშენა. ყველაფერი ფირფიცრით არის გაკეთებული. ამ შენობებს შორის სიგანე ალბათ ორი მეტრია და მან საცხოვრებელი ორ შენობას შორის აიშენა. აი, ასეთი ფირფიცრის სახლია. შიგნით, ოთახებში კირია, სახურავზე კი - მხოლოდ ფირფიცარი. მას აუცილებლად სჭირდება ოპერაცია. სახელმწიფო 70 პროცენტს აფინანსებს, მაგრამ 30 პროცენტი თავად აქვს გადასახდელი. საიდან მას ეს ფული? ის ძალიან კეთილი ადამიანია, ყველას ეხმარებოდა, როდესაც ძალა შესწევდა. ახლა კი დახმარება მას სჭირდება. როგორ შეიძლება, ასე იცხოვროს, როდესაც თითქმის ვერაფერს ხედავს?! ძალიან მებრალება...

***

მეგობრებო, მოდით, ამ ადამიანს მხედველობის დაბრუნებაში და ამგვარად, სამყაროს ხელახლა შეცნობაში დავეხმაროთ; რომ როდესაც ის თვალებს გაახელს, თავის გარშემო მან ბევრად უკეთესი ცხოვრება დაინახოს, ბევრად ნათელი, თბილი და მხიარული, ვიდრე მას ამ ბოლო დროს ჰქონდა.

ბატონ გიორგის სტუმრები ძალიან გაუხარდება. ეწვიეთ მას, გაათბეთ იგი თქვენი სითბოთი, ის კი თქვენ თავისი სიკეთით გაგათბობთ.

  გიორგი თომაძის მისამართია:თბილისი, მეტროსადგური „გოცირიძე“, (ყოფილი „ელექტროდეპო“). სადაც არის სავაგონო დეპოს ტერიტორია. ზესტაფონის ქუჩა №22ა. მეზობლისტელეფონის ნომერი: 577 01 33 88 (კობა ლომიძე)

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ბაბუას გასაჭირის მიმართ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება!სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობებისგან დაზღვეული არავინაა.

უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთჩვენი პოსტი, რათაგიორგისგასაჭირის შესახებ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გიორგი თომაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: