„სულ ხელში აყვანილს ვატარებ, ოღონდ დამეხმარეთ, რომ უწამლოდ არ მომიკვდეს შვილი!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„სულ ხელში აყვანილს ვატარებ, ოღონდ დამეხმარეთ, რომ უწამლოდ არ მომიკვდეს შვილი!“

page info icon
2022 მაისი 18
ლადო ორი წლის იყო, როდესაც პირველად დაიძახა „დედა!“ ოცდასამი წელია, ნინო ამ სიტყვის გაგონებას ისევ ელოდება, მაგრამ ლადოს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება... „ლადო, კიდევ ერთხელ დამიძახე „დედა“, ჩემო შვილო, ჩემო ვაჟკაცო! მე ხომ ამაზე დღედაღამ ვლოცულობ?!“ - ეუბნება ნინო ხელში აყვანილ ოცდახუთი წლის ვაჟს და თან, როგორც თოთო ბავშვს ისე ეფერება - „უფალს ვევედრები, მისი მდგომარეობა ოდნავ მაინც გამომჯობინდეს, რომ ცოტა მოძრაობა, სიტყვების წარმოთქმა შეძლოს, მაგრამ... უკან მივექანებით. ჩვენი სახსრებით და შესაძლებლობებით, რას გავხდებით იმ ვერაგ დაავადებასთან, რომელსაც ცერებრული დამბლა ჰქვია.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,826 ₾
( 234 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
„სულ ხელში აყვანილს ვატარებ, ოღონდ დამეხმარეთ, რომ უწამლოდ არ მომიკვდეს შვილი!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
            ლადო ორი წლის იყო, როდესაც პირველად დაიძახა „დედა!“ ოცდასამი წელია, ნინო ამ სიტყვის გაგონებას ისევ ელოდება, მაგრამ ლადოს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება...
            „ლადო, კიდევ ერთხელ დამიძახე „დედა“, ჩემო შვილო, ჩემო ვაჟკაცო! მე ხომ ამაზე დღედაღამ ვლოცულობ?!“ - ეუბნება ნინო ხელში აყვანილ ოცდახუთი წლის ვაჟს და თან, როგორც თოთო ბავშვს ისე  ეფერება -  „უფალს ვევედრები, მისი მდგომარეობა ოდნავ მაინც გამომჯობინდეს, რომ ცოტა მოძრაობა,  სიტყვების წარმოთქმა შეძლოს, მაგრამ... უკან მივექანებით. ჩვენი სახსრებით და შესაძლებლობებით, რას გავხდებით იმ ვერაგ დაავადებასთან, რომელსაც ცერებრული დამბლა ჰქვია.“
„შვილო, გამაგონე შენი ხმა!“
„ისეთი გამხდარია... ძვალზე ტყავი აქვს გადაკრულიო, მასზეა  ნათქვამი...“
        ღმერთო, რა ძნელია ამ კადრების ყურება!    ადამიანს მოგინდება უმალ მუხლი მოიდრიკო და ილოცო ამ გაჭირვებული ოჯახისთვის, ან რაიმე მცირედი მაინც გააკეთო მათთვის. 
        ნინო ავალიანი სამი შვილის დედაა. ის ზუგდიდში, ნათესავებთან ცხოვრობს. უფროსი ვაჟი - ვლადიმერი ცერებრული დამბლით, 25 წელიწადია იტანჯება. მას ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს - ვერ მოძრაობს. ეპილეფსიური შეტევა პირველად ორი წლის ასაკში დაემართა, იმ დღიდან იწყება ოჯახის ტრაგედია: ექიმები, საავადმყოფოები, ოპერაციები, გადაწურული იმედები,  დამსხვრეული ოცნებები...
        - ნინო, მოგვიყევით ვლადიმერის შესახებ, რამდენად რთულია მისი მდგომარეობა?
         ნინო: აღარ მინდა მისი სახელი კიდევ ვახსენო, რამაც დამღუპა (დაავადებას გულისხმობს). ჩემს ბიჭს ურთულესი ფორმა აქვს. განა მხოლოდ ვერ დადის და ვერ მეტყველებს, ვერც კი ჯდება. პატარა რომ იყო, ვაჯენდი ეტლში... ახლა... ახლა, ყველა ორგანო ჩათრეულია, საყლაპავი მილი გადახლართულია... ჰაერზეც ასე ხელში აყვანილი გამყავს. სულ ხელში მყავს, პატარა ბავშვივით. რა ვქნა? ჩემი შვილია და სანამ პირში სული მიდგას, უნდა ვიწვალო, მისთვის ვიბრძოლო... ყველას ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ეკონომიკურმა სიდუხჭირემ უკიდურეს მდგომარეობამდე მიმიყვანა. ვერაფერს ვეღარ ვუკეთებ ბავშვს: ვერც პამპერსებს ავუდივარ, ვერც ნორმალურ საკვებს ვაწვდი, ვერც წამლებს ვყიდულობ, ექიმთანაც ვერ ვახერხებ  მის წაყვანას. ვიმუშავებდი ყველაზე მძიმე სამუშაოზეც კი, მაგრამ, აბა, როგორ? ვისთან დავტოვო? ვინ ატარებს ჩემს შვილს ხელით?
„რთულია საკვების მიღების პროცესი, ის ხომ ვერასდროს მეუბნება რა უნდა...“
„ხელით ვატარებ, როგორც პატარა ბავშვს...“
-დაავადება თანდაყოლილია?
     ნინო: დიახ, მშობიარობის ტრავმაა. ფაქტობრივად, ექიმებმა დამღუპეს და ახლა ვეღარ მშველიან!  ეპილეფსიური შეტევები რომ დაეწყო, თბილისში გადავსახლდით, ქირით. აქ, ზუგდიდში, არ იყო მაშინ ვარჯიშების და მასაჟების ფუფუნება. თბილისში გატარებული ოთხი წლის განმავლობაში, რამდენი გაჭირვება გამოვიარე, რომ იცოდეთ... როდესაც ტაქსის ფული არ მქონდა, ბავშვი ხელში აყვანილი დამყავდა შორ მანძილზე. აკიდებული მქონდა მძიმე ჩანთაც, მისთვის საჭირო ნივთებით. ეჰ,  რამდენი ადამიანი შეწუხებულა ჩვენი ტანჯვით... ერთხელ, ერთმა უცნობმა, ბავშვს 100-ლარიანი ჩაუკუჭა სახელოში. არც სახელი მითხრა, და არც გვარი. უბრალოდ დამიბარა, ლოცვებში როგორც უცნობი, ისე მომეხსენიებინა და უფალი თავად მიხვდებოდა ვინ იყო. ის დღე არასდროს დამავიწყდება. არც ბაჩუკი პავლიაშვილის არაჩვეულებრივი ოჯახი დამავიწყდება... მისი ბინა გვქონდა დაქირავებული. ჩვენი მდგომარეობის შემხედვარე, ბაჩუკი ბინის ქირას აღარ გვართმევდა... 
მას ჯდომაც კი არ შეუძლია, იმდენად დეფორმირებულია მისი ძვლები...
        - რაიმე ოპერაცია თუ ჩაუტარდა?
        ნინო: დაიხ, როგორ არა. 11 წლის იყო ვლადიმერი, მოსკოვში რომ გავემგზავრეთ, ნასესხები თანხით. ტულაში სამი ოპერაცია გაუკეთდა. ექიმები იმედს გვაძლევდნენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, დაჭიმულობა მოეხსნებოდა. ერთი პერიოდი, კიდეც დაეტყო წინსვლა, მაგრამ... ეს დაავადება ისეთი რამაა, რომ მართო, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა და დიდი ფინანსური შესაძლებლობებია საჭირო.  ჩვენ კი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. ჩვენი სახლიც კი არ გვაქვს...
        - ახლა ვის სახლში ცხოვრობთ?
        ნინო: ეს ჩემი მაზლის და რძლის სახლია. მათ შეგვიკედლეს. ისინიც ბევრნი არიან - შვიდნი! ღმერთმა ამრავლოს ეს ოჯახი! თერთმეტი ადამიანი ვცხოვრობთ აქ ერთად. არც ოთახებია საკმარისი, და არც საჭმელი. თან, ამათაც თოთო ბავშვი ჰყავთ... ვიცი, ვაწუხებთ, მაგრამ  წასასვლელი არსად გვაქვს... 
,,ვაწუხებთ ოჯახს, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს!“
           - სახლი არასდროს გქონიათ?
           ნინო: ჩვენი სახლი ორი წლის წინ დაიწვა. ჯერ, ისედაც რა გვქონდა და ისიც ცეცხლმა წაგვართვა. მადლობა ღმერთს, ბავშვები გაყვანილი მყავდა ნათესავთან, თორემ, არ ვიცი, რა მოხდებოდა... მერე იკამ და თამუნამ (მაზლს და რძალს გულისხმობს.) შეგვიფარეს. ისინი რომ არა, ქუჩაში სრულიად უპატრონოდ აღმოვჩნდებოდით.
           - ნინო, მეუღლე თქვენთან ერთად არ ცხოვრობს?
         ნინო: არა, მან ვერ ატარა შვილი გულით. გაექცა პასუხისმგებლობას. ხშირად მამაკაცები ქალებზე უფრო სუსტები აღმოჩნდებიან ხოლმე...
           - არაფრით  გეხმარებათ?
         ნინო: არა! არასდროს დამხმარებია! ყოველთვის მარტოს მიწევდა და მიწევს ყველა პრობლემასთან გამკლავება.
           - თქვენს შვილებზე მოგვიყევით. ლევანი არ ესწრება ინტერვიუს ჩაწერას. სად არის?
          ნინო: შუათანა ვაჟი - ლევანი, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. წელს ამთავრებს და დღეს სამხედრო სამსახურში გამოიძახეს. მისი სწავლის საფასური სოციალურმა სამსახურმა დაგვიფინანსა, თორემ მე რას შევძლებდი? თან სწავლობს და თან შრომობს, რომ როგორმე გაიტანოს თავი - ჰქონდეს გზის ფული. აქეთ თავის ძმასაც ეხმარება. მშობლები სტუდენტებს შესაფერის გარემოს უქმნიან სწავლისთვის, მე კი, რას ვუკეთებ? ვერაფერს! ერთხელ უკვე მოზრდილმა გამახსენა: „დედა, გახსოვს, რომ მეუბნებოდი:  ეს იოგურტი არ შეჭამო, ლადოსთვისააო? ახლა ვხვდები, რატომაც მეუბნებოდი, მაშინ კი - მწყინდაო!  მართლა ასე ვიქცეოდი. მას რამდენ რამეს ვაკლებდი...  (ტირის.)
          - ნია რამდენი წლისაა? შეიძლება მას გავესაუბრო?
          ნინო: ნია ექვსის. დიახ, რა თქმა უნდა, ისაუბრეთ. მე კი, ლადოს მივხედავ.
          - ნიაკო, სკოლაში დადიხარ?
          ნია: პირველ კლასში ვარ. სწავლა მიყვარს - განსაკუთრებით ქართული ენის. 
          - დიდი რომ გაიზრდები, ვინ გინდა იყო - მასწავლებელი?
          ნია: არა, ექიმი! ძალიან კარგი ექიმი უნდა გავხდე, რომ ჩემს ძმას დავეხმარო. 
           - შენს ძმას ეფერები ხოლმე?
           ნია: სულ ვეფერები ჩემს ლადუკას. აი, ასე. (თავზე ხელს უსვამს.)
           - დედამ მითხრა, რომ ეხმარები მის მოვლაში?
           ნია: დიახ. ხან წყალს მივუტან ხოლმე, ხან წამლებს, ხან რას და ხან რას. რასაც დამავალებს, ყველაფერს ვუსრულებ.
          - ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ? რა გინდა? შენი სხვა ოცნებებიც გამანდე.
          ნია: მინდა, რომ ჩემმა ლადუკამ გაიაროს და დაგველაპარაკოს! ეს რომ მოხდება, მაშინ ყველანი  ცა-ა-ა-ა-მდე ბედნიერები გავხდებით. კიდევ სამეცადინო მაგიდა  და სკამი მინდა. არ მაქვს. კიდევ, ჩემი ოთახი მინდა, ჩემი კარადა და საწოლი მინდა, გოგონებისთვის რომ არის, ისეთები...
            - დედასთან გძინავს?
          ნია: მხოლოდ ორი საწოლი გვაქვს, არადა უკვე დიდი გოგო ვარ! ხომ დიდი ვარ, დე? (დედას ეკითხება.)
          ნინო: ჩემი ჭკვიანი, მზრუნველი, დიდი გოგო ხარ შენ!
            - ქალბატონო ნინო, ვერ მუშაობთ, წარმომიდგენია, როგორ გიჭირთ თავის გატანა. რა არის თქვენი ყოველთვიური შემოსავალი?
          ნინო: სოციალური დახმარება, 300 ლარს შეადგენს. ამის გარდა, ვიღებთ ლადოს პენსიას, 275 ლარის ოდენობით, რომელიც მარტო წამლებს და პამპერსებს არ ჰყოფნის. და კიდევ, 100 ლარს - მომვლელის პროგრამის ფარგლებში.  სულ 675 ლარი გამოდის. ამ შემოსავლით, მეც არ ვიცი, როგორ ვახერხებ თავის გატანას შშმ პირის პატრონი...
             - ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ?
           ნინო: ბევრჯერ მივმართე. ერთხელ, ოთახი მოგვიწესრიგეს, საცხოვრებლად ვარგისი რომ გამხდარიყო. ახლაც დავწერე წერილი ჩვენი საშინელი, აუტანელი გაჭირვების შესახებ. ველოდები პასუხს. იმედია, მომაქცევენ ყურადღებას.  არც გაზქურა მაქვს, არც სარეცხი მანქანა... თუმცა სახლი არ მაქვს და...  და წასასვლელი არსაით... ჩემი შვილებისთვის, საკვები არ მაქვს. ექიმის ფული არ მაქვს, რომ ლადოს ვუმკურნალო... იქნებ ცოტა გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა?! იქნებ ნანატრი სიტყვა - ,,დედა“ კიდევ დამიძახოს?! 
,,ერთ წუთსაც ვერ ვიცოცხლებ ლადოს გარეშე!“
      გული შემეკუმშა. ჩახუტებულ დედა-შვილს ვუყურებდი და ვფიქრობდი: ერთია, დედამ ცხრა თვე მუცლით გატაროს და მეორე - კიდევ ოცდახუთი წელიწადი ხელით... ასეთი რამ, ხომ მხოლოდ გმირ დედებს შეუძლიათ?!
       ძვირფასო მკითხველებო, გავერთიანდეთ! დავეხმაროთ ნინო ავალიანს. ნუ მივატოვებთ გმირ დედას ბედის ანაბარად. ჩვენი დახმარება, მას ახლა ჰაერზე მეტად სჭირდება!
       თუ შეძლებთ, რომ პირადად მოინახულოთ ავალიანების ოჯახი და დაუდგეთ მხარში ნინოს, თქვენ ძალიან გაახარებთ მას. ოჯახის მისამართია: ქალაქი ზუგდიდი, ლომონოსოვის ქუჩა 21.
***
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
        მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ავალიანების ოჯახი )
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: