„ზედმეტი“ ადამიანი საქართველოში - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ზედმეტი“ ადამიანი საქართველოში

page info icon
2021 ივნისი 2
„ზოგჯერ მესიზმრება, რომ ისევ დავდივარ... მერე თვალებს ვახელ და ვცდილობ ხელ-ფეხი გავანძრიო, მაგრამ არ გამომდის... ტკივილით ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და გულზე სევდა მაწვება... თითქოს საკუთარი სხეულის ტყვედ ვიქეცი“, - გვიყვება 31 წლის გოგა ბერიშვილი და თვალებზე ცრემლები ადგება; მათ დამალვას ცდილობს, მაგრამ მის ყოველ სიტყვაში სასოწარკვეთა ისმის.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,761 ₾
( 144 დონორი )
დასრულებულია

„ზოგჯერ მესიზმრება, რომ ისევ დავდივარ... მერე თვალებს ვახელ და ვცდილობ ხელ-ფეხი გავანძრიო, მაგრამ არ გამომდის... ტკივილით ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და გულზე სევდა მაწვება... თითქოს საკუთარი სხეულის ტყვედ ვიქეცი“, - გვიყვება 31 წლის გოგა ბერიშვილი და თვალებზე ცრემლები ადგება; მათ დამალვას ცდილობს, მაგრამ მის ყოველ სიტყვაში სასოწარკვეთა ისმის.

გოგას ცხოვრება თვალის დახამხამებაში ორ ნაწილად გაიყო - მანამდე და შემდეგ. მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა თავდაპირველად ექიმებს ამაზე არც კი უფიქრიათ - კაცი ძალიან ახალგაზრდა იყო. ინსულტის შედეგად გოგა პარალიზებული დარჩა: სხეულის მთელ მარცხენა მხარეს, თავიდან ფეხამდე, საერთოდ ვეღარ გრძნობს. ახალგაზრდა კაცს დამოუკიდებლად აღარც გადაადგილება შეუძლია და აღარც ჭამა. მას მუდმივად დახმარება სჭირდება. გოგას გვერდით დედა ჰყავს, მთვარისა, რომელიც შვილს ერთი ნაბიჯითაც კი არ შორდება.

ბოლო 6 თვის განმავლობაში გოგა კი არ ცხოვრობს, არამედ არსებობს. ახალგაზრდა კაცი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ყოველდღე იბრძვის. ფეხზე დადგომის შანსი კი აქვს, მაგრამ ძვირადღირებული სარეაბილიტაციო კურსები სასწრაფოდ სჭირდება. არსებობს პროცედურები და არიან სპეციალისტები, რომლებსაც ახალგაზრდა კაცის დახმარება შეუძლიათ, მაგრამ საქმე ფასშია - ოჯახი ამ თანხას უბრალოდ ვერ გადაიხდის! მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, 30 ლარის ოდენობით, რომელიც არათუ წამლებზე, არამედ საკვებზეც კი არ ჰყოფნით.  

„ფონდის ყველა მეგობარს ვევედრები: ილოცეთ ჩემთვის, რომ ოცნება ამისრულდეს და დამოუკიდებლად სიარული ისევ შევძლო!“ - გვევედრება გოგა.

გოგა, მოგვიყევით, რა გასაჭირმა მოგიყვანათ ჩვენთან?

გოგა:ექვს თვეზე მეტია ჩემი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა. ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. ექიმები ამბობენ, რომ გამოჯანმრთელების შანსი არსებობს, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ შანსი მაქვს, მკურნალობის ფული კი არა.

თქვენი დაავადების შესახებ როგორ შეიტყვეთ?

გოგა:ჯერ კიდევ სტუდენტობისას მიკროინფარქტი გადავიტანე. სწავლასთან დაკავშირებით პატარა პრობლემები მქონდა, ძალიან ვინერვიულე და როგორც ჩანს, ნერვიულობამ თავისი ქნა. საავადმყოფოში ვიწექი, წამლები დამინიშნეს და მალე გამოვჯანმრთელდი. ამის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობდი, ცუდს არაფერი მოასწავებდა...

მაგრამ შვიდი წლის შემდეგ სხვა ავადმყოფობამ დამაგდო, თუმცა ბევრად უფრო ძლიერ. ძმასთან ერთად ქალაქში ვსეირნობდი და უცებ თავი ცუდად ვიგრძენი. ძლიერი თავის ტკივილი მახსოვს, ხელ-ფეხი თითქოს ბამბასავით გამიხდა და გონება დავკარგე. მოგვიანებით ჩემმა ძმამ მითხრა, რომ თურმე სახე მომეღრიცა: მარცხენა მხარე - წარბი, ტუჩის კუთხეები და თვალები ქვემოთ ჩამომეწია.

გონს საავადმყოფოში მოვეგე. ექიმებმა ინსულტის დიაგნოზი დამისვეს. ტვინის დაზიანება საკმაოდ ვრცელი იყო. შედეგად, პარალიზებული დავრჩი. სხეულის მარცხენა მხარე აღარ მემორჩილება - ვეღარაფერს ვგრძნობ. დამოუკიდებლად აღარც სიარული შემიძლია, აღარც მოძრაობა, აღარც ჩაცმა და ჭამითაც კი ვეღარ ვჭამ ჩემით. სრულიად არაქმედუნარიანი გავხდი...

ახლა თავს როგორ გრძნობთ?

გოგა:მძიმედ... პერიოდულად ისეთი ტკივილები მაქვს, ლამის კედლებზე გავიდე! აუტანელია! ზოგჯერ წვის შეგრძნება მაქვს, კიდურებში მიელავს, მაგრამ ტკივილზე უარესი საკუთარი უმწეობის შეგრძნებაა. უფროსი ძმა მყავს, რომელიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მუშაობს. ჩემი ოჯახის საყრდენი და მხარდაჭერა მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა, სხვისი დახმარების გარეშე, მე თვითონაც არ შემიძლია. ეგ მკლავს! დედა რომ არა...

ექიმების პროგნოზი როგორია?

გოგა:ამბობენ, რომ ახლა მთავარია დრო არ დავკარგოთ, იმიტომ რომ ინსულტის დროს ყოველი დღე მნიშვნელოვანია. რაც მალე დავიწყებ მკურნალობას, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი. ექიმები ამბობენ, რომ სანამ ორგანიზმი ახალგაზრდაა, სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, არის იმის შანსი, რომ სრულიად გამოვჯანმრთელდე, მაგრამ ექიმების მომსახურება ძვირი ჯდება, ჩვენ კი ასეთი თანხები არ გვაქვს... ზოგჯერ, რაღაც მომენტებში, კიდურებში რაღაცას ვგრძნობ, მგრძნობელობა მიბრუნდება... მგონია, რომ სხეული ასე მაძლევს სიგნალს, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული.

რა სახსრებით ცხოვრობთ?

გოგა:ხალხი დაგვეხმარა! ინსულტი რომ დამემართა, მშობლებთან, ზუგდიდში ვიყავი. ინსულტის შემდეგ თბილისში გადმომიყვანეს და დედაჩემიც აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, რომ ჩემზე ეზრუნა. როცა ჩემი ავადმყოფობის შესახებ შეიტყვეს, მეზობლებმა და მეგობრებმა ფული მოაგროვეს და ჩემი მკურნალობის ხარჯები ასე დაფარეს. ამ წლის იანვარში კი ჩვენს ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა - მოულოდნელად მამა გარდამეცვალა. ეს ყველასთვის ნამდვილი დარტყმა იყო! მეზობლებმა, ნათესავებმა და უბრალოდ არაგულგრილმა ადამიანებმა ისევ მოგვიგროვეს ფული, რომლითაც მამა დავკრძალეთ. თანხის დარჩენილ ნაწილს კი დედა ახლა იზოგავს, ჩემს მკურნალობაზე ხარჯავს და ასე ვცხოვრობთ... უფრო სწორედ, ვარსებობთ.

ეს თქვენი საკუთარი სახლია?

გოგა:არა, ნაქირავებია. ამას სახლსაც კი ვერ ვუწოდებ; ერთი პატარა ოთახია, რომელშიც ერთი კაციც კი ვერ დაეტეოდა, ჩვენ კი ორნი ვართ - მე და დედა... მაგრამ თავს ამაზე უკეთესის უფლებას ვერ ვაძლევთ. ოთახში ნესტი და სიცივეა; ორი საწოლი, პატარა მაგიდა, კარადა და ხელსაბანი დგას. სულ ესაა! აბაზანა და საპირფარეშო ეზოშია და მეზობლებთან საერთოა.  

სახელმწიფო არ გეხმარებათ?

გოგა:სოციალურ დახმარებას მიხდიან - თვეში 30 ლარს. არც ინვალიდობის პენსიას ვიღებ და არც რაიმე დამატებით დახმარებას.

(ჩვენს საუბარს გოგას დედა - 52 წლის მთვარისა ჯინჯორია უერთდება.)

მთვარისა:ყველა შესაძლო ინსტანციისთვის არაერთხელ მიმიმართავს, მაგრამ გულგრილობის ცივი კედელი ვერაფრით გავარღვიე. სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც უნდა გვეხმარებოდნენ, ჩვენს გასაჭირს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ. თვეში 30 ლარი კი რაზე უნდა გვეყოს? ჩემს შვილს მუდმივად სჭირდება წამლები, სარეაბილიტაციო კურსები, რისი საშუალებაც არ გვაქვს. რა ვქნათ? როგორ ვიცხოვროთ? მუშაობაც კი არ შემიძლია - შვილი მყავს მისახედი...  

ჩემი ქმარი ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა. კაცი ფაქტობრივად რამდენიმე საათში გათავდა... კიდევ რამდენი დანაკარგი უნდა გადავიტანოთ? ამას უკვე ვეღარ გადავიტან! (ტირის.)

– ქალბატონო მთვარისა, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას! ამ წუთას დახმარება მხოლოდ შვილის მკურნალობაში გჭირდებათ?

მთვარისა: ყველაზემთავარი ესაა! თქვენც კარგად ხედავთ, რას საშინელ პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ შვილის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერია! ოღონდ გამოჯანმრთელდეს და მეტი არაფერი მინდა!

ამიტომ დახმარება ძალიან გვჭირდება! ჩემს შვილს სპეციალური წამლები, სარეაბილიტაციო კურსები და სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრის ფული არ გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ და ფონდის მეგობრები დაგვეხმარებით! თქვენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ! (ტირის.)

იცით, ჩემი შვილი თავის ოცნებებს სულ მიზიარებს. მუდამ სევდიანია და ზოგჯერ სასოწარკვეთილების პირასაა. დედა ვარ და ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვა გულს მიკლავს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამემამულეები დაგვეხმარებიან!

გოგა, უცხო ხალხის სიკეთის გჯერათ?

გოგა:რა თქმა უნდა, მჯერა! მას შემდეგ, რაც ავად გავხდი, სწორედ უცხო ხალხი დამეხმარა. უფალს ყოველდღე ვევედრები, რომ გამოჯანმრთელებაში დამეხმაროს! ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, მინდა ყველას გთხოვოთ - ილოცეთ ჩემთვის! მინდა სიარული და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება ისევ შევძლო!  

***

მეგობრებო, ახალგაზრდა კაცი, გოგა ბერიშვილი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი ინსულტმა მოტეხა და მოძრაობისა და ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა წაართვა. მას დახმარება სჭირდება! გოგას სჯერა, რომ თქვენ მას გასაჭირში არ მიატოვებთ და დაეხმარებით. ნუ იქნებით გულგრილნი! გამოეხმაურეთ ბერიშვილების ოჯახის გასაჭირს!

გოგას ძალიან სჭირდება ძვირადღირებული გამოკვლევები, წამლები და სარეაბილიტაციო მკურნალობა. კაცი ოცნებობს, რომ ფეხზე ისევ დადგეს და იმ ცხოვრებით იცხოვროს, რომელსაც ახლა მოკლებულია.

დროთა განმავლობაში გოგას მონახულებას თქვენც შეძლებთ. ეს ძალიან კეთილშობილური საქციელი იქნება! ჩვენ მის მისამართს სიამოვნებით გაგიზიარებთ, მაგრამ მანამდე, მან ჯერ მკურნალობა უნდა დაიწყოს და ოდნავ მაინც გაიუმჯობესოს თავისი მდგომარეობა, რადგან ნებისმიერი მღელვარება მის ჯანმრთელობაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გოგა ბერიშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: