გოგონას სხეულზე ნაიარევი, მომავალი დედისთვის ყველაზე საშინელი ტრაგედიაა!
2021 დეკემბერი 7
როცა 5 წლის ნინი ჩირაღდანივით აალდა, დედამ შიშისგან გონება დაკარგა და კიბიდან ჩამოვარდა. მეზობლები გოგონას ჩაქრობას ცდილობდნენ და ცეცხლმოკიდებულ ტანსაცმელს კანიანად ხდიდნენ... კატასტროფის ბრიგადის ქალაქიდან ჩამოსვლას ოთხი საათი ელოდებოდნენ, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთის ოთხი საათი იყო! პატარას განწირული კივილი მეზობელ სოფლებს ესმოდა, დედის გოდება კი ზეცას!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,327 ₾
(
197 დონორი )
თქვენ საქართველოს კიდევ ექვსი შვილი გაათბეთ და გაახარეთ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
გვსურს გაგახსენოთ თეთრაძეების უსაყვარლესი ოჯახი და მათი ხუთი წლის ულამაზესი ნინო, რომელიც ცეცხლის ალს სასწაულით გადაურჩა, მაგრამ მაინც მიიღო ფეხზე დამწვრობა, რომელმაც სამუდამო ნაიარევი დაუტოვა. კვალი, რომლიც სამედიცინო ჩარევის გარეშე არასდროს გაქრება. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/808-tetradze/
მართალია, ნინოს ოპერაცია ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ თქვენ მაინც შეძელით ის, რომ ახლა მათ სახლში ონკანიდან წყალი მოდის და აღარ უწევთ მისი გარედან ბოთლებით ზიდვა. თქვენი ერთიანობით ისიც მოახერხეთ, რომ ახლა მათ სახლში თბილა და გაზის გამათბობლის წყალობით, ცივი ზამთრის მოსვლის აღარ შეეშინდებათ.
მონდომებას და სიკეთეს, ყოველთვის შეუძლია რაღაც მნიშვნელოვანის შეცვლა ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ, გთხოვთ, ეს ამბავი თქვენს მეგობრებსაც გაუზიაროთ, რათა კვლავ შევძლოთ ამ დიდი ოჯახის დახმარება.
„ეს მე-ე... ეს შე-ე-ენ... ეს კი, ჩვენს პატარა დაიკოს. დანარჩენი, ჩვენს ძმებსაც შევუნახოთ...“
- ახლა როგორ ხართ, ლელა? ძალიან გვაინტერესებს, თუ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ლელა: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცხოვრება გაიყო ორ ნაწილად, თქვენს გამოჩენამდე, და თქვენი გამოჩენის შემდეგ. თქვენს გამოჩენამდე, გვციოდა, გვშიოდა, არ გვქონდა საკმარისი ტანსაცმელი, ნინოს მალამოს ფულსაც კი ვერ ვშოულობდი, თვეში ერთხელ რომ მეყიდა, და ნაიარევზე წამესვა. ზამთრის ძალიან გვეშინოდა და მისი მოსვლა არ გვინდოდა იმიტომ, რომ გაუსაძლისი სიცივის ატანა გვიწევდა. ახლა, ჩვენს სახლში თბილა, ბავშვებს შეუძლიათ, სახლში ქურთუკებით აღარ ითამაშონ, ძილის დროს კი, გაიხადონ ქუდები და შარვლები. რაც მთავარია, ჩვენი ონკანიდან წყალი მოდის, რამაც ძალიან გაგვიმარტივა ცხოვრება. ჩვენთვის, ეს უკვე კომფორტია... არც კი ვიცი, რა სიტყვებით დაგლოცოთ, მოგეფეროთ და მოგესიყვარულოთ. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ჩემი ოჯახის სახით, თქვენ, საქართველოში ექვსი ბავშვით მეტი გაათბეთ, დააპურეთ და გაახარეთ.
„იმდენი მინდა, ცამდე რომ მიწვდეს“
- ჩვენი ფონდის მეშვეობით, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? ყველაზე მეტად, ვინ დაგამახსოვრათ თავი, იქნებ, მათი სახელიც გახსოვთ?
ლელა: იცით, ძალიან გამახარა ყურადღებამ, მოკითხვამ და თუნდაც, სიტყვიერმა გვერდში დგომამ, რამაც კიდევ ერთხელ გამიღრმავა ის მოსაზრება, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი... ეს, რაღაც ადამიანურია... რომელიც სხვანაირად გამდიდრებს და გაძლიერებს. თავი განსაკუთრებით დამამახსოვრა ნანუკა პურიჭამიაშვილმა, რომელიც გასაოცარი ადამიანია, არც ერთი თვე არ ავიწყდება, რომ უყიდოს და მოუტანოს ჩემს ნინოს მალამო, რომელიც 100 ლარი ღირს. არც კი ვიცი, ის რომ არა, მე როგორ ვიყიდიდი ამ წამალს. სიტყვებით გადმოუცემელია, რამხელა შეღავათია ჩემთვის მისი დახმარება. აუცილებლად მინდა გავიხსენო ლიკა (გვარს ვერ ვიხსენებ.), რომელმაც ტანსაცმელი მოუტანა ჩემს შვილებს და უზომოდ გაახარა ისინი. ასევე, აუცილებლად მინდა, დიდი სიყვარულით და მადლიერებით გავიხსენო მამა გიორგი, ნინოს ნათლია, რომელიც მსახურობს ადგილობრივ ეკლესიაში და ჩემი ნინო არასდროს ავიწყდება, მან მოუტანა მალამო და ფეხსაცმელი. ხომ გესმით, სულიერი და ფიზიკური თანადგომა ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის... მინდა, თვითოეულ თქვენგანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემი ოჯახის გახარებაში, გულმხურვალე მადლობა გადაგიხადოთ. გითხრათ, რომ უიშვიათესი გული გაქვთ და საქართველო სწორედ თქვენნაირი ადამიანებით გაიხარებს... გამრავლდით და გაიხარეთ!!!
„ნინი, ეს რა არის? - ეს შამპუნია, ეს კიდევ, დედამ ასე თქვა, ზამთარში სახეზე უნდა წაისვათ, რომ აღარ დაგისკდეთ კანიო“
„ახლა, მეც რეკლამაში გადამიღებენ“
იცი, ახლა ულევი წყალი გვექნება და ძილის წინ, დასაბანად აღარ გამოვალთ გარეთ.
- ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ლელა: ძალიან მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით: არანაირი! მათი პასუხია, რომ ბიუჯეტში არ არის თანხა. აღარც აინტერესებთ რას ეუბნები, მტკიცე უარი და მორჩა! ასეა, ასე...
- ლელა რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ლელა: ჩვენთვის, ეს დახმარება ნიშნავს სახლში სითბოს, სიმყუდროვეს, კომფორტს, სიმშვიდეს... სიტყვები არ გამომელევა ამის გადმოსაცემად. თქვენი მოტანილი ტკბილეულით, სათამაშოებით და პროდუქტით, ძალიან გაგვიხანგრძლივეთ მშვიდი დღეები. თუმცა, მარაგი როგორც კი გამოილია, ძალიან მოიწყინეს ბავშვებმა, და მეც. ხშირად მეკითხებოდნენ: „დედა, კიდევ როდის გვექნება ამდენი საჭმელი და სასუსნავიო?“ ძალიან მოეწონათ, შეეჩვივნენ და გაუჭირდათ უარის თქმა. მაგრამ რას ვიზამთ, სამყაროში, არაფერი არსებობს ულიმიტო, თავად სამყაროს გარდა.
- ბავშვებო, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
ნინო: მე, ყველაზე ძალიან „სოსკიანი“ თოჯინა გამიხარდა. რაც მომიტანეთ, მას მერე სულ ჩემთანაა და ხელი-ხელ ჩაკიდებულები დავდივართ, ვაჭმევ, ვაბანავებ, სულ ჩახუტებული დამყავს და ველაპარაკები, სადაც ცეცხლია, იქ ახლოს არ მივდივართ , მეშინია ჩემი თოჯინაც რომ არ დაიწვას.
- ნინო შენს და-ძმებს რა მოეწონათ?
ნინო: ჩემს და-ძმებს, ძალიან გაუხარდათ შოკოლადები და „პეჩენიები“.
მ-მ-მ-მ.... კიდე ტანსაცმელები და ა-ა-ა... კიდევ სახლში რომ თბილა, ეგ გვიხარია ყველას ძალიან...
„ჩუმად, ჩუმად არვინ გაგვიგოს...“
ნახეთ რა დევს შიგნით, დედიკომ თქვა, ეს ჩვენს სახლს გაათბობსო“
- ლელა, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე გადაუჭრელი პრობლემა, რაშიც ჩვენს ფონდს თქვენი დახმარება შეუძლია?
ლელა: პრობლემებს რა დალევს, ჩემო კარგო, იმდენია... მაგრამ ახლა, მათი ჩამოთვლის მერიდება კიდეც. იმის მერე, რა დახმარებაც გამიწიეთ, როგორღა ამოვიღო რამეზე ხმა.
- ნუ გერიდებათ, გვითხარით, გთხოვთ. ჩვენი ფონდი ხომ ამისთვის არსებობს, რომ დაგეხმაროთ.
ლელა: ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არის საკვები პროდუქტი, თავი რომ გავიტანოთ და მშივრები არ ვიყოთ. გვჭირდება ნებისმიერი სახის ჭურჭელი, ყველაფერზე თანახმა ვარ, ვის რის საშუალებაც ექნება. ასევე, ბავშვებისთვის გამოსაცვლელი ტანისამოსი. მართალია, რაღაც ნაწილი უკვე გვაჩუქეს, მაგრამ ექვსი ბავშვი მყავს, ძალიან აქტიურები, ხშირად ეხევათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხშირად ისვრებიან თამაშის დროს. არ გვაქვს იმდენი სამოსი, რომ ექვსივეს ეყოს. ამის გამო, ხშირად, სკოლაში წასვლაც არ უნდათ .
გარდა ამისა, სახლში სულ ორი საწოლი გვაქვს, და ორივე ჩატეხილია. თუ ძალიან ბევრს არ ვითხოვ, იქნებ, ნორმალური საწოლიც გვეღირსოს. ძირითადად, ეს არის ჩვენი ყოველდღიური პრობლემები რომელსაც ერთად ვებრძვით, პატარებიც და დიდებიც.
„დედა , სანამ კარგი საწოლი გვექნება, შეიძლება, აქ დავიძინო ხოლმე?“
***
ფონდის კეთილო და უანგარო წევრებო, მათ ჟანგბადივით ესაჭიროებათ თქვენი დახმარება. წარმოიდგინეთ, სკოლაში დახეული ფეხსაცმელით სიარული, ან ექვსი ბავშვით ჩატეხილ საწოლზე ძილი როგორია. ძალიან ამაღელვებელია, როდესაც ხედავ მათ გაჭირვებას შეგუებულ თვალებს, და არ იცი, ეს გაჭირვება მათ სადამდე მიიყვანთ. დედას არ აქვს იმის საშუალება, რომ ექვსი ბავშვი გამოკვებოს, ჩააცვას, მყარ საწოლზე დააძინოს. სწორედ ამიტომ, ეს ოჯახი, თქვენი გაერთიანების და კეთილი ნების იმედად რჩება.
მეგობრებო, ეცადეთ მიაქციოთ ამ ოჯახს ყურადღება და ელემენტარული დახმარება გაუწიოთ მათ, ვისაც როგორ შეგიძლიათ. სიკეთე არ არის მოცემულობა, რომელიც ხან დიდია, ხან პატარა. მთავარია, იყოს გულწრფელი და აუცილებლად აყვავდება. კვირტები ფოთლებად გადაიქცევა და გამრავლდება.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ ყველა თქვენი პრობლემა იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლელა თეთრაძე)
თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/808-tetradze/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 იან 21 | წყლის ტუმბო | 923 | transferred |
2022 იან 31 | გაზის გამათბობელი | 620 | transferred |
2022 თებ 28 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 385 | paid |
2022 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 80 | paid |
2022 ივლ 1 | პროდუქტები | 318.76 | transferred |
სულ ხარჯი: 2,326.76 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 დეკ 24 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 დეკ 24 | მექოშვილი მაია | 10 | Transfer to account |
2021 დეკ 24 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
2021 დეკ 24 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
2021 დეკ 23 | ნინო სურგულაძე | 5 | Transfer to account |
2021 დეკ 23 | თამილა კოპერინა | 5 | Transfer to account |
2021 დეკ 23 | შორენა ოთხოზორია | 25 | Transfer to account |
2021 დეკ 22 | ბერაძე გვანცა | 20 | Transfer to account |
2021 დეკ 22 | ოშაყმაშვილი გოჩა | 5 | Transfer to account |
2021 დეკ 22 | სახვაძე ზურაბ | 1 | Transfer to account |
2021 დეკ 22 | სუმბაძე რომა | 1 | Transfer to account |
2021 დეკ 22 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
2021 დეკ 21 | კახაბერ ილურიძე | 5 | Transfer to account |
2021 დეკ 21 | ოთარ ბერაია | 15 | Transfer to account |
2021 დეკ 20 | ქაჯაია ნონა | 6 | Transfer to account |
2021 დეკ 20 | სალამაძე ილია | 10 | Transfer to account |
2021 დეკ 19 | ქადაგიშვილი მარიამი | 15 | Transfer to account |
2021 დეკ 19 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2021 დეკ 19 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2021 დეკ 19 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Transfer to account |
2021 დეკ 19 | თამარ ცხვარაძე | 5 | Transfer to account |
2021 დეკ 19 | დიმიტრი გვრიტიშვილი | 35 | Transfer to account |
2021 დეკ 17 | პილილიან არაქელ | 30 | Transfer to account |
2021 დეკ 16 | ნატო ფალაშვილი | 5 | Transfer to account |
2021 დეკ 15 | ანონიმი | 1 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 დეკ 15 | შონია თეა | 10 | Transfer to account |
2021 დეკ 15 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
2021 დეკ 15 | ხუბუა გიორგი | 2 | Transfer to account |
2021 დეკ 15 | ირაკლი ცომაია | 10 | Transfer to account |
2021 დეკ 15 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,326.57 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
7,127.63 ₾
დაეხმარა
547
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ჩემი ხმა მოგენატრება, დედა“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბერს წარმოთქვა უბედური დედის შვილმა, მირიანმა. ამ სიტყვების შემდეგ ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან...
შეგროვებულია
16,588 ₾
დაეხმარა
1,034
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
33,402.84 ₾
დაეხმარა
1,839
|