შენ ოღონდ არ მოკვდე!
ეს თუ სიზმარია, გაღვიძება არ მინდა
„ახლა დეიდას ვეტყვი, რომ წაგიყვანოს და შენ მაგივრად თოჯინა მომიტანოს! ისეთი მოუსვენარია... ჯერ ერთი წლისაა, მაგრამ თითქოს ბავშვების მთელი ჯგროა! ნახე, სათამაშოები მაჩუქეს, ის კი მართმევს“, - 8 წლის მეგი წარბშეკრული უყურებს დაიკოს. პატარა სესილის კი, რომელიც ჯერ ორი წლისაც არ არის, ამდენი სათამაშო ცხოვრებაში არ უნახავს; უფრო სწორად, საერთოდ არ უნახავს!
ზალიკაშვილების ოჯახის შესახებ უკვე მოგიყევით. მათ დიდი უბედურება დაატყდათ თავს - 5 წლის ნატო მძიმედ ავად არის. როცა ბავშვი ერთი თვის იყო, ის და დედამისი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ და სასწაულებრივად გადარჩნენ. დედამ ჯანმრთელობა შეინარჩუნა, მაგრამ ნატოს, მას შემდეგ, ერთი დღეც აღარ ახსოვს ტკივილის გარეშე. ბავშვი თვალებს ატრიალებს და თავს უკან ისე აგდებს, თითქოს სადაცაა ხერხემალში გადატყდება. დედამისი კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ შვილის ყველა სატკივარი მასზე გადავიდეს, მაგრამ შეძლებს თუ არა ამ ტკივილის ატანას, - არ იცის. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/725-zalikashvili
”ასეთი ბედნიერები არასდროს ვყოფილვართ... და საქმე ნივთებში კი არა, თქვენს მხარდაჭერაშია."
ამ ამბავმა გულგრილი არც ერთი თქვენგანი არ დატოვა და ამისთვის მადლობას გიხდით! გვინდა ის ემოციები გაგიზიაროთ, რომლებიც, მიუხედავად მძიმე დღეებისა, ამ ოჯახს აჩუქეთ. ჩვენთვის მხოლოდ სხვისი ტკივილის გადმოცემა კი არ არის მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია დაგანახოთ ის, რომ თუნდაც უმნიშვნელო დახმარებამ შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანის კი არა, მთელი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. სამწუხაროდ, პატარა, წამებულ ნატოს ჯანმრთელობას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ ის, რაც დედამისისთვის და მისი დებისთვის გავაკეთეთ, ძალიან ბევრს ნიშნავს.
„ჩემი და თოჯინაში გამიცვალეთ... ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ თოჯინა ძალიან მინდა.“
მეგი (8 წლის): მოდიიმით დავიწყოთ, რომ ამდენი სათამაშო ცხოვრებაში არ მქონია და ძალიან ბედნიერი ვარ! აი, ეს პატარა გოგო, რომელსაც სესილი ჰქვია, სულ ხელს მიშლის თამაშში, მაგრამ არა უშავს... მას თოჯინაში ვერ გამიცვლით? ვხუმრობ, რა თქმა უნდა! ჩემი დები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - ნატო; უბრალოდ სესილი მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევს...
– და რა ვერ გაგიყვიათ?
მეგი: ყველაფერი! თუნდაც დედა! რასაც ხელში ვიღებ, მასაც იგივე უნდა! ყველაფერზე ამბობს: „ჩემია, ჩემია, არ მოგცემ!“ უფრო მეტი სათამაშო რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამისთვისაც დი-ი-იდი მადლობა.
„ჩემია, არ მოგცემ!“
– ეკა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ეკა: სიტყვები არ მყოფნის. რა შემიძლია გითხრათ? დიდი მადლობა? ეს სიტყვები ჩემს მადლიერებას ვერანაირად ვერ გამოხატავს. თქვენმა მხარდაჭერამ ცხოვრება იმდენად შეგვიმსუბუქა, რომ ამ დახმარების წყალობით ძალიან მნიშვნელოვანი ყოფითი პრობლემები მოგვარდა. მსგავსი ფუფუნების უფლებას თავს ვერასდროს მივცემდით. დიახ, დიახ! ეს ყველაფერი ჩვენთვის უბრალო საყოფაცხოვრებო ტექნიკა კი არა, ფუფუნებაა. ღმერთმა დაგლოცოთ!
– ეკა, ძალიან გვიხარია, რომ ასეთ ემოციებში ხართ. ახალი მეგობრებიდან ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით? მათი სახელები თუ გახსოვთ?
ეკა: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს გასაჭირს გვერდი არ აუარა. ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ! და ყველა იმ ქართველით ვამაყობ, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაშია, თავისიანებს არ ივიწყებს. განსაკუთრებული მადლობა ნიკა სულაშვილს და მის მშვენიერ ოჯახს. ნიკამ, რომელიც საქართველოდან ათასობით კილომეტრში იმყოფება, ჩვენი გასაჭირი უყურადღებოდ ვერ დატოვა, გამოგვეხმაურა და ემიგრაციიდანაც კი გამოგვიწოდა დახმარების ხელი. ეს იმდენად ამაღელვებელია, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ვამბობ და თვალზე ცრემლი მადგება. მის წინაშე ქედს ვიხრი! უღრმესი მადლობა! დიდი მადლობა ფონდის ყველა მეგობარს!
„ყველა კუბი რომ ავაწყოთ, ჩემზე მაღალი ფიგურა გამოვა. ამდენი სათამაშო არასდროს მქონია.“
– არც კი ვიცი, გკითხოთ თუ არა ხელისუფლების დახმარების შესახებ. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მაინც თუ „გაიღვიძეს“?
ეკა: არა, სამწუხაროდ. არანაირი რეაქცია არ ყოფილა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი მადლობელი ვარ, რადგან ნატოს ხუთი ოპერაციიდან ორი დააფინანსეს.
„როცა სახლში ცხელი წყალია, თავს ნამდვილ ადამიანად და ქალად ვგრძნობ!“
– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ემოციები მკითხველებამდე მივიტანოთ. ისინი ამას ძალიან ელოდებიან. თქვენი სიხარულით ისინიც ხარობენ.
ეკა: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმ ემოციების და მადლიერების გამოსახატად, რასაც ახლა ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი იმის განცდაა, რომ მარტო აღარ ხარ და მეგობრები გყავს. თქვენთან შეხვედრამდე ცხელ წყალთან - ბავშვების ბანაობასთან, ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებით საშინელი პრობლემა გვქონდა. თქვენი საჩუქარი, - გაზის წყლის გამაცხელებელი, - მთელი ოჯახის ხსნაა. მაცივარს რაც შეეხება - ადრე ყოველღამე იმაზე ლოცვით ვიძინებდი, რომ ცივი ღამე ყოფილიყო და საჭმელი არ გაფუჭებულიყო. თქვენი ნაჩუქარი ტელევიზორის წყალობით სახლში მუსიკა ხშირად ისმის და ჩვენს ნატოსაც კი ჰგვრის ღიმილს. ჩვენთვის იმდენი გააკეთეთ!.. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ნატოსთვის დამხმარე ეტლი და წამლები იყო... მადლიერების სიტყვები არ მყოფნის. თითოეული თქვენგანისთვის ყოველდღე რომ ვილოცო, ალბათ საკმარისი არ იქნება, რომ მიხვდეთ, რამდენად მადლობელი ვარ!
„როგორც იქნა, ნატოს სუფთა ჰაერზე გასეირნების შესაძლებლობა ექნება და ოთხ კედელში აღარ იქნება გამომწყვდეული.“
მეგი: მეც მადლობას ვუხდი ყველას! ძალიან მიხარია, რომ დედას უხარია. ყველაფერი ძალიან მომეწონა.
– იქნებ კიდევ გაქვს რაიმე ოცნება?
მეგი: დიახ, მაქვს… რომ მოგიყვეთ, დედას ხომ არ ეწყინება?
– არა, რა თქმა უნდა! თან ჩვენი კეთილი მეგობრები დახმარებას აუცილებლად მოისურვებენ...
მეგი: ძალიან მჭირდება კომპიუტერი ან ტელეფონი. მათ გარეშე გაკვეთილების სწავლა ძალიან მიჭირს; არადა, დედას დავპირდი, რომ კარგად ვისწავლიდი, ექიმი გავხდებოდი და ნატოს განვკურნავდი.
– ნატოზე მომიყევი. სესილი რომ გაბრაზებს, მაგას კი მივხვდი...
მეგი: ნატო მთელ პლანეტაზე ყველაზე საყვარელი არსებაა. სულ წევს და წევს. ზოგჯერ ისეთ ხმებს გამოსცემს, თითქოს კნუტი იყოს... მაგრამ ვერ ვხვდები, რა უნდა. დედა ხვდება... წარმოიდგინეთ, ერთი თოჯინა მქონდა, ლამაზი თმებით, მაგრამ სესილიმ „გაბდღვნა“.
– ეგ როგორ?
მეგი: თმებით დაათრევდა და თმები „გაებდღვნა“. თოჯინა გაფუჭდა და ლამაზი აღარ არის. ისე მეწყინა... ვინმემ თოჯინა რომ მაჩუქოს, ძალიან მაგარი იქნებოდა! მხოლოდ მაშინ ვითამაშებდი, როცა სესილი დაიძინებდა.
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?
ეკა: ამაზე საუბარი ძალიან მერიდება, მაგრამ ერთი კვირის წინ სარეცხი მანქანა საბოლოოდ გაგვიფუჭდა, ხელით რეცხვა კი ძალიან მიჭირს... ასევე, ზამთრისთვის ბავშვებს თბილი ტანსაცმელი, ფაქტობრივად, არ აქვთ... მაგრამ ყველაზე მთავარი, რის თქმაც თქვენთვის და ფონდის მეგობრებისთვის მინდა, მადლიერების სიტყვებია. დიდი მადლობა, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე!
ამ ანგელოზს ჯანმრთელობას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ ჩვენ მისი ტანჯვის შემსუბუქება შეგვიძლია
***
მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც ზალიკაშვილების ოჯახს დაეხმარა და იმედი გვაქვს, რომ ამ მშვენიერ ოჯახს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, არაერთხელ დავეხმარებით. მათ სარეცხი მანქანა და თბილი ტანსაცმელი სჭირდებათ, რომ როგორმე ზამთარი გადააგორონ; მშვენიერ მეგის კი ძალიან სჭირდება თოჯინა და პატარა კომპიუტერი, რომ სწავლა შეძლოს.
ერთად ჩვენ ბევრი ღვთისნიერი საქმის კეთებას ვახერხებთ და მიუხედავად ამისა, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს. სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. პირველი არის იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე - იმის დაცვა, ვინც დაუცველია და რაც მთავარია - იმედის მიცემა მისთვის, ვინც ის დაკარგა!
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ზალიკაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/725-zalikashvili/reports/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 მაი 31 | მედიკამენტები | 149.91 | transferred |
2021 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 520 | paid |
2021 ივლ 3 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,199 | transferred |
2021 ივლ 8 | გაზის წყლის გამაცხელებელი | 445 | transferred |
2021 აგვ 17 | მედიკამენტები,პამპერსები | 99.12 | paid |
2021 აგვ 31 | პროდუქტები | 190.83 | transferred |
2021 ოქტ 29 | პროდუქტები | 150.64 | transferred |
სულ ხარჯი: 2,754.5 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 მაი 24 | ოლეგ ჯანჯღავა | 10 | Transfer to account |
2021 მაი 23 | ცეცხლაძე მარიკა | 1.54 | Transfer to account |
2021 მაი 22 | იორამიშვილი ნინო | 20 | Transfer to account |
2021 მაი 22 | ანა ირემაძე | 2 | Transfer to account |
2021 მაი 22 | მარიამ ფურცელაძე | 2 | Transfer to account |
2021 მაი 21 | ფარულავა რევაზი | 20 | Transfer to account |
2021 მაი 21 | დავითოშვილი მარი | 1 | Transfer to account |
2021 მაი 21 | ვანო ხვადაგიანი | 25 | Transfer to account |
2021 მაი 21 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
2021 მაი 20 | ლალი ჯაყელი | 20 | Transfer to account |
2021 მაი 20 | ნიკოლოზი კობახიძე | 10 | Transfer to account |
2021 მაი 19 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
2021 მაი 19 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
2021 მაი 19 | გურამი კაცაძე | 30 | Transfer to account |
2021 მაი 17 | ნინო ჭირაქაძე | 10 | Transfer to account |
2021 მაი 17 | იოსებ აბაიშვილი | 3 | Transfer to account |
2021 მაი 17 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
2021 მაი 17 | კობა ღერკენაშვილი | 10 | Transfer to account |
2021 მაი 16 | ჯოხთაბერიძე გიგა | 2 | Transfer to account |
2021 მაი 16 | გივი მურვანიძე | 15 | Transfer to account |
2021 მაი 15 | ანონიმი | 25 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 მაი 15 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
2021 მაი 15 | სახოკია ლაშა | 2 | Transfer to account |
2021 მაი 15 | სამყურაშვილი ოთარი | 2 | Transfer to account |
2021 მაი 15 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
2021 მაი 13 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 მაი 13 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
2021 მაი 13 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
2021 მაი 13 | საბა ჭეღელიძე | 2 | Transfer to account |
2021 მაი 12 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,754.05 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|