ღმერთო ჩემო! რა გვეშველება?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთო ჩემო! რა გვეშველება?!

page info icon
2021 თებერვალი 8
გაიცანით, მეგობრებო! ცხოვრებაში ასეც ხდება ხოლმე... აი, რა დარჩა ამ ორი წლის წინანდელი სიცოცხლით სავსე, ქართველი ლამაზმანისგან! შეუცნობელ არს გზანი უფლისანი, მეგობრებო! სიცილი და სიხალისე ცრემლებმა და მწარე ტირილმა ჩაანაცვლა. ის ადრე ციბრუტივით ტრიალებდა, ახლა კი დამოუკიდებლად წამოდგომა, წყლის დალევა და საბნის დაფარებაც კი აღარ შეუძლია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
945 ₾
( 79 დონორი )
დასრულებულია

- ღმერთო, რა გვეშველება? - ამ კითხვას ლია (55 წლის) თავს ყოველდღე შიშით უსვამს. - გარდაუვალი სიბერე მიახლოვდება, ერთადერთი შვილი კი დავრდომილი მყავს... ეს ორი უმწეო და მარტოხელა ქალი ვის რაში ვჭირდებით?

ამ ოჯახში უბედურებათა სათვალავი დიდი ხნის წინ აირია... მათ გასაჭირი, ახლობლების გარდაცვალება და ავადმყოფობები თავზე თითქოს სიუხვის რქიდან ეყრებათ! საბრალო ლიას სიმწრისაგან საკუთარი თავი აღარ ახსოვს... 30 წლის ნათიამ, - მისმა ერთადერთმა შვილმა, რომელსაც იგი ზრდიდა და თავს ევლებოდა, რომელზეც იმედებს ამყარებდა და ოცნებობდა, რომ ის ბედნიერი იქნებოდა და მას შვილიშვილებს გაუჩენდა, - მოულოდნელად გადაადგილების, საუბრისა და ყველა ნორმალური ადამიანივით ცხოვრების უნარი დაკარგა. ამაზე დიდი საშინელება რაღა უნდა იყოს? 30 წლის ასაკში ნათია უკვე ქვრივია, მუცლის მოშლა რთულად გადაიტანა, შაქრიანი დიაბეტით იტანჯება და გარემოებათა საშინელი დამთხვევით, უმწეო დავრდომილად იქცა.

  - ასეთ რამეს მტერსაც კი არ ვუსურვებ! უფალო, შეისმინე ჩემი ლოცვები და დაგვეხმარე! - მწარედ ტირის ლია. - ყველაზე რთული საკუთარი შვილის, საკუთარი სისხლისა და ხორცის ტანჯვის ყურება, ყოველდღე მისი დათრგუნული მდგომარეობის დანახვა და მისი ტკივილის საკუთარ თავში გატარებაა...

  მიუხედავად იმისა, თუ რის გადატანა მოუწიათ ამ საბრალო ქალებს, მათ უფლის, ადამიანური სიკეთისა და მოყვასის სიყვარულის რწმენა არ დაუკარგავთ.

ნათია, მოგვიყევით, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? გოგონამ მხოლოდ ნაღვლიანად შემომხედა და თვალებზე ცრემლი მოადგა...

ლია: როცა ნათიას რამე სჭირდება, შეუძლია ამიხსნას, მაგრამ მისთვის სიტყვების წარმოთქმა და წინადადების დაწყობა რთულია, აქედან გამომდინარე, კომუნიკაცია უჭირს...

ლია, თუ შეიძლება, მაშინ თქვენ მოგვიყევით რა მოხდა?

ლია: ჩვენს ოჯახს უბედურება მთელი ცხოვრება თან სდევს... ორწლინახევრის წინ კი ჩემი ნათია, ჩემი ანგელოზი, დავრდომილი გახდა. დამოუკიდებლად მას არც სიარული, არც საუბარი და არც წყლის დალევა შეუძლია. ვაიმე, ვაიმე... (ტირის საბრალო ქალი.) ის ჩემი ერთადერთი შვილია - ჩემი სიხარული, ჩემი საყრდენი და იმედი... თავს ისე ვევლებოდი, მის განათლებაში იმდენი ძალისხმევა და ფული ჩავდე... მაგრამ ხომ ხედავთ, რა გამოვიდა? ახლა მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ მან ერთი ნაბიჯის გადადგმა მაინც შეძლოს. მე მას გვერდიდან არ ვშორდები, მისი დიდხანს დატოვების მეშინია. მას ყურადღება და მოვლა სჭირდება. რა სამსახურზე შეიძლება, რომ საუბარი იყოს? მე და ჩემი გოგო სიღარიბის ზღვარს მიღმა ვცხოვრობთ... მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. დრო უმოწყალოდ გადის. მეგონა, დავბერდებოდი, ჩემი შვილი მომივლიდა... მაგრამ ახლა, რა გვეშველება? რა გვეშველება მაშინ, როდესაც ორივე უძლური და მარტოხელა ვიქნებით? ჩვენზე ვინ იზრუნებს? (თავზარდაცემული ლია ხელებს სახეზე იფარებს).

გთხოვთ, დამშვიდდით და შეეცადეთ ყველაფერი თანამიმდევრობით გვიამბოთ.

ლია:ჩემი გოგონა 20 წლის ასაკში გათხოვდა, მალევე დაორსულდა, მაგრამ ბავშვი დაკარგა და ამის გამო, საშინლად განიცდიდა... ნერვიულობის ნიადაგზე შაქრიანი დიაბეტი განუვითარდა; ორწლინახევრის წინ კი, გარემოებათა საშინელი დამთხვევით, საავადმყოფოში მოხვდა და იქიდან უკვე დავრდომილი გამოვიდა.

მაშინ ის, მულთან ერთად, ახალციხეში მუშაობდა, დროულად ჭამა ვერ მოასწრო და პირდაპირ ქუჩაში დაეცა გულწასული, გზის ნაპირს თავი დაარტყა... ღმერთო, რა საშინელებაა ამ ყველაფრის გახსენება...

თუ საუბარი გიჭირთ, შეგვიძლია შევწყვიტოთ...

ლია: არა, არა, ვგრძნობ, რომ ჩემი ტკივილი უბრალოდ უნდა გაგიზიაროთ, უნდა დავიცალო... (სულს ითქვამს.) შემდეგ ისიც გაირკვა, რომ მანქანაში დაწვენისას, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მას კისერი არ დაუმაგრეს... საშინელებაა! ექვსი თვე უგონოდ იყო, ინსულტი გადაიტანა! ღმერთო, რა აღარ გამოვიარე! მაგრამ მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ მისი თავი არ წამართვა.

მთელი გულით თანაგიგრძნობთ. რას ამბობენ ექიმები? მისი დახმარება რამით თუ შეიძლება?

ლია: საქმე იმაშია, რომ მას ბევრი გამოკვლევა, მკურნალობა, წამალი, მასაჟი სჭირდება. ეს ყველაფერი ზღაპრული თანხები ჯდება. ფული საიდან უნდა მოვიტანოთ, როდესაც მხოლოდ შშმ პირთა დახმარებით ვცხოვრობთ და ისიც საკვებზეც კი არ გვყოფნის. მაგრამ მთლიანობაში, საშუალება რომ გვქონდეს, მდგომარეობა უიმედო არ არის. უფალი მოწყალეა, ვლოცულობ და მთელი გულით მჯერა, რომ ჩემი გოგონა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება!

მწოლიარე ავადმყოფის მოვლა რთულია. ყველაზე მეტად რა გიჭირთ?

ლია: მე ახალგაზრდა აღარ ვარ, გარდაუვალი სიბერე მიახლოვდება. ჩვენს ხვალინდელ დღეს შიშით წარმოვიდგენ ხოლმე... ფეხები მტკივა, ვენები გაგანიერებული მაქვს, შვილის აწევა უკვე ახლა მიჭირს და მერე რა იქნება? ვინ დაგვეხმარება? ჩვენ ხომ სრულიად მარტო ვართ! მე ვბერდები, შვილი - დავრდომილია, სად წავიდეთ? როგორ ვიცხოვრებთ, როდესაც ძალები საბოლოოდ გამომეცლება? მით უმეტეს, რომ წამლების გარდა, ნათიასთვის დიეტის დაცვა და საათობრივი კვება აუცილებელია.

თქვენ თქვით, რომ უბედურება თქვენს ოჯახს თან სდევს. შეგიძლიათ დაწვრილებით მოგვიყვეთ, რა იგულისხმეთ?

ლია: მე მძიმე ცხოვრება გამოვიარე... ჩემს ოჯახში, ჩემ გარდა, ყველას დიაბეტი აქვს. თბილისის კონსერვატორიის დამთავრებაზე და ვიოლონჩელისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ თავის სარჩენად, ორკესტრში დაკვრისთვის თავის დანებება და ქარხანაში მუშაობა მომიწია. ნაცნობობით გამათხოვეს, ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ გავბედე. ის კი ფუქსავატი გამოდგა, დალევა უყვარდა... რაც უნდა იყოს, გახსენებაც კი არ მინდა. ყველაფერს შვილის გამო ვითმენდი. ბაზარში მწვანილებს ვყიდდი, რომ ლუკმა-პურის ფული მეშოვა, შვილისთვის განათლება მიმეცა. ის ფარმაცევტულზე სწავლობდა, ბუღალტრის კურსები დაამთავრა, მაგრამ ნორმალური სამსახურის შოვნა ვერ შეძლო. როცა წამოვზარდეთ, ჩემს ქმარს გავშორდი და ორივე ჩვენი გზით წავედით. ჩემი ნათია ქვრივია. ის სიყვარულით გათხოვდა!  მაგრამ არც აქ აეწყო... ღმერთმა მათ შვილები არ მისცა, მისი ქმარი კი ცეროზისგან სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ნათია საავადმყოფოში იწვა. ექვსი წლის წინ კი დედა დავკარგე, რომელიც ჩვენი ერთადერთი საყრდენი იყო. ის საკუთარ თავს აკლებდა და თავის მცირე პენსიას ჩვენ გვიზიარებდა. ჩვენ საერთოდ არაფერი გვაქვს. 140 ლარი - ნათიას შშმ პირთა პენსია - აი, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი.

ეს თანხა რაზე გყოფნით?

ლია: საერთოდ არაფერზე. ჩემი ავადმყოფი შვილისთვის სრულფასოვან კვებაზეც კი არ გვყოფნის. საბედნიეროდ, კეთილი ნაცნობები არ გვივიწყებენ და ზოგჯერ სურსათით გვეხმარებიან... თუმცა ახლა, ამ ვირუსის გამო, უმუშევარი ბევრი დარჩა.

იცით, ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანი უფრო მალე მოვა დასახმარებლად, ვიდრე ნათესავი. როდესაც მარტო აღმოვჩნდი, სამსახურის გარეშე, დავრდომილი შვილით ხელში, ბაზარში მყოფმა ქალებმა, რომლებთანაც ადრე ვმუშაობდი, ცოტაოდენი ფული შეგვიგროვეს და სურსათით დაგვეხმარნენ... ამისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ! მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველას უჭირს, ისინი ცდილობენ, შეძლებისდაგვარად გვერდში დაგვიდგნენ. აი, ახლაც, საახალწლოდ, ნაცნობმა ფქვილი, თხილი და კანფეტებიც კი მოგვცა! ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს!

ნათესავები არ გეხმარებიან?

ვინ დაგვეხმარება? ჩემი ორი ძმიდან ორივეს დიაბეტი აქვს, ღარიბულად ცხოვრობენ, ნეტავ, როგორმე თავიანთი ოჯახები გამოკვებონ... ეს პატარა ოთახი ჩემს ერთ-ერთ ძმას ეკუთვნის, მან ის დროებით სულგრძელად დაგვითმო. აქ ყველაფერი დამპალია, ავეჯი იშლება, კაპიტალური შეკეთებაა საჭირო, მაგრამ სხვა თუ არაფერი, თავს ზემოთ ჭერი მაინც გვაქვს. ჩვენ არც ქვაბი გვაქვს და არც ქოთანი - ჩემი ქმრის სახლი ვალების გამო გაიყიდა.  

დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?

ლია:მითხრეს, რომ სახელმწიფო მსგავსი ტიპის მკურნალობას არ აფინანსებს, განცხადებაც კი არ მიიღეს... ჩვენ სოციალურად დაუცველის სტატუსი გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის დახმარება არ დაუნიშნავთ, ალბათ იფიქრეს, რომ ზედმეტად მდიდრულად ვცხოვრობთ.

ღმერთის თუ გწამთ?

ლია:ჩვენ ძალიან მორწმუნე ოჯახი ვართ. ცხოვრების გასაგრძელებლად ძალას მხოლოდ რწმენა გვაძლევს! წარმოიდგინეთ, გასულ წელს ნათიამ დიდმარხვა დაიცვა, თავიდან ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტის გამო, მისთვის ეს არ შეიძლება. მოძღვარმა მას მარხვის მკაცრად დაცვა აუკრძალა და რძის პროდუქტებზე კურთხევა მისცა. აღდგომის დღესასწაულზე მან ზიარება მიიღო და უზომოდ ბედნიერი იყო!

ლია, პირველ რიგში რა გჭირდებათ?

ლია:ნათიას მკურნალობა დიდძალ თანხებს მოითხოვს. დასაწყისისთვის, მას გამოკვლევა სჭირდება. თქვენ თუ ამაში დაგვეხმარებით, ჩვენს მადლიერებას საზღვარი არ ექნება!

ისე კი, თავადაც ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ... საერთოდ არანაირი პირობა არ გვაქვს. ძალიან მინდა, რომ სარეცხი მანქანა მქონდეს - ჩემთვის ხელით რეცხვა მძიმე შრომად იქცა. ასევე, მაცივარიც ძალიან გვჭირდება. ჩვენი ძალიან ძველია, გაფუჭდა, ორი დღის სამყოფ წვნიანსაც კი ვერ ვაკეთებ, რადგან მაშინვე მჟავდება, განსაკუთრებით ზაფხულში... ძალიან გვიჭირს, სოციალური დახმარება საჭმელზეც კი არ გვყოფნის! მით უმეტეს, რომ ნათიას დიეტის დაცვა სჭირდება.   

თუ შეიძლება, გვითხარით, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ლია:ჩემი ერთადერთი ოცნებაა, რომ ნათია ფეხზე წამოდგეს. მე სხვა არაფერზე ვოცნებობ, არაფერზე ვლოცულობ... ოღონდაც ჩემი გოგონა სიცოცხლეს დაუბრუნდეს და ბედნიერი იყოს! იცით, რა მითხრა? რომ თუკი მან ოდესმე ისევ შეძლო სიარული, ერთი წელი საწოლს არც კი მიუახლოვდება და არც წამოწვება! მჯერა, რომ ჩემს დედობრივ ლოცვებს უფალი  აუცილებლად შეისმენს!

***

მეგობრებო, ლია ორაძე და მისი შვილი, ნათია, სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. ახალგაზრდა, ლამაზი ქალი თვალის დახამხამებაში დავრდომილად იქცა, დაკარგა დამოუკიდებლად გადაადგილების, ჭამა-სმის და ნორმალურად საუბრის უნარიც კი. დედამისმა კი ფულის შოვნის შესაძლებლობა დაკარგა, რადგან ნათიას მუდმივი მოვლა სჭირდება.

  ნათიას რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება, მაგრამ მისი ღირებულების გადახდა ოჯახს არ შეუძლია. არადა, მისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!  დედა-შვილი ვიწრო ბინაშია შეყუჟული, მათ დამტვრეულ საწოლებზე სძინავთ და ძალიან სჭირდებათ ძირითადი ტექნიკა, როგორიცაა მაცივარი და სარეცხი მანქანა.

  ორაძეების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადვე შეგიძლიათ. მათი მისამართია: ქუთაისი, სულხან საბას გამზირი №85, ბინა 101

  ან დაურეკეთ ლიას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით. ტელეფონის ნომერი: 577 92 40 45

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:ორაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ლიას და ნათიასაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: