ეს ბავშვი სიმსივნით რომ მოკვდეს, ჩვენს თავს ვერ ვაპატიებთ!
2021 მაისი 17
4021
დიდი ხნის ნანატრმა, უფლისგან ბოძებულმა 3 წლის საბამ მშობლები შეიძლება ნებისმიერ დროს დატოვოს. ჰემანგიომა, იგივე კიბო, რომელიც ყოველ წუთს ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საფრთხეს ქმნის! ასეთი განაჩენი გამოუტანეს ბავშვს ექიმებმა დაბადებისთანავე.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,343 ₾
(
313 დონორი )
შვილის ღიმილის გამო, ყველაფერს დავთმობ...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
საბამ ხელი ჩამკიდა და ოთახისკენ მექაჩება. მაგრად მიჭერს პაწაწინა თითებს. (ნეტავ საიდან აქვს ბიჭუნას ამხელა ძალა?) შევრბივართ ოთახში, საბას სახეზე ბედნიერების ღიმილი ბრწყინავს: „ნახე! ნახე, ეს ტელევიზორია! ახლახან ვაფლს ვჭამდი და თან მულტფილმებს ვუყურებდი. ადრე მსგავსი არაფერი ყოფილა!“ მეგობრებო, წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერებით აივსო იზორიების მომცრო, ღარიბული სახლი?!
მაიას და მისი შვილის, საბას ისტორია რამდენიმე თვის წინ გიამბეთ. (მისი წაკითხვა აქ შეგიძლიათ: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/731-izoria/) შემდეგ კი, მათი ცხოვრება შეიცვალა!
„შეხედეთ ჩემს ხელებს. სულ დახეთქილი მაქვს. ჭრილობები მოშუშებას ვერ ასწრებდა, მუდმივად გაყინულ წყალში ვრეცხავდი. ახლა კი წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი. ფონდისა და გულისხმიერი ადამიანების დამსახურებით, ახლა სარეცხი მანქანა გვაქვს! კიდევ მაცივარი და ღუმელი. როგორც იქნა, შემიძლია გემრიელობებით გავანებივრო ჩემი შვილი. ჯერ ვერ გადამიწყვეტია, პირველად რა მოვამზადო. (იცინის) და რამდენი პროდუქტი და მედიკამენტი მივიღეთ! ღმერთო, არ მჯეროდა, რომ ასე ხდება! ეს ყველაფერი, ახლა, მხოლოდ თქვენი ფონდის წყალობით გვაქვს. ჩვენი გასაჭირი უამრავმა კეთილმა ადამიანმა გაიზიარა. დალოცვილები ყოფილიყვნენ, ოჯახებთან ერთად, ვლოცულობ მათი ჯანმრთელობისთვის“, - მაია ცრემლს იწმენდს და იღიმის…
- მაია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, თქვენს შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
მაია: საგრძნობლად... თითოეული თქვენი მეგობარი, უფლის საჩუქარია. ისინი ხომ, ჩვენი მეგობრებიც არიან?! მირეკავენ, მამხნევებენ. ჩვენთან შეხვედრა ბევრს უნდა, მაგრამ ხომ იცით, ამჟამად მსოფლიოში რა მდგომარეობაა?! პანდემია ისევ მძვინვარებს. თანაც, ქალაქიდან შორს ვცხოვრობთ, ძნელია ამხელა გზაზე ჩამოსვლა.
- კიდევ ვინ გინახულათ? ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
მაია: დიახ! დიდი მადლობა ანას თბილისიდან....ფოსტით ახალთახალი მიქსერი და ბლენდერი გამოგვიგზავნა. არასდროს მქონია ასეთი ნივთები. საოცარი ქალბატონი ზუგდიდიდან - მელანო მირცხულავა. მან „ბოშის“ ფირმის არაჩვეულებრივი მაცივარი გვაჩუქა. ჩვენი სულ ფუჭდებოდა. ისედაც რა გვქონდა საჭმელი და ისიც რომ გაფუჭდება უმაცივრობის გამო, ხომ გესმით, რა რთულია ისედაც ხელმოკლე ოჯახისთვის?!
ქალბატონმა მელანომ პროდუქტიც მოგვიტანა. ძალიან მადლობელი ვართ მისი. ვილოცებ, მისი სიკეთე ათმაგად დაუბრუნდეს.
კიდევ ერთმა ქალბატონმა, რომელმაც სახელი არ გვითხრა, გოგონა და ვაჟი გამოგზავნა და პროდუქტები გამოატანა, ასევე, ფულადი თანხაც. ქალს სოფო ჰქვია, მამაკაცის სახელი კი არ ვიცი. ხშირად ადამიანები ვინაობას არ ამჟღავნებენ, ამიტომ, მე მათ სიკეთის ელჩები დავარქვი. დაე ასე იყოს! მთავარი ისაა, რომ არასდროს დაგივიწყებთ, ჩემო სიკეთის ელჩებო!
- საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
მაია: ყველაფერი მომეწონა, თან ძალიან. აქ რაც არის, ყველაფერი ძალიან მჭირდებოდა. ზოგიერთი ნივთი, საერთოდ არასოდეს გვქონია, ისე გვიჭირდა ყოველთვის... (ტირის)
„სარეცხის ხელით რეცხვა აღარ მომიწევს!“
მომეწონა ტექნიკა: სარეცხი მენქანა შვებაა ჩემთვის, ტელევიზორი კი საბასთვის (იცინის) არა, საბუკა? (მიმართავს შვილს) საბას მულტფილმები უყვარს...
,,yeeeeees! დედამ თქვა, რომ ჩვენი ახალი ტელევიზორი ყველაზე მეტ მულტფილმს აჩვენებს“
ძალიან გამიხარდა საცხობი ღუმელი, ჩემი საბასთვის რამის გამოცხობას მაინც შევძლებ... მზას ვერ ვყიდულობთ, იმ კაპიკებით რასაც სოციალური სამსახური გვაძლევს, თავის რჩენაც კი წარმოუდგენელია, არათუ ტკბილეულზე ფიქრი... ბავშვს კი ყველაფერი უნდა...
„პურსაც გამოვაცხობ და ეკონომიას გავაკეთებ. ეს ნივთი ძალიან გამოგვადგება“
გამახარა ბენზინზე მომუშავე ხერხმა, რომლითაც უფრო მარტივად დავჭრით შეშას... ღუმელი გვაქვს, სოფელში ასე ვთბებით. შეშას ცულით ვჩეხავდით. ეს კი, მოგეხსენებათ, მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას. ჩემს მეუღლეს ეპილეფსია აქვს, ის ავადაა. რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაოს შესრულება მისთვის რთულია. არც ქალისთვისაა მარტივი...
,,ასეთი ხერხით, შეშის დაჭრა ნამდვილად გაგვიადვილდება...“
- საბა, შენ რა მოგეწონა?
საბა: მე ტკბილეული და კანფეტები... იმდენი მაქვს, როგორც მაღაზიაში...
მაია: მაღაზიაში ჩემი შეყვანა უყვარს, მექაჩება ხოლმე კალთაზე... მაგრამ რა უნდა ვუყიდო 250 ლარიანი სოციალური დახმარებით, რომელიც მარტო პურის და კარტოფილის საყიდლად გვყოფნის?!
,,ვაშაააა! აქ იმდენი ვაფლია, როგორც მაღაზიაში... ძალიან მიყვარს!“
,, უფრო მშვიდად ვარ, როდესაც სახლში გვაქვს საბასთვის და ელდარისთვის საჭირო მედიკამენტები!“
- ჩვენს სტატიას, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? რაიმე სახის დახმარება თუ გაგიწიეს?
მაია: დიახ, რემონტისათვის ჩაგვირიცხეს თანხა. მაგრამ იმდენად მცირედი, რომ ვერაფრის გარემონტება ვერ მოვახერხეთ - მხოლოდ ნაგებობის გასამაგრებელი მასალა ვიყიდეთ. ამისთვისაც უსაზღვროდ მადლობლები ვართ... ვიცი, ჩვენს გარდა, ხელისუფლებისგან დახმარებას უამრავი ოჯახი ითხოვს. ბიუჯეტი ყველას და ყველაფერს ვერ გასწვდება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? თქვენც იცით, ჩვენი სახლი რა დღეშია - ყველგან წყალი ჩამოდის და ქარი უბერავს. მცირეწლოვანი სნეული ბავშვის ასეთ პირობებში აღზრდა ძალიან მიჭირს. ჩემი მეუღლეც ავადაა - ეპილეფსია აქვს - გაუჭირდება საკუთარი ხელით შეკეთება... მაგრამ ვინღა ჩივის, ოღონდ მასალები იყოს...
ძვირფასო მეგობრებო! ფონდის გულშემატკივრებო! ამ გაჭირვებული ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. სახლი, სადაც იზორიები ცხოვრობენ, უწინდებურად საშინელ მდგომარეობაშია. აუცილებელია სახურავის შეკეთება, სწორედ ამის გამო, ოთახების სათანადოდ გათბობა ვერ ხერხდება. საბა ხშირად ცივდება, რაც მის იმუნიტეტს, კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.
ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ მივიტანოთ გულთან ახლოს მათი მდგომარეობა. მცირედით მაინც დავეხმაროთ. მაია ამბობს, რომ თქვენს მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, მათთვის ათასებს უდრის!
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: იზორიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/731-izoria/.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 ივლ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 795 | paid |
2021 სექ 20 | მედიკამენტები | 149.84 | transferred |
2021 სექ 20 | პროდუქტები | 200 | transferred |
2021 ნოე 1 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,660 | transferred |
2021 ნოე 17 | პროდუქტები | 200 | transferred |
2021 ნოე 17 | ბენზოხერხი | 470 | transferred |
2021 ნოე 17 | მაგიდა და სკამები | 530 | transferred |
2021 ნოე 19 | მედიკამენტები | 97.08 | transferred |
2022 მარ 18 | პროდუქტები | 242.01 | transferred |
სულ ხარჯი: 4,343.93 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 ივლ 17 | გიორგი ფიცხელაური | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 15 | ნინო ნიშნიანიძე | 360 | Transfer to account |
2021 ივლ 15 | ქავთარაძე ილია | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 15 | ლალიაშვილი მაკა | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 15 | ნუცუბიძე ნოდარი | 2 | Transfer to account |
2021 ივლ 15 | გიორგი ნოზაძე | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 14 | სიმონ გოლოშვილი | 20 | Transfer to account |
2021 ივლ 13 | ბერიძე ზაზა | 20 | Transfer to account |
2021 ივლ 13 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 13 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 13 | გიორგი ნატრაძე | 20 | Transfer to account |
2021 ივლ 12 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 ივლ 12 | ყოლბაია ირაკლი | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 12 | კაპანაძე ნინო | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 12 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 12 | ბერუაშვილი ბაჩუკი | 1 | Transfer to account |
2021 ივლ 12 | თურმანიძე გოჩა ამირანის ძე | 7 | Transfer to account |
2021 ივლ 12 | უჩა ფუხაშვილი | 2 | Transfer to account |
2021 ივლ 12 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 12 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
2021 ივლ 12 | შორენა ბიჭიკაშვილი | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 11 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
2021 ივლ 10 | ნინო სურგულაძე | 3 | Transfer to account |
2021 ივლ 10 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 10 | ქეთევან კვაჭანტირაძე | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 10 | გიორგი გოგოლაძე | 2 | Transfer to account |
2021 ივლ 9 | ნაჭყებია გურამ | 50 | Transfer to account |
2021 ივლ 9 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
2021 ივლ 9 | მჭედლიძე ალექსანდრე | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 9 | ირაკლი ბერიძე | 30 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,343.31 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რატომ იტანჯები ასე, პატარავ?! რატომ გგონია, რომ არავის უყვარხარ საკუთარ ოჯახში, მშობლიურ საქართველოში, რომ შენი და-ძმები, მშობლები და უბრალო ადამიანები ზედმეტად გთვლიან, რომ მალე მოკვდები და შენი გადამრჩენელი არავინ არის?!
გვიყვარხარ, ლუკა! როდესაც გაიზრდები და ამ სტატიას წაიკითხავ, მიხვდები, რომ შენს საქართველოში ხალხმა ექიმები თურქეთში მოძებნა შენთვის. იქ, სადაც სიკვდილზე კი არ ესაუბრებიან...
შეგროვებულია
856.52 ₾
დაეხმარა
31
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
5,748.38 ₾
დაეხმარა
546
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ჩემი ხმა მოგენატრება, დედა“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბერს წარმოთქვა უბედური დედის შვილმა, მირიანმა. ამ სიტყვების შემდეგ ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან...
შეგროვებულია
16,582 ₾
დაეხმარა
1,032
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
33,297.84 ₾
დაეხმარა
1,837
|